Category: არქივი

  • “არ მივაწვდი გასართობ კონტენტს პრორუსულ მედიას”- დათო იმედაშვილი “რუსთავი2”-თან აღარ ითანამშრომლებს

    რეჟისორი და პროდიუსერი დათო იმედაშვილი „რუსთავი 2“-თან თანამშრომლობას აღარ გეგმავს. მისი კომპანიის მიერ მომზადებული გადაცემა „ინფლუენსერი“ სწორედ ამ არხის ეთერში გადის, თუმცა კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ ზემოხსენებულ ტელეარხთან საქმიან ურთიერთობას არ გააგრძელებს.ამის შესახებ საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

    „2012-ის შემდეგ, აგერ უკვე მეორედ, ჩემი სტუდია არ გააგრძელებს კონტრაქტს და არ მიაწვდის გასართობ კონტენტს პრორუსულ მედიას. კონტრაქტით სავალდებულო ეპიზოდების ამოწურვის შემდეგ „რუსთავი 2“-თან თანამშრომლობას შევწყვეტ! წარმატებებს გისურვებთ, მეგობრებო ! ჩვენ მაინც მოვიგებთ ომს!!!“- წერს იმედაშვილი სოციალურ ქსელში.

  • გუგუტიანთკართან რუსული სამხედრო ვერტმფრენი გამოჩნდა

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური რუსული ვერტმფრენის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევას ადასტურებს.

    საოკუპაციო ძალებმა გუგუტიანთკარში საფორტიფიკაციო ნაგებობების მონტაჟი განაახლეს
    სუს-ის შეფასებით, ეს რუსეთის მხრიდან მორიგი პროვოკაციული ქმედებაა.

    „ფაქტზე გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ეს არის მორიგი პროვოკაციული ქმედება, რომელიც უკიდურესად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს“, – აცხადებენ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

    რუსულმა ვერტმფრენმა სოფელ გუგუტიანთკარის ახლოს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაახლოებით, 12:00 საათისთვის გამოჩნდა და რამდენიმე წუთი დაფრინავდა.  გუგუტიანთკარის განაპირას საფორტიფიკაციო ნაგებობების მონტაჟის პროცესი დღეს დილიდან განახლდა.

  • “მთავარი ხალხი, ვინც რ2ს აკეთებდა, ბორტზეა და გავდივართ. ვისაც უნდა პატასალია რჩება, ვისაც თავისუფლება – მოდის“–ნიკა გვარამია

    “რუსთავი2”-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა რომ ახალი ტელევიზიისთვის ინვესტორები უკვე ყავს შესაბამისად თანხაც არის და სულ მალე ახალ ამბიციურ და კრიტიკულ ტელევიზიას უნდა ველოდოთ. ნიკა გვარამია ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

    “მეგობრებო, მე ჩემი სათქმელი ყველას ვუთხარი: ვაკეთებ ამბიციურ ტვს, ინვესტორები – არის, ანუ ფული გვაქვს , შენობა – რ2ზე უკეთესი, ტექნიკაზე ხო ლაპარაკი ზედმეტია. კრიტიკული და საუკეთესო არხი ცხვება. მთავარი ხალხი, ვინც რ2ს აკეთებდა, ბორტზეა და გავდივართ. აწი ხვეწნას არ ვაპირებ. ვინც აახტებით მიმავალ გემს და გამარჯვებულ ნავში ყოფნას ისურვებთ, თქვენი გადასაწყვეტია. მეორე არჩევანი – ივანიშვილის ტვა. მერე არ თქვათ, რომ არჩევანი არ გქონდათ და კრედიტი და შვილებს რა ვაჭამო არ მოიმიზეზოთ.

    მოკლედ, იყავით ჩვენთან ერთად დამოიპოვეთ ჩვენთან, ერთად, თავისუფლება, ps ბოლო ოთხის სიტყვა მთავარი არხის სლოგანია pps ორშაბათიდან ვიწყებთ დაკონტრაქტებას. ვისაც უნდა პატასალია რჩება, ვისაც თავისუფლება – მოდის. as simple as that. “- წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

  • “11 წელი ერთ ყუთში ჩამეტია”- “კურიერი”-ს კორესპონდენტის ემოციური პოსტი

    ტელეკომპანია “რუსთავი2”-ს კორესპონდენტებიც ტოვებენ. დღეს არხი  “კურიერის“ კორესპონდენტმა გიგლა თუმანიშვილმა დატოვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა და ფოტოც გამოაქვეყნა სადაც წერს რომ 11 წელი ერთ ყუთში ჩაეტია. 

