Category: არქივი

  • რუსთავი2–ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელად ირაკლი იმნაიშვილი ინიშნება

    რუსთავი2–ის საინფორმაციო სამსახურის უფროსად არხის დირექტორმა პაატა სალიამ ირაკლი იმნაიშვილი წარადგინა. მათ ერთობლივი ბრიფინგი გამართეს, რომელზეც სალიამ განაცხადა, რომ მართალია არხი ბევრმა ჟურნალისტმა დატოვა  პროტესტის ნიშნად, თუმცა რუსთავიორის კარი ღიაა ყველასვის, ვინც ემოციურ ფონზე მიიღო ნაჩქარევი გადაწყვეტილება. “რუსთავი2 –ისს კარი ღიაა ყველასთვის, ვისაც უნდა რუსთავი ორი იყოს დამოუკიდებელი, კრიტიკული, ტელევიზია. “– განაცხადა სალიამ, რომელიც ამბობს, რომ არხზე მომუშავე გუნდამა ირაკლი იმნაიშვილის კანდიდატურა კარგად მიიღო. სალია ამბობს, რომ რუსთავი2–ზე ამჟამად დაახლოებით 800 თანამშრომელი მუშაობს.

    ეს სიახლე კარგად მიიღო პირველ რიგში რუსთავი2 ის გუნდმა, ანუ “ იმ ადამიანებმა, რომლებიც ბოლომდე ერთგული არიან ამ არხის და ამ ადამიანების რიცხვი არის ძალიან დიდი, დაახლოებით 800 თანამშრომელი. მე მათ წარვუდგინე პროფესიონალი, რომელსაც არ ჭირდება დამატებითი წარდგენა. მას იცნობს მთელი საქართველო. ის არის ერთერთი პირველი ჟურნალისტი, რომელმაც თავისი შეუპოვრობით და კრიტიკულობით თავი დაამახსოვრა ქართულ საზოგადოებას და იძულებული გახდა წინა ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან წნეხის გამო დაეტოვებინა საქართველო.“ – განაცხადა სალიამ. 

    ის ამბობს, რომ ირაკლი იმნაიშვილთან მოლაპარაკებები დიდხანს მიმდინარეობდა და მფლობელის სურვილია იმნაიშვილი სათავეში ჩაუდგეს არა მხოლოდ საინფორმაციო, არამედ ფროდაქშენის მიმართულებესაც როგორც აღმასრულებელი დირექტორი. მოლაპარაკებები ჯერ საბოლოოდ არ დასრულებულა, თუმცა როგორც სალია ამბობს იმნაიშვილის მისვლამ არხზე თანაშრომლებს ძალიან დიდი იმედი მისცა, რომ “ტელეკომპანია ხელახლა შეიქმნება, აღორძინდება,  გაძლიერდება და ისევ იქნება ნომერ პირველი არხი.“

    “მადლობა ირაკლის, რომ დღეს აქ არის და გახდება გუნდის წევრი. მადლობა გუნდს იმ მიღებისთვის, როგორც მიიღეს ირაკლი.“– აცხადებს სალია.

    ირაკლი იმნაიშვილი კი ამბობს, რომ რუსთავი2–დან წასული ჟურნალისტების ნაწილს უნდა არხზე დაბრუნება, თუმცა ემოციური ზეწოლის გამო ამ გადაწყვეტილებას ვერ იღებენ.
    იმნაიშვილის თქმით ამჟამად არხის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკების ფინალურ სტადიაზე არიან. და მისი ამოცანაა შეიქმნას სარედაქციო ჩარჩო ხელშეკრულება, რეგლამენტი, კონტრაქტი საინფორმაციო სამსახურსა და მფლობელებს შორის რაც საშუალებას მისცემს ჟურნალისტებს დაიცვან საკუთარი თავი და საკუთარი დამოუკიდებლობა.

    “რუსავი2 იყო გამარჯვებული ხალხის ტელევიზია მაგრამ გამარჯვების შემდეგ ხალხსაც და მფლობელებსაც ეს ტელევიზია წაართვეს–“ აცხადებს იმნაიშვილი. 

  • რაზმათის ხეობაში ხანძარია

    შიდა ქართლში, ატენში, რაზმათის ხეობაში წიწვოვანი ხეები იწვის – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს ინფორმაციას.

    მათი თქმით, ძლიერი დაკვამლიანების შესახებ შეტყობინება 112-ში შევიდა.

    “შეტყობინების მიღებისთანავე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მყისიერი რეაგირება მოახდინა და ადგილზე გავიდნენ გორის სახანძრო-სამაშველო განყოფილების ჯგუფები. ასევე, დამატებითი ძალების მობილიზება მიმდინარეობს შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებიდან და სხვა რეგიონებიდან. ხანძრის ქრობის პროცესში უკვე ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ცეცხლი გავრცელებულია წიწვოვან ხეებზე,” – აცხადებენ უწყებაში.

