Category: არქივი

  • “მალავენ, რომ მოდებულია უკვე” – ანიტა რაჭველიშვილი საქართველოს მთავრობას რუსეთიდან ჩამოსული ადამიანი კარანტინში გადაიყვანოს

    ქართველი მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი, სოციალურ ქსელში რუსეთში კორონავირუსის გავრცელებაზე წერს, რომ რუსეთში მოდებულია ვირუსი თუმცა ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყანა მალავს.  

    „რუსეთში მძვინვარებს ვირუსი და საქართველოს მთავრობას ვთხოვ გაითვალისწინოს და ყველა რუსეთიდან ჩამოსული ადამიანი გადაიყვანოს კარანტინში ან თვითიზოლაციაში. მალავენ რომ მოდებულია უკვე და იქ მცხოვრები მეგობრებისგან ვიცი რომ ცუდი მდგომარეობაა!“, – წერს ანიტა რაჭველიშვილი. 

    რუსეთში ამჟამად ოფიციალრად  კორონავირუსის 45 შემთხვევაა დაფიქსირებული.

  • საქართველომ საზღვარზე შეზღუდვები დამატებით შვეიცარიასთან, ნორვეგიასა და დანიასთან დააწესა

    კორონავირუსთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საზღვარზე შეზღუდვები დამატებით შვეიცარიასთან, ნორვეგიასა და დანიასთან დაწესდა.

    ამ  ქვეყნებიდან საქართველოში ჩამოსული პირები ვალდებულნი არიან:

    1. წარმოადგინონ კორონავირუსზე (COVID -19) შემოწმების შესაბამისი ცნობა (სპეციფიკური ლაბორატორიული პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (PCR) კვლევა), რომელიც გაცემული უნდა იყოს გამომგზავრების ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ, ხოლო ტრანზიტულად მგზავრობის შემთხვევაში, ამ სატრანზიტო ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ.

    2. PCR ცნობის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, გაიარონ შესაბამისი ეპიდემიოლოგიური შემოწმება და შემდეგ, სავალდებულო 14-დღიანი საკარანტინო პროცედურა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დადგენილი წესით.

    აღსანიშნავია, რომ აქამდე შეზღუდვები დაწესებული იყო ჩინეთთან, სამხრეთ კორეასთან, ირანთან, იტალიასთან, გერმანიასთან, საფრანგეთთან, ესპანეთსა და ავსტრიასთან.

    გარდა ამისა, სამი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების გადაწყვეტილებით, 14 მარტიდან 10 დღის განმავლობაში საქართველო-აზერბაიჯანსა და საქართველო-სომხეთს შორის მოქალაქეების გადაადგილება დროებით შეჩერებულია და უზრუნველყოფილი იქნება სამშობლოში დაბრუნების სურვილის მქონე საკუთარი მოქალაქეების ქვეყნაში შეუფერხებელი შესვლა.

    შეზღუდვები არ ვრცელდება სატვირთო გადაზიდვებზე.

  • “გვაქვს ე.წ. მესამეული გადაცემა“ – ამირან გამყრელიძე

    საქართველოში კორონავირუსის გადაცემის მესამეული ფაქტი დაფიქსირდა, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

    „ეს 5 შემთხვევა უკავშირდება იტალიას. 30 შემთხვევიდან 2 შემთხვევაში გახლავთ ირანში მოგზაურობის ისტორია, ერთ შემთხვევაში ესპანეთში მოგზაურობის ისტორია. დანარჩენი შემთხვევა პირდაპირ ან ირიბად, ყველა უკავშირდება იტალიას. აქედან 12 მოგზაურობას იტალიაში, 10 – დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტს, ხოლო უკვე გვაქვს, შემიძლია უკვე ვთქვა, რომ გვაქვს ე.წ. მესამეული გადაცემა, ანუ კონტაქტის შემდგომი კონტაქტი“, – განაცხადა გამყრელიძემ.

  • თბილისში ტრანსპორტით მგზავრობის რეკორდულად დაბალი რაოდენობა დაფიქსირდა

    12 მარტს თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობების რეკორდულად დაბალი რაოდენობა დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია “ურბანული ლაბორატორია” ავრცელებს.

    ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მეტროთი მხოლოდ 84 ათასმა მოქალაქემ ისარგებლა, ავტობუსით კი 89 ათასი მგზავრი გადაადგილდა, რა რაოდენობებიც 4-5-ჯერ ნაკლებია 2018 და 2019 წლების იმავე პერიოდის სამუშაო დღეებში განხორციელებულ მგზავრობების საშუალო რაოდენობაზე ( 362 და 407 ათასი მგზავრობა მეტროთი, ავტობუსით კი – 326 და 411 ათასი).

    შეგახსენებთ, რომ საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 30 შემთხვევაა დაფიქსირებული.

  • გიგი უგულავას შეწყალების თხოვნით ადვოკატმა პრეზიდენტს მიმართა

    გიგი უგულავას ადვოკატმა, ბექა ბასილაიმ საქართველოს პრეზიდენტს მისი დაცვის ქვეშ მყოფის გათავისუფლების მოთხოვნით მიმართა.

    როგორც ადვოკატი განმარტავს, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განცხადება გუშინ შეიტანეს.

    „საქართველოს საერთაშორისო მეგობრების დახმარებით საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შედგა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც განსხვავებების მიუხედავად მხარეები თანხმდებიან, რომ საჭიროა რეაგირება ქმედებებზე, რომლებიც შეიძლება აღქმული იქნეს როგორც სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზება, მომავალში მსგავსი ქმედებები თავიდან უნდა იქნეს აცილებული. ფაქტია, რომ პოლიტიკური ოპოზიცია და საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ასე აღიქვამს რიგი პოლიტიკური ფიგურების და მათ შორის გიგი უგულავას პატიმრობას.

    პრეზიდენტისთვის ალბათ ცნობილია, რომ შეთანხმების მიღწევამდე გიგი უგულავამ მიმართა საზოგადოებასა და კოლეგებს ოპოზიციაში, რომ მისი პატიმრობა არ ყოფილიყო ბარიერი, მაქსიმალური პროპორციული საარჩევნო სისტემის მიღწევის გზაზე. ფაქტია, რომ სიტუაციის განმუხტვას სჭირდებოდა იმ პირების გათავისუფლება, რომელსაც ოპოზიცია და საზოგადოების ნაწილი აღიქვამს პოლიტ პატიმრებად. ეს გარდა პერსონალურისა საზოგადოებრივი საკითხია. აქ არ წყდება ერთი ადამიანის მათ შორის, გიგა უგულავას ციხეში ყოფნის საკითხი. აღნიშნული პოლიტიკური და საზოგადოებრივი კონტექსტიდან გამომდინარე, მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, რომ განიხილოს გიგი უგულავას გათავისუფლების საკითხი მისი საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში“, – აღნიშნულია ადვოკატის განცხადებაში.

  • შსს–ს მომსახურების სააგენტომ ოპერატორთა სამუშაო მაგიდებზე მინის დამცავი ბარიერები დაამონტაჟა

    საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების და რეკომენდაციების შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციისა და რისკების ეფექტიანი მართვის მიზნით, მოქალაქეთა მომსახურების სივრცეებში ოპერატორთა სამუშაო მაგიდებზე მინის დამცავი ბარიერები დაამონტაჟა.

    მომსახურების სააგენტოს რუსთავის ცენტრალურ ფილიალში მოქალაქეთა მისაღებ სამუშაო მაგიდებზე დამცავი მინები უკვე დამონტაჟდა.  მთელი საქართველოს მასშტაბით, მომსახურების სააგენტოს ყველა სტრუქტურულ ერთეულში დამცავი ბარიერების დამონტაჟება უახლოეს დღეებში დასრულდება.