    “11 წელი ერთ ყუთში ჩამეტია. როგორც ჩანს არ ყოფილა ბევრი დრო, მაგრამ, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი დროა ერთ ოთახში იცხოვრო და აკეთო ის საქმე, რაც ძალიან გიყვარს. დიახ, მე ვცხოვრობდი “რუსთავი 2“-ში, ძალიან დიდ დროს ვატარებდით არხსზე, რომელიც ჩვენ ჩვენი წილი აგურებით ვაშენეთ. მიყვარს უზომოდ ეს ტელევიზია, დავრჩები იმ ადამიანების გულშემატკივრად ვინც გააგრძელებს ამ არხზე მუშაობას. მე წავედი, ხვალ მოვა ის, ვინც საბოლოოს გამორთავს “რუსთავი 2“-ის ღილაკს, მივა და იტყვის ბედნიერი სახით რომ მაგარ საქმეებს გააკეთებს, არადა ერთხელ ვიხილეთ მისი მაგარი საქმეები, მისგან განსხვავებით არც ერთი ჩემი სიუჟეტის არ მრცხვენია, არც ერთი ჩემი ნათქვამი სიტყვის არ მერიდება და კიდევ ვიტყვი რომ რუსეთი ოკუპანტია, დავით გარეჯი საქართველოა, გუგუტიანთკარი ჩვენი ქვეყანაა, საპატრიარქოში პრობლემებია და მთავრობა დაჩმორებულია რუსული გავლენით. დიახ, წავედი “რუსთავი 2“-დან, ჩემთვის ძალიან საყვარელი ტელევიზიიდან. მადლობა ყველაფრისთვის, მადლობა თითოეულ მაყურებელს და მადლობა თითოეულ გულშემატკივარს, იმ თბილი სიტყვებისთვის რომელიც არაერთხელ უთქვამ ქუჩაში. გავა დრო და კიდევ შევხვდებით… მიყვარხართ, მიყვარხართ ჩემო მეგობრებო. და რაც მთავარია კინაღამ დამავიწყდა, მადლობა თითოეულ რესპოდენტს, რომლებიც გვაბრაზებდნენ და ვაბრაზებდით, პრესსამსახურის თანამშრომლებს ქოცების დროსაც და ნაცების დროსაც, რომლებსაც ხშირად ვეკამათებოდი, ახლა ყველა დავრწმუნდებით ვისაც აქამდე არ სჯეროდა, რა კარგი იყო სივრცე, სადაც გაკრიტიკებენ იმიტომ რომ არ მოეშვა. წარმატებები ვუსურვოთ ერთმანეთს“,- წერს გიგლა თუმანიშვილი სოციალურ ქსელში.

  • “ოკუპაციას გონიერებით უნდა ვებრძოლოთ” – კახა კალაძე

    თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, აუცილებელია მშვიდობიანი პოლიტიკა და ოკუპაციას უნდა ვებრძოლოთ გონიერებით.ჟურნალისტების კითხვაზე, რამდენად სწორად მიაჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტს მიმდინარე უკანონო ბორდერიზაციაზე განცხადება არ გაუკეთებია და შვებულებაშია, ამაზე მერმა მედიას ასეთი პასუხი გასცა.

    „არ ვიცი, სად ისვენებს პრეზიდენტი. პირველი, რაც მინდა ვთქვა, არის ის, რომ უკანონოდ დაკავებულები გათავისუფლებული არიან და მოლაპარაკებების შედეგად, ბორდერიზაციის პროცესიც შეჩერებულია. ჩვენ აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ ჩვენი მშვიდობიანი პოლიტიკა და ოკუპაციას უნდა ვებრძოლოთ გონიერებით, განათლებით, წინსვლითა და ეკონომიკური განვითარებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

  • საქართველოში მიწისძვრა მოხდა

    საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

    მათივე ცნობით, 3.3 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა დღეს, თბილისის დროით, 14:20 საათზე, დმანისთან მოხდა.

  • “სულ რუსთავი2 მექნება ჩართული” – ემზარ კვიციანი

    რუსთავი ორზე განვითარებული მოვლენების, მფლობელის ცვლილებისა და თანამშრომლების გაშვების შემდეგ ემზარ კვიციანი რუსთავი2–ის მაყურებელი ხდება. „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამის შემდეგ სულ “რუსთავი2”-ი ექნება ჩართული. 

