Category: არქივი

  • “ტერორისტული აქტის მოწყობას აპირებსო”-ინციდენტი მაჩალიკაშვილის კარავთან

    ცოტა ხნის წინ ინციდენტი მოხდა მალხაზ მაჩალიკაშვილის კარავთან- ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილის მეგობარმა solostudio.agency/-სთან  განაცხადა, რომელიც ფაქტის თვითმხილველია.გიორგი ოლქიევის განცხადებით, კარვის მიმდებარე ტერიტორიაზე უცნობი მამაკაცი გამოჩნდა, რომელიც მისი თქმით, სავარაუდოდ, სპეციალურად იყო მოგზავნილი.

    უცნობი მამაკაცი იქვე მდგომ დაცვის თანამშრომლებს ეუბნებოდა, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი ტერორისტული აქტის მოწყობას აპირებდა. მისი აღწერილობით მამაკაცი დაახლოებით 40 წლის იყო და ის ქაშუეთის მიმართულებით გაიქცა.

    ოლქიევი აცხადებს, რომ იქვე მდგარმა ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებმა ფაქტზე რეაგირება არ მოახდინეს.

    “ქაშუეთის მხრიდან მიწისქვეშა გადასასვლელიდან ამოვიდა ერთერთი მოქალაქე და იქვე მდგომ დაცვის თანამშრომლებს ეუბნებოდა რომ გზა რომ არის გადაკეტილიო მაჩალიკაშვილი ტერორისტულ აქტის ჩატარებას ხო არ აპირებსო ამდროს მე და გელა ბიბილაშვილი საჭმელს ვჭამდით სკვერში რადროსაც გავიგე ეს სიტყვები მივატოვე ჭამა და ამ არარაობას ეს სიტყვები უთხარი შე არაკაცო შე ნაძირალა არიცი სად არის მაჩალიკაშვილი, იქვე ახლოს ძალოვანი უწყების თანამშრომლები იდგნენ სამოქალაქო ტანსაცმელში რომლებმაც უარყვეს და თქვეს რომ არაფერი გაუგიათ შემირცხვენია ყველა არაკაცი გეყოთ ამდენი სიბინძურის კეთება და მიიღეთ ზომები თუ მართლა ხართ რამეში მართლები როგორც ის მოქალაქე გაიქცა ის კი არგადაიღეს მე მიღებდნენ აქეთ ფარულად ვნახოთ ვინ მოიგებს ვინ წააგებს”-აცხადებს ოლქიევი.

  • საბერძნეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

    საბერძნეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი კუნძულ როდოსზე დაფიქსირდა. სეისმოლოგიური სამსახურის ცნობით, ბიძგების სიმძლავრემ 5,3 მაგნიტუდა შეადგინა. 

    ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ გავრცელებულა. არსებული ინფორმაციით, მიწისძვრის დროს საკურორტო კუნძულზე სავარაუდოდ, 300 000 ადამიანი იმყოფებოდა.

  • “ლუკას თავში ჩაარტყა”- მცირეწლოვანის დაჭრაში ბრალდებული ქალი, წარსულში სხვა ბავშვსაც დაესხა თავს

    3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებული ქალის შესახებ სოციალურ ქსელში სხვა ინცედინტის შესახებაც გახდა ცნობილი. გუშინ, პეკინის ქუჩაზე მომხდარ ფაქტს, მოქალაქე ნიკოლოზ ლუტიძე გამოეხმაურა. მისი მონაყოლით ირკვევა, რომ იმავე პიროვნებამ მის შვილს რამდენიმე წლის წინ თავის არეში დაზიანება მიაყენა.

