Category: არქივი

  • სვანეთში, დაკარგულ სამ ტურისტს ეძებენ

    სვანეთში დაკარგულ 3 ბელორუსელ ტურისტ ქალს ეძებენ. ტურისტები თეთნულდზე რამდენიმე დღის წინ გაუჩინარდნენ, როდესაც ისინი  ერთი ბანაკიდან მეორეში გადადიოდნენ. ინფორმაცია დაკარგული ტურისტების შესახებ 112 -ში შევიდა. ირკვევა, რომ სამი ტურისტი ძირითად ჯგუფს იმ დროს ჩამორჩა, როდესაც ისინი მწვერვალიდან ბანაკისკენ ბრუნდებოდნენ. ადგილზე სამძებრო სამუშოები მიმდინარეობს.

  • ია კიწმარიშვილი სასამართლოსგან „რუსთავი 2“ -ის ქონებაზე ყადაღის დადებას დაჩქარებული წესით ითხოვს

    „მივმართავ სასამართლოს, უმოკლეს ვადაში განიხილოს და დააკმაყოფილოს ჩემი მოთხოვნა, რადგან თავიდან იქნეს აცილებული სახეზე არსებული თაღლითობის მცდელობის ფაქტი,” – ამის შესახებ „რუსთავი 2 -ის” ერთ-ერთი დამფუძნებლის, ეროსი კიწმარიშვილის მეუღლის , ია კიწმარიშვილის განცხადებაშია აღნიშნული.  

    კიწმარიშვილი  სასამართლოსგან „რუსთავი 2-ზე” ყადაღის დადებას დაჩქარებული წესით ითხოვს. 

    „მივმართავ სასამართლოს, უმოკლეს ვადაში განიხილოს და დააკმაყოფილოს ჩემი მოთხოვნა, რადგან თავიდან იქნეს აცილებული სახეზე არსებული თაღლითობის მცდელობის ფაქტი. შეგახსენებთ, რომ ქიბარ ხალვაშის განცხადების შემდეგ, ცნობილი გახდა ის ფაქტი, რომ მიმდინარეობს კომპანიის დაჩქარებული წესით გასხვისების პროცესი და დასახელდა ერთკვირიანი ვადა, რომლის განმავლობაშიც უნდა მოხდეს კომპანიის სხვა პირებისთვის სარგებლის მიღების მიზნით გადაცემა. მიმაჩნია, რომ აღნიშნული ფაქტი ან სრულიად მოსპობს ან სულ მცირე ძალიან გაართულებს ჩემთვის ობიექტური დავის წარმოებას და ჭეშმარიტების დადგენის შესაძლებლობას, რაც ერთმნიშვნელოვნად გამოიწვევს ჩემი, როგორც მესაკუთრის და მოქალაქის უფლებების დარღვევას და ამ საკითხთან მიმართებაში უკვე მეორედ დაზარალებას.

    მაქვს გონივრული საფუძველი ვივარაუდო, რომ მეორდება იგივე სქემა რაც „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ ერთხელ უკვე განხორციელდა ქიბარ ხალვაშის მონაწილეობით წინა ხელისუფლების დროს, როცა მან დამფუძნებლებისგან მოჩვენებითი გარიგებების და ხელისუფლების მხრიდან არსებული ზეწოლის შედეგად თაღლითურად მიითვისა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის კუთვნილი წილები და შემდეგ ეს წილები უმოკლეს ვადაში გაასხვისა საეჭვო ვითარებაში.

    მაშინდელი ხელისუფლება იმედოვნებდა, რომ ამ ქმედებით ისინი შეძლებდნენ ე.წ

    „კეთილსინდისიერ” მყიდველად გაესაღებინათ მომდევნო მფლობელები, თუმცა წლების შემდეგ ამ თვალთმაქცური გარიგებების მთავარმა გმირმა ქიბარ ხალვაშმა, თავადვე მიმართა სასამართლოს და მომდევნო მყიდველები ზეწოლაში და თაღლითობაში დაადანაშაულა, რის შედეგადაც დღევანდელმა სასამართლომ ქიბარ ხალვაშის სასარგებლოდ გადაწყვიტა აღნიშნული დავა და ყველა მომდევნო მყიდველი არაკეთილსინდისიერებად სცნო და „რუსთავი 2“ ისევ ქიბარ ხალვაშს დაუბრუნა.

    აღნიშნულიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ შევახსენებ ყველა პოტენციურ მყიდველს, რომ ერთი ერთში მეორდება 2004 წელს „რუსთავი 2“-ის დაუფლების და სხვისი ქონებით უკანონოდ გამდიდრების მცდელობის მიზნით, ერთხელ უკვე გამოყენებული თაღლითური სქემა ქიბარ ხალვაშის მონაწილეობით და შესრულებით.

    მათ ვურჩევ გაითვალისწინონ, რომ ამ სქემამ ერთხელ უკვე დააზარალა კომპანიის დამფუძნებლები (კიწმარიშვილი, დვალი და აქიმიძე) და ყველა მომდევნო მფლობელი და მოვუწოდებ ნუ ჩაიგდებენ თავს საფრთხეში, ნუ გაიმეორებენ წინამორბედების შეცდომებს, ნუ ენდობიან საეჭვო რეპუტაციის მქონე გარიგების პირობებს და ნუ დაეუფლებიან სადავო ქონებას,” – ნათქვამია ია კიწმარიშვილის განცხადებაში.

  • ბორჯომის მერის თქმით, კონცერტისთვის ნინი ქარსელაძე და მარიკა თხელიძე გამოკითხვით შეარჩია

    ბორჯომის მერი, ლევან ლიპარტია ამბობს, რომ “ბორჯომობა 2019” წლისთვის, ბიუჯეტიდან დაფინანსებულ კონცერტზე ნინი ქარსელაძე და მარიკა თხელიძე გამოკითხვით შეარჩიეს. ექარსელაძე და თხელიძე  სახელისუფლებო პარტიის მხარდამჭერები არიან და “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო კამპანიაშიც ბევრჯერ მონაწილეობდნენ, თუმცა On.ge-ს ინფორმაციით,ბორჯომის მერმა ლევან ლიპარტიამ განაცხადა რომ მომღერლები პოლიტიკური ნიშნით არ შეურჩევია.  

    “ყველას მოსწონს, ვისთანაც იყო საუბარი… [გამოკითხვა] ბორჯომში ჩავატარეთ. ჩვენმა თანამშრომლებმა [ჩაატარეს]”, —განაცხადა  On.ge-ს .

    “ბორჯომობა 2019 17 აგვისტოს გაიმართება, მონაწილეობას ნინი ქარსელაძისა და მარიკა თხელიძის გარდა  მიიღებენ გიგი ადამაშვილი, დათო გომართელი და ზვიად ბოლქვაძე. მომღერლების ჰონორარისთვის 14 350 ლარია გათვალისწინებული.

  • “მიტინგები არა თუ არ შეწყდება,სექტემბრიდან ჩვენ გავზრდით საპროტესტო აქციების ინტენსივობას“–ირმა ინაშვილი

    პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი 20 ივნისის შემდეგ დაწყებულ საპროტესტო მოძრაობას უპირისპირდება. 

    “მიტინგები არა თუ არ შეწყდება, სექტემბრიდან ჩვენ გავზრდით საპროტესტო აქციების ინტენსივობას და, ცხადია, არ მივცემთ სააკაშვილ-ბოკერიებს იმის საშუალებას, რომ თავისი ერთი მუჭა მხარდამჭერებითა და ლგბტ-ტერორისტებით აყაჩაღებდნენ და ატერორებდნენ ქართველ ხალხსა და საქართველოს.

    მივმართავ პოლიტიკურ პროცესს მოწყვეტილ ადამიანებს, – გახდით ჩვენი მხარდამჭერები!

    მივმართავ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს, – დაგვიდექით გვერდში!

    მივმართავ ხელისუფლებაში მყოფ ჯანსაღ ადამიანებს, – ვიმოქმედოთ ერთად და ერთად გადავარჩინოთ ქვეყანა!

    და ბოლოს, მივმართავ აშშ-სა და ევროპის საქართველოში მოქმედ ინსტიტუტებს,- დაუდექით გვერდში ქართველ ხალს და უარი თქვით სააკაშვილ-ბოკერიების მფარველობაზე!“–წერს ირმა ინაშვილი ფეისბუქ გვერდზე.

  • შსს 20 ივნისის ღამეს გამოყენებული ტყვიისა და ცრემლსადენი გაზის ოდენობის შესახებ ინფორმაციას მალავს

    გახარიას უწყება 20 ივნისის მოვლენებზე ინფორმაციას მალავს – შსს უარს ამბობს, გაასაჯაროვოს მონაცემები, რა რაოდენობით ტყვია და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს სამართალდამცველებმა 20 ივნისის სისხლიან ღამეს.

    ინფორმაციას საიდუმლო გრიფი ადევს და უკვე თვეზე მეტია, შინაგან საქმეთა სამინისტროდან, კურიერიც და ონლაინ გამოცემებიც, პასუხს უშედეგოდ ელოდებიან. საჯარო ინფორმაციის გაცემის ვადების დარღვევის გამო, on. ge გახარიას უწყებას, სასამართლოსი უჩივის. ონლაინ გამოცემის რედაქტორი დარწმუნებულია, რომ ინფორმაცია მედიისთვის 10 დღის ვადაში მიეწოდებინა, თუმცა კანონი დაარღვია და ინფორმაცია დამალა.

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყველა ადმინისტრაციული ვადა დაარღვია და არ უპასუხა “რუსთავი2”-ის საინფორმაციო სამსახურის წერილსაც. სამაუწყებლო კომპანია 20-21 ივნისის დღეებში გახარიას და მისი მოადგილის კახა საბანაძის ხელმოწერილი ბრძანებების ასლებს და ასევე იმ განკარგულებების ასლებს ითხოვდა, რომლის შედეგადაც პარლამენტის წინ მომიტინგეების წინააღმდეგ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის და სხვა დანაყოფები გამოიყვანეს. არც გაცემულ ბრძანებებზე და არც გამოყენებულ ტყვიასა და აირზე უწყებას საუბარი არ უნდა.

    მომიტინგეები კი ამბობენ, რომ 20 ივნისის ღამეს სამართალდამცავები ისროდნენ იმდენ ტყვიას და უშვებდნენ იმდენ არის, რომ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნა უბრალოდ შეუძლებელი იყო.

    ნინო ლომჯარიას თქმით, გასროლილი ტყვიების და გამოყენებული აირის შესახებ ინფორმაცია ნაწილის გასაჯაროებას საკონსულტაციო ჯგუფის შემდეგ შეხვედრაზე გეგმავს.

  • “ვერ დავტოვებთ ქვეყანას მსხვილი კრიტიკული მაუწყებლის გარეშე.“–გვარამიას არხი ეთერში დაგეგმილზე ადრე გავა

    ახალი არხი, რომელსაც ნიკა გვარამია აკეთებს ეთერში დაგეგმილზე ადრე გავა. რუსთავი2–ის ყოფილი დირექტორი ამბობს, რომ ქვეყანას არ აქვს ფუფუნება ძლიერი პროდასავლური არხის გარეშე დარჩეს. საკუთარი გეგმებისა და პროკურატურაში დღევანდელი სტუმრობის შესახებ გვარამიამ ფეისბუქ ლაივში ისაუბრა:

