Category: არქივი

  • “ნატო-ნატო”-ს ძახილი არც საგარეო კურსია და არც ვექტორი- ირმა ინაშვილი

    „ხელისუფლებას მკაფიოდ უნდა ესმოდეს, პოლიტიკური ველის დაყოფა პროდასავლურებად და პრორუსულ ძალებად, დამნაშავე ძალების წისქვილზე ასხამს წყალს“, – ასე ეხმაურება „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებს, რომ კოალიციის შექმნისას მთავარი საზომი იქნება ვის რა საგარეო კურსი აქვს.

    “მეორე კომენტარი: როცა საუბარია, რომ კოალიციის შექმნისას მთავარი საზომი იქნება,- ვის რა საგარეო კურსი აქვს, ხელისუფლებას მკაფიოდ უნდა ესმოდეს, რომ პოლიტიკური ველის დაყოფა პროდასავლურებად და პრორუსულ ძალებად, სწორედ დამნაშავე ძალების წისქვილზე ასხამს წყალს. ჩვენ 2003-2011 წლებში კარგად ვნახეთ, რა პრინციპებით მართავდნენ სახელმწიფოს ეს თითქოსდა დასავლური ძალები. ეს იყო ტერორი, ტერორი და ტერორი! ახლაც იგივე სულისკვეთებით, დასავლურობის ნიღბის ქვეშ ცდილობენ სრულიად ბოლშევიკური მიზნების განხორციელებას. სხვათა შორის, ამას ბოლოს და ბოლოს უნდა მიხვდეს ჩვენი პარტნიორების ის ნაწილიც, რომელიც აქტიურად ლობირებდა და ლობირებს დამნაშავე ძალებს საქართველოში! სწორედ ამ ჯიუტი ლობირების შედეგია ის, რომ ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტურ უმრავლესობას ამერიკის ინსტიტუტებისადმი რწმენა და ნდობა შეერყა. ახლა უფრო კონკრეტულად საგარეო კურსის შესახებ: ჩვენი საგარეო კურსი,- ესაა ევროპა სამხედრო მიუმხრობლობით! ჩვენი საგარეო კურსი,- ესაა ავსტრია, შვეიცარია, ფინეთისა და შვედეთის მოდელების გაზიარება! ჩვენი საგარეო კურსი,- ესაა საქართველოსთვის უსაფრთხოების მაქსიმალური უზრუნველჰყოფა და “ნატო-ნატო”-ს ძახილი (რომელიც თავად აცხადებს, რომ არ გვაწევრიანებს) არც საგარეო კურსია და არც ვექტორი.”-წერს ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში.

  • მოსამართლემ, დანაშაულის დასადასტურებლად, მიუთითა მასალები, რომელიც არ უნახავს – გვარამიას ადვოკატმა გირაო გაასაჩივრა

    „რუსთავი 2-ის“ ყოფილმა დირექტორმა და მისმა ადვოკატმა,  გვარამისათვის გირაოს შეფარდების თაობაზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, სააპელაციო ინსტანციაში გაასაჩივრეს. სანქცია, რომელიც საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამიას დააკისრა, საზღვარგარეთ მოგზაურობაზე შეზღუდვებია.

    დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ფიქრობს, რომ მოსამართლე კერატიშვილს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გირაოს შესახებ , უკანონოა.

    „მოსამართლე კერატიშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ნიკა გვარამიასთვის გირაოს შეფარდების თაობაზე არის უკანონო და ვითხოვთ ამ განჩინების გაუქმებას. არაერთი საფუძველი გვაქვს ამისთვის. მაგალითად, მოსამართლემ იმ ვარაუდის დასადასტურებლად, რომ თითქოსდა არსებობდა საფუძვლიანი ეჭვი ნიკა გვარამიას მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით, მიუთითა საქმის მასალები, რომელიც სასამართლოს ფიზიკურად არ უნახავს, იმიტომ, რომ პროკურატურამ შუამდგომლობით მოიტანა მხოლოდ 6 ტომი და დანარჩენი მასალები არ მოუტანია და სასამართლოს მოხსენიებული აქვს ის მასალები, რომელიც ფიზიკურად საქალაქო სასამართლოში არ მოხვედრილა