  • “აფხაზეთს ჰყავს მოკავშირე, რუსეთის ფედერაცია ყველაფერი დანარჩენი კი ცარიელი სიტყვებია”- რაულ ხაჯიმბა სალომე ზურაბიშვილს

    ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტის- სალომე ზურაბიშვილის აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ საქართველოში დაბრუნების შესახებ განცხადებას ეხმიანება. როგორც “სპუტნიკ- აბხაზია” წერს, რაულ ხაჯიმბასთვის საქართველოს პრეზიდენტის განცხადება ამ ეტაპზე საინტერესო არ რის. ხაჯიმბა ამბობს, რომ აფხაზეთს ჰყავს მოკავშირე – რუსეთის ფედერაცია, რომელთანაც რესპუბლიკა მუშაობს, სხვა ყველაფერი კი მისი შეფასებით- უაზრო ლაპარაკია.

    „ამ სიტუაციაში საქართველო მე არ მაინტერესებს. მათ განცხადებებს არავითარი მნიშვნელობა ჩვენი სახელმწიფოსთვის არ აქვთ”, – განაცხადა ხაჯიმბამ ჟურნალისტებთან შეხვედრისას.

    სალომე ზურაბიშვილს სჯერა ,რომ დადგება დრო, როდესაც აფხაზეთი და “სამხრეთ ოსეთი“ საქართველოს ერთიან სახელმწიფო სივრცეში მშვიდობიანად დაბრუნდება. პრეზიდენტი რუსეთის მიერ აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ “დამოუკიდებლობის” აღიარებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ მისი უმთავრესი სურვილი და მიზანია, მისი პრეზიდენტობის ვადაში მოხდეს ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება. პრეზიდენტის თქმით, ქართველთა გარეშე აფხაზთა და ოსთა ეროვნული თვითმყოფადობის გადარჩენა ვერ მოხდება. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მიუხედავად ოკუპაციით შექმნილი პრობლემებისა, ხელისუფლება შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებს, რომ გადაჭრას ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების ჰუმანიტარული, სამედიცინო, საგანმანათლებლო და ბიზნეს-ინტერესების პრობლემები.

  • ჩემი 16 წლიანი მოღვაწეობა ჩემთვის უსაყვარლეს არხზე დასრულდა, არ გემშვიდობებით-ვანო ჯავახიშვილი

    „ვანოს შოუს“ წამყვანმა ვანო ჯავახიშვილმა  „რუსთავი 2″ დატოვა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში   წერს.

    „ჩემო მეგობრებო და გულშემატკივრებო მოგესალმებით. მინდა საჯაროდ გამცნოთ, რომ ჩემი 16 წლიანი მოღვაწეობა ჩემთვის უსაყვარლეს არხზე რუსთავი 2-ზე დასრულდა. არ გემშვიდობებით, შევხვდებით მალე.

    პ.ს. სხვათაშორის ტელევიზორის პულტს სხვა ღილაკიც ქონია“ – წერს ჯავახიშვილი.

  • ლარი გაუფასურდა

    აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9399 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9399 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9279 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.012 ლარი შეადგინა.

    რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2692 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2365 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0327 ლარი შეადგინა.

  • თეთრიწყაროში ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

    თეთრიწყაროში,სოფელ მარაბდასთან მომხდარ ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.შსს-ს ინფორმაციით,  ერთმანეთს ტრაილერი და „ჰონდას“ მარკის ავტომანქანა შეეჯახა.

    ავარიის შედეგად მსუბუქ ავტომანქანაში მყოფი ორი ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. 

    გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

  • “დიდი შვიდეული“-ს ქვეყნები ამაზონის ხანძრის ჩასაქრობად 22 მილიონ დოლარს გამოყოფენ

    „დიდი შვიდეულის“ სამიტის მონაწილეებმა ამაზონის ხანძართან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს, აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

    კერძოდ, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განმარტებით, მონაწილეები ბრაზილიას ამაზონის ტყის ხანძრის ჩაქრობაში ლოგისტიკურად და ფინანსურად დაეხმარებიან. მაკრონისგანცხადებით, ამ მიზნით „დიდი შვიდეულის” ქვეყნები 22 მილიონ დოლარს დაუყოვნებლივ გამოყოფენ. დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის ბორის ჯონსონის განცხადებით, მისი ქვეყანა ხანძრებისგან დაზარალებულებს 10 მილიონ გირვანქას გამოუყოფს. საფრანგეთის ქალაქ ბიარიცში „დიდი შვიდეულის“ სამიტი 24 აგვისტოს დაიწყო და 26 აგვისტოს დასრულდება. „დიდი შვიდეული“ გერმანიას, საფრანგეთს, იტალიას, დიდ ბრიტანეთს, კანადას, აშშ-სა და იაპონიას აერთიანებს.

