Category: არქივი

  • “მიუღებელია რუსეთის ჯარის იძულებით შემოჭრის ვერსია!” – ნანა ლეჟავა იმედში გასულ ფილმს ემიჯნება.

    ტელეკომპანია “იმედის” ერთ-ერთი მთავარი სახე და ქრონიკის ყოფილი წამყვანი ნანა ლეჟავა ქრონიკის ჟურნალისტების მსგავსად ემიჯნება ტელეკომპანიის ეთერში გასული გასული ფილმის მთავარ ხაზს.

    “არ ვარ “ქრონიკაში”, მაგრამ ვარ “იმედში”!!! არ ვიზიარებ რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ მომზადებული მასალის ერთ-ერთ მთავარ ხაზს. მიუღებელია რუსეთის ჯარის საქართველოში იძულებით შემოჭრის თაობაზე გამოთქმული ვერსია და ამას წლების განმავლობაში ომის თემაზე ჩვენ მიერ მომზადებული რეპორტაჟები ადასტურებს!” – წერს ნანა ლეჟავა.

    ფილმს, სახელწოდებით “ჩვენ მშვიდობით მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს”, რომელიც ტელეკომპანია “იმედის” ეთერში 11 აგვისტოს გავიდა, საზოგადოების კრიტიკა მოჰყვა.

    ფილმში აგვისტოს ომის დაწყებაში მიხეილ სააკაშვილი და მისი ხელისუფლებაა დადანაშაულებული და ომის დაწყება განხილულია, როგორც მექანიზმი სააკაშვილისთვის, რამაც შესაძლებლობა მისცა მას დაებრუნებინა “დაკარგული ლეგიტიმაცია”.

    “კრემლისთვის ძნელად თუ მოიძებნება სააკაშვილზე ხელსაყრელი პოლიტიკოსი რუსული ჩექმის სამხრეთ კავკასიაში კვლავ შემოსადგმელად. ამ დიდ ტრაგედიაში გაიმარჯვა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილმა და მისი დანაშაულებრივი რეჟიმის შემოქმედებმა. მათ მიაღწიეს უპირველეს მიზანს – მოიპოვეს ლეგიტიმაციის საჭირო ხარისხი და შეინარჩუნეს ძალაუფლება“, – სწორედ ასე იხსნება ფილმში აგვისტოს ომის ანთოლოგია – სრული პასუხისმგებლობის ყოფილ ხელისუფლებაზე გადატანა და რუსეთის ფაქტორის შემცირება”, – ასე აფასებს მედიაჩეკერი იმედის ეთერში გასულ ფილმს.

  • „დაჩქარებული წესით ყადაღა სამართლებრივად არ არსებობს”-პაატა სალია ია კიწმარიშვილს პასუხობს

    „დაჩქარებული წესით ყადაღა სამართლებრივად არ არსებობს”-ასე ეხმაურება “რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორი ია კიწმარიშვილის განცხადებას.

    ეროსი კიწმარიშვილის მეუღლემ  მიმართვაზე,სასამართლოს მიმართავს, კომპანიის ქონებას ყადაღა დაჩქარებული წესით დაედოს და ამით თავიდან იქნას აცილებული თაღლითური გარიგებები.

    პაატა სალია ამბობს, რომ არ არსებობს ასეთი სამართლებრივი განმარტება როგორიც არის დაჩქარებული წესით ყადაღის დადება.სალიას ეჭვი აქვს,რომ  კიწმარიშვილის მეუღლემ განცხადება იურისტებთან კონსულტაციის გარეშე გამოაქვეყნა.