    „პირველად ვდგები ეხლა და მივდივარ ტელევიზორის ჩასართავად. სულ რუსთავი მექნება ჩართული!“ – დაწერა კვიციანმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

    შეგახსენებთ, რომ გუშინ 9 საათიანი კურიერის პირდაპირ ეთერში სამსახურიდან წავიდნენ წამყვანები – დიანა ჯოჯუა და მიშა სესიაშვლი.მანამდე დირექტორმა სალიამ სამსახურიდან გაათვისუფლა საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, ნოდარ მელაძე, წამყვანები – ეკა კვესიტაძე, გიორგი გაბუნია და ნანუკა ჟორჟოლიანი.

    ამ დოისთვის ახალი ამბების განახლება შეწყვეტილია რუსთავი2–ის ვებგვერდზეც. ერთადერთი ინფორმაცია, რაც გუშინ საღამოს შემდეგ გვერდზე დაიდო, 12 საათიანი კურიერის ეთერში არგასვლის შესახებ ინფორმაცია იყო. რუსთავი2–ის საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტები ჩვენი ინფორმაციით გადაღებებზეც არ გასულან.

  • რუსთავი2–ის საინფორმაციოს მუშაობა შეჩერებულია. კურიერი ეთერში აღარ გადის

    რუსთავი2–ზე საინფორმაციო სამსახურის მუშაობა შეჩერებულია. გუშინდელი 9 საათიანი კურიერის შემდეგ ეთერში საინფორმაციო გამოშვება არ გასულა – არც დილით და არც 12 საათზე.
    გუშინ 9 საათიანი კურიერის პირდაპირ ეთერში სამსახურიდან წავიდნენ წამყვანები – დიანა ჯოჯუა და მიშა სესიაშვლი.

    მანამდე დირექტორმა სალიამ სამსახურიდან გაათვისუფლა საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, ნოდარ მელაძე, წამყვანები – ეკა კვესიტაძე, გიორგი გაბუნია და ნანუკა ჟორჟოლიანი.

    ამ დოისთვის ახალი ამბების განახლება შეწყვეტილია რუსთავი2–ის ვებგვერდზეც. ერთადერთი ინფორმაცია, რაც გუშინ საღამოს შემდეგ გვერდზე დაიდო, 12 საათიანი კურიერის ეთერში არგასვლის შესახებ ინფორმაცია იყო. რუსთავი2–ის საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტები ჩვენი ინფორმაციით გადაღებებზეც არ გასულან.

  • ლაურა ღაჭავა დაკითხვაზეა დაბარებული

    ბიზნესმენი ლაურა ღაჭავა დღეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზეა დაბარებული. ღაჭავა უწყებაში 14:00 საათზე უნდა გამოცხადდეს.

    ლაურა ღაჭავას წინააღმდეგ საგამოძიებო სამსახურმა სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. უწყების ინფორმაციით, ღაჭავას მიერ გამოყენებული ყალბი აქტივის ოდენობა და სახელმწიფოსთვის მიყენებული, ამ ეტაპზე დადგენილი ზიანი შეადგენს ლარს 2 160 955.

    „ლაურა ღაჭავას მიერ, გამოყენებული ყალბი აქტივის ოდენობა და სახელმწიფოსთვის მიყენებული, გამოძიებით, ამ ეტაპზე დადგენილი ზიანი შეადგენს 2 160 955 ლარს.

    ლაურა ღაჭავა ბრალდების წარდგენის მიზნით, დღეს, 14:00 სთ-ზე დაბარებულია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.

    გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7-წლამდე ვადით.

    საზოგადოებას შევახსენებთ, რომ დამატებული ღირებულების გადასახადში ყალბი აქტივის შექმნისა და გამოყენების ფაქტებთან დაკავშირებით სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია 54 პირის მიმართ, რომელთაგან, დღეის მდგომარეობით, პატიმრობაში იმყოფება 38 პირი.

    ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნულ დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით“, – განაცხადა, საგამოძიებო სამსახურის უფროსისი მოადგილე ვაჟა ფანოზიშვილმა.

    ღაჭავას წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. მას 4-დან 7-წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.

  • Ryanair თბილისიდან და ქუთაისიდან იფრენს – ხელშეკრულება დღეს გაფორმდება

    ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair-ი საქართველოში შემოდის. ხელშეკრულება დღეს, 14:00-ზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაფორმდება.

    ხელშეკრულებას ხელს მოაწერენ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი გიორგი ჩოგოვაძე და Ryanair-ის კომერციული დირექტორი დევიდ ო’ ბრაიენი. ხელმოწერას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა დაესწრება.

    “მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი და ცნობილი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია საქართველოდან პირდაპირ ავიარეისებს ევროპის მიმართულებით როგორც ქუთაისის, ისეთი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შეასრულებს” – აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.