    რუსთავი 2-მა” არათუ იზარალა, არამედ სარგებელი მიიღო ამ ხელშეკრულებით და ამ ტრანზაქციებით. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, რომელიც მოხვდა ჩვენს სააპელაციო საჩივარში, ზოგადად, ნიკა გვარამიას ედავებიან, რომ მან დაარღვია ფიდუციური მოვალეობები, ანუ ცუდი დირექტორი იყო, უკეთესად უნდა განეხორციელებინა ხელმძღვანელობა და მეტი ფული მოეტანა კომპანიაში. ამისთვის ყველაზე კარგი საშუალება შევაფასოთ ადამიანი ცუდი დირექტორია თუ კარგი დირექტორია, ბუნებრივია, ყველაზე ოპტიმალური არის გავაკეთოთ შედარება, ვის უნდა შევადაროთ, ბუნებრივია, ტელეკომპანია “იმედს,” რომელიც არის მისი მთავარი კონკურენტი. 2015 წელს, რაზეც ედავება პროკურატურა გვარამიას, რომ ის იყო ცუდი დირექტორი, “ტელე იმედმა” მიიღო 24 მილიონ 100 ათასი ლარი დააახლოებით, სარეკლამო გაყიდვებიდან, ხოლო რუსთავი 2-მა მიიღო 35 ნახევარი მილიონი ლარი, ანუ 11 ნახევარი მილიონი ლარით მეტი აქვს მიღებული “რუსთავი 2-ს.” ეს ბუნებრივია, ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ სწორედ ნიკა გვარამიას მიერ დადებული ხელშეკრულება, შერჩეული გაყიდვების სახლი და განხორციელებული ქმედებები, იყო ის საფუძველი, რამაც განაპირობა “რუსთავი 2-ის” ასეთი წარმატება და ამ წელს, ზოგადად, სარეკლამო ბაზარზე არსებული თანხების, 44,3 % შემოვიდა “რუსთავი 2-ში,” ხოლო მის უშუალო კონკურენტზე, ტელე იმედზე 47%-ით მეტი თანხა აქვს მიღებული “რუსთავი 2-ს” მაშინ, როდესაც რეიტინგებში ბუნებრივია, ამხელა სხვაობა არ არის,“ – განაცხადა საძაგლიშვილმა.

  • ჭიდაობის ფედერაციას აეროპორტიდან ჭავჭავაძემდე სპორტული ფორმების ტრანსპორტირება 8,276 ლარი დაუჯდა- IDFI

    IDFI-ის კვლევის თანახმად, თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეების სპორტული ფორმების საქართველომდე ტრანსპორტირებაში ფედერაციამ 12 517 ლარი გადაიხადა, ხოლო ადგილობრივ ტრანსპორტირებაში, ანუ ქალაქ თბილისის საბაჟოდან ჭიდაობის ფედერაციის შენობამდე ეკიპირების ტრანსპორტირებაში – 8,276 ლარი.

    “ხელშეკრულებაშიც და მიღება ჩაბარების აქტშიც ჩანს, რომ მომსახურება ერთი თვის განმავლობაში შესრულდა, კერძოდ კი 2017 წლის 25 მარტიდან 25 აპრილის ჩათვლით, რაც საკმაოდ გაუგებარს ხდის აღნიშნული მომსახურების ფორმას, თუმცა, თუ ვივარაუდებთ რომ საქონელი სხვადასხვა დროს ჩამოდიოდა და შემსრულებელს თითოეულ ჯერზე უწევდა ტვირთის წამოღება, მაინც გაურკვეველი რჩება, რამ გამოიწვია თბილისის მასშტაბით ტრანსპორტირების ასეთი მაღალი ფასი, რომელიც უცხოეთიდან ტრანსპორტირების თანხას უახლოვდება”-აღნიშნულია ფლანგვის დეტექტორის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელიც IDFI-ის კვლევას ეყრდნობა.

  • გორის სამშობიარო სახლში ახალგაზრდა ქალი შვილს ტოვებს

    გორის ჯუმბერ გოგიაშვილის სახელობის სამშობიარო კლინიკაში 27 წლის დედა შვილის დატოვებას აპირებს. ინფორმაციას ,,დიანიუსი“ ავრცელებს.  მიზეზად მძიმე სოციალური ფონი სახელდება. 

    ახალგაზრდა ქალმა წუხელ იმშობიარა და ბიჭი შეეძინა.როგორც კლინიკაში აცხადებენ, პოლიციასმომხდარის შესახებ   მას შემდეგ შეატყობინეს, რაც ეჭვი გაუჩნდათ, რომ დედა გაპარვას გეგმავდა, შვილის დატოვებას კი სამშობიაროში აპირებდა.

    არსებული ინფორმაციით, ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და მისი გადაყვანა ღუდუშაურის კლინიკაში იგეგმება.