    “პროკურატურაში განმიმარტეს ჩემი უფლებები გირაოსთან დაკავშირებით და მითხრეს, რომ დამძიმდება ჩემი მდგომარეობა თუ გირაოს არ გადავიხდი.
    მე მგონია, რომ რეალურად არაფერი ამ ქვეყანაში არ უნდა დავთმოთ იმ ადამიანებმა, ვინც ვართ პატრიოტები. მათ შორის ტელეკომპანია იმედში ვინც არიან პატრიოტები მათაც არ უნდა დათმონ.
    პროკურატურაში მითხრეს აგერ გაძლევთ გირაოს ანგარიშს და უნიკალურ კოდს და ხელი მოგვიწერე რომ განგემარტაო. მე არანაირი უნიკალური კოდი არ წამოვიღე იმიტომ რომ არ მინდა უბრალოდ რომ ვიცოდე და მივცე მიზეზი ვინმეს რომ თქვან რომ მე ჩავარიცხინე ვიღაცას გვერდის ავლით. მე ეს არ მინდა. შესაბამისად არც ეს უნიკალური კოდი არ მაქვს და თუ საიდანმე რამე გაჟონავს, და ვინმე რამეს ჩარიცხავს ეს ნიკალური კოდი გაჟონილი იქნება სახელმწიფოს მხრიდან.“

    გვარამია ამბობს, რომ ერთ თვეში გაირკვევა, დაიჭერს თუ არა პროკურატურა და მას დაჭერის არ ეშინია.

    “ჩვენ ეთერში გაცილებით უფრო ადრე შევალთ, იმიტომ რომ ვერ დავტოვებთ საქართველოს კრიტიკული მაუწყყებლბის და პროდასავლური მაუწყებლობის გარეშე. არსებული მოვლენები ცხადყოფს, რომ არ გვაქვს დრო ნოემბრამდე, როცა ვაპირებდით ეთერში შესვლას. ვერ დავტოვებთ ქვეყანას მსხვილი კრიტიკული მაუწყებლის გარეშე.

    რუსთავი 2 ის დახურვის შემდეგ ქვეყნსი მთავარ მედიად რჩება იმედი და პირველად საქართველოში ქვეყნის მთავარი მედია იქნება პრორუსული. და ეს არის მესიჯი ქართველი ხალხისადმი რომ რუსეთი არის უძლეველი და რუსეთი არის ბევრად უფრო ძლიერი ვიდრე დასავლეთი. ზუსტად ამის თქმა უდა ბიძინა ივანიშვილს, ამის კრისტალიზაცია უნდა ქარუთლ ტვინებში ივანიშვილს. მედიაში აქამდე ყველაზე ძლიერი არხი იყო რუსთავი2 .აქამდე ცხადი იყო, რომ ამ სფეროშიც დასავლეთი უფრო ძლიერია ვიდრე რუსეთი, მაგრამ ახლა სამწუხაროდ ისევ დასავლეთის ხელით რუსთავი2 დაამხეს ჩამოაგდეს და წაიღეს. რა თქმა უნდა ჩვენი ქვეყანა დარჩება მთავარი კრიტიკული არხის და მთავარი პროდასავლური არხის გარეშე და ეთერში გვეყოლება ტელეკომპანია, რომელიც ქმნის ფილმებს როგორ მართალი იყო რუსეთი საქართველოსთან ომში და როგორ ჩვენ დავიწყეთ ომი და როგორ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ დაგვეძახა მისთვის და პრაქტიკულად ლეგიტიმურად დაეცვა მისი წარმომადგენლები საქართველოს ტერიტორიაზე. ეს არის ღია ღალატი. სისხლის სამართლის საქმეების კეთება რამეზე თუ შეიძლება პრაქტიკულად ეს არის. დღეს ჩვენ მოშლილი გვაქვს მთელი პროდასავლური ფლანგი რუსთავი ორის ჩამოშლის შედეგად და მარტოა დატოვებული ამ იდეოლოგიურ ომში ტელეოკმპანია იმედი, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რაც კი რუსეთს აწყობს. ჩვენ ამის ფუფუნება დიდ ხანს არ უნდა მივცეთ ბიძინა ივანიშვილს.

    ივანიშვილს ოცნების ახდენა არ უნდა ვაცდოთ. და მუდმივად დასავლეთზე რომ ილაპარაკებს და დასავლეთის კარგზე რომ ილაპარაკებს და რუსეთის ცუდზე ეგეთი არხი სასწრაფოდ უნდა გავაკეთოთ. ეგეთი არხი იქნება ის, რასაც ჩვენ გავაკეთებთ. ძალიან მალე იქნება ეთერში ქვეყნის მთავარი არხი. დიახ, ეს იქნება ამბიციური და პრეტენზიული არხი. ასე გვერქმევა და ზუსტად ისე ვიმაუწყებლებთ, როგორც მაუწყებლობდა რუსთავი2.“ – ამბობს ნიკა გვარამია.

  • “კოლეგებო, ისევ თქვენ უნდა მოგმართოთ, მუშაობთ ტელევიზიაში რომელიც ამ კაცის მიერ იმართება”-ნანუკა ჟორჟოლიანი

    “რუსთავი 2-ის″ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი, ტელეკომპანია “იმედის” ეთერში  გასული ფილმი გააკრიტიკა, რომელიც   აგვისტოს ომს ეხებოდა. ტელეწამყვანმა   კოლეგებს მიმართა, რომ  “იმედში” მუშაობა სირცხვილია და საზოგადოებას ფილმის პროდიუსერის ნიკა ლალიაშვილის ბიოგრაფია შეახსენა.

    “ბავშვებო, ეს კაცი შევარდნაძის დროს, უშიშროების სამსახურის პრესცენტრში მუშაობდა. მაშინ უშიშროება პირდაპირ რუსეთიდან იმართებოდა. ამ კაცის მაშინდელი მინისტრი ახლაც მოსკოვში ცხოვრობს. იმედია ყველაფერი გასაგებია სიუჟეტთან და იმედდთან დაკავშირებით.

    და კოლეგებო, ისევ თქვენ უნდა მოგმართოთ, მუშაობთ ტელევიზიაში რომელიც ამ კაცის მიერ იმართება”-დაწერა ჟორჟოლიანმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

    შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია “იმედზე” გასულ სკანდალურ ფილმზე, რომელსაცსაზოგადოების და  ოპოზიციის მხრიდან დიდი კრიტიკა მოჰყვა, კომენტარი არხის გენერალური დირექტორის მოადგილემ ნიკა ლალიაშვილმა გააკეთა. ლალიაშვილმა განაცხადა, რომ ფილმის პროდიუსერი თავად არის, ავტორი კი მერაბ მამარდაშვილია.

  • 20 ივნისის ღამის დარბევის მასალების ნაწილი გასაიდუმლოებულია – სახალხო დამცველი

    სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით,  20 ივნისის ღამის დარბევის მასალების ნაწილი გასაიდუმლოებულია. 

    „გარკვეული ინფორმაცია არის გასაიდუმლოებული ამ გამოძიებაში, თუმცა ჩვენ გვაქვს წვდომა საიდუმლო მასალაზეც. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ეს ინფორმაცია, თუ რამდენი ტყვია იყო წაღებული, რამდენი იყო გამოყენებული და დაბრუნებული, არსებობს და ეს დევს საქმის მასალებში. მე ამ წუთას, ვერ გეტყვით, ეს არის საიდუმლო თუ არა, თუმცა ეს ინფორმაცია გამოძიებაში მოიპოვება და ჩვენ შეძლებისდაგვარად, უკვე შემდგომი შეხვედრის დროს საბჭოსთან, გავასაჯაროებთ ყველა იმ ინფორმაციას, რისი გასაჯაროებაც იქნება შესაძლებელი“ – აცხადებს ლომჯარია.

  • ნიკა ლალიაშვილმა “იმედზე” გასული სკანდალური ფილმის ავტორი დაასახელა

    ტელეკომპანია “იმედზე” გასულ სკანდალურ ფილმზე, რომელსაც  ოპოზიციის მხრიდან დიდი კრიტიკა მოჰყვა, კომენტარი არხის გენერალური  დირექტორის მოადგილემ ნიკა ლალიაშვილმა გააკეთა. ლალიაშვილმა განაცხადა, რომ ფილმის პროდიუსერი თავად არის, ავტორი კი მერაბ მამარდაშვილია.

    „პროდიუსერი ვარ მე. ეს რეპორტაჟი დამზადდა ჩემს მიერ, ჩემი პროდუსინგის ქვეშ. ჩემი ხელმძღვანელობით. რაც შეეხება ფილმის ავტორებს, ფილმის ავტორი არის მერაბ მამარდაშვილი, რომელიც ბულინგით მოკლეს იმის გამო, რომ სიმართლეს აყენებდა ყველაფერზე მაღლა. ფილმის ავტორი არის ის ასეულობით ჩვენი ჯარისკაცი რომელიც გმირულად შეეწირა სააკაშვილის ავანტიურას. ამ ფილმის ავტორი არის დევნილები, რომლებიც არიან მსხვერპლი ამ ავანტიურის და ბოლოს, ამ ფილმის ავტორი არის ქართული საზოგადოება რომელმაც მშვენივრად იცის ყველაფერი და რომელსაც 11 წელი უკრძალავდნენ უბრალოდ სიმართლის თქმას. აღებული არის ის დოკუმენტები რომელსაც ხელს აწერდა მათ შორის სააკაშვილის ხელისუფლებაც. აღებული არის ევროსაბჭოს დასკვნები. ის ადამიანები არიან გამოყვანილი ვინც ლაპარაკობენ იმ პერიოდზე და არიან თვითმხილველები ამ ყველაფრის.“ – განაცხადა ნიკა ლალიაშვილმა.

    ტელე იმედზე გასულ ფილმზე მასალა mediachecker​-მა გამოაქვეყნა. “უავტორო, ფილმი, რომელიც რუსეთის პროპაგანდისტული მედიის გზავნილებს ერთი -ერთში იმეორებს” – ასე აფასებს მედიაჩეკერი ფილმს.

    „ფილმში მოვლენების მსგავსი ცალმხრივი განხილვა, კონტექსტისა და ფაქტების არასწორად წარმოჩენა პირდაპირ იმეორებს აგვისტოს ომის შესახებ უკვე კარგად ცნობილი რუსული პროპაგანდის ნარატივს, ხელს უწყობს 2008 წლის მოვლენებში რუსეთის როლის გამოცლის პოლიტიკას და ანტისახელმწიფოებრივი რიტორიკის გაძლიერებას”-წერს მედიაჩეკერი.

    ოპოზიციამ აღნიშნული ფილმი რუსული პროპაგანდის ნაწილად და პუტინის  დაკვეთის შესრულებად შეაფასა. დღეს გამართულ ბრიფინგზე “ნაციონალურმა მოძრაობამ” ტელეკომპანია “იმედს” ფილმის ავტორის ვინაობის გასაჯაროება მოსთხოვა.

  • ავტობანის აშენების შემთხვევაში რუსეთს ეხსნება სამხედრო გზა თბილისის სწრაფი აღებისთვის-სააკაშვილი

    კობი-გუდაურის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის გადაწყვეტილებას საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ  აშენების შემთხვევაში რუსეთს ეხსნება სამხედრო გზა თბილისის სწრაფი აღებისთვის. 

    „ეს არის ახალი როკის გვირაბი. 2008 წელს მე გავეცი გორიდან უკან დახევის ბრძანება მას შემდეგ რაც მივიღე ცნობა ლარსზე რუსული ჯავშანტექნიკის კონცენტრაციის. რომ არ დაგვეხია, ეს დაჯგუფება ზუსტად ისე მოაქცევდა ალყაში და ჩახოცავდა ჩვენს ჯარს, როგორც რუსებმა გააკეთეს მოგვიანებით უკრაინულ ილოვაისკში 2014 წელს. ავტობანის აშენების შემთხვევაში რუსეთს ეხსნება სამხედრო გზა თბილისის სწრაფი აღებისთვის. ეს 100% პუტინის დაკვეთაა, რომელსაც ივანიშვილი ასრულებს და ტურიზმის განვითარება აქ არაფერ შუაშია“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.