Category: არქივი

  • ატენის ხეობაში ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია

    ატენის ხეობაში, რაზმითის მთის ფერდობზე ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

    უწყების ინფორმაციით, რთული რელიეფისა და მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, ორდღიანი უწყვეტი სამუშაოების შემდეგ, მეხანძრე-მაშველებმა, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებისა და პილოტების დახმარებით ცეცხლის კერების ჩაქრობა შეძლეს.

    უწყების ცნობით, რაზმითის მთის ფერდობზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებზე შიდა ქართლის სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან მობილიზებული სახანძრო-სამაშველო ჯგუფები უწყვეტ რეჟიმში მუშაობდნენ.

    “შეტყობინების მიღებიდან რამდენიმე წუთში ხანძრის ქრობის პროცესში ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი. ხანძრის ლოკალიზება მალევე მოხერხდა, რის შემდეგაც მთელი ღამის განმავლობაში, სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის ტყის მასივში დარჩა 30 მეხანძრე-მაშველი.

    როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, საჰაერო ტექნიკამ ხანძრის კერებზე წყლის დასხმა ხილვადობის შეზღუდვის შემდეგ შეწყვიტა და დილიდან განაახლა ფრენა. საერთო ჯამში მათ 28 გაფრენა განახორციელეს და ცეცხლის ღია კერებს 56 ტონა წყალი დაასხეს.

    ბოლო ინფორმაციით, დამწვარია 3 ჰექტარზე არსებული წიწვოვანი ტყის მასივი”-აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • პროკურატურა რუსთავი 2-ის ქვეკონტრაქტორ კომპანიებში შევიდა

    პროკურატურა რუსთავი 2-ის ქვეკონტრაქტორ კომპანიებში შევიდა. რუსთავი 2-ის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში  ტელეკომპანიის ქვეკონტრაქტორ კომპანიებში,რომლებიც სარეკლამო დროის შესყიდვას აწარმოებდნენ, დოკუმენტაციის ამოღება დაიწყეს.

    „როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში ცალკე წარმოებად მიმდინარეობს გამოძიება შპს ,,სამაუწყებლო კოპანია რუსთავი 2“-ის სარეკლამო დროის გასხვისების შედეგად მიღებული, სარეკლამო მომსახურების კონტრაქტორი კომპანიების ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირების მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების შესაძლო ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

    საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მიღებულია სასამართლოს შესაბამისი განჩინებები, შპს ,,სამაუწყებლო კოპანია რუსთავი 2“-ის სარეკლამო დროის შემსყიდველი კონტრაქტორი კომპანიებიდან – შპს „პროესკო“-დან, შპს „პრო მედია“-დან, შპს „მედია პორტი“-დან, შპს „პროესკო მედია“-დან, და შპს „ნიუ მედია“-დან, სრული საბუღალტრო, სააღრიცხვო და ფინანსური დოკუმენტების ამოღების თაობაზე. ასევე, დასახელებული კომპანიებიდან ელექტრონული საინფორმაციო სისტემების მეშვეობით აღრიცხული სრული ბუღალტრული მონაცემების გამოთხოვის თაობაზე”, -აცხადებენ პროკურატურაში.

  • “ფორმულაზე” მთავარი საინფორმაციო გამოშვებას ელისო ჯარიაშვილი წაიყვანს

    ფორმულა კრეატივის მიერ დაფუძნებულ ტელევიზიაში, რომელიც მაუწყებლობას მალე დაიწყებს,  მთავარ საინფორმაციო გამოშვებას ელისო ჯარიაშვილი წაიყვანს.
    ელისო ჯარიაშვილი “რუსთავი 2-ის” ჟურნალისტი იყო, ასევე მუშაობდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურში, შემდეგ კი “ტვ მესამეზე” პოლიტიკური თოქ-შოუ “მთელი ამბავი” მიჰყავდა.

    ჯერჯერობით უცნობია, როდიდან  გავა “ფორმულას” ეთერში საინფორმაციო გამოშვებები.

  • ირაკლი კაკაბაძეს ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებიან-საქართველოს პენცენტრი

    ირაკლი კაკაბაძეს ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებიან, ამის  შესახებ განცხადებას “საქართველოს პენცენტრი“ ავრცელებს. მათი ცნობით, საქმეს მთავარი პროკურატურა იძიებს.

    „საქართველოს პენცენტრის წევრზე, მწერალ ირაკლი კაკაბაძეზე ინტერნეტით განხორციელდა ფიზიკური ძალადობის შემცველი მუქარა ფარნაოზ ჭკადუას და მისი თანამზრახველების მხრიდან, რაც უკავშირდება ი. კაკაბაძის პროფესიულ საქმიანობას. ამ ინციდენტთან დაკავშირებით საქმეს იძიებს საქართველოს პროკურატურა.

    საქართველოს პენცენტრი სასტიკად გმობს ირაკლი კაკაბაძის წინაამღდეგ განხორციელებულ ძალადობრივ მუქარას და იმედოვნებს, რომ სამართალდამცავი ორგანოები ჯეროვნად გამოიძიებენ ინციდენტს, რასაც მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება“, – ნათქვამია პენცენტრის განცხადებაში.

  • CNN-ზე საქართველოს შესახებ ვებ-გვერდი შეიქმნა

    ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კამპანიის ფარგლებში CNN-ზე საქართველოს შესახებ ვებგვერდი შეიქმნა.ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაცია ავრცელებს. შემოდგომა-ზამთრის კამპანიის ფარგლებში CNN-ის პლატფორმაზე საქართველოს გვერდი „Discovery Georgia“ დამზადდა, სადაც საქართველოს ისტორიული, ბუნება, კურორტები და კულინარია არის აღწერილი.

    მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიანი მედიასაშუალების ეთერით საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სარეკლამო კამპანია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში ხორციელდება, ასევე პარალელურად მზადდება სპეციალური სიუჟეტები და სტატიები საქართველოს, როგორც ტურისტულად მიმზიდველი ქვეყნის შესახებ.

    ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და CNN-ის თანამშრომლობით საქართველოს CNN-ის  გადამღები ჯგუფი ეწვევა და 5 საიმიჯო რეპორტაჟი მომზადდება. საქარველოს ტურისტულ პოტენციალს CNN თემატურ კვირეულს მიუძღვნის. მომზადებული რეპორტაჟები გაერთიანდება და 23 წუთიანი გადაცემა მომზადდება, სადაც CNN-ის წამყვანები საქართველოს როგორც ტურისტულად მიმზიდველი ქვეყნის შესახებ ათობით მილიონიან აუდიტორიას გააცნობენ. საქართველოს რეკლამა CNN-ის ვებ-გვერდსა და სოციალურ ქსელებში გავრცელდება.

  • “ტვ პირველს ვერავინ წამართმევს” – ავთანდილ წერეთელი საქართველოში დაბრუნდა

    “ტვ პირველს” ვერავინ წამართმევს” – ეს განცხადება ავთანდილ წერეთელმა საქართველოში დაბრუნების შემდეგ  თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჟურნალისტებთან  გააკეთა.

    “ვითანამშროლო გამოძიებასთან? ძიება დამთავრებულია, ახლა არის სასამართლო დარჩენილი და გავარკვევთ სასამართლოში ყველაფერს. ერთი ვიცი, იმ მთავრობამ წამართვა ქონება და ფული, ამ მთავრობამაც წამართვა, მაგრამ “ტვ პირველს” ვერავინ წამართმევს…ყველაფერს ელოდება ადამიანი, რომ დავიბადე და საჭმელს არ ვჭამდი, დედა მილიციით მაშინებდა , 70 წელია ასე მაშინებენ, მერე რა მოხდა” – ამბობს ავთანდილ წერეთელი.

    გენერალურმა პროკურატურამ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 22 აგვისტოს აღძრა.  უწყების განმარტებით, საქმე ეხება „თიბისი ბანკის“ ხელმძღვანელების მიერ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაში დახმარებას.ავთანდილ წერეთელს გამოძიება 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარებას ედავება. 

    ავთანდილ წერეთელი საქართველოში დღეს დაბრუნდა.

  • აფთიაქის, კვების ობიექტის, ტურისტული კომპანიის და მანქანის გაქურდვისთვის 3 არასრულწლოვანი დააკავეს

    სამართალდამცველებმა ქურდობის ფაქტზე სამი არასრულწლოვანი – 2002 წელს დაბადებული ო.კ., 2001 წელს დაბადებული ე.ბ. და 2004 წელს დაბადებული დ.შ. დააკავეს.

    შსს-ს ცნობით, დაკავებულებმა თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე “ჯი პი სი”-ს აფთიაქი, კეკელიძის ქუჩაზე მდებარე კვების ობიექტი “ბავარიული გრილი”, ამავე ქუჩაზე მდებარე ტურისტული კომპანია “time 2 travel”-ის ოფისი და ნაფარეულის ქუჩაზე მდგარი “ბე-ემ-ვე”- ს მარკის ავტომანქანა გაქურდეს.

    შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

    გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

    “თელასის” ცნობით, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის ზოგიერთ უბანს  ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

    კრწანისის რაიონში გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის და კაციტაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

    10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მარნეულის გზატკეცილის, გარდაბნის გზატკეცილის, ანდრო ჟორდანიას, თელეთის, წავკისის, ლომინაძის, ღოღობერიძის, სურგულაძის, ევგენი გეგეჭკორის და კოსტავას ქუჩების მცხოვრებლებს.

    ვაკის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გაზირის (ნაწილობრივ) და მოსაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.

    საბურთალოს რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გაზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის, სულხან ცინცაძის, საბურთალოს, ბახტრიონის, მიცკევიჩის, დავით გამრეკელის, კუტუზოვის და ირაკლი გამრეკელის ქუჩების მცხოვრებლებს.

    11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურიელის, შალვა ნუცუბიძის და ძოწენიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

    ისნის რაიონში 10:30 საათიდან 1:008 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროდრომის დასახლების, ვაზისუბნის IV მიკრორაიონის, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), ევროპის მოედნის, მეტეხის აღმართის, ჩეხოვის, რუისის, ჯორბენაძის, მეტეხის, დუტუ მეგრელის, ჯავახეთის, ზაქარია მხარგრძელის, შანდორ პეტეფის, ლიზა ნაკაშიძე-ბოლქვაძის, წულუკიძის, 17 შინდისელი გმირის, რომანოზ ხომლელის, ვაჟა ივერიელის, წინანდლის და ხახანაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

    გლდანის რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გობრონიძის და ბოჭორიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

    ნაძალადევის რაიონში 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩის მცხოვრებლებს.

    „კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

  • სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე მცხეთის მუნიციპალიტეტის მოქმედი და ყოფილი თანამშრომლები დააკავეს

    დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე მცხეთის მუნიციპალიტეტის მოქმედი და ყოფილი თანამშრომლები დააკავეს.

    სულ ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენებით, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, ბრალდებულის სახით, შვიდი პირია  პასუხისგებაში მიცემული. დაკავებულთაგან ერთი მცხეთის მუნიციპალიტეტის მოქმედი,  ხოლო ერთი ყოფილი თანამშრომელია.

    „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით დაარეგისტრირეს მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული 50 000 ლარის ღირებულების სახელმწიფოს კუთვნილი 4 700 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი, ასევე, გაყალბებული დოკუმენტების მეშვეობით შეეცადნენ საჯარო რეესტრში, რეგისტრაციაში გატარებას ხსენებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ არსებული 4 690 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთისა, რომლის ღირებულება 53 000 ლარს შეადგენს.

    დღეისათვის, მიწის ნაკვეთი დაყადაღებულია, ტარდება შესაბამისი ღონისძიებები დანაშაულში შემჩნეული სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით“-აღნიშნულია საგამოზიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

    გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილით, 362-ე მუხლის მეორე ნაწილითა და 341-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

  • “14 წლიანი თანაცხოვრება დასრულდა”-თამუნა ლეკვეიშვილმა “რუსთავი2”-ი დატოვა

    რუსთავი 2 კომედი შოუს მსახიობმა, თამარ ლეკვეიშვილმაც დატოვა. ამის შესახებ მან საკუთარ facebook გვერდზე დაპოსტა და განაცხადა, რომ ნიკა გვარამიას ახალ არხზე გადადის.

    “ჩემი და ჩემი საყვარელი არხის 14 წლიანი თანაცხოვრება დასრულდა შევხვდებით ახალ მთავარ სივრცეში”- წერს თამუნა სოციალურ ქსელში.