  • “პრემიერმა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა იმნაირი ამბები მოყვეს, თავი ამერიკაში მეგონა” – გოგი წულაია

    “პრემიერმა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა იმნაირი ამბები მოყვეს, თავი ამერიკაში მეგონა” -ამის შესახებ  პარტია ”თავისუფალი საქართველოს” თავმჯდომარის მოადგილემ,  გოგი წულაიამ განაცხადა. 

    ქუთაისის შემოვლითი გზის დაკეტვას და არასწორად მოწყობილ ავტობანს სოფელ ნახშირღელეს მოსახლეობა პარტია „თავისუფალი საქართველოსთან“ ერთად აპროტესტებს.

    მოსახლეობის თქმით, ავტობანის გამო მათ სოფლებში შესასვლელი გზა დაიკეტა და მათ დამატებით ასეულობით მეტრის გავლა უწევთ.

    წულაია ხელისუფლებისგან რეალურ ქმედებებს მოითხოვს.

    „დღეს ჰქონდა კონფერენცია პრემიერ-მინისტრს და ინფრასტრუქტურის მინისტრს და იმნაირი ამბები მოყვეს, თავი ამერიკაში მეგონა. რეალობა არის ეს, რაც ახლა ამ წუთას აქ ხდება. მილიონობით ლარია გადაყრილი, 3-4 წელი დაკეტილია ეს გზა… გადაქცეულია ქუთაისი ჯოჯოხეთად… დაამთავრეთ უგუნურება და მართლა გააკეთეთ რაღაც,“ – განაცხადა გოგი წულაიამ.

  • ბავშვზე ძალადობაში ბრალდებულ ძიძას 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება

    სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა მაია ეჯიბიას მიერ გავრცელებულ ვიდეოებს. სადაც ჩანს, როგორ უდიერად ეპყრობა ძიძა მის მცირეწლოვან შვილს.

    ქალმა გარკვეული ეჭვების შემდეგ სახლში ვიდეოკამერა დააყენა და ასე მოიპოვა კადრები.

    „ეს მთელმა ფოთმა უნდა იცოდეს, რადგან სხვის შვილსაც იგივე არ დაემართოს. ყველა ვიდეო და ფოტო იხილეთ აუცილებლად და გაიცანით ნათია ლორია… ის მამა ნიკოლოზის ცოლის დაა. დარწმუნებული ვიყავი, რომ კარგად ექცეოდა გაბრიელს და ღრმად ვენდობოდი, მაგრამ ერთ დღეს ნახევარი საათი ტიროდა ჩემი შვილი და გვერდით კორპუსში გაიგეს. რომ ვიკითხე, ბავშვის ტირილის დროს ძიძა სად იყო, 3-ჯერ სხვადასხვა პასუხი მივიღე, რამაც დამაეჭვა და დავიწყე ფარული მეთვალყურეობა. დანარჩენი იხილეთ ვიდეოებში და კომენტარებში ველოდები პასუხებს, რა ეკუთვნის ასეთ ძიძას. სასჯელი?“ – წერს მაია ეჯიბია საკუთარ გვერდზე.

    მომხდარზე გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. პოლიციაში გამოიკითხა ბავშვის დედაც. 126-ე მუხლი გულისხმობს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ექვს წლამდე.

  • “ნინო არ მომკლა-მეთქი”-დედამთილი, რომელმაც რძალი დააჭერინა ემოციურად ყვება, როგორ დაკარგა ფული (ვიდეო)

    დედამთილი, რომელმაც რძალი დააჭერინა ყვება როგორ დაკარგა ფული. ვიდეოს “რუსთავი 2” ავრცელებს.  საქმე ეხება ზუგდიდში მომხდარ ფაქტს,ეთერ შენგელიას მტკიცებით, 26 წლის რძალმა  მას 5 ათასი ლარი მოიპარა.ზუგდიდელი ქალის განცხადებით, ფული ჩანთაში ჰქონდა. ფულის გაუჩინარების შემდეგ,  მან დასახმარებლად რძალს მიმართა, რომელმაც უპასუხა, რომ ის არაფერ შუაში არ იყო. 
    “ხელი ვატაკე ჩანთას ინსტიქტულარულად… ნინო არ მოკლა-მეთქი, ფული მაქვს მისაცემი და ფული “სუმკაში” არ არის-მეთქი, მომეხმარე ნინო…
    …დედა დამანებე თავიო, რატომ მეუბნები მე რაში მჭირდებაო?”-განუცხადა ჟურნალისტებს დაზარალებულმა. 

