Category: არქივი

  • “ნახეთ მე და ახალი თვალი”-მაკო გომური ახალ ფოტოს აქვეყნებს

    მაკო გომურს თვალის პროთეზის ოპერაცია ჩაუტარდა. ინფორმაცია და ფოტო, სადაც მისი ახალი ვიზუალია ასახული, მაკომ სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ღონისძიების გვერდზე  Live for Mako  გამოაქვეყნა. 

    “ნახეთ
    ნახეთ
    ნახეთ
    მე და ახალი თვალი;დდდ
    სიხარულს კაი ხალხს გავუზიარებთქო და სხვა ადგილი ვერ ვნახე;დდ
    პ.ს დიახ,შრამი რომ არა,ვერც კი გაარჩევდით”- წერს გომური.

    როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, ოპერაცია მაკო გომურს გერმანიაში ჩაუტარდა. მკურნალობის პროცესი არ დასრულებულა, მას დროებითი პროთეზი ჩაუდგეს.

    შეგახსენებთ, რომ 20-21 ივნისის აქციის დარბევის დროს 18 წლის მაკო გომურს თვალში სპეცრაზმელის მიერ ნასროლი ტყვია მოხვდა, რის შედეგადაც მან თვალიც და მხედველობაც დაკარგა.

  • ფრანკფურტში საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელსაც 12 ჩემოდნით სიგარეტები გადაჰქონდა

    გერმანიაში, ფრანკფურტის აეროპორტში საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელსაც 12 ჩემოდნით  საზღვარზე სიგარეტები გადაჰქონდა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.

    მათი ინფორმაციით,  საქართველოს მოქალაქეს აეროპორტში ბარგის შემოწმებისას სიგარეტებით სავსე ჩემოდნები მებაჟეებმა აღმოუჩინეს. მას  ჯამში, 48 ათასი ღერი სიგარეტი გადაჰქონდა. მომხდარზე გამოძიება დაიწყო კონტრაბანდის გადატანის მუხლით მიმდინარეობს. მედიის ინფორმაციით, მასთან ერთად 6 თანამზრახველი მოქმედებდა, რომლებიც დაკავებული არ არიან.

  • ცოლის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით რუსთავში კაცი დააკავეს

    მეუღლის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით 1964 წელს დაბადებული მამაკაცი დააკავეს.
    “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, იმ მოტივით, რომ იგი იყო ოჯახის უფროსი, თავის მეუღლეზე სისტემატურად ძალადობდა და ამცირებდა. მიუხედავად ამისა, პოლიციისათვის დახმარების თხოვნით არასოდეს მიუმართავთ”, – აცხადებენ შსს-ში.

    უწყების ცნობით, მორიგი კონფლიქტის შემდეგ 2019 წლის 24 აგვისტოს ქალმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

    გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 115-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 3-დან 6 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.

  • „ჩემი მკურნალობა ფსიქიატრთან დიდი ხანი გაგრძელდა “ – ნანიკო ხაზარაძე

    „ჩემი მკურნალობა ფსიქიატრთან დიდი ხანი გაგრძელდა”- ტელეწამყვანი ნანიკო ხაზარაძე  2 დღის წინ პეკინის გამზირზე ქალის მიერ მცირეწლოვანის დაჭრის ფაქტს გამოეხმაურა და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ღიად ისაუბრა.

    „ჩემი მკურნალობა ფსიქიატრთან დიდი ხანი გაგრძელდა. მთავარია აღიარო რომ დახმარება გჭირდება და დანარჩენს ექიმი მიხედავს.ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში ფსიქიატრია პრიორიტეტია.მკურნალობა სირცხვილი არ არის!!!!!“-წერს ტელეწამყვანი.

  • ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

    ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა, მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9379 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9415 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0036 ლარი შეადგინა.

    რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2531 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2671 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.014 ლარი შეადგინა.

  • 22 წლის პოლიციელის დედას შვილი მეორედ მოუკლა სალომე ზურაბიშვილმა!-ნანუკა ჟორჟოლიანი

    “22 წლის პოლიციელის დედას შვილი მეორედ მოუკლა სალომე ზურაბიშვილმა!”-ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში იმ ფაქტს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტმა პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებული შეიწყალა.

