Category: არქივი

  • პეკინზე დაჭრილ 3 წლის ბავშვს კლინიკიდან დღეს გაწერენ

    პეკინზე დაჭრილ 3 წლის ბავშვს კლინიკიდან დღეს გაწერენ. ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის ყბა-სახის ქირურგის ნათია ვასაძის თქმით, ბავშვის  ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მცირეწლოვანს ოპერაცია ჩაუტარდა, მას დაზიანებები სახის არეში ბასრი საგნით ჰქონდა მიყენებული.

    შეგახსენებთ, რომ შემთხვევა 27 აგვისტოს მოხდა, პეკინის გამზირზე ბავშვი მშობლებთან ერთად მიდიოდა, რა დროსაც ის  უცნობმა ქალმა დანით სახის არეში დაჭრა. ქალი ადგილიდან მიიმალა, თუმცა ის პოლიციამ დააკავა. ადვოკატის ინფორმაციით, ბრალდებული  დუმილის უფლებით სარგებლობს. გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • მცირეწლოვანის დაჭრაში ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს

    თბილისში, პეკინის გამზირზე მცირეწლოვანი ბავშვის დაჭრაში ბრალდებული  51 წლის ქალი, დუმილის უფლებას იყენებს. ამის შესახებ დაკავებულის ადვოკატმა ნათია პაჭკორიამ განაცხადა.

    „ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი იყენებს მისთვის კანონით მინიჭებულ დუმილის უფლებას. შესაბამისად, მე მოკლებული ვარ შესაძლებლობებს, ვრცელი კომენტარი გავაკეთო.

    დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და შემდეგ მოგცემთ კომენტარს, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ინტერესებიდან გამომდინარე, გარკვეული სტრატეგია შევაჯერეთ“, – განუცხადა ადვოკატმა ჟურნალისტებს.

    შეგახსენებთ, 27 აგვისტოს თბილისში, პეკინის გამზირზე მცირეწლოვანი ქალმა ბასრი საგნით  სახის არეში დაჭრა. ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მას ოპერაცია ჩაუტარდა. პოლიციამ 51 წლის ქალი  დააკავა.

  • თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

    „თელასის“ ინფორმაციით, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

    ნაძალადევის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზაქარაიას და სამღერეთის ქუჩების მცხოვრებლებს.

    ჩუღურეთის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ეკატერინე ჭავჭავაძის, ახუთის, გუმათის, ლამის, სალიების, პაატა სააკაძის, ძეგამის, ბერიაშვილის, ბოდავის, თვალჭრელიძის და ხრამჰესის ქუჩების მცხოვრებლებს.

    სამგორის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქინძმარაულის და მუხაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

    საბურთალოს რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 13 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იყალთოს მთის, ბახტრიონის, იყალთოს, კოსტავას, კუტუზოვის, მგალობლიშვილის, ტაშკენტის, საბურთალოს, გამრეკელის, სულხან ცინცაძის და ტეხურის ქუჩების მცხოვრებლებს.

    ვაკის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის, ნინო რამიშვილის, 8 მარტის, ბოცვაძის, ეკატერინე გაბაშვილის, ზალდასტანიშვილის, ძმები კაკაბაძეების, გურიის, ზანდუკელის, ბარნოვის, მარუხის გმირთა, კოკა კლდიაშვილის, მცხეთის და რადიანის ქუჩების მცხოვრებლებს.

    გლდანის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამხედრო დასახლების (ნაწილობრივ), გობრონიძის, ხევძმარის, შეშელიძის, შენგელიას და ახმეტელის ქუჩების მცხოვრებლებს. გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის VII მიკრორაიონის და ხიზანიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.

    მთაწმინდის და კრწანისის რაიონები – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კოჯრის მცხოვრებლებს.

    „კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აცხადებენ „თელასში“.

  • “ფორსაჟი9”-ის გადაღებები პარლამენტის წინ – რა ფოტოებს ავრცელებს თამარ ჩუგოშვილი

    პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი სოციალურ ქსელში ჰოლივუდური ბლოკბასეტერის, ფორსაჟის გადაღებების ფოტოებს ავრცელებს. ფოტოები გადაღებულია პარლამენტის შენობიდან. 