    სამართალდამცავების მიერ ექსპერტიზის ჩატარების შედეგად დადგინდა, რომ თითის ანაბეჭდები, რომელიც დედამთილის საფულეზე იყო, რძალს ეკუთვნოდა. ასევე, პოლიციის თანამშრომლებმა ნივთმტკიცებად დაკარგული თანხა ამოიღეს. 26 წლის ქალმა ბრალი აღიარა. ის ამ დროისათვის ზუგდიდი წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.

    ბრალდებულის სასამართლოს პროცესი სავარაუდოდ,  ხვალ გაიმართება.ფაქტზე გამოძიება ქურდობის მუხლით მიმდინარეობს. 

    {{VIDEO}}

  • ფორმულა კრეატივის ტელევიზიას „ფორმულა“ ერქმევა

    “ფორმულა კრეატივის” ტელევიზიას “ფორმულა” ერქმევა. ამის შესახებ ინფორმაცია On.ge-ს ახალი ტელევიზიის მომავალმა დირექტორმა, ზუკა გუმბარიძემ მიაწოდა.

    კომპანიის გეგმების მიხედვით, არხი “ხარისხიანი, უკომპრომისო, სანდო, ოპერატიული და ეფექტური” მედია-საშუალება იქნება.

    “ფორმულა კრეატივმა” არხის გახსნის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე კვირის წინ დაადასტურა. ასევე, ცნობილი გახდა, რომ არხი თავდაცვის ყოფილ მინისტრთან, დავით კეზერაშვილთან პარტნიორობით იქმნება.

  • რომელი გასაუბრებაც არ აინტერესებს, იმ დღეს გასარუჯად დადის – გვრიტიშვილი დოლიძეზე

    “რომელი გასაუბრებაც არ აინტერესებს, იმ დღეს გასარუჯად დადის”-ეს განცხადება დიმიტრი გვრიტიშვილმა ანა დოლიძეზე გააკეთა. კონკურსის სხდომის თავმჯდომარის თქმით,  დოლიძე მოსამართლეთა შერჩევის პროცესში მხოლოდ ფორმალურად მონაწილეობს. 

    „ფორმალური მისი მონაწილეობა არის, მე თუ მკითხავთ. შერჩევითად უდგება ამა თუ იმ კანდიდატს. რომელიც აინტერესებს იმ კანდიდატის გასაუბრებას ესწრება, რომელზეც არ აინტერესებს დადის სატელევიზიო ეთერებში, დადის შეიძლება გასარუჯად და შემდგომ ამას ამართლებს თითქოს რაღაც სამედიცინო გამოკვლევაზე იყო, თუმცა სათანადო წესით, კანონით განსაზღვრული დოკუმენტებით ეს ფაქტი დადასტურებული არ არის. აქედან გამომდინარე, მისი მონაწილეობაა ფორმალური, თორემ ჩენ, საზოგადოება ხედავს, თქვენც ხედავთ, ვმუშაობთ საათობით, დილიდან დაღამებამდე, ყველა კანდიდატს ვეპყრობით თანასწორად და კითხვები არის თანაბარი სირთულის. ისინი კი, არჩევენ კანდიდატებს იმისდა მიხედვით, რომელი კანდიდატია მათთვის სიმპათიური, დაუსვამენ თუ არა შეკითხვებს და რა ფორმით დაუსვამენ შეკითხვებს,“- განაცხადა გვრიტიშვილმა.

  • ჟურნალისტური ეთიკის ქარტია “ტვ პირველის” სერვერების გათიშვის გამოძიებას ითხოვს

    ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ტვ პირველის სერვერების გათიშვასთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებებს მიმართავს და ფაქტზე დროულ გამოძიებას ითხოვს.

    “საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიმართავს საგამოძიებო უწყებებს, დროულად გამოიძიონ მომხდარი შემთხვევა. ვიმედოვნებთ, ამ შემთხვევაში მაინც დასრულდება გამოძიება, დადგება დამნაშავის პასუხისმგებლობის საკითხი და არ გაჭიანურდება ეს პროცესი ისე, როგორც, სხვა მედიასაშუალებების, მაგალითად, “გურიანიუსის” შემთხვევაში მოხდა.

    მივმართავთ შესაბამის უწყებებს, გამოიყენონ ყველა რესურსი, რათა ტვ პირველმა შეძლოს დანაკარგის გარეშე მაუწყებლობის გაგრძელება. აუცილებელია დროულად აღმოიფხვრას წარმოქმნილი პრობლემა და უზრუნველყოფილი იყოს არხის შეუფერხებელი ფუნქციონირება”-აღნიშნულია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებაში.