Category: არქივი

  • მეუღლისა და შვილების მიმართ ძალადობაში ბრალდებულს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

    ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლისა და არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილ ძალადობაში ბრალდებული მ.მ. დამნაშავედ ცნო და 4 წლით თვაისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ინფორმაციას ამის შესახებ გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

    უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მ.მ. 2016 წლის 14 დეკემბრიდან 2019 წლის 3 თებერვლამდე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, სისტემატურად სცემდა და ძალადობდა მეუღლის, ი.მ.-ს მიმართ. 

    „სისტემატურმა ცემამ და სხვაგვარმა ძალადობამ, დაზარალებულების ფიზიკური ტკივილი, ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, ფსიქიკური ტანჯვა და ფსიქოლოგიური ტრავმა გამოიწვია.

    სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადასტურდა, რომ 2019 წლის 20 იანვარს, მ.მ.-მ, მის მიერვე დაწყებული კონფლიქტისას და შელაპარაკებისას, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, არასრულწლოვან შვილს სხეულის სხვადასხვა არეში ხელის დარტყმით ფიზიკური ტკივილი მიაყენა, ხოლო შვილის ძალადობისგან დაცვის მიზნით გასაშველებლად ჩარეულ მეუღლეს გულმკერდის არეში ხელი დაარტყა“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

    სამართალდამცველებმა მ.მ. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 2019 წლის 3 თებერვალს დააკავეს. მას ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11′-126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტით (არასრულწლოვნების თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია), 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა, ბ, გ’’ ქვეპუნქტებით (ორი ან მეტი პირის, ასევე არასრულწლოვნების მიმართ და არასრულწლოვნების თანდასწრებით მათივე ოჯახის წევრის მიმართ ოჯახში ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი და დამცირება) და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა, ბ, გ’’ ქვეპუნქტებით (ორი პირის მიმართ, არასრულწლოვნის მიმართ და არასრულწლოვნების თანდასწრებით ოჯახის წევრების მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია).

  • მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს მსგავსი უკანონო ქმედებები-საქართველოს საგარეო უწყება

    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს უკანონო ქმედებები. საგარეო უწყებამ განცხადება სოფელ ჩორჩანასთან ვითარების დაძაბვასთან დაკავშირებით გააკეთა.

    ,,საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს შეშფოთებას საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს, საოკუპაციო ხაზთან, საოკუპაციო ძალების მიერ სამხედრო ტექნიკისა და პერსონალის მობილიზების გამო.

    მსგავსი დესტრუქციული ქმედება, ისევე როგორც საოკუპაციო რეჟიმის ხელმძღვანელობის ყოვლად მიუღებელი განცხადებები, წარმოადგენს მორიგ პროვოკაციას, რაც კიდევ უფრო ამძიმებს უსაფრთხოების გარემოს და მიზნად ისახავს ვითარების დესტაბილიზაციას.

    საქართველო პირნათლად ასრულებს აღებულ ვალდებულებებს, მტკიცედ ადგას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზას და იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა დიპლომატიურ ინსტრუმენტს ვითარების დეესკალაციისა და უკანონო პროცესების შეწყვეტისთვის.

    ქართული მხარე განაგრძობს საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირებას ადგილზე განვითარებული მოვლენების შესახებ და მჭიდროდ მუშაობს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარებთან, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასა და თბილისში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან.

    ამასთანავე, ქართულმა მხარემ საკითხი დააყენა 29 აგვისტოს ერგნეთში გამართულ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრაზე.

    საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს მსგავსი უკანონო ქმედებები, შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

    საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო საზოგადოებას, სათანადო რეაგირება მოახდინოს საოკუპაციო ხაზზე განვითარებულ უკანონო მოვლენებზე და მიიღოს შესაბამისი ზომები მათ შესაჩერებლად’’, – ნათქვამია განცხადებაში.

  • ულტიმატუმის ვადა ამოიწურა-ქართული მხარე ბლოგპოსტის აღებას არ აპირებს

    ქართული მხარე  სოფელ ჩორჩანაში განთავსებული პოლიციის ბლოკპოსტის დემონტაჟს არ განიხილავს, – ამის შესახებ საოკუპაციო ხაზთან მყოფმა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ განაცხადა.

    უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი კახა ქემოკლიძე აღნიშნავს, რომ აღნიშნულიტერიტორია  ყოველთვის იყო საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებული.

    „ხაშურის რაიონის სოფელი ჩორჩანა 2008 წლის ომამდე და მის შემდგომაც იყო საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორია. აქ სისტემატიურად პატრულირებდნენ, როგორც ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლები, ისე შსს-ს მობილური ჯგუფები. ადგილზე უშუალოდ საგუშაგო არ არსებობსა, მაგრამ ეს საგუშაგო განთავსდა უსაფრთხოების გარემოს გაუმჯობესების მიზნით. შესაბამისად დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ გაკეთებული განცხადებები ფაქტობრივ რეალობას არის მოკლებული“, – აცხადებს ქემოკლიძე.

    შეგახსენებთ, რომ საოკუპაციო რეჟიმი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან საქართველოს პოლიციის საგუშაგოს დაშლას ითხოვს. მათ ულტიმატუმის ვადად დღეს 06:00 საათი დაასახელეს. ულტიმატუმის ვადა ამოწურულია. ადგილზე იმყოფებიან ხელისუფლების, ევროკავშირის და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები. 

  • სასამართლო 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს

    პეკინის გამზირზე მცირეწლოვანის  დაჭრაში ბრალდებული თამარ საძაგლიშვილის მიმართ სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს. 

    თამარ საძაგლიშვილს ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს. მას საგამოძიებო უწყება 3 წლის ბავშვის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ასევე დაჭრილი არასრულწლოვნის დის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მცდელობას ედავება.

    დაკავებულის ადვოკატი აცხადებს, რომ მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა უნდა შეწყდეს, რადგან ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები აქვს. ალექსი გაბუნია ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვს.

    შეგახსენებთ, რომ შემთხვევა პეკინის ქუჩაზე 26 აგვისტოს მოხდა. მცირეწლოვანი მშობლებთან ერთად მიდიოდა, რა დროსაც მასთან ქალი მიიჭრა და სახის არეში ბასრი საგნით დაზიანებები მიაყენა. ქალი სამართალდამცავებმა რამდენიმე საათში დააკავეს.

  • “არ გეტყვით”- სალომე ზურაბიშვილი პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალებაზე

    “ძალიან ვწუხვარ, რომ ევროპის შუაგულში, სადაც მნიშვნელოვანი საკითხები განიხილება, ეს თემა გახდა სალაპარაკო” – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებული რამაზ დევაძის შეწყალებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხისას „იმედთან“ განაცხადა.

    კითხვაზე, თუ რატომ შეიწყალა პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებული, პრეზიდენტმა უპასუხა: „რატომ შევიწყალე, ამას ნამდვილად არ გეტყვით, იმიტომ, რომ ეს არის დისკრეციული უფლება პრეზიდენტის. მე ვარ პრეზიდენტი და ყველა იურისტმა იცის ეს კარგად. ეს გახდა უცებ სალაპარაკო თემა, იმ დროს, როცა აქ ამდენია სალაპარაკო. თუ რამე განმარტება ამაზე არის უფრო დეტალურად გასაკეთებელი, მე მგონია, ეს უნდა გაკეთდეს თბილისში, მაგრამ მაინც მინდა ვთქვა, რომ ვწუხვარ, რადგან აქ, ევროპაში, ევროპის შუა გულში, ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები იხილება, რომ ჯობს აქცენტი გადავიტანოთ სხვა საკითხზე. ეს არის კიდევ ერთხელ მაჩვენებელი, რომ იმის მაგივრად, ვიყოთ გაერთიანებული იმ საკითხებში, რომელიც არის მთელი ქვეყნის და საზოგადოებისთვის არსებითად მნიშვნელოვანი, ამას ვერ ვახერხებთ. თუნდაც ის, რომ დამელოდონ 2 დღე თბილისში და იქ მიიღონ ამაზე პასუხები“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

    შეგახსენებთ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა, საიდანაც 1 არასრულწლოვანი და 8 ქალია.

    შეწყალებულთა შორისაა პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებული რამაზ დევაძე, რომელიც ბათუმელი პოლიციელის, მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს.

  • უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა გაიმართა

    მონაკოში უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა გაიმართა. ტურნირის მოქმედი ჩემპიონი „ლივერპული“ E ჯგუფში „ნაპოლის“, „ზალცბურგისა“ და „გენკის“ წინააღმდეგ ითამაშებს.

    კენჭისყრის სრული