    „დაახლოებით 2-3 წლის წინ, აბანოებთან ვასეირნებდი ლუკას (იქ ვცხოვრობდით) ლუკა ხელით მეჭირა, რადგან ბაღამდე წვრილი ტროტუარი იყო. უცებ ამას ჩავუარეთ საპირისპირო მხრიდან და თავში ჩაარტყა, უცებ ვერ მივხვდი რა მოხდა. ლუკამ თავზე რომ მოიკიდა ხელი, არაუშავს ძაან არ მეტკინაო მეუბნება, ალბათ წარმოგიდგენიათ რა დამემართა, მივვარდი, ხელი ვკარი და აბანოს აგურზე მიგორდა, ტაქსისტები, რომ არ ყოფილიყვნენ ალბათ გავგუდავდი,

    მერე ცოტა აზრზე მოვედი და ბავშვთან მივარდი, ეგეთი სახე ალბათ არ უნახავს, მამშვიდებდა. არაუშავს, არ მეტკინაო…

    ძააან დიდი ტრამვით დადის და ძაან სახიფათო ნაღმია,

    და, რამდენი ეგეთი მონსტრი მოძრაობს“- წერს ნიკოლოზ ლუტიძე ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

  • “გვესმოდეს რას გვიტენის თავში დღევანდელი ‘ზაკვო’’- ზურა ჯაფარიძე ილია მეორის ქადაგებაზე

    “გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, საქართველოს კათალიკოს პატრიარქის ილია მეორის ქადაგებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

    1. როდესაც “ღმერთი” უფრო მაღლა დგას ვიდრე ადამიანი – ამას ჰქვია რელიგიური ფუნდამენტალიზმი. ამ ლოგიკით მოსულა ადამიანების ჟლეტა (ადამიანის სიცოცხლის, თავისუფლების, საკუთრების ხელყოფა), თუ ვინმე ჩათვლის, რომ ესაა ღმერთის ნება. 2. როდესაც “სამშობლო“ უფრო მაღლა დგას ვიდრე ადამიანი – ამას ჰქვია ფაშიზმი. ამ ლოგიკით მოსულა ადამიანების ჟლეტა (ადამიანის სიცოცხლის, თავისუფლების, საკუთრების ხელყოფა), თუ ვინმე ჩათვლის, რომ ქვეყნისთვის ასეა საჭირო. 3. ამ პოსტულატებიდან არც ერთს არაფერი აქვს საერთო ქრისტიანობასთან. ქრისტიანობისთვის პირველი ადამიანია, განურჩევლად აღმსარებლობისა, წარმოშობისა, კანის ფერისა, რასისა, სექსუალური ორიენტაციისა, თვალის ფერისა, ფეხის ზომისა და ა.შ.გვესმოდეს რას გვიტენის თავში დღევანდელი ‘ზაკვო“, – წერს ზურაბ ჯაფარიძე.

    შეგახსენებთ, პატრიარქმა სიონის საკათედრო ტაძარში ქადაგების დროს აღნიშნა, “თავის დროზე ილია ჭავჭავაძემ თქვა – მამული, ენა, სარწმუნოება. ჩვენ დავუმატეთ იმას, ღმერთი, სამშობლო და ადამიანი”.

  • “ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, მკურნალობა შარშან შეწყვიტა” – რას ყვებიან მეზობლები ქალზე, რომელმაც გუშინ 3 წლის ბავშვი დაჭრა

    პეკინის ქუჩაზე 3 წლის ბავშვზე თავდამსხმელი 51 წლის მხატვარი თამარ საძაგლიშვილია. დაკავებულის ინფორმაციით, თამარ  საძაგლიშვილს რამდენიმე წლის წინ ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, თუმცა შარშან მან მკურნალობა შეწყვიტა. ერთ-ერთი მეზობლის ცნობით, მცირეწლოვანის დაჭრაში ბრალდებული ცნობილი სახალხო არტისტის, მარეხ გოძიაშვილის შვილიშვილია.