    “წარმოიდგინეთ ხართ ღამის კლუბში, მთვრალი მამაკაცები უხამსი სიტყვებით მოგმართვენ. მოდის პოლიციელი თქვენს დასაცავად, რომელსაც ნასვამი მამაკაცებიდან ერთ-ერთი იარაღს ართმევს და თავში გასროლით კლავს, მხოლოდ იმიტომ რომ თქვენს დაცვას ცდილობდა.

    მკვლელს აკავებენ. უსჯიან 11 წელს და 4 წელიწადში პრეზიდენტი იწყალებს.

    უსამართლობის განცდას რომ თავი დავანებოთ. იმასაც, რომ 22 წლის პოლიციელი დედას სახლში მიუსვენეს, რა მესიჯია? რას ეუბნება კრიმინალებს სალომე ზურაბიშვილი პოლიციელის მკვლელის შეწყალებით?

    არაფერია უსამართლობის განცდაზე სასტიკი. 22 წლის პოლიციელის დედას შვილი მეორედ მოუკლა სალომე ზურაბიშვილმა! კრიმინალების პრეზიდენტმა”-წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

    დევაძე ბათუმელი პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს და 2015 წელს მას 12 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

  • “რაღაცაზე მომიხვდა თითი, ინგლისურად ეწერა და ვერც მივხვდი, შევრცხვი” – ნინოწმინდის დეპუტატი

    ნინოწმინდის საკრებულოში “ქართული ოცნები”-ს დეპუტატი, ვრეჟ მურადიანი, რომელიც ფეისბუქ-ლაივში ეფექტებით გავიდა, ამბობს, რომ ლაივში გასვლის დროს “თითი რაღაცაზე დაეჭირა”. ამის შესახებ მან გამოცემა სამხრეთის კარიბჭეს უთხრა.

    “სულ შემთხვევით, ჩართვის დროს თითი რაღაცაზე მომიხვდა. ინგლისურად ეწერა რაღაც, ვერც მივხვდი, რა მოხდა, ჩემს შვილს დავურეკე. საერთოდაც მეგონა სხვა ვინმე რამეს მიკეთებდა და მითხრა, ეტყობა ხელი მოგიხვდაო. შევრცხვი, მასწავლებელიც ვარ, ჩემი მოსწავლეები რას იფიქრებენ, ეს ხომ მართლა შემთხვევით დამემართა”, — ამბობს დეპუტატი.

    შეგახსენებთ, რომ გუშინ გამოცემა “ნეტგაზეთმა” გაავრცელა ვიდეო სადაც, ნინოწმინდის საკრებულოს წევრი “ქართული ოცნებიდან” ვრეჟ მურადიანი, ფეისბუქ-ლაივიში გავიდა რათა, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ეჩვენებინა. თუმცა საკრებულოს წევრი ლაივში მგლის კოსმონავტისა და სხვა ეფექტებით გამოჩნდა.

  • “ჩცდ” და კიდევ ერთი ახალი სერიალი “ფორმულა”-ზე გავა

    “ჩემი ცოლის დაქალები“ ეთერში ოქტომბრიდან დაბრუნდება.  სერიალის სცენარისტის ქეთი დევდარიანის განცხადებით, გადაღებები უახლოეს პერიოდში დაიწყება.

    “დღეს მაუწყებლობის უფლება მივიღეთ, ასე რომ, ჩცდ – ს და კიდევ ერთ ახალ სერიალს ოქტომბრიდან ახალ არხზე იხილავთ” – წერს სოციალურ ქსელში ქეთი დევდარიანი.

    შეგახსენებთ, გავრცელებული ინფორმაციით, “ჩცდ“ ახალ ტელეკომპანია “ფორმულა”-ზე გავა, რომელიც დავით კეზერაშვილს ეკუთვნის და მაუწყებლობას შემოდგომიდან დაიწყებს.

  • “მას არ ახსოვს არაფერი”- 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულის ადვოკატი

    51 წლის ქალს, რომელმაც პეკინზე 3 წლის ბავშვს სახის არეში ჭრილობები მიაყენა, ფსიქიკური პრობლემები აქვს. ამის შესახებ მისი ადვოკატი აცხადებს.

