Category: არქივი

  • ფეხბურთის ფედერაცია მზად არის, კორონავირუსთან საბრძოლველად 100 ათასი ლარი გამოყოს

    საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მზად არის, კორონავირუსთან საბრძოლველად 100 ათასი ლარი გამოყოს. ასევე, ფედერაცია მზადყოფნას გამოთქვამს, რომ მათ ბალანსზე არსებულ სასტუმროში საკარანტინო ზონა მოეწყოს.

    ,,საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მზადყოფნას გამოთქვამს გაიღოს ფინანსური მხარდაჭერა, 100 ათასი ლარის ოდენობით, რათა ხელი შეუწყოს საქართველოში COVID 19-ის სახელით ცნობილ, ახალ კორონავირუსთან ბრძოლას. ასევე, მზად ვართ ფეხბურთის ფედერაციის ბალანსზე არსებულ სასტუმროში მოვაწყოთ საკარანტინო ზონა.

    ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანო, გრძნობს ერთობისა და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის მნიშვნელობას ამ კონკრეტული გამოწვევის ერთად დამარცხებაში”,- წერია ფედერაციის განცხადებაში.

  • როდესაც სახელმწიფოს უჭირს ან არ აქვს რესურსი, იქ გვევლინება ,,ქართუ”- ცქიტიშვილი

    რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის თქმით, ,, ფონდი ქართუ” სახელმწიფოს დამზღვევის ფუნქციას ასრულებს.

    ცქიტიშვილი აღნიშნავს, რომ ,,ქართუსგან” შესაძლო დახმარება არანაირი თანხით არ არის შეზღუდული.

    ,,ფონდი ქართუ” რეალურად იმ ფუნქციას ასრულებს, რომ არის პრაქტიკულად დამზღვევი სახელმწიფოსი. როდესაც სახელმწიფოს უჭირს ან სახლემწიფოს არ აქვს რესურსი, იქ გვევლინება ქართუ…

    დღესაც თქვენ ნახეთ, რომ ეს შესაძლო დახმარება არ არის არანაირი თანხით შეზღუდული. ქართუ ფონდიდან ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ სრული მხარდაჭერის მზაობაა”,- განაცხადა ცქიტიშვილმა ბრიფინგზე.

    დღეს ,,ფონდმა ქართუმ” მზადყოფნა გამოთქვა, კორონავირუსის პრევენციისთვის სახელმწიფოს თანხა გამოუყოს.

  • UEFA-მ ჩემპიონთა ლიგის და ევროპა ლიგის თამაშები გადადო

    UEFA-ს გადაწყვეტილებით, ჩემპიონთა ლიგის და ევროპა ლიგის ყველა თამაში გადაიდო.

    კორონავირუსის გამო გადაიდო ნახევარ-ფინალური შეხვედრები, რომლებიც 20 მარტს იყო ჩანიშნული.

    ორგანიზაციის განცხადებით, უცნობია, როდის ჩატარდება აღნიშნული მატჩები.

    ,,ევროპაში COVID-19-ის გავრცელებისა და სახელმწიფოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამო, UEFA-ს ყველა შეჯიბრის ფარგლებში შემდეგ კვირაში ჩასატარებელი თამაშები გადაიდო.

    გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ როდის ჩატარდება გადადებული თამაშები, შესაბამისი დროის გასვლის შემდეგ იქნება მიღებული”, – წერია უეფას განცხადებაში.

    UEFA ასოციაციის 55 წვერთან ერთად მოიწვევს შეხვედრას, სადაც სამომავლო გეგმებზე იმსჯელებენ.

  • წვიმა და ელჭექი – საქართველოში ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში ტემპერატურა დაიკლებს.

    14-15 მარტს ტემპერატურა შედარებით დაიკლებს, მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ზოგან ელჭექი და ცვალებადი მიმართულების ქარი.

    16 მარტიდან ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ქარბუქი. მნიშვნელოვნად დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა: დაბლობსა და ბარში.

    14-16 მარტს დროგამოშვებით იწვიმებს, იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა 14-15 მარტს +16, +18, ხოლო 16 მარტს +9,+11 გრადუსამდე დაიკლებს.