    შსს–ს ინფორმაციით რისკების ეფექტიანი მართვის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ყველა სტრუქტურულ ერთეულში, ისევე როგორც უწყების სხვა დეპარტამენტებში, რეგულარულად მიმდინარეობს სადეზინფექციო სამუშაოები. სწორედ პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში დაგეგმილი სადეზინფექციო სამუშაოების გამო, მომსახურების სააგენტოს ყველა სტრუქტურულ ერთეული 14, 17 და 19 მარტს, წყვეტს სამუშაო რეჟიმს და მოქალაქეებს ვერ მოემსახურება.

  • ლაგოდეხში ავტომობილი ხრამში გადავარდა

    ლაგოდეხში, სოფელ მაწიმთან მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მანქანა რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან ხრამში გადავარდა.   ახალგაზრდა მამაკაცმა, რომელიც ავტომანქანას მართავდა სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიიღო.

    ის ლაგოდეხის “არქიმედეს” კლინიკაში გადაიყვანეს.

    ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. დაწყებულია გამოძიება.

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 30–მდე გაიზარდა

    ცოტა ხნის წინ საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე განახლდა ინფორმაცია და საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობას ხუთი ადამიანი დაემატა. სულ ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 30 შემთხვევაა დადასტურებული. ჯერჯერობით არ ვრცელდება დეტალები, ვინ არის ახლად გამოვლენილი ხუთი ადამიანი და როგორ მოხდა მათი დაინფიცირება.  ამ დროისთვის საქართველოში კარანტინის რეციმში რჩება 418 ადამიანი. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 54.

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა

    პაციენტი, რომელსაც საქართველოში კორონავირუსი პირველს დაუდგინდა გამოჯანმრთელდა.  ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. ეს არის 50 წლამდე მამაკაცი, რომელიც ირანიდან აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა საქართველოში და საზღვარზე შემოწმებისას კორონავირუსი დაუდგინეს. 

    გუშინ მას განმეორებითი ტესტირება ტესტირება ჩაუტარეს და ”  Covid19-ზე” პასუხი უარყოფითი მიიღეს.

    “პირველი პაციენტი, რომელსაც დაუდასტურდა ახალი კორონავირუსი, ეს იყო 26 თებერვალი, მასთან ტესტი მეთოთხმეტე დღეს გაკეთდა და მაშინ მივიღეთ პასუხი მცირე კონცენტრაციით. მასთან ტესტირება გუშინ განმეორდა და პასუხი მივიღეთ უარყოფითი. ეს ძალიან კარგი ფაქტია, მაგრამ წესის მიხედვით, პროტოკოლურად აუცილებელია, რომ 24 საათის ინტერვალში კიდევ ერთხელ განმეორდეს ტესტირება და თუ მეორედაც უარყოფით პასუხს მვიიღებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პაციენტი გამოჯანმრთელებულია. იმედი გვაქვს, რომ ეს მართლაც ასე იქნება”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

  • ევროპარლამენტარები სალომე ზურაბიშვილს უგულავას შეწყალებისკენ მოუწოდებენ

    თერთმეტი ევროპარლამენტარი საქართველოს პრეზიდენტსტ წერილს უგზავნის და მოუწოდებს მისი კონსტიტუციური უფლება გიგი უგულავას შესაწყალებლად გამოიყენოს.

    სხვადასსხვა პარტიის წევრი  ევროპარლამენტარები აცხადებენ, რომ საქართველოში პოლარიზაციის გაზრდის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი, სწორედ, უგულავას დაპატიმრება იყო. ამიტომ, მათი თქმით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის არსებული შეთანხმების შესრულების ტესტად უგულავას გათავისუფლება განიხილება.

    “შეთანხმების ზედმიწევნით შესრულება აუცილებელია საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის დეესკალაციისა და ნორმალიზაციისთვის საპარლამენტო არჩევნების წელს…

    ჩვენი რწმენით, ასეთი ქმედება იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი სიტუაციის სრული ნორმალიზაციისკენ, რასაც საქართველოს მეგობრები მოველით”— ნათქვამია წერილში, რომელიც ევროპარლამენტარმა, ანა ფოტიგამ ტვიტერზე გამოაქვეყნა.