    „დაჩქარებული წესით ყადაღა სამართლებრივად არ არსებობს. ყადაღას სასამართლო ისედაც იყენებს როგორც ერთ-ერთი უზრუნველყოფის ღონისძიებას 24 საათის განმავლობაში მიმართვიდან. რაც შეეხება ია კიწმარიშვილის განცხადებას, მე ვფიქრობ რომ ეს განცხადება მომზადებულია სამართლებრივი კონსულტაციის გავლის გარეშე. ვინაიდან მასში გვხვდება ისეთი ტერმინები, რომელიც არ არის დამახასიათებელი სამოქალაქო დავისთვის. საუბარი არის თაღლითობაზე. თუ თაღლითობა იყონ ჩადენილი ოდესმე ქიბარ ხალვაშის მიერ ამაზე აქამდეც უნდა ყოფილიყო სისხლის სამართლის კუთხით მათი განცხადება გაკეთებული. ქიბარ ხალვაშმა 2008 წელს მიმართა პროკურატურას. არც ერთ სხვა პირს, არც აქიმიძე, დვალს ან კიწმარიშვილს არ მიუმართავთ იმ პერიოდში პროკურატურისთვის. აქიმიძეს და დვალს მიმართული აქვთ 2012 წელს. ჩემთვის უცნობია საერთოდ მიმართული აქვს თუ არა პროკურატურისთვის ია კიწმარიშვილს. სამართლებრივი დავა დასრულებულია ამ საკითხზე. ქიბარ ხალვაში მიჩნეულია სასამართლოს მიერ კანონიერ მესაკუთრედ. შესაბამისად, არანაირი შეზღუდვა მას გაასხვისოს ეს წილები არ გააჩნია. გაურკვეველია რა თაღლითობაზეა საუბარი,”-განაცხადა პაატა სალიამ.

  • თიბისიმ მაკროეკონომიკური პროგნოზები განაახლა

    საერთაშორისო მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის პროგნოზები შედარებით გაუარესებულია, თუმცა მთლიანობაში, ეს საქართველოს ბევრ ეკონომიკურ პარტნიორს ნაკლებად შეეხო. ამასთან, მნიშვნელოვნად შემცირდა საპროცენტო განაკვეთები აშშ-ს მთავრობის ფასიან ქაღალდებზე, რაც ტრადიციულად ზრდის რისკის მიმზიდველობას ისეთი ქვეყნების მიმართ, როგორიც საქართველოა. ეს საქართველოს ლარში დენომინირებული მთავრობის ფასიან ქაღალდებში არარეზიდენტების წილის ზრდაში აისახა. აღსანიშნავია,რომ ივნისი-ივლისში თიბისიმ 425 მილიონი აშშ დოლარის საკრედიტო რესურსი რეკორდულად დაბალ ფასებში მოიზიდა.

    ევროს და სხვა ძირითადი ვალუტების მიმართ, აშშ დოლარი ინარჩუნებს მყარ პოზიციებს. მართალია საერთაშორისო დონეზე დოლარის შემდგომი გამყარების ალბათობა არაერთი შეფასებით დაბალია, თუმცა ასეთ შემთხვევაში ნეგატიური ეფექტი მსესხებლებზე უფრო მეტი იქნება, ვიდრე ევროს დოლარის მიმართ გამყარებისას. ამდენადდღევანდელი მოცემულობით საქართველოში სავალუტო რისკის აღებისას, დივერსიფიცირება კვლავ უფრო ოპტიმალურ ვარიანტად უნდა ჩაითვალოს, განსაკუთრებით ბიზნესისათვის შედარებით მეტი ევროს წილით.

    თიბისი კვლევების შეფასებით, 2019 წელს საქართველოში ეკონომიკური ზრდის განახლებული პროგნოზი დაახლოებით 4.3%-ს შეადგენს, ნაცვლად მანამდე არსებული დაახლოებით 5%-სა. მართალია ტურიზმის სექტორი ისეთივე ძლიერი აღარაა, როგორც მოსალოდნელი იყო, თუმცა საქონლის ექსპორტი და გზავნილები მნიშვნელოვან ზრდის ტემპს შეინარჩუნებს.ასევე, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირებასთან ერთად, იმპორტის საკმაოდ დაბალი ზრდაა მოსალოდნელი. რაც შეეხება ფისკალურ დანახარჯებსა და საკრედიტო აქტივობას, წინა პროგნოზის შემდეგ ამ მაჩვენებლების მნიშვნელოვანი გადახედვა არ მომხდარა. ამასთან, არსებული გათვლებით, 2020 წელს ზრდის ტემპი გაუმჯობესდება, თუმცა ის 5%-ზე დაბალი იქნება.