  • გახარია: ბანკებთან შეხვედრაზე გადაწყდა,რომ მოქალაქეები 3 თვით გათავისუფლდებიან სესხის მომსახურებისგან, კომპანიებისთვის სესხების რესტრუქტურიზაციას უზრუნველვყოფთ

    “ყველასთვის ნათელია, რომ ვირუსის ზემოქმედება ეკონომიკაზე გლობალურად იქნება საკმაოდ დიდი და მთავრობა სრულად უნდა იყოს მზად, რომ ეკონომიკას და ბიზნესს მიეხმაროს, რათა შერბილდეს დარტყმა ეკონომიკაზე, ნეგატიური ზეგავლენები იყოს პროგნოზირებადი და მათზე რეაქცია იყოს დაგეგმილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომელზეც ეკონომიკის სტიმულირების ღონისძიებების კონკრეტული გეგმა წარადგინა.

    მთავრობის მეთაურის შეფასებით, პირველი დარტყმა მიადგება ტურიზმს – კომერციული სექტორის იმ სფეროს, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში იყო ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ძირითადი „დრაივერი“.

    „ამიტომ, ჩვენი ძირითადი ამოცანაა, მაქსიმალურად მივეხმაროთ სექტორს, რომ მათ დარჩეთ ფინანსური რესურსი, რათა შეძლონ როგორც მიღწევების – სამუშაო ადგილების შენარჩუნება, ასევე მოემსახურონ იმ ფინანსურ ვალდებულებებს, რომელიც მათ გააჩნიათ. მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა მსგავს კომპანიებს რაც შეიძლება მეტი ფინანსური რესურსი დაუტოვოს“, – განაცხადა პრემიერმა.

    გიორგი გახარიამ საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან გუშინ გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა, რომელზეც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ყველა კომპანიისთვის, ობიექტური საჭიროების შემთხვევაში, საბანკო სექტორი გარანტირებულად უზრუნველყოფს სესხების რესტრუქტურიზაციას უახლოესი 3-4 თვის განმავლობაში.

    „მხოლოდ ამ საშუალებით, ტურიზმის სექტორში ჩვენ დავტოვებთ დაახლოებით 100 მილიონი ლარის ფინანსურ რესურსს. გარდა ამისა, გუშინ საბანკო სექტორთან, ყველაზე მსხვილ ბანკებთან შეხვედრისას, ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, ფიზიკური პირები, აუცილებლობის შემთხვევაში, 3 თვის განმავლობაში გათავისუფლდებიან სასესხო მომსახურების ვალდებულებისგან. ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი ღონისძიება, როგორც ფინანსური კუთხით, ასევე სოციალური დისტანციის დაცვის თვალსაზრისით“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

  • თანამგზავრის ფოტოები, საიდანაც ჩანს ირანში კორონავირუსის მსხვერპლთათვის გათხრილი სამარხების მკვეთრი ზრდა

    ახალი სატელიტური ფოტოები აჩვენებს, რომ ირანში კორონავირუსთან დაკავშირებული კრიზისი ბევრად უფრო მწვავეა, ვიდრე ამას ხელისუფლება ღიად აცხადებს. ნათელია, რომ ხელისუფლება ძალიან მძიმე სცენარისთვის ემზადება.

    თანამგზავრიდან გადაღებულ ფოტოებზე ჩანს ირანის რელიგიური დედაქალაქის, ქუმას სიახლოვეს, თეირანიდან სამხრეთით, დაახლოებით 120 კილომეტრის დაშორებით ცოტა ხნის წინ გათხრილი ახალი საფლავები.

    ირანის ხელისუფლებამ ორმოების თხრა კორონავირუსის მსხვერპლთათვის რამდენიმე დღეში დაიწყო, მას შემდეგ, რაც კორონავირუსის აფეთქების შესახებ პირველად გამოაცხადა. აქედან მალევე უჩვეულო აქტივობა დაიწყო იმ ადგილიდან ახლოს მდებარე სასაფლაოზე, სადაც ინფექცია აღმოჩნდა. სასაფლაოზე ახალი სექციები 21 თებერვლიდან გაჩნდა. როგორც სატელიტური ფოტოებიდან ჩანს, სასაფლაო ვირუსის გავრცელების კვალდაკვალ სწრაფად გაფართოვდა.

    {{PHOTOGALLERY}}

    მაღალი გარჩევადობის სატელიტური ფოტოები, რომლებიც 1დან 8 მარტამდეა გადაღებული აჩვენებს, სასაფლაოს შიგნით გაზრდილ აქტივობას, სადაც სამარხების რიცხვი და მანქანების მიმოსვლა ამ პერიოდში კიდევ უფრო გაიზარდა.

    ოფიციალურად 12 მარტის მდგომარეობით ირანში დაახლოებით 10 000 შემთხვევაა დარეგისტრირებული, თუმცა არსებობს ეჭვი, რომ რეალური სტატისტიკა ბევრად უფრო მძიმეა. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ საფლავები ძალიან სწრაფად და აქამდე დამკვიდრებული წესისგან განსხვავებული წესით გათხარეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება ცხედრების სწრაფად მზარდი რაოდენობის დამარხვისთვის ემზადება. 

  • გამყრელიძე მოხალისეებს მოუწოდებს, დაეხმარონ მარტოხელა მოხუცებს, რომლებსაც აფთიაქში გამგზავნი არ ჰყავთ

    დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორი საზოგადეობას მოუწოდებს, ტემპერატურის ქონისას აფთიაქში სახლიდან ნუ გამოვლენ და გამგზავნი თუ ჰყავთ, ისინი გააგზავნონ. მარტოხელების დახმარებას კი სტუდენტებს და სხვა მოხალისეებს სთხოვს.

    ,,მოსახლეობას ვურჩევ, რომ თუ ამის განსაკუთრებული აუცილებლობა არ არის და ჰყავს გამგზავნი, სიცხიანი ნუ გამოვა სახლიდან და ნუ მივა აფთიაქში, იყოს სახლში. ამასთან, ვიცით, რომ ეს დაავადება გარკვეულწილად აზიანებს ასაკში შესულ ადამიანებს, უფრო მეტი რისკია ასაკში შესული ადამიანებისთვის, ამიტომ მოვუწოდეთ მოხალისეებს, წითელ ჯვარს, სამედიცინო უნივერსიტეტების მაღალი ფაკულტეტების სტუდენტებს, მოხუცს სოლიდარობის ფარგლებში დაეხმარნონ და როცა ექიმი დაუნიშნავს მედიკამენტს, სიცხიანმა კი არ იაროს აფთიაქში, ამაში დაეხმარონ სტუდენტები, მიუტანონ წამალი და რაც საჭიროა ამ ხალხს – ვინც მარტოხელაა და გამგზავნი არ ჰყავს, ამაზე ვსაუბრობ. ახლა ასევე ხშირია სურდო, გრიპი და ხალხს ჰგონია კორონავირუსი, თუმცა ეს მაინც სხვა რესპირაციული ვირუსებია, რაც გავრცელებულია, ამიტომ ასეთ დროს ნუ გამოვლენ გარეთ,” – აცხადებს ამირან გამყრელიძე.

    შეგახსენებთ, რომ კორონავირუსი ლეტალური მოხუცებშია. 70-80 წლამდე გარდაცვალების მაჩვენებელი 8%-ია, 80 წლის ზემოთ კი 14.8%.

  • ხარაგაულში მეზობლები პანაშვიდზე არ მივიდნენ – გარდაცვლილის ქვრივი იტალიიდან ჩამოვიდა

    ხარაგაულში,სოფელ ხუნევში  მეზობლები პანაშვიდზე არ მივიდნენ, რადგან გარდაცვლილის ქვრივი დაკრძალვისთვის იტალიიდან ჩამოვიდა. იტალიიდან ჩაოსულმა გარდაცვლილის ქვრივმა 4 დღის წინ თვითიზოლაციის წესები დაარღვია და ამ დრომდე სოფელში იმყოფება. 

    როგორც მეზობლები აცხადებენ   ქალს ქმარი გარდაეცვალა და იტალიიდან ამის გამო დაბრუნდა. თუმცა, უსაფრთხოებიდან გამომდინარე პანაშვიდზე მეზობლები არ მივიდნენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ შეშინებულები არიან, ამის  გამოც ქალის ერთ-ერთმა მეზობელმა სოფელი უკვე დატოვა.

    შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 25 შემთხვევა ფიქსირდება.

  • ახლა დუმილი უპასუხისმგებლობაა, პაციენტები ერთიმეორის მიყოლებით გვემატებიან- რას ყვება იტალიელი ექიმი

    იტალიის ქალაქ ბერგამოს საავადმყოფოს ქირურგი დანიელე მაკინი სოციალურ ქსელში კორონავირუსთან დაკავშირებით საავადმყოფოში არსებულ ეპიდემიურ ვითარებას აღწერს.

    ის ყვება, რომ საავადმყოფოს პაციენტები ერთიმეორის მიყოლებით ემატებიან, მთელი ტაბლო გადაწითლებულია პაციენტების სახელებით- ყველა მათგანის დიაგნოზი ერთია- ორმხრივი პნევმონია.

    მაკინი წერს, რომ ექიმებს ქანცი გამოეცალათ, გეგმური ოპერაციები უქმდება, საოპერაციოები კი რეანიმაციულ განყოფილებებად გადაკეთდა.

    მის განცხადებას, რომელსაც სოციალურ ქსელში 41 ათასზე მეტი გაზიარება აქვს, სრულად გთავაზობთ:

    „ახლა დუმილი უპასუხისმგებლობაა, ამიტომ მინდა გავაგებინო ადამიანებს, რას განვიცდით ამ პანდემიურ დღეებში ბერგამოში.

    მესმის, რომ პანიკა საჭირო არ არის, მაგრამ ვკრთები, როდესაც ადამიანები ჩივიან, რომ სპორტდარბაზებში ვეღარ დადიან და ვერც საფეხბურთო ტურნირებს ესწრებიან.

    შესაძლო ეკონომიკური ზარალის მასშტაბებსაც ვაცნობიერებ, მაგრამ მინდა განსაკუთრებულად აღვნიშნო ის ზარალი, რაც შეიძლება ადამიანების ჯანმრთელობას მიადგეს მთელ ქვეყანაში.

    გასულ კვირაში გაოცებული ვაკვირდებოდი მთელი ჩვენი საავადმყოფოს რეორგანიზაციას, როდესაც მტერი (COVID-19) ჯერ კიდევ არ იყო ესოდენ მოძლიერებული. პალატებს ახალი პაციენტებისთვის ათავისუფლებდნენ, ხოლო რეანიმაციას აფართოებდნენ. მიმღები განყოფილება ისე გადააკეთეს, რომ ინფექციის გავრცელების რისკი შემცირებულიყო. დერეფნებში სიურრეალისტურმა სიცარიელემ და დუმილმა დაისადგურა. თითქოს ომისთვის ვემზადებოდით, ოღონდ ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებდით, რაოდენ სასტიკი იქნებოდა ის.

    ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ ღამის ცვლაში ვმორიგეობდი და კორონავირუსზე „ეჭვმიტანილი“ ჩვენი პირველი პაციენტის ტესტის პასუხებს ველოდებოდი. ახლა ვითარება უკვე დრამატულია — სხვას ვერაფერს ვუწოდებ. ომი ღვივის, ბრძოლები არც დღე წყდება და არც ღამე.

    პაციენტები ერთიმეორის მიყოლებით გვემატებიან. და ეს არ არის „ცუდი გრიპი“. საერთოდ, ბერგამოში მუშაობის ორი წლის განმავლობაში მივხვდი, რომ აქაურები საერთოდ არ მიმართავენ ამის გამო საავადმყოფოს.

    ჩვენთან შემოსული პაციენტების დიდი ნაწილი სრულად იცავდა ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს — სიცხემ რომ აუწიათ, შინიდან ერთი კვირა ან ათი დღე არ გამოსულან, მაგრამ ახლა უკვე სუნთქვა უჭირთ — მათ ჟანგბადი „სწყურიათ“.

    კორონავირუსთან ბრძოლისთვის წამლები ცოტაა. მოდით, სიმართლეს თვალი გავუსწოროთ: ჩვენი მთავარი იმედი იმაშია, რომ ორგანიზმი ვირუსს თავად გაანადგურებს. კორონავირუსი საკმარისად შესწავლილი არ არის, თერაპია, რომელიც მის წინააღმდეგ გამოიყენება — ღრმად ექსპერიმენტული ხასიათისაა.

    ეპიდემიის დასაწყისში დაავადებულებს იმედი ჰქონდათ, რომ შინ გამოშუშდებოდნენ, მაგრამ ახლა ჰოსპიტალიზაცია მწვავედ აუცილებელია. საავადმყოფოში მთელი ტაბლო გადაწითლებულია პაციენტების სახელებით — ყველა მათგანს ერთი დიაგნოზი აქვს: ორმხრივი ინტერსტიციალური პნევმონია!

    გრიპი ვერ გახდებოდა ესოდენ სწრაფად განვითარებადი ტრაგედიის მიზეზი — გრიპის დროს გართულებები ბევრად ნაკლებია. და ეს გართულებები მხოლოდ მაშინ იჩენს თავს, როდესაც ვირუსი დამცავ ბარიერებს არღვევს და ჩვენი სასუნთქი სისტემის ზედა განყოფილებებში მცხოვრები ბაქტერიები ბრონქებისა და ფილტვების დაზიანებას იწყებს. COVID-19 კი უშუალოდ ფილტვების ალვეოლებს აზიანებს და ისინი ფუნქციონირებას წყვეტენ. იწყება სუნთქვის ძლიერი უკმარისობა, რასაც ჩვეულებრივი ჟანგბადური თერაპია ვერაფერს შველის.

    მაპატიეთ, მაგრამ, როგორც ექიმი, ვერ ვიტყვი, რომ ჩვენი ყველაზე მძიმე პაციენტები მარტო ხანდაზმული და პათოლოგიების მქონე ადამიანები არიან… როდესაც რეანიმაციაში სუნთქვის აპარატზე ან ECMO-ზე მიერთებულ ახალგაზრდებს ხედავ, სიმშვიდე, რომ კორონავირუსი მხოლოდ მოხუცებს ემართება, უკვალოდ ქრება.

    სოციალურ ქსელებში ბევრი წერს, რომ კორონავირუსისა არ ეშინიათ, თავი მოაქვთ, რომ ჰიგიენის წესებს არ იცავენ, აპროტესტებენ შეზღუდვებს, მაგრამ ეს ეპიდემიოლოგიური კატასტროფის ფაქტს ვერ აბათილებს.

    ჩვენ აღარ გვყავს არც ქირურგები, არც უროლოგები და არც ორთოპედები — დღეს ყველანი ექიმები ვართ, ერთიანი გუნდი, რომელიც ერთად უნდა შეებრძოლოს მოვარდნილ ცუნამს.
    შემთხვევები სულ უფრო იმატებს — დღეში 15–20 ადამიანი შემოდის საავადმყოფოში. ტესტების შედეგები ერთნაირია: დადებითი, დადებითი, დადებითი…

    გადაუდებელი დახმარების განყოფილება გადატვირთულია. ახალ ინსტრუქციებს გვაწვდიან: საჭიროა მეტი პერსონალი. კომპიუტერული პროგრამა გვაჩვენებს ცნობებს მომართვიანობაზე. სასწრაფოდ გვკრებენ და გადაუდებელში გვგზავნიან. ეკრანზე ციმციმებს შემოსული პაციენტების სიმპტომები — სულ ერთი და იგივე: ტემპერატურა, ხველება, გართულებული სუნთქვა. ფილტვების კვლევაც სულ ერთსა და იმავეს ადასტურებს: ორმხრივი ინტერსტიციალური პნევმონია. ყველა დასაწვენია — ზოგი რეანიმაციაში, ზოგი კი… ზოგისთვის უკვე ძალიან გვიანია.

    რეანიმაციაში ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატებს ოქროს ფასი აქვს. გეგმიური ოპერაციები უქმდება. საოპერაციოები რეანიმაციულ განყოფილებებად გადაკეთდა.

    ექიმებს ქანცი გამოეცალათ. მუშაობის გრაფიკი და ცვლები აღარ არსებობს. უკვე ხშირად ვხედავ ატირებულ მედდებს — ყველა პაციენტის გადარჩენა არ გამოგვდის.

    დიდი ხანია ოჯახის წევრები, შვილი არ მინახავს. მეშინია არ დავაინფიცირო. ინტერნეტით ვურთიერთობ მათთან…

    ნუ აღშფოთდებით იმის გამო, რომ თეატრში, კინოში თუ ტრენაჟორების დარბაზში წასვლა არ შეგიძლიათ. ძალიან გთხოვთ, დაგვიჯერეთ ექიმებს: შეეცადეთ შინიდან მხოლოდ მაშინ გახვიდეთ, როცა ეს უკიდურესად საჭიროა, გუნდ-გუნდად ნუ გავარდებით მაღაზიებში პროდუქტების მოსამარაგებლად — ეს კიდევ უარესია, რიგებში ინფიცირებულებთან კონტაქტის დიდი რისკი არსებობს.

    სთხოვეთ თქვენს მოხუც მშობლებსა და ნათესავებს, არ გავიდნენ შინიდან. თავად მიაწოდეთ საკვები. გაიკეთეთ სამედიცინო ნიღბები და თუნდაც მშენებლების რესპირატორები — ისინიც გამოდგება.

    გთხოვთ, ნუ დაიტაცებთ პროფესიონალურ სამედიცინო რესპირატორებს FFP2 ან FFP23 დაცვის ფაქტორებით — ისინი ჩვენ, ექიმებს გვჭირდება და ვერ ვშოულობთ.
    ჩემი ბევრი კოლეგა უკვე ინფიცირებულია. დაავადება მათ საკუთარ ოჯახებს გადასდეს და ახლა ისინი თავად არიან სიკვდილ–სიცოცხლის ზღვარზე.

    ჩვენ ექიმები ვართ და არა გმირები. ეს ჩვენი სამუშაოა. ამიტომ ყოველდღე ვრისკავთ, რომ რაღაც სარგებელი მოგიტანოთ. გთხოვთ, თქვენც სცადეთ იყოთ სასარგებლო სხვებისთვის. გახსოვდეთ, რომ იმაზე, რასაც აკეთებთ ან არ აკეთებთ, სულ ცოტა, რამდენიმე ათეული ადამიანის სიცოცხლეა დამოკიდებული…“,- წერს იტალიელი ქირურგი.

    იტალიაში ამ დროისთვის კორონავირუსით 15 ათასზე მეტი ინიფიცირებულია, 1000-ზე მეტი კი გარდაიცვალა. მთელი ქვეყანა კარანტინის რეჟიმში იმყოფება.

  • ”დიდი თავყრილობები, ბავშვების დიდ დაბადების დღეებზე წაყვანა, შევზღუდოთ, თორემ ეზოშიც უნდა გაიყვანოთ და ჰაერზეც” – გამყრელიძე

    დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე მშობლებს მოუწოდებს, რომ აცხადებს, რომ ინფექციის გავრცელების მიუხედავად, არ შეიზღუდოს ეზოებსა და პარკებში  ბავშვების გასეირნება.  ინფორმაციას ”ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

    “ჩვენთან დიდი ეპიდემია ღვთის წყალობით, არ არის და ბავშვები ჰაერზე უნდა გაიყვანოთ. ჩვენი რეკომენდაციაა, რომ დიდი თავყრილობები, ბავშვების დიდ დაბადების დღეებზე წაყვანა, შევზღუდოთ, თორემ ეზოშიც უნდა გაიყვანოთ და ჰაერზეც უნდა გაიყვანოთ, რა თქმა უნდა. სასურველია, რომ ვინც ამ საქანელებსა და ა.შ ემსახურება, წესის შესაბამისად ჰიგიენურად დაამუშაონ, საქანელა გაწმინდონ ხოლმე, სასურველია ყოველდღიურად – როგორც სახლს ალაგებთ ისე. ზოოპარკში მაგალითად კარგია, ზოოპარკის ხელმძღვანელობამ ამაზე იფიქროს და საქანელები გაწმინდოს ხოლმე. სოლიდარობას რომ ვამბობ, ყველამ გამოვიჩინოთ ჩვენი პასუხისმგებლობა, რომ ბავშვი სადაც ჯდება და რასაც ხელს კიდებს ხოლმე, ის იყო ჰიგიენურად დამუშავებული. არ არის აუცილებელი სადეზინფექციო ხსნარი, ჩვეულებრივი კარგი სველი ტილოთი გაწმინდონ ხოლმე,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.