    „დედასთან ერთად ცხოვრობს, თვითონ მხატვარია. ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა,თუმცა ასეთი აგრესია მისგან არ გვსმენია. არ ვიცით, რა დაემართა, შარშან მკურნალობა შეწყვიტა. ცნობილი ოჯახის შვილია. მისი ბებია, დედის დედა ცნობილი მომღერალი სახალხო არტისტიმარეხ გოძიაშვილი”, – აცხადებს ერთ-ერთი  მეზობელი.

    ” ფსიქიური პრობლემები ჰქონდა, მაგრამ ჯიუტი იყო და არ მკურნალობდა. ვიზუალურად არაფერი ეტყობოდა, მე ვიცნობდი ბავშვობიდან და ვიცოდი მისი მდგომარეობა. რამდენჯერმე იწვა ფსიქიატრიულში და მალევე გამოდიოდა ხოლმე,“ – ამბობს მეზობელი ლია მიქაძე.

    შეგახსნებთ, გუშინ პეკინის გამზირზე თამარ საძაგლიშვილი 3 წლის ბავშვს თავს დაესხა და მშობლების თვალწინ ცივი იარაღით სახეზე ჭრილობა მიაყენა. 3 წლის ბავშვს  სასწრაფო გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა და ამ ეტაპზე მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. საძაგლიშვილი მომხდარის შემდეგ ადგილიდან მიიმალა, დღეს ის

    სამართალდამცველემა დააკავეს. გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით მიმდინარეობს და რაც 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • “დარწმუნებული ვარ ,ბრექსითი ჩვენთვის ახალ კარს გახსნის”-სალომე ზურაბიშვილი

    “დარწმუნებული ვარ ,ბრექსითი ჩვენთვის ახალ კარს გახსნის”-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ევრონიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

    ჟურნალისტმა სალომე ზურაბიშვილს ბრექსიტთან დაკავშირებით ჰკითხა, რაზეც მან უპასუხა, რომ ბრექსიტის პროცესი დიდი გამოწვევაა და ის ახალ შესაძლებლობებს მისცემს საქართველოს.

    “ვფიქრობ, „ბრექსითი“ ნამდვილად ძალიან დიდი გამოწვევაა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ის ევროპას  ახალ შესაძლებლობამდე და ვალდებულებამდე მიიყვანს, იმისთვის რომ რეფორმირება მოახდინოს. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და დარწმუნებული ვარ, ის ჩვენთვის ახალ კარს გახსნის“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

    „ქართველები გრძნობენ რომ ევროპელები არიან და ნამდვილად არიან ევროპელები. ისინი ევროპის მიმართ ძალიან ოპტიმისტურად განწყობილები არიან და ფიქრობენ, რომ ევროპისკენ მისწრაფებას ალტერნატივა არ გააჩნია, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

  • “ფსიქიატრთან უნდა წავიდეს ყველა, ვინც ამ ქალის ჩაქოლვას ითხოვს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

    ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი პეკინის ქუჩაზე 3 წლის ბავშვზე თავდასხმის ფაქტს ეხმაურება.

    „მე მყავს ჩემი ფსიქიატრი. ეს განცხადება გადაცემაში გავაკეთე ერთადერთი მიზეზის გამო, რომ ადამიანებს ამ თემაზე არსებული სტიგმის მოხსნაში დავხმარებოდი. საჯაროდ მოვყევი ძალიან პირადი ინფორმაცია.
    რა მჭირდა, რა მაწუხებდა და აღმოვაჩინე, რომ ასობით ადამიანს (რასაც მიღებული წერილები ადატურებდა) თავისუფლად ამოსუნთქვის საშუალება მივეცი.

    დაინახეს რომ მარტო არ არიან და დაინახეს რომ შეიძლება გყავდეს ფსიქიატრი, მაგრამ ცხოვრობდე სრულყოფილი ცხოვრებით.

    ეს ქალი სავარუდოდ სტიგმის მსხვერპლია და ფსიქიატრთან უნდა წავიდეს ყველა, ვინც მის ჩაქოლვას ითხოვს“,- წერს სოციალურ ქსელში ნანუკა ჟორჟოლიანი.

    შეგახსენებთ, რომ გუშინ საღამოს პეკინის გამზირზე 4 წლის ბავშვი, რომელიც მშობელბთან ერთად იმყოფებოდა უცნობმა ქალმა სახის არეში ბასრი საგნით დაჭრა. ქალი ბავშვს მოულოდნელად მიუახლოვდა და იმდენად სწრაფად მიყენა დაზიანება, რომ მშობლებმა რეაგირება ვერ მოასწრეს. შემდეგ კი ადგილიდან გაიქცა. შემთხვევა საღამოს დაახლოებით ცხრა საათისთვის პეკინის გამზირის 11 ნომერთან მოხდა. ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

  • შეუძლებელი არის ლარის კურსზე პროგნოზების გაკეთება- ეროვნული ბანკის პრეზიდენტი

    “აბსოლუტურად შეუძლებელი არის ლარის კურსზე პროგნოზის გაკეთება”-ეს განცხადება ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ მედიის წარმომადგენლებთან გააკეთა. ჟურნალისტების შეკითხვა ლარის კურსის გაუფასურებას და სექტემბერში ეროვნული ვალუტის კიდევ უფრო ვარდნას ეხებოდა.

    “მცურავი კურსის პირობებში აბსოლუტურად შეუძლებელი არის ლარის კურსზე პროგნოზის გაკეთება, ჩვენ გავაკეთეთ კომენტარები იმასთან დაკავშირებით, რომ ლარის კურსზე ბევრი ფაქტორი მოქმედებს, მოგეხსენებათ, რომ ბოლო პერიოდში მომხდარი მოვლენების გამო შეიქმნა მოლოდინები, რომ სავალუტო შემოსავლები უფრო ცუდი იქნებოდა, რამაც მოახდინა გავლენა ლარის კურსზე, თუმცა მინდა, შეგახსენოთ რომ ამ სიტუაციაშიც კი მიმდინარე ანგარიში რომელიც არის განმსაზღვრელი ლარის კურსისა, იქნება იმაზე უკეთესი ვიდრე ჩვენ ამას ვპროგნოზირებდით, რაც შეეხება ზომებს მოგეხსენებათ, რომ რაიმე კონკრეტული ნიშნული ჩვენ ლარის კურსისთვის არ გვაქვს 4 სექტემბერს გვაქვს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი და ამ კომიტეტზე ვიმსჯელებთ. იმ შემთხვევაში თუ ჩავთვლით, რომ ზომები არის მისაღები, ვიღებთ ყველა ზომას.”-განაცხადა კობა გვენატაძემ.

  • კიდევ ერთხელ მოგმართავთ ყველას, ვიყოთ ერთად, ვაკეთოთ ერთი საქმე-ილია მეორე

    კიდევ ერთხელ მოგმართავთ ყველას, ვიყოთ ერთად, ვაკეთოთ ერთი საქმე-ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა  ილია მეორემ სიონის ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

    ილია მეორემ მრევლს მარიამობის დღესასწაული მიულოცა.

    „ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, მარიამობას. ბევრჯერ მიფიქრია, ღვთისაგან დაჯილდოებული ვართ, ზედმეტი ჯილდო მოგვცა ღმერთმა, თუ გვაკლია რამე? ალბათ ორივეა. გიხაროდენ საქართველოვ, წილხვედრო ღვთისმშობლისაო. წლევანდელი წელი განსაკუთრებულია. ქართველმა ადამიანმა გაითავისა, რომ ჩვენ ვართ წილხვედრი ღვთისმშობლისა. როცა ვფიქრობთ ამის შესახებ, უნდა ვიფიქროთ, რა პასუხისმგებლობა გვაკისრია, რა უნდა ვაკეთოთ, რა არ უნდა ვაკეთოთ, როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ერთმანეთთან.

