Category: არქივი

  • საყავრესთან ხანძრის ქრობის სამუშაოებში მესამე ვერტმფრენი ჩაერთო

    სოფელ საყავრესთან ტყის ხანძარის ქრობის სამუშაოებში მესამე ვერტმფრენი ჩაერთო-ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ავრცელებს.

    მათი ცნობით, შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრესთან ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ქრობის სამუშაოები მეორე დღეა აქტიურად მიმდინარეობს. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე უწყვეტ რეჟიმში მუშაობდა თბილისის, შიდა ქართლის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის და მცხეთა-მთიანეთის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. სულ 250-მდე მეხანძრე-მაშველი. პროცესში ჩართული იყო დიდი რაოდენობით სახანძრო-სამაშველო და დამხმარე ტექნიკა.

    გათენებისთანავე განაახლა მუშაობა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სამმა ვერტმფრენმა.

    უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის ადგილზე ღია ცეცხლის კერა აღარ აღინიშნება. მიმდინარეობს ცალკეული მომაკვეთების დამუშავება როგორც ცოცხალი ძალის, ასევე ვერტმფრენების საშუალებით. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, ცეცხლის მოსახლეობასთან ჩამოსვლის საფრთხე არ არსებობს.

    ადგილზე მოწყობილია საველე შტაბი, საიდანაც მიმდინარეობს ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოების კოორდინაცია.

  • დიდი ოდენობით ნაკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით, თურქეთის მოქალაქე დააკავეს

    შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ნაკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით, 1979 წელს დაბადებული, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ი.ა. დააკავეს.

    “სამართალდამცველებმა, გამოძიების ფარგლებში, დაკავებულისგან ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და ფარული ვიდეო-აუდიო ჩაწერა ორჯერ განახორციელეს. პოლიციამ მის მიერ უკანონოდ გაყიდული 7 აბი „სუბოქსინი“ და ნარკოტიკების შესაძენად გადახდილი თანხა 1000 ლარის ოდენობით, ნივთმტკიცებად ამოიღო” – აღნიშნულია 
    შსს-ს ინფორმაციაში.

    გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

    გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. კომპანია „თელასის“ ინფორმაციით შეზღუდვები შეეხება:

    ნაძალადევის რაიონი – 10:00 საათიდან 15:00 საათამდე მეტრო „ნაძალადევი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, ნიკო მარის, სააკაძის, ილურიძის, ცოტნე დადიანის, მახინჯაურის, ხევსურეთის, ლეჩხუმის, სვერის, ეროსი მანჯგალაძის, მეჯვრისხევის, ზაჰესის, ჯანელიძის, მელქისედეკ I-ის, ლომთათიძის და სვანეთის ქუჩების მცხოვრებლებს.

    10:30 საათიდან 17:00 საათამდე: თემქის დასახლება XI მიკრორაიონის II, III კვარტლების, ზღვის უბნის დასახლების XI მიკრორაიონის III კვარტლის და ალექსანდრე მრევლიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.

    კრწანისის რაიონი – 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დედაენის პარკის და სანაპიროს ქუჩის მცხოვრებლებს.

    მთაწმინდის რაიონი – 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კოჯრის მცხოვრებლებს.

    სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე: სამგორი-II დასახლების, სადგურ ლილოს, ლილოს დასახლების, სოფელი დიდი ლილოს, აეროპორტის დასახლების, კახეთის გზატკეცილის, მოსკოვის გამზირის, იუმაშევის, გრიგოლ ლორთქიფანიძის და ჯავახეთის ქუჩების მცხოვრებლებს.

    10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 III, IIIა მიკრორაიონების, დვალის და ვიქტორ კუპრაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

    დიდუბის რაიონი –10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის, იამანიძის, გორის, ქურდიანის, ბათუმის, ვორონინის, სლავა მეტრეველის, მაიაკოვსკის, ევდოშვილის და ცაბაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

    გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის VI კვარტლის მცხოვრებლებს.

    საბურთალოს რაიონი – 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, მხატვრების დასახლების, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის და ფერმწერთა ქუჩის მცხოვრებლებს.

    გლდანის რაიონი – 12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩის მაცხოვრებლებს.

    „კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აცხადებენ „თელასში“.