    ალექსი გაბუნია განმარტავს, რომ ქალი ადრე ფსიქიკური პრევენციის ცენტრში მკურნალობდა. „მე ვესაუბრე დაკავებულს და არაფერი არ ახსოვს. მას ფსიქიკური პრობლემები აქვს, მკურნალობდა და მკურნალობს ახლაც. საკმაოდ მძიმე პრეპარატებს იღებს და გამოძიების პროცესში გაირკვევა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ექსპერტიზა დიდი ალბათობით ჩატარდება.

    დიდი ხანია, მას ეს პრობლემა აქვს, დაახლოებით რამდენიმე ათეული წელი მკურნალობდა. ის იწვა ადრე სამედიცინო დაწესებულებაში, სხვადასხვა დაწესებულებებში, ბოლოს 2017 წელს იწვა ფსიქიკური პრევენციის ცენტრში რამდენიმე დღე და აქვს დანიშნული პრეპარატები.

    მე პირველად შევხვდი დღეს პატიმარს და ათი წუთი ვესაუბრე. მე ვერ გეტყვით ახლა რას განიცდის, მას არ ახსოვს არაფერი. ის ამბობს, რაღაცას მეუბნებიან და არ ვიცი რა ხდებაო, ის ახლა ძაან მოდუნებულია. წამლებს ახლა ვერ იღებს, მას თან არა აქვს წამლები“, – განაცხადა ადვოკატმა.

    შეგახსენებთ, პეკინზე 2 დღის წინ 3 წლის ბავშვზე თავდასხმა მოხდა. მცირეწლოვანს ბასრი საგნით დაზიანებები 51 წლის ქალმა მიაყენა, რომელიც მოგვიანებით პოლიციამ დააკავა.

  • “პოლიციას ხელისუფლებამ ღირსება შეულახა”- სააკაშვილი პოლიციელის მკვლელის შეწყალებას ეხმაურება

    მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტის მიერ პოლიციელის მკვლელობისთვის მსჯავრდებულის შეწყალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

    “ივანიშვილის მიერ „პრეზიდენტად“ გამწესებულმა ზურაბიშვილმა პოლიციელის მკვლელი კრიმინალი შეიწყალა და ამით კიდევ ერთხელ ფეხქვეშ გათელა ჩვენი ქვეყანის ინტერესები და სახელმწიფო ინსტიტუტები.
    ოლიგარქი კრიმინალთან ახლო თანამშრომლობით ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს. პოლიციას, რომელიც წლების განმავლობაში პირადი რისკის ფასად ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას და სიმშვიდეს, ქართულ სახელმწიფოებრიობას იცავდა, ხელისუფლებამ ორგანიზებულ დანაშაულს დაუქვემდებარა, ღირსება შეულახა. დღეს პოლიციის ოფიცრის შეურაცხყოფა, დამცირება, დაკნინება, პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდა. ახლა უკვე, ივანიშვილმა პოლიციელის მკვლელობას აუნთო მწვანე შუქი. პოლიციაზე ხელის აღმართვა სახელმწიფოებრიობის ჩამოშლის პირდაპირი გზაა, რასაც ქართული საზოგადოება, ჩვენ ყველანი ერთად, არცერთ შემთხვევაში არ დავუშვებთ. ძალიან მალე, უფრო ადრე, ვიდრე მას ჰგონია, ოლიგარქი წარსდგება საქართველოს მოქალაქეების პოლიტიკურ სამსჯავროზე და ახალი, ეროვნული, მომავალზე და განვითარებაზე ორიენტირებული ხელისუფლება პოლიციას კვლავ შეუქმნის საქმიანობის და ცხოვრების ღირსეულ პირობებს.
    კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო უდიდესი პატივისცემა პოლიციის თანამშრომლების მიმართ. ჩვენ ვამაყობთ თქვენით.საქართველოში უნდა გათენდეს!”- წერს მიეილ სააკაშვილი.

    შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა, საიდანაც 1 არასრულწლოვანი და 8 ქალია. გავრცელებული ინფორმაციით, შეწყალებულთა შორისაა პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებული რამაზ დევაძე.

    დევაძე ბათუმელი პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს და 2015 წელს მას 12 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.