    საქართველოს დააკისრა უფალმა მძიმე ჯვარი, მაგრამ ამავე დროს, ღმერთმა მოგვცა ჩვენ ძალა, რომ ეს მძიმე ჯვარი ვატაროთ. უნდა ვატაროთ ყველამ ერთად, უნდა მოვიკრიბოთ ძალა და მძიმე ჯვარი ბოლო გზაზე უნდა ავიტანოთ ერთად. ნუ ვიფიქრებთ იმაზე, რომ ჩვენ ვჯობივართ ვინმეს, რომ ვინმეზე მეტნი ვართ. ჩვენ ვართ ის, რაც ვართ. ვმადლობთ უფალს ამ დიდი წყალობისთვის. მე კიდევ ერთხელ მოგმართავთ ყველას, ვიყოთ ერთად, ვაკეთოთ ერთი საქმე.

    თავის დროზე ილია ჭავჭავაძემ თქვა, მამული, ენა, სარწმუნოება. ჩვენ დავუმატეთ – ღმერთი, სამშობლო და ადამიანი. დიდება და მადლობა უფალს, რომ ღმერთმა დაგვაჯილდოვა ამ გრძნობითა და შეგრძნებით, რომ პირველია ღმერთი, მეორეა სამშობლო და მესამეა ადამიანი.

    კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. შეიგნო ქართველმა ადამიანმა, შეგნებული აქვს, რომ დაკისრებული მძიმე ჯვარი ქართველმა ხალხმა უნდა აიტანოს გოლგოთაზე, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ გოლგოთით არ მთავრდება ჩვენი ჯვარის ტარება. გოლგოთას მოსდევს ჯვარცმა, მაგრამ ჯვარცმას მოსდევს აღდგომა. როცა მოხდა ამაღლება უფლისა, მოციქულები როცა შეიკრიბებოდნენ ერთად და ატარებდნენ სერობას, ისინი ტოვებდნენ ერთ ცარიელ ადგილს და დარწმუნებული იყვნენ, რომ იმ ცარიელ ადგილზე ბრძანდებოდა უფალი იესო ქრისტე. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების შემდეგ მოციქულები ტოვებდნენ ორ ადგილს და დარწმუნებული იყვნენ, რომ ერთზე ბრძანდებოდა მაცხოვარი და მეორეზე ღვთისმშობელი დედა“, – განაცხადა ილია მეორემ.

    საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ღვთისმშობლის მიძინებას, მარიამობას აღნიშნავს.

  • ეტყობა, ჩვენმა პრემიერმა სტაჟიორის გამოცდა ვერ ჩააბარა და სამსახურში არ ტოვებენ

    ეტყობა, ჩვენმა პრემიერმა სტაჟიორის გამოცდა ვერ ჩააბარა და სამსახურში არ ტოვებენ, – ასე გამოეხმაურა დამოუკიდებელი დეპუტატი, დავით ჭიჭინაძე შესაძლო სამთავრობო ცვლილებებზე გავრცელებულ ინფორმაციას.

    ჭიჭინაძის განცხადებით, მნიშვნელობა არ აქვს, ვის მიიყვანენ ახალ სტაჟიორად.

    „ვფიქრობ, ეს არის ყველაზე არასერიოზული პროცესი ქვეყანაში. რამდენადაც პარადოქსული არ უნდა იყოს, პრემიერის კანდიდატურაზე ვსაუბრობთ და მე მას საერთოდ სტაჟიორს ვეძახი. არის ასეთი თანამდებობები, სამინისტროებში სტუდენტებს სტაჟიორად იღებენ, თუ ისწავლა და მოეწონათ სამსახურში ტოვებენ. სამწუხაროდ, ჩვენმა პრემიერმა ეტყობა, ეს სტაჟიორის გამოცდა ვერ ჩააბარა და სამსახურში არ ტოვებენ. რა მნიშვნელობა აქვს, ვის მოიყვანენ ახალ სტაჟიორად“, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.