  • მუხიანში “საქართველოს ბანკის” ექსპრეს ფილიალი დააყაჩაღეს

    მუხიანში  “საქართველოს ბანკის” ექსპრეს ფილიალი დააყაჩაღეს. შსს-ს ინფორმაციით, ბანკში ერთი პირი იარაღის მუქარით შეიჭრა, თანამშრომლებს ფული გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.დამნაშავე დაკავებულია.

    „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი- ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული გ.ჩ. ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, დააკავეს.

    ჩადენილი დანაშაული 5- დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 22 აგვისტოს, გ.ჩ. მუხიანში მდებარე “ საქართველოს ბანკის” ექსპრეს ფილიალში იარაღის მუქარით შეიჭრა, ბანკის თანამშრომლებს ფული გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

    პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავა.

    სამართალდამცველებმა გატაცებული თანხა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

    გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა- შენახვა- ტარებას გულისხმობს“, – აცხადებენ შსს-ში.

  • გორის მუნიციპალიტეტში ტყეში ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლა მთელი ღამე გაგრძელდება

    შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით შიდა ქართლში, გორის  მუნიციპალიტეტში,  სოფელ საყავრესთან ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ქრობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. მთელი ღამის განმავლობაში სამუშაოებში ჩართული იქნება 10 სახანძრო და სამი სამაშველო მანქანა, 9 დამხმარე ტექნიკა, 170 მეხანძრე-მაშველი.

    გათენებისთანავე, ხანძრის ქრობის სამუშაოებში ჩაერთვება სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენი.

    პირველადი ინფორმაციით, ძლიერი დაკვამლიანება შეინიშნებოდა 40 ჰექტარზე, თუმცა მეხანძრე მაშველების აქტიური მუშაობის შედეგად დადგინდა, რომ ამ დროისთვის ხანძრის ფართობი 10 ჰექტარს არ აჭარბებს.

    22 აგვისტოს საღამოს 18:00 საათიდან ხანძრის ქრობის ოპერაციაში ჩართული იყო სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი, მათ 6 გაფრენა განახორციელეს.

    ადგილზე მოწყობილია საველე შტაბი, საიდანაც მიმდინარეობს ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოების კოორდინაცია. ოპერაციაში ჩართულია როგორც შიდა ქართლის ყველა მუნიციპალიტეტის, ასევე სამცხე-ჯავახეთის და თბილისის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.

  • “ჩვენ გვაქვს გაუდაბნოებული მედიები დღეს საქართველოში, სადაც აღარ ისმის თავისუფალი სიტყვა“–ლაშა ბუღაძე

    მწერალი ლაშა ბუღაძე თვლის, რომ ხელისუფლება მედიის სრულად დამორჩილებას ცდილობს. ბუღაძე ხუთშაბათს საღამოს პარლამენტის წინ გადაცემა “სირცხვილიას“ სტუმარი იყო და იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც გადაცემა შაბათის შუადღის წამყვანებმა – ლაშა ბუღაძემ, დათო ტურაშვილმა, ნენე კვინიკაძემ და ქეთი დევდარიანმა რუსთავი2 დატოვეს.

    “ჩვენც წმინდა მოქალაქეობრივი თვალსაზრისით და ადამიანურადაც უხერხულად მივიჩნევთ ყოფნას იმ სივრცეში, იმ ტელევიზიაში, რომელიც იქცევა მორიგ ჯიბის ტელევიზიად ამ ხელისუფლების რეჟიმში და ჩვენი დღევანდელი წამოსვლაც არის ერთგვარი პროტესტის აქტი, ჟესტი. პროტეტისა ავტორიტარიზმის წინააღმდეგ, რომელიც რაღაც უცნაური ავტორიტარიზმის სახით გვაქვს დღეს საქართველოში. უჩინარი ავტორიტეტის სახით, რომელიც ყველგან არის და არსად. მე ვგულისხმობ ოლიგარქ ივანიშვილს და ამიტომ ჩათვალეთ რომ ეს ჟესტი არის სწორედ მის წინააღმდეგ გადადგმული, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს გაუდაბნოებული მედიები დღეს საქართველოში, სადაც აღარ ისმის თავისუფალი სიტყვა, კრიტიკული პოზიცია. ეს არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც რეალურად არის ანტისაზოგადოებრივი მაუწყებელი. რომლისთვისაც ჩვენ ვხარჯავთ მილიონებს და რაში იხარჯება ჩვენი ფული, ამ ღარიბი ქვეყნის ფული აბსოლუტურად გაუგებარია.
    ჩვენ გვაქვს გაუდაბნოებული მაესტრო და ჩვენ გვაქს აბსოლუტურ პროპაგანდისტულ მექანიზმად ქცეული იმედი და შესაბამისად ამ რიგში დგება რუსთავი2–იც სამწუხაროდ და ჩვენ არ გვინდა რომ ამ გაუდაბნოებულ სივრცეში აღმოვჩნდეთ ჩვენც, რაღაცნაირად თავი მოვიტყუოთ და ფასადები ვიყოთ იქ. ამიტომაც ეს არის ერთგვარი პროტესტი ჩვენი ამ საერთო ავტორიტარული ფენომენის წინააღმდეგ.