  • “სრული მზაობა გვაქვს, გავაფართოოთ დიალოგი აფხაზურ საზოგადოებასთან “- ციხელაშვილი

    სრული მზაობა გვაქვს, გავაფართოოთ დიალოგი აფხაზური საზოგადოების ყველა დონეზე, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.

    მისი თქმით, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, ოკუპაციის პირობებში წლიდან წლამდე იზრდება დამოკიდებულების, იზოლაციის ხარისხი და მძიმდება მოსახლეობის პრობლემები.

    „არაერთხელ გაგვიცხადებია და დღეს კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ სრული მზაობა გვაქვს, გავაფართოოთ დიალოგი აფხაზური საზოგადოების ყველა დონეზე. არსებობს შესაბამისი ფორმები და დღეს, როცა ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებიდან 11 წელი გავიდა, ვფიქრობ, ამის საჭიროება კიდევ უფრო მაღალია. აშკარად ვხედავთ, რომ ეს თარიღი იქცა არათუ დამოუკიდებლობის, არამედ რუსეთზე დამოკიდებულების ათვლის წერტილად. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, ოკუპაციის პირობებში, წლიდან წლამდე იზრდება დამოკიდებულების, იზოლაციის ხარისხი და მძიმდება მოსახლეობის პრობლემები – უსაფრთხოებით დაწყებული, ჰუმანიტარული, სოციალური, ეკონომიკური პრობლემებით, განათლების ხარისხის დაბალი დონითა და ზოგადად, მომავლის პერსპექტივის ფაქტობრივი არქონით დასრულებული. ამიტომ დღეს, როდესაც ნამდვილად გვაქვს ხელშესახები შედეგები ჩართულობის, შერიგების მიმართულებით, რადგან კონტაქტები ძალიან გაზრდილია, კიდევ უფრო მაღალია ინტერესი, პირდაპირი დაბრკოლებებით რომ არ ეშლებოდეს ხელი. ჩვენთვის აშკარაა, რომ საჭიროა კიდევ უფრო გავაფართოოთ კომუნიკაციის არხები თანამშრომლობის, საერთო ინტერესების გარშემო და დიალოგი მშვიდობაზე. ამაში ვგულისხმობ კონკრეტულ ინიციატივებსაც, რომლებიც ვაჭრობას, განათლებას, ჯანდაცვას დ ა.შ. უკავშირდება. ასევე იმას, როგორ უნდა ავაწყოთ ჩვენ მომავალი უკეთესი პერსპექტივებით“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

  • “ნატო აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს არ აღიარებს” – ჯეიმს აპატურაი

    “ნატო აფხაზეთში 25 აგვისტოს ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს არ აღიარებს” – ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.

    „ნატო-ს მოკავშირე ქვეყნები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად არ აღიარებენ. ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საყოველთაოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში,“ – წერს აპატურაი.

    შეგახსენებთ, რომ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები გუშინ გაიმართა.

  • “„ჩვენი ბაზარი გახსნილია ყველა კომპანიისთვის. რუსული კომპანია პრობლემას არ წარმოადგენს”-კალაძე

    კახა კალაძე მერიის ტენდერებში რუსული კომპანიების მონაწილეობასა და მათ გამარჯვებაზე კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ ეს პრობლემა. მისივე თქმით, მთავარი საკითხი ისაა, მონაწილეები კანონს და ტენდერის პირობებს იცავდნენ.

    „ჩვენი ბაზარი გახსნილია ყველა კომპანიისთვის. რუსული კომპანია პრობლემას არ წარმოადგენს. მთავარია, იცავდეს კანონს და აკმაყოფილებდეს ყველა იმ მოთხოვნას, რომელიც არის ტენდერის გამოცხადების დროს. საერთოდ რაზე ვსაუბრობთ, როცა ჩვენი სტრატეგიული ობიექტები რუსული სახელმწიფო კომპანიების საკუთრებაშია?! ამაში ხომ მეთანხმებით?! მე არ მგონია, ეს პრობლემა იყოს. მთავარია კანონს იცავდეს და აკმაყოფილებდეს მოთხოვნებს, ასევე ემსახურებოდეს ჩვენი ქალაქის ინტერესებს. შეიძლება იყოს რუსული კომპანია, ამერიკული, ბრიტანული, თურქული, ეს პრობლემას არ წარმოადგენს, მთავარია ემსახურებოდნენ ჩვენს ქალაქს და სამუშაოები მაღალ დონეზე შეასრულონ“, – განაცხადა კალაძემ.