    შეგახსენებთ, რომ 27 აგვსტოდან 4 სექტემბრამდე ჰოლივუდური ბლოკბასეტერის, ფორსაჟის გადაღებების გამო რუსთაველის გამზირი სრულად იკეტება. ისევე, როგორც ვაჟა–ფშაველას გამზირზე აქაც არა მხოლოდ ავტომანქანების მოძრაობა, არამედ ფეხით მოსიარულთე გადაადგილებაც კი აიკრძალება და მხოლოდ გარკვეულ საათებში იქნება ნებადართული.

    აქცია “სირცხვლილია“ კი, რომელიც პარლამენტის წინ 68–ე დღეა მიმდინარეობს, გაგრძელდება. ამის შესახებ აქციის ერთ–ერთი ორგანიზატორი, შოთა დიღმელაშვილი წერს. მისი თქმით აქციის ორგანიზატორებმა ფორსაჟის გადამღებ ჯგუფთან შეთანხმებას მიაღწიეს.

    {{PHOTOGALLERY}}

  • რამდენიმე ფაქტი ამაზონის ტყის შესახებ

    თითქმის ერთი თვეა ბრაზილიაში, ამაზონის ტყეში ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე დიდი და ინტენსიური ხანძარი მძვინვარებს. გასულ წელთან შედარებით 80%-ით გაზრდილი ცეცხლის კერების რაოდენობა კი  სტიქიასთან ბრძოლას ართულებს.

    ამაზონი მსოფლიოში ყველაზე დიდი ტროპიკული ტყეა. მისი ფართობი, 5,5 მილიონ კვადრატულ კილომეტრზე მეტია.  ის დაახლოებით 17-ჯერ დაიტევს ინგლისსა და ირლანდიას.

    ამაზონის ტყე მდებარეობს სამხრეთ ამერიკაში და მოიცავს მთელ ბრაზილიას, ბოლივიას, პერუს, ეკვადორს, კოლუმბიას, ვენესუელას, გაიანას, სურინამს და საფრანგეთის გვიანას.

    ჯუნგლების ჩრდილოეთით მოედინება მდინარე ამაზონი, რომელიც 6840 კილომეტრზეა გადაჭიმული და ერთმანეთთან მილიონიბით სხვადახვა წყლის არხს აკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს განსხვავებული მოსაზრებები მდინარე ამაზონზე, მეცნიერების უმეტესობა თანხმდება, რომ ის ნილოსის შემდეგ, მსოფლიოში ყველაზე გრძელი მდინარეა.

    2007 წელს, მარტილ სტრელმა მდინარე ამაზონი გადაცურა. ამისათვის, მარტინი 66 დღის განმავლობაში, წყალში 10 საათზე მეტს ატარებდა.

    500-მდე  ადგილობრივი ტომი, ამაზონის ჯუნგლებს სახლს უწოდებს. ითვლება, რომ ამ ტომების 50%-ს, არასოდეს ჰქონია კონტაქტი გარე სამყაროსთან.

    ამაზონის ტყეს ძალიან მდიდარი ეკოსისტემა აქვს. ჯუნგლებში შეგხვდებათ დაახლოებით 40 000-მდე სხვადასხვა მცენარის ჯიში, 1300 ფრინველი, 3000 სახეობის თევზი, 430 ძუძუმწოვარი და 2,5 მილიონი განსხვავებული სახეობის მწერი.

    ამაზონის ტყე ერთდროულად მომხიბვლელიც არის და სასიკვდილოც. იქ ბინადრობენ საშიში და შხამიანი გველები, ხორცის მჭამელი პირანიები, შხამიანი ბაყაყები და იაგუარები.

    ბუნებრივი სილამაზის ამ უზარმაზარ ნაწილს „დედამიწის ფილტვებს“ უწოდებენ. ეს იმიტომ, რომ მცენარეები ატმოსფეროდან ნახშირორჟანგს ითვისებენ და სანაცვლოდ ატმსოფეროში ჟანგბადს ათავისუფლებენ. დედამიწას, ჟანგბადის 20% ამაზონის ჯუნგლებიდან მიეწოდება, რომელიც 20 დღეზე მეტია იწვის. 

  • საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რაგბის თემაზე საკოლექციო მონეტები გამოუშვა

    საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რაგბის თემაზე 5 ლარის ნომინალის ოქროსა და ვერცხლის საკოლექციო მონეტები გამოუშვა.

    სებ-ის ინფორმაციით, მონეტის დიზაინი მამუკა და ნიტა გონგაძეებს ეკუთვნით. მონეტები ლიეტუვას ზარაფხანაში მოიჭრა.

    ახალი საკოლექციო მონეტები გაყიდვა 2019 წლის 29 აგვისტოდან დაიწყება. მათი შეძენა შესაძლებელი იქნება როგორც ეროვნული ბანკის საკასო ცენტრსა და ყვარლის ფულის მუზეუმში. ასევე ონლაინ მაღაზიაში.

    მონეტის დიზაინი მამუკა და ნიტა გონგაძეებს ეკუთვნით. აღნიშნული საკოლექციო მონეტები ოვალურია და იმეორებს რაგბის ბურთის ფორმას, რაც სიახლეა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აქამდე გამოშვებული მონეტების დიზაინის თვალსაზრისით. მონეტები ლიეტუვას ზარაფხანაში მოიჭრა და მათი დიზაინი იდენტურია, იმ განსხვავებით, რომ ვერცხლის მონეტაზე გამოყენებულია ფერი.

    მონეტის ავერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს მორაგბე ბურთით ხელში, ბორჯღალი – საქართველოს რაგბის კავშირის ლოგო; რაგბის მსოფლიო თასის აღმნიშვნელი წარწერა ინგლისურ და იაპონურ ენებზე, “2019” და “5 ლარი”.

    რევერსზე გამოსახულია უძველესი ქართული ტრადიციული თამაშის – ლელობურთის საწყისი მომენტი – ჰაერში აგდებული ბურთი და მის დასაუფლებლად აღმართული ხელები; წარწერები “ლელო”, “LELO”, “Georgia”, “საქართველო”.


  • ხაშურის მუნიციპალიტეტთან საოკუპაციო ძალის სამხედრო ტექნიკის გადაადგილება შეინიშნება — სუს

    ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალის სამხედრო ტექნიკის გადაადგილება შეინიშნება. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

    უწყების შეფასებით, აღნიშნული წარმოადგენს მიზანმიმართულ პროვოკაციას და მნიშვნელოვნად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს.

    „ფაქტთან დაკავშირებით არაერთხელ იქნა გააქტიურებული ცხელი ხაზი, საქმის კურსშია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. საკითხი განხილული იქნება 29 აგვისტოს დაგეგმილ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგ შეხვედრაზე“, – აცხადებენ სუს-ში.

    როგორც სუს-ში აცხადებენ, ფაქტთან დაკავშირებით არაერთხელ გააქტიურდა ცხელი ხაზი, საქმის კურსშია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. მათივე თქმით, საკითხს განიხილავენ 29 აგვისტოს დაგეგმილ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგ შეხვედრაზე.

  • ნინოწმინდის საკრებულოს დეპუტატის ფეისბუქ-ლაივში ზღაპრის გმირების ეფექტებით გავიდა (ვიდეო)

    ნინოწმინდის საკრებულოს წევრი “ქართული ოცნებიდან” ვრეჟ მურადიანი, ფეისბუქ-ლაივიში გავიდა რათა,  გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ეჩვენებინა. თუმცა საკრებულოს წევრი ლაივში მგლის კოსმონავტისა და სხვა ეფექტებით გამოჩნდა. ამის ამსახველ ვიდეოს “ნეტგაზეთი” ავრცელებს. 

    გამოცემის ცნობით, ფეისბუქ-ლაივი ვრეჟ მურადიანმა 26 აგვისტოს გაუშვა. კადრებში გზის მშენებლობა ჩანს, რომელმაც ნინოწმინდა სოფელ პატარა გონდრასთან უნდა დააკავშიროს. თუმცა, ვიდეოს თანმდევი ეფექტების ფონზე, ყურადღებას სამუშაოებზე მეტად, თავად დეპუტატი იქცევს.