    გაცვლითი კურსის მხრივ, მომდევნო თვეებში ლარის 2.8 ნიშნულამდე ან მეტად გამყარებაა ნავარაუდევი. აღნიშნული პროგნოზი შემდეგს ეფუძნება:

    · დოლარის მსოფლიო მასშტაბით შემდგომი გამყარება ნაკლებად სავარაუდოა;

    · მართალია საგარეო სექტორი ისეთივე ძლიერი აღარაა, როგორც მოსალოდნელი იყო და როდესაც სავალუტო რეზერვების მნიშვნელოვანი დაგროვება ხდებოდა, თუმცა ის მაინც დაბალანსებულია;

    · საერთაშორისო ბაზრებზე საკრედიტო რესურსების მოზიდვის მხრივ გარემო უფრო ხელსაყრელია;

    · ლარის რეალური ეფექტური კურსი სადღეისოდ მკვეთრად გაუფასურებულია, უფრო მეტადაც კი ვიდრე 2015 წლის პიკის დროს;

    · დოლარის მიმართ ლარის გაუფასურებიდან გამომდინარე საბალანსო უწყისის ეფექტები ძლიერია და უარყოფითად მოქმედებს შიდა მოთხოვნასა და იმპორტზე;

    · იმ დაშვებით, რომ საქონლითა და მომსახურებით ვაჭრობა ელასტიურია, ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურება შესაძლოა დროითი ჩამორჩენით იწვევდეს ჩანაცვლების გარკვეულ ეფექტს;

    · სადღეისოდ არსებული გაცვლითი კურსის შენარჩუნება ინფლაციის შემდგომ ზრდას გამოიწვევს, რასაც ეროვნული ბანკის განცხადების მიხედვით, საპროცენტო განაკვეთების აწევისა და მონეტარული პოლიტიკის სხვა ინსტრუმენტების გამოყენებით რეაგირება მოჰყვება;

    · ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვების დონე, რუსეთის სანქციებამდე დაგეგმილთან შედარებითაც კი უფრო მაღალია;

    · გაუფასურების მოლოდინების გამო დაფიქსირებული დეპოზიტების გარკვეული კონვერტაციები ლარიდან დოლარში ნაკლებსავარაუდოა რომ გაგრძელდეს და შესაძლოა მცირე მასშტაბით საპირისპირო ტენდენციასაც კი ჰქონდეს ადგილი;

    · იმ შემთხვევაში თუ საკრედიტო მარეგულირებელი ჩარჩო და 200 000 ლარამდე უცხოურ ვალუტაში სესხების აკრძალვის საკანონმდებლო ნორმა შემსუბუქდება, ეს მეტისმეტი საკრედიტო რისკების აღების გარეშე, ეკონომიკაში უცხოური ვალუტის მიწოდების ზრდას გახდის შესაძლებელს, რაც ლარის გაცვლითი კურსის გამყარების ხელშემწყობი ფაქტორი იქნება.

    იხილეთ უფრო მეტი თიბისი კვლევების მორიგ ყოველთვიურ მიმოხილვაში ბმულზე https://www.tbcresearch.ge/en/Research/monthly-july-19 და მაისის „თიბისი ეკონომიკური მიმოხილვა“, ნაწილები 3, 8 და 10 შემდეგ ბმულზე https://www.tbcresearch.ge/en/Research/TBC-ER-May-2019

    თუ გსურთ თიბისის მაკროეკონომიკური და სექტორული, თიბისი კაპიტალის კვლევების მიღება, მიუთითეთ თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი „subscribe“ უჯრაში საიტზე www.tbcresearch.ge

  • “ისხედით თბილისში მშვიდად,თქვენი ხო არაფერი იკარგება ვითომ” – გუგუტიანთკარში ოკუპანტები კვლავ გამოჩნდნენ

    გუგუტიანთკარში, სადაც ოკუპანტები გუშინ კვლავ გამოჩნდნენ, ამ წუთებშიც მიმდინარეობს ბოძების დამონტაჟება.

    რუსმა ოკუპანტებმა უკანონო საზღვარი კიდევ უფრო გადმოწიეს, რის შედეგადაც საკარმიდამო ნაკვეთების შემდეგ, უკვე ადგილობრივების სახლების ნაწილი მოექცევა ე.წ. საზღვარს მიღმა.

    გუგუტიანთკარში მცხოვრები ერთ-ერთი მოსახლე, გია რაზმაძე კი დილიდან საკუთარ სახლს ანგრევს და ტერიტორიის დატოვებისთვის ემზადება. ოკუპანტების სამუშაოების დასრულების შემდეგ, მისი სახლიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცევა.

    “ვნახეთ შემოიჭრნენ სიღრმეში უბნისა და მიაქვთ ნაწილ-ნაწილ, ნაგლეჯ-ნაგლეჯ, ნაკუწ-ნაკუწ და წაიღეს და ისხედით თბილისში მშვიდად, მშვიდად იყავით. თქვენი ხომ არაფერი იკარგება ვითომ და თქვენი არ არის. მარტო ჩემია ეს და ჩემი ოჯახის რომ ესე დაცემულიყო. სულს ვღაფავთ, რომ ყოველდღე გათენდება რა გავაკეთო, რითი ვარჩინო ჩემი ოჯახი… “-აცხადებს “რუსთავი 2-თან”  ერთ-ერთი ადგილობრივი, თინათინ ბიძინაშვილი.