    იქნებ ეს არის აგვისტოს ჯადო, როცა ადამიანები ფიქრობენ, რომ სანამ ზაფხულია და ადამიანები ზაფხულის გამო მოდუნებულები არიან, მოასწრონ ყველაფერი რაც მოსასწრებია.

    არ გამოვრიცხავ, რომ მჩხიბავებმა და დაქირავებულმა თუ დაუქირავებელმა ჯადოქრებმა ურჩიეს, რომ რისი მოსწრებაც გინდა მოასწარი 20 სექტემბრამდე.

    ამათ ხომ განცდა გაუჩნდათ, რომ სანამ აგვისტოა და ხალხი წასულია, სიბრაზეც წავიდა. არა მეგობრებო, სიბრაზე არსად არ წასულა.

    საბოლოო ჯამში ალბათ ავტოკრატიის ფსიქოლოგია ძალიან ბანალურია. პრინცირპში ის რაც პოლიტიკის ზედაპირზეა ისიც ბანალურია. ავტოკრატის აზროვნება ასეთია: მას აქვს საზოგადოების ინერტულობის, გულგრილობის, სიზარმაცის იმედი, რომ საზოგადოებამ შეიძლება სხვა რაღაც ჩათვალოს ახლა მნიშვნელოვნად და არ ჩათვალოს ახლა მნიშვნელოვნად გაპროტესტება. იმის იმედი აქვს რომ ვიღაცას შეიძლება დაეზაროს უბრალოდ საპროტესტო აქციებზე მოსვლა,  რომ საზოგადოება დაიბნევაამდენ სიმართლეში, რომლითაც გვბომბავენ სხვადასხვა მედიებიდან და პროპაგანდისტული სივრცეებიდან, რომ ადამიანები ვერ მიხვდებიან რა არის ახლა დასაცავი.  წყენა, რისხვა და აღშფოთება იმ რეალობის გამო, რაც დღეს არის საქართველოში  არსად არ წასულა. როგორც კი ხელისუფლება აქ ისე დაინახავს ოც–ოცდაათიათას ადამიანს, ყველაფერს დათმობს.

    ტელეკომპანია რუსთავი 2-ის  გადაცემა, „შაბათის შუადღის“ წამყვანებმა ტელეკომპანია დატოვეს.

    ნესტან ნენე კვინიკაძემ, ქეთი დევდარიანმა, ლაშა ბუღაძემ და დათო ტურაშვილმა განცხადება 22 აგვისტოს გაავრცელეს.

    მათი თქმით, დღეს არსებული მედიარეალობის გათვალისწინებით, “ლიტერატურული შაბათის” წამყვანები შეუძლებლად მიიჩნევენ დარჩნენ ტელევიზიაში:

    “სამწუხაროდ, საქართველოში უკვე მერამდენე ხელისუფლება იმეორებს წინამორბედის შეცდომებს და არც ეს ხელისუფლებაა გამონაკლისი ამ მხრივ და მეტიც — ეჭვი გვაქვს, რომ ეს მმართველობა არა მხოლოდ დემოკრატიასა და სიტყვის თავისუფლებას, არამედ საქართველოს ევროპულ, ისტორიულ არჩევანს უქმნის საფრთხეს და რაც მთავარია, საფრთხეს უქმნის საქართველოს დამოუკიდებლობასა და ქართულ სახელმწიფოებრიობას. ჩვენ ისევ იმ ღირებულებების ერთგულები ვიქნებით, რასაც ლიტერატურა ყოველთვის გვკარნახობს და რისთვისაც ეს გადაცემა შეიქმნა და წლების განმავლობაში არსებობდა. თავისუფლების ალტერნატივა არ არსებობს და თავისუფლება არ იყიდება”, – აღნიშნავენ გადაცემის წამყვანები.
  • “ჩავდივარ, როცა ვთვლი, რომ უნდა ჩავიდე” – სალომე ზურაბიშვილი საოკუპაციო ხაზზე

    გონი, შვიდჯერ ვარ ჩასული საოკუპაციო ხაზზე, რუხიდან დაწყებული, ნიქოზი, გრემისხევიდა ჩავდივარ, როცა მე ვთვლი, რომ უნდა ჩავიდე და არა სხვისი დღის წესრიგით, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პირველ არხს ვილნიუსში განუცხადა კითხვაზე, რატომ არ ჩავიდა სოფელ გუგუტიანთკარში და არ გააკეთა ამ საკითხზე განცხადება.

    „ეს არ არის ახალი. ეს არის მუდმივი მცდელობა რუსეთის მიერ, რომ ჩაგვითრიოს მხოლოდ ამ საკითხში. ჩვენ არ უნდა ვიყოთ მხოლოდ ამ საკითხით, ოკუპაციის საკითხით შემოფარგლული, ჩვენ ეს უნდა გადავლახოთ და უნდა გავაგრძელოთ ჩვენი გზა ევროპისკენ, დემოკრატიისკენ, განვითარებისკენ ისე, რომ მუდმივად უკან არ ვიყურებოდეთდა არ ვიყოთ რუსეთის დღის წესრიგით მე მგონი, ვარ შვიდჯერ ჩასული საოკუპაციო ხაზზე, რუხიდან დაწყებული, ნიქოზი, გრემისხევი და ჩავდივარ, როცა მე ვთვლი, რომ უნდა ჩავიდე და არა სხვისი დღის წესრიგით „ჩემი მოვალეობა არის ის პირდაპირი, ოფიციალური თუ არაოფიციალური საუბრები ჩვენს პარტნიორებთან, რომ ვეძებოთ სხვა გზები და არის ასევე მართლაც ფიქრი იმ გზებზე, ჟენევის ფორმატის შეცვლაზე, ახალი ფორმატების მოფიქრებაზე, ყველაფერ იმაზე, რაც მიგვიყვანს იქამდე, რომ ჩვენ კი არ ვუყუროთ, რა ხდება იმ საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს, არამედ გადავლახოთ ეს სიტუაცია, მოვხსნათ ეს საოკუპაციო ხაზი და დავუბრუნდეთ ჩვენს ცხოვრება“, – განაცხადა პრეზიდენტმა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას.

  • “ჩვენ მზად ვართ მივიღოთ ნებისმიერი დარტყმა.არ ვეფარებით არაფერს“–ხაზარაძის და ჯაფარიძის განცხადებები პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ

    “გრძელდება ჩვენი დევნა. სამწუხარო ამბავი უნდა გითხრათ, რომ პროკურატურა როგორც სახელმწიფო ინსტიტუტი განადგურებულია. ის გადაიქცა რეჟიმისთვის არასასურველი ადამიანების დამსჯელ აპარატად. ჩვენს მიმართ წყენებული ბრალი არის სრულიად აბსურდული ცილისწამება. ის შეიძლება თავისი ცინიზმით და უზნეობით შეუდარდეს უდანაშაულო ადამიანისთვის იარაღის და ნარკოტიკის ჩადებას და მის დადანაშაულებას.

    გენერალური პროკურორი, რომელიც პირდაპირ პასუხისმგებელია ამ ბრალის წაყენებაში, ის დღეს მიისწრაფვის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობისკენ. მისი ხელდასმით ხორციელდება ეს. თვითონ იმ ფაქტით, რომ ამის შემდეგ უნდა სასამართლოს თავმჯდომარე გახდეს, სადაც ჩვენ სამართალი უნდა ვნახოთ, უკვე ნათელია რა აბსურდთან გვაქვს საქმე.

    ჩვენ მზად ვართ მივიღოთ ნებისმიერი დარტყმა. ჩვენ არ ვეფარებით არაფერს. ჩვენ მზად ვართ შემდგომი გართულებებისათვის.“–განაცხადა თიბისი ჯგუფის ერთ–ერთმა დამფუძნებელმა, ბადრი ჯაფარიძემ დღეს პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ.

    ჯაფარიძის და ხაზარაძის ადვოკატის, ზვიად კორძაძის განცხადებით, პროკურატურას ფულის გათეთრების მუხლი იმიტომ დასჭირდა, რომ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ანგარიშები დაეყადაღებინა. კორძაძე პროკურატურაში დღეს მისი დაცვის ქვეშ მყოფებთან ერთად მათთვის წარდგენილი ბრალის დაზუსტებისთვის იმყოფებოდა. ზვიად კორძაძის განცხადებით, ფულის გათეთრება არის მუხლი, რომელიც ერთი მხრივ, ხანდაზმული არ არის და მეორე მხრივ, პირდაპირ იძლევა ყადაღის დადების შესაძლებლობას.

    ადვოკატის ინფორმაციით, ხაზარაძისა და ჯაფარიძის წინააღმდეგ წარდგენილ დაზუსტებულ ბრალდებაში რამდენიმე ადგილას ჩამატებულია ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის გვარი.
    პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ მწვავე განცხადებები გააკეთა მამუკა ხაზარაძემ:

    “მინდა გითხრათ, რომ მთელი ჩემი ცხოვრების ჩემი და ბადრის ცხოვრების და ბიზნესმოღვაწეობის განმავლობაში არასდროს არ დაგვირღვევია კანონი, არ მოგვიტყუებია ბიუჯეტი, ჩვენი პარტნიორები.
    შემიძლია ღმერთის და ხატის წინაშე განვაცხადო, რომ ისევე როგორც ამ საქმეში, მთელი ჩვენი მოღვაწეობის განმავლობაში ვართ პირნათელნი. ამას იმიტომ ვამბობ, რომ მზად ვარ დღესვე წავიდე ციხეში. ვინმეს არ ეგონოს რომ რამის გვეშინია, ან ყადაღის დადების, რაც გუშინ გააკეთეს სამარცხვინოდ, ან ნებისმიერი ქმედების.

    მინდა მივმართო ოცნების ახალგაზრდა წევრების ნაწილს, ვინც განათლება უცხოეთში მიიღო. დახარჯა ოთხი წელი დემოკრატიის, მართლმსაჯულების სწავლაში და ქონდათ სურვილი თავის ქვეყანაში მსგავსი სიტუაცია შეექმნათ.ჩვენ ამ ხალხს მხარი დავუჭირეთ მაშინ, იმიტომ რომ გვეგონა რომ ეს ის ნაწილია პარტიის თუ მოძრაობის, რომელიც ამ ქვეყანას უკეთესობისკენ წაიყვანდა.

    მე მინდა მათ ვკითხო, ეს არის ის განათლება ეს სახელმწიფო ნახეთ თქვენ იმ ქვეყნებში? და ამ ცოდნით დაბრუნდით, გაჩუმებულები რომ ხართ და ასეთი მართლმსაჯულება მოგწონთ, რაც დღეს ხდება? შერჩევითი სამართალი.

    კიდევ ვიმეორებ, არაფერს არ ამოვფარებივარ მთელი ჩვენი ცხოვრების განმავლობაში.

    რაც შეეხება ანაკლიას:

    მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არის საკითხები, რომლებსაც გავახმოვანებთ და საზოგადოებას ეცოდინება ის დინებები, რომლებიც პირდაპირ სამთავრობო უწყებებში ე.წ. მეხუთე კოლონის სახით, რუსული გავლენების სახით ეწინააღმდეგება ჩვენთვის, ქართველებისთვის , საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს პროექტს.ანაკლია არ არის მარტო ღრმაწყლოვანი პორტი. ეს არის ჩვენი ქვეყნის შემოტრიალება ერთხელ და სამუდამოდ ევროპისკენ.არის უსაფრთხოების და ჩვენი ეკონომიკური წინსვლის გარანტია. ამიტომ პირდაპირ მოვუწოდებ იმ ხალხს, ჩამალულებს რუსული პაგონების ქვემოთ, მოვუწოდებ მათ, რომ არაფერი არ გამოგივათ. ანაკლიას ავაშენებთ და ავაშენებთ ჩვენი პარტნიორი ამერიკის და ევროპის ინვესტიციებით.
    დღევანდელი ბრალი წაყენებული ჩვენ მეგობარზე, ავთო წერეთელზე არის პირდაპირი ზეწოლა. ავთო წერეთელს არ აქვს არანაირი წილი იმ კომპანიებში, რომლებისგანაც ჩვენ ფული ვისესხეთ და გაუგებარია მისი ჩართვა ბრალდებულის სტატუსით და როლით, იგი არც დირექტორი იყო ამ კომპანიების, არც მეწილე. საქმე გვაქვს პირდაპირ ავთო წერეთელზე ზეწოლაზე, რომ მან თავისი ოჯახის წევრებზე ვითომდა გავლენა მოახდინოს, რომ ერთადერთი, ან ძალიან მცირე დარჩენილი მედიისგან მივიღოთ გაუგებარი რამ. ტვ პირველი არ არის წერეთლების ოჯახის დიდი ხანია. ტვ პირველი არის მთელი საქართველოსი ეს არის დემოკრატიის მონაპოვარი, ეს არის თავისუფალი სიტყვა და სადაც თავისუფალი სიტყვა შეიზღუდება, ჩვენ და მთელი საზოგადოება დავიცავთ მას ნებისმიერი მეთოდებით. იმიტომ რომ დღეს უკვე მთელი სცენარი გაშიფრულია.

    ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას მოძრაობის და პარტიის დაფუძნების მიმართულებით. ეს მოხდება სექტემბერში. უამრავი ახალგაზრდა პროფესიონალი გვიერთდება. ეს იქნება ის ხალხი, ვისაც უნდა ახალ საქართველოში ცხოვრება, ვისაც ყელში ამოუვიდა ეს ყველაფერი. იქნება სერიოზული ძალა, რომელიც ამ ქვეყანას შეცვლის.“ – აცხადებს მამუკა ხაზარაძე.
  • ნიკა გვარამიამ “მთავარი არხის” ოფიციალური ფეისბუქ გვერდი შექმნა

    ნიკა გვარამიამ “მთავარი არხის” ოფიციალური ფეისბუქ გვერდი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

    “ესეც ასე: მთავარი არხის ოფიციალური ფეისბუქ გვერდი. ეს და მხოლოდ ეს. ლაიქი დასვით აქ. დანარჩენი ფეიკია და ანლაიქ. იყავით ჩვენთან ერთად და მოიპოვეთ ჩვენთან ერთად თავისუფლება.. საქართველოსთვის მთავარი ბრძოლა შედგება აქ – ქვეყნის მთავარ არხზე! სექტემბრიდან თავისუფლებისთვის ბრძოლაში შენი მთავარი იარაღი ვიქნებით ჩვენ – მთავარი არხი!” -წერს ნიკა გვარამია.

  • რუსთავი2–ის ყოფილი დამფუძნებლები განცხადებას ავრცელებენ

    ტელეკომპანია  „რუსთავი 2“-ის ყოფილი დამფუძნებლები განცხადებას ავრცელებენ. განცხადებას ხელს აწერენ: ლევან ყარამანაშვილი, გიორგი ყარამანაშვილი და ტელეკომპანია „საქართველოს“ სახელით ნიკოლოზ ნაყოფია:

    „რუსთავი 2“ მთელი თავისი არსებობის განმავლობაში ყოველთვის ასოცირდებოდა საკუთარი საქმის სიყვარულით, პროფესიონალიზმითა და პრინციპულობით გამორჩეული ადამიანებით დაკომპლექტებულ გუნდთან. ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ადასტურებს, რომ ზემოაღნიშნული სიტყვები „რუსთავი 2“-ელების უზუსტესი დახასიათებაა.

    გვინდა მადლობა გადავუხადოთ ყველას, ვინც წლების განმავლობაში დაუღალავად და თავდაუზოგავად შრომობდა, რათა „რუსთავი 2“ ყოფილიყო თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვასთან ასოცირებული, ლიდერი კომპანია ქართულ სატელევიზიო ბაზარზე.

    „რუსთავი 2“ იყო არა ლოგოს, ბრენდისა და შენობების, არამედ იმ ადამიანების ძალისხმევით შექმნილი ერთობა, რომლებიც ქმნიდნენ მის შინაარსს და, ამით, ქვეყნის ისტორიასაც.

    გუშინ თქვენ მთელ საქართველოს და საერთაშორისო თანამეგობრობას კიდევ ერთხელ აჩვენეთ გაუტეხლობის, პატრიოტიზმის, პროფესიისადმი ერთგულებისა და, ყოველგვარი გაზვიადების გარეშე, სამოქალაქო გმირობის მაგალითი. გვჯერა, სადაც არ უნდა გააგრძელოთ მოღვაწეობა, ყველგან კვლავ იდგებით საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლის წინა ხაზზე. წარმატებებს და გამარჯვებებს გისურვებთ!“, – ნათქვამია განცხადებაში.