  • თბილისში ნიღბიანებმა ოჯახი დააყაჩაღეს

    თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ამაღლების ქუჩაზე ხუთმა ნიღბიანმა ოჯახი დააყაჩაღა. შემთხვევა დღეს გამთენიისას მოხდა. ყაჩაღებმა გაიტაცეს დიდი ოდენობით თანხა – 20 000 ლარი, 60 000 ლარის ღირებულების  ძვირფასეულობა და ავტომობილი. თვითმხილველების ინფორმაციით ოჯახის წევრები გათოკეს, ნაძარცვი კი ოჯახისვე კუთვნილი ავტომობილით წაიღეს. გატაცებული ავტომობილი უკვე ნაპოვნია. ყაჩაღები კი ჯერჯერობით არ დაუკავებიათ.
    შსს–ს ინფორმაციით  გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

  • “ივანიშვილი და საპატრიარქოს უმაღლესი პირები ერთობლივად დღემდე აწამებენ ჩემს ძმას”-თორნიკე მამალაძე

    “ივანიშვილი და საპატრიარქოს უმაღლესი პირები ერთობლივად დღემდე აწამებენ ჩემ ძმას და არ უშვებენ”-ეს განცხადება დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმამ თორნიკე მამალაძემ მას შემდეგ გააკეთა, რაც ცნობილი გახდა, რომ სალომე ზურაბიშვილის მიერ შეწყალებულ მსჯავრდებულებს შორის დეკანოზი არ მოხვდა. მამალაძის განცხადებით, პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებას ელოდა, რადგან რეალურად ზურაბიშვილი ივანიშვილის დავალებებს ასრულებს.

    “მე პირადად არც ველოდი რომ პრეზიდენტი დეკანოზს შეიწყალებდა, რადგან ეს არის იმ მთავრობის დაყენებული პრეზიდენტი, რომელმაც ჩემი ძმა უსამართლოდ დააპატიმრა. მარგველაშვილმაც ვერ გაბედა, რადგან მას უფლება არ მიუციათ მისთვის რომ შეეწყალებინა, იგივე არის ზურაბიშვილის შემთხვევაში. ესენი რეალურად არიან უბრალოდ გადაწყვეტილების შემსრულებლები, დამაკვეთები კი სხვები არიან და არიან მოკალათებული საპატრიარქოში და მთავრობის უმაღლესი პირები, ამ ადამიანებმა არ მისცეს დაკვეთა ზურაბიშვილს, ამიტომ მე პირადად ველოდი, რომ არ შეიწყალებდნენ. კონკრეტულად ვგულისხმობ საპატრიარქოს თავისი მაღალი იერარქებით, ვგულისხმობ ივანიშვილს, რადგან სწორედ ბიძინა ვანიშვილმა დართო ნება ჩემი ძმის დაპატიმრების. ივანიშვილი და საპატრიარქოს უმაღლესი პირები ერთობლივად დღემდე აწამებენ ჩემ ძმას და არ უშვებენ”-თორნიკე მამალაძე

    თორნიკე მამალაძის განცხადებით, მამა გიორგი მამალაძის ოჯახი სექტემბრიდან საპროტესტო აქციების გამართვას აპირებს. მისი თქმით, შესაძლოა დეკანოზის გათავისუფლების მოთხოვნით აქციები რამდენიმე ლოკაციაზე გაიმართოს.

    ჟურნალისტის კითხვაზე უნდა ველოდოთ თუ არა სექტემბრიდან კარვებს, თორნიკე მამალაძე პასუხობს: “კარვებსაც უნდა ველოდოთ და ბევრ სიურპრიზსაც”

    შეგახსენებთ, რომ ამჟამად დეკანოზი გიორგი მამალაძე გლდანის პენიტენციური დაწესებულების საავადმყოფოშია მოთავსებული.

    მსჯავრდებულმა დეკანოზმა საქართველოს პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით რამდენიმე დღის წინ მიმართა.