    მიმდინარე პროცესებს აკვირდებიან ქართველი სამართალდამცავებიც. მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც, სადაც განაცხადეს, რომ ისინი გმობენ რუსეთის მხრიდან გადადგმულ მორიგ პროვოკაციულ ნაბიჯს და უწყება აღნიშნულ პრობლემაზე ყველა სესაბამის ფორმატში ისაუბრებს.

  • Global Finance-მა თიბისი ბანკის მობაილბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა

    ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა – Global Finance თიბისი ბანკის ფიზიკური პირების ციფრული ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ აღიარა. გარდა ამისა, თიბისიმ ჯილდო კიდევ ორ ქვეკატეგორიაში მიიღო – საუკეთესო მობაილბანკისთვის და მობაილბანკის საუკეთესო აპლიკაციისთვის.

    გამარჯვებული ბანკები სპეციალურად დაჯილდოებისთვის დაკომპლექტებულმა ჟიურიმ შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით გამოვლინა: ციფრული ბანკის მომხმარებლების მოზიდვა და მათთვის ეფექტური პროდუქტების და მომსახურების შეთავაზება, ციფრული სერვისების მომხმარებლების ბაზის გაფართოება, შეთავაზებული პროდუქტების და მომსახურების მრავალფეროვნება, მობაილბანკის დიზაინი და ფუნქციონალი

    „ციფრული საბანკო მომსახურება სულ უფრო მეტად ხდება ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი. ციფრული ბანკებისთვის დაწესებული ჯილდოები ამ სფეროში ინოვაციის და წარმატების აღიარების დასტურია“, – განაცხადა ჯოზეფ დ. გიარაპუტომ, Global Finance-ის გამომცემელმა და რედაქტორმა.

    Global Finance 1987 წელს დაარსდა და მას მსოფლიოს მასშტაბით 190 ქვეყანაში კითხულობენ. ჟურნალი უკვე 20 წელზე მეტია ასახელებს მსოფლიოს საუკეთესო ბანკებს სხვადასხვა ნომინაციაში. ეს ჯილდოები საზოგადოებისთვის შეფასების სანდო სტანდარტად არის აღიარებული. წლების განმავლობაში, თიბისი ბანკს Global Finance-ისგან სხვადასხვა კატეგორიაში არაერთი ჯილდო აქვს მიღებული.

  • ზუგდიდში, დედამთილის გაქურდისთვის რძალს სამწლიანი საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს

    ზუგდიდში, დედამთილისთვის ფულის მოპარვის გამო დაკავებულ რძალს 3 წლიანი საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს. საქმეზე სასამართლო სხდომა გუშინ გაიმართა.

    შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. რძალმა დედამთილს 7 000 ლარამდე თანხა მოპარა. ქურდობის დროს სახლში სამი წევრი იმყოფებოდა. დაზარალებული ეთერ შენგელიას ინფორმაციით, რძალმა ოჯახის კუთვნილი ავტომანქანის გატაცებაც სცადა, რის შემდეგაც დედამთილმა დახმარებისთვის მეზობლებს და პოლიციას მიმართა. რძალი მომხდარიდან 3 საათში დააკავეს.

    ამოღებული თანხა დაზარალებულს სრულად დაუბრუნდა.

  • საქართველოს ბანკის დაყაჩაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

    პოლიციამ თბილისში „საქართველოს ბანკზე“ ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი გახსნა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს უფროსმა ლევან მაისურაძემ განაცხადა, ფაქტზე 1994 წელს დაბადებული ვ.გ. დააკავეს.

    მისივე ინფორმაციით, დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    „გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 8 აგვისტოს, თბილისში, ჩიტაიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალს ყაჩაღურად თავს დაესხა, იარაღის მუქარით გაიტაცა ფული (დაახლოებით 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით) და მიიმალა. სამართალდამცველებმა დაადგინეს დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და მომხდარიდან რამდენიმე დღეში იგი თბილისში დააკავეს. პოლიციამ ვ.გ.-ს დროებითი საცხოვრებელი სახლიდან ნივთმტკიცებად ამოიღო ტანსაცმელი, რომელიც მას ბანკის დაყაჩაღების დროს ეცვა, სახლის სხვენიდან კი ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი, რომელზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა. ბრალდებული დანაშაულს აღიარებს.

