Category: არქივი

  • როგორც ჩვენი სახელმწიფო სტრუქტურები, სასამართლოც არის ნეპოტიზმის ბუდე – ანა დოლიძე

    ამ წუთებში იუსტიციის საბჭოს წევრები ორ კანდიდატთან გასაუბრებას იწყებენ. ესენი არიან: თეა ძიმისტარაშვილი და ალექსანდრე წულაძე. 

    არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე სასამართლოში  ნეპოტიზმზე საუბრობს.

    “პროცესმა თან გვიჩვენა რომ როგორც ჩვენი სახელმწიფო სტრუქტურები, სასამართლოც არის ნეპოტიზმის ბუდე. თითქმის ყველა კანდიდატი, რომელიც არის აქ მოსამართლე უკავშირდება თავისი გვარით, ნათესაობით, ამხანაგობით, კურსელობით სასამართლოს თანამშრომლებს, ეს ვითარება არის სავალალოდ ა ხელს უშლის ნორმალური, შრომისმოყვარე და კომპეტენტური კანდიდატების დაწინაურებას. ეს ბუდე ადრე თუ გვიან უნდა დაინგრეს,”-აცხადებს ანა დოლიძე. 

    50 კანდიდატიდან იუსტიციის საბჭომ 20 უნდა შეარჩიოს და სია დასამტკიცებლად პარლამენტს გადაუგზავნოს.

  • პატარა შალვამ ეს ორი ჩანაწერი გააერთიანა და უპრინციპობაში მამხილა-ლევან ბერძენიშვილი

    “პატარა შალვამ ეს ორი ჩანაწერი გააერთიანა და უპრინციპობაში მამხილა”-ლევან ბერძენიშვილმა სოციალურ ქსელში შალვა რამიშვილის შესახებ დაწერა.
    საუბარია Postv-ის მიერ ლევან ბერძენიშვილის შესახებ მომზადებულ ვიდეოზე, სადაც ბერძენიშვილმა სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ არ იცის აღნიშნული მედიასაშუალების შესახებ, შემდეგ კი აღნიშნა, რომ Postv-სთან არ თანამშრომლობს. ბერძენიშვილი მიანიშნებს, რომ აღნიშნული მასალა ფაბრიკაციაა, რადგან სატელეფონო საუბრის ეს 2 მონაკვეთი სხვადასხვა დროს არის ჩაწერილი და შალვა რამიშვილმა ის გააერთიანა.

    “ოდესღაც ჟურნალისტმა დამირეკა, პოსტტივიდან ვარო და ვუთხარი, ეგ რა არის, არ ვიცი-მეთქი. გუშინ დამირეკა და პოსტტივისთან არ ვთანამშრომლობ-მეთქი. პრინციპულმა პატარა შალვამ ეს ორი ჩანაწერი გააერთიანა და უპრინციპობაში მამხილა. ფაქტობრივად, გენიოსია. რას გიხდის ასეთს, შე გაჭირვებულო?!”-წერს ბერძენიშვილი.

  • ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩაზე მეორე სართულის აივანი ჩამოინგრა

    გვიან ღამით, ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩაზე მეორე სართულის აივანი ჩამოინგრა. ნგრევის შედეგად არავინ დაშავებულა, სახლში არავინ იმყოფებოდა. ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო და საპატრულო ეკიპაჟები.

    სამსართულიან სახლს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. მოსახლეობა დედაქალაქის მერიასა და გამგეობას უყურადღებობაში ადანაშაულებენ. მათი განცხადებით, არაერთხელ მიმართეს კორპუსისთვის აღდგენითი სამუშაოების ჩატარების თაობაზე გამგეობას, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ.

  • დღეს თბილისის საბაგირო მგზავრებს რამდენიმე საათით ვერ მოემსახურება

    დღეს, თბილისის საბაგირო მგზავრებს რამდენიმე საათით ვერ მოემსახურება.  განცხადებას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს.

    „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადება თბილისის სატრანსპორტო კომპანია გაცნობებთ, რომ 14 აგვისტოს თელასის გეგმიური სამუშაოების გამო რიყე-ნარიყალას საბაგირო გზას დროებით შეუწყდება ენერგომომარაგება, რის გამოც საბაგირო გზა 11:00-დან 16:00 საათამდე ვერ მოემსახურება მგზავრებს. ბოდიშს გიხდით დისკომფორტისათვის“,-ნათქვამია კომპანიის ინფორმაციაში.

  • თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

    გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, 14 აგვისტოს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას  კომპანია „თელასი” ავრცელებს.

    დიდუბის რაიონში გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „დიდუბე“-ს მიმდებარე ტერიტორიის, აკაკი წერეთელის გამზირის, რობაქიძის გამზირის, ქსნის და კარალეთის ქუჩების მცხოვრებლებს.

    ნაძალადევის რაიონში, 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, უცნობ გმირთა, ვარდისუბნის, ქვიშხეთის და არბოს ქუჩების მცხოვრებლებს.

    ჩუღურეთის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის, ჩერნიშევსკის, არჩილ ქურდიანის, ზაქარია ქურდიანის, ივანე ჯავახიშვილის, ჩიქობავას და მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

    საბურთალოს რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვახუშტის ხიდის მიმდებარე ტერიტორიის, სააკაძის მოედნის, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, აღმაშენებლის ხეივანის, დიდი დიღმის IV მიკრორაიონის, სოფელი დიღმის და ბოჭორიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, მიხეილ თამარაშვილის და იოველ ქუთათელაძის ქუჩების მცხოვრებლებს. 13:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გელოვანის გამზირის, ვაშლიჯვრის დასახლების და იასამნის ქუჩის მცხოვრებლებს.

    სამგორის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, კახეთის გზატკეცილის, ვარკეთილის მეურნეობის, მშვიდობის და თვალჭრელიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

    ისნის რაიონში,11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რიყეს მიმდებარე ტერიტორიის, ღვინის აღმართის, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, ვაზისუბნის IV მიკრორაიონის II კვარტლის და იოზეფ პილსუდსკის ქუჩის მცხოვრებლებს.

    გლდანის რაიონში, 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII მიკრორაიონის მცხოვრებლებს.

    გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხევძმარის, ქერჩის და დავით სარაჯიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

    მთაწმინდის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კიკეთისა და სოფელი ბეთანიას მცხოვრებლებს.

    კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

  • “ივანიშვილის სისტემა არის ბინძური და მკვლელი” – მალხაზ მაჩალიკაშვილი

    პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს რომ ივანიშვილის რეჟიმი არის ბინძური და მკვლელი.

    “ერთ ერთი ყველაზე უმძიმესი დანაშაული რომელიც უახლოეს პერიოდში მოხდა და ყველაზე ნაკლები ყურადღება მიაქციეს იმიტომ რომ ეს იყო პირდაპირი რუსეთის დავალება და თვით ხელისუფლების მიერ ჩადენილი დანაშაული რომელ დანაშაულზეც საერთოდ არავინ საუბრობს პირდაპირ საკუთარ ბინაში ერთად ერთი ვაჟის მკვლელობა დღისით მზისით და იმ მოკლული ვაჟის დედის სასიკვდილოდ დაჭრა და ამ დრომდე გამოუძიებელი აქ ჩანს სად ვცხოვრობთ საით მივექანებით სიცოცხლის უფლება ყველას აქვს.ოცნება ივანიშვილის სისტემა მკვლელია და სიბინძურე.”-წერს მალხაზ მაჩალიკაშვილი სოციალურ ქს

  • რუსთავში მამაკაცმა ძმა და ცოლი დაჭრა

    რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში მამაკაცმა ძმა და ცოლი დაჭრა.

    ინფო რუსთავის ცნობით,  42 წლის მამაკაცმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა რძალს . ცოლს მეუღლე გამოექომაგა და ძმებს შორის კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

    32 წლის მამაკაცმა დანით უფროს ძმას რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. ძმების ჩხუბის დროს მათ გაშველებას უმცროსი ძმის მეუღლე შეეცადა რა დროსაც შემთხვევით ისიც დაიჭრა.

    სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა დაჭრილები სამედიცინო დაწესებულებში გადაიყვანა. დაშავებულების  ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

    შემთხვევის ადგილზე პოლიცია თავად ბრალდებულმა გამოიძახა, 32 წლის მამაკაცი დაკავებულია.

    შსს-ს ინფორმაციით, ოჯახის წევრების მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით, 1987 წელს დაბადებული დ.ა. დააკავეს.

    გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 13 აგვისტოს რუსთავში, საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით სხეულზე დაზიანება მიაყენა ძმას – 1977 წელს დაბადებულ კ.რ.-ს და მეუღლეს – 1978 წელს დაბადებულ გ.გ.-ს, რომელიც მათ გაშველებას ცდილობდა.

    გამოძიება ოჯახის წევრების მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11-პრიმა 120-ე მუხლით მიმდინარეობს.

  • თიბისი ბანკი განცხადებას ავრცელებს

    თიბისი ბანკის ჯგუფის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილის მიერ საბჭოს დატოვების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების, ასევე ახალ თავმჯდომარედ ნიკოლოზ ენუქიძის დანიშვნის შედეგად, საბჭომ ცვლილებები შეიტანა თიბისი ბანკის ჯგუფისა და თიბისი ბანკის მმართვლობის სტრუქტურაში. ამის შესახებ თიბისი ბანკი განცხადებას ავრცელებს.

    განცხადების მიხედვით,ზოგიერთი აქციონერის, პარტნიორი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის და სხვა მონაწილე მხარეების რეკომენდაციების, ასევე საკუთარი, დადებითი გამოცდილების გათვალისწინებით, რომელიც არააღმასრულებელი წევრების ერთდროულად თიბისი ბანკის ჯგუფის დირექტორთა საბჭოსა და თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრობას გულისხმობს, საბჭომ არააღმასრულებელი დირექტორებისთვის მართვის „სარკისებური სტრუქტურა“ (Mirror Board) დაამტკიცა.

    „ახალი სტრუქტურის მიხედვით:

    თიბისი ბანკის ჯგუფის დირექტორთა საბჭოს ყველა არააღმასრულებელი წევრი, ამავე დროს იქნება თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;

    თიბისი ბანკის ჯგუფის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, ასევე, იქნება თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე;

    თიბისი ბანკის ჯგუფის დირექტორთა საბჭოს მთავარი დამოუკიდებელი დირექტორი, ამავე დროს, იქნება თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი დირექტორი.

    ამ გადაწყვეტილების შედეგად შემდეგი ცვლილებები განხორციელდა:

    ნიკოლოზ ენუქიძე, თიბისი ბანკის ჯგუფის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, ამავდროულად, არჩეულ იქნა თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ;

    ნიკოლას დომენიკ ჰააგი, თიბისი ბანკის ჯგუფის დირექტორთა საბჭოს ამჟამინდელი მთავარი დამოუკიდებელი დირექტორი, ამავდროულად, არჩეულ იქნა თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს მთავარ დამოუკიდებელ დირექტორად;

    არნე ბერგრენი თიბისი ბანკის ჯგუფის დირექტორთა საბჭოს შემოურთდა, როგორც დამოუკიდებელი დირექტორი;

    ამავე დროს, თიბისი ბანკის ჯგუფის დირექტორთა საბჭომ დააკმაყოფილა იურკი კოსკელოს განცხადება მისი თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის და წევრის თანამდებობებიდან გადადგომის შესახებ;

    საბჭო მიიჩნევს, რომ აღნიშნული ცვლილებები მაქსიმალურად გაზრდის ჯგუფის საქმიანობის და ზედამხედველობის ეფექტიანობას და ასევე, ხელს შეუწყობს მმართველობის სტაბილურობას.

    საბჭოს სტრუქტურა სრულად შესაბამისობაში იქნება, როგორც ადგილობრივ, ისე დიდი ბრიტანეთის კორპორაციული მმართველობის კოდექსის მოთხოვნებთან.

    საბჭოს შემადგენლობაში განხილული ცვლილებების შედეგად, თიბისი ბანკის ჯგუფის დირექტორთა საბჭოს ამჟამინდელი არააღმასრულებელი დირექტორები არიან:

    ნიკოლოზ ენუქიძე – თიბისი ბანკის ჯგუფის დირექტორთა საბჭოს და თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე;

    ნიკოლას დომინიკ ჰააგი – თიბისი ბანკის ჯგუფის დირექტორთა საბჭოს და თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს მთავარი დამოუკიდებელი წევრი ;

    მარია ლუისა ჩიკონიანი – თიბისი ბანკის ჯგუფის დირექტორთა საბჭოს და თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი;

    ცირა კემულარია – თიბისი ბანკის ჯგუფის დირექტორთა საბჭოს და თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი;

    არნე ბერგრენი – თიბისი ბანკის ჯგუფის დირექტორთა საბჭოს და თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი“, – ნათქვამია განცხადებაში.

  • რუსეთის მიერ საქართველოში ფრენებზე დაწესებული შეზღუდვები 2020 წლის არჩევნებამდე შენარჩუნდება- “იზვესტია”

    რუსეთთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენა სავარაუდოდ, საქართველოში საპარლამენტო არჩვენების შემდეგ მოხდება – ამის შესახებ რუსული გამოცემა ,,იზვესტია” ერთ-ერთ რუს დიპლომატზე დაყრდობით წერს, თუმცა მის ვინაობას არ ასახელებს. სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ კრემლი საქართველო ხელისუფლებისგან ანტირუსული განწყობის ტალღის შეჩერებას ელოდება.

    “როგორც მინიმუმ, ერთი წლის განმავლობაში ავიამიმოსვლა არ აღდება. უფრო სავარაუდოა, რომ ეს არ მოხდება საპარლამენტო არჩევნებამდე, რომელიც 2020 წლის ოქტომებრში იგეგმება. სახელმწიფო დონეზე უნდა შეწყდეს ანტირუსული პოლიტიკა. ამის გარეშე ჩვენ ვერ მივცემთ რეკომენდაციას რუსეთის მოქალაქეებს, ეწვიონ საქართველოს.საზოგადოება გახურებულია და მხოლოდ დანაკარგის გრძნობამ შეიძლება ის დაამშვიდოს. მხოლოდ მაშინ, როდესაც იგრძნობენ, რომ რაც მოხდა, მათ ჯიბეზე აისახა, ისინი იმედია აიძულებენ ქვეყნის ხელმძღვანელობას მიიღონ კონკრეტული ზომები, რაც რუსეთს საშუალებას მისცემს გამოიტანოს დასკვნები და გააუქმოს მორატორიუმი საჰაერო მიმოსვლის შესახებ. მათ ამის გაკეთება ჯერ არ სურთ. როგორც ჩანს, დარტყმა არ იყო შესაბამისად ძლიერი. – განუცხადა “იზვესტიას” დუმის დსთ–ს საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, ლეონიდ კალაშნიკოვმა საქართველოზე საუბრისას.