    ყაჩაღობის და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის 1-ლი, ასევე, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს“, – განაცხადა მაისურაძემ.

  • მაშველებმა თეთნულდზე დაკარგული ორი ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს, ერთი კი დაშავებულია

    შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა  საძიებო სამუშაოების შედეგად, სვანეთში, მწვერვალ თეთნულდზე დაკარგული სამი ტურისტი იპოვეს.

    ბელორუსიის ორი მოქალაქე გარდაცვლილია, ხოლო ერთი –  დაშავებული.

    ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, დაშავებული ტურისტის  ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში 3 ტურისტი ქალის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება გუშინ, ღამით შევიდა. ხილვადობის აღდგენისთანავე, სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფტრენი. ტურისტების პოვნა ცოტა ხნის წინ მოხერხდა და მაშველთა ჯგუფებს ისინი მესტიაში გადაჰყავთ.

  • ფაქტიურად, “იმედმა” და სახელისუფლებო სპიკერებმა უმუშევრად დატოვეს РТР, 1 канал, НТВ-გია ხუხაშვილი

    პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი “იმედზე” გასულ სკანდალურ  ფილმს აფასებს, რომელიც აგვისტოს ომს ეხებოდა. ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ფილმი სახელისუფლებო პროპაგანდის ნაწილია, რომელიც რუსულ ინტერესებს ემსახურება, ხოლო ტელეკომპანია “იმედმა” რუსულ პროპაგანდისტულ მედიებზე კარგად შეასრულა მტერი სახელმწიფოს რბილი ძალის მთავარი ამოცანა. 

    “რაც შეეხება “იმედზე” გასულ ფილმს.
    აქ მთავარი კითხვა არ არის – რა არის ამ ფილმში სიმართლე და რა ტყუილი?
    მთავარი კითხვაა – სად მთავრდება ხელისუფლებისთვის ვიწრო პოლიტიკური ინტერესი და იწყება სახელმწიფო ინტერესი?
    როგორც ჩანს, პირველი არ მთავრდება არასდროს და შესამბამისად, მეორე არ იწყება.
    იგივე ისტორიის გაგრძელებაა, როდესაც ლარის კურსის ვარდნას და მთლიანად ეკონომიკაში არსებულ პრობლემებს ხელისუფლება უკავშირებს რუსეთთან ეკონომიკურ ურთიერთობებს და კერძოდ რუსი ტურისტების ნაკლებობას.
    ნებსით, თუ უნებლიედ სახელისუფლებო პროპაგანდა ნებაყოფლობით ასრულებს რუსული რბილი ძალის მთავარ ამოცანას – რუსეთის გარეშე საქართველოში არ იქნება არც მშვიდობა და არც კეთილდღეობა.
    ფაქტიურად, “იმედმა” და სახელისუფლებო სპიკერებმა უმუშევრად დატოვეს «РТР», «1 канал», «НТВ», რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში სწორედ ამ აზრს ამკვიდრებდნენ”-წერს ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.

    შეგახსენებთ, ტელეკომპანია “იმედის” ეთერში გასულ ფილმს ოპოზიციასა და საზოგადოებაში მწვავე კრიტიკა მოჰყვა. ფილმის პროდიუსერი ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე ნიკა ლალიაშვილია.

  • დაკავებულია 2 პირი, რომლებსაც იაფფასიანი სარეცხი ფხვნილის პერსილად და არიელად გასაღებაში ედებათ ბრალი

    ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტი გამოავლინეს და ორი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს. უწყების  განმარტებით, სარეცხი საშუალებების რეალიზატორი ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელი და მისი თანამშრომელი, ბათუმში, კუსტარულად მოწყობილ საამქროში, იაფფასიან სარეცხი ფხვნილებს პერსილისა და არიელის ბრენდებად აფასოებდნენ და ასე ჰყიდნენ.

    “საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია სხვისი სასაქონლო ნიშნის გამოყენებით დამზადებული დიდი ოდენობით მზა პროდუქცია, ასევე, მის დასამზადებლად განკუთვნილი ნედლეული და პოლიგრაფიული მასალა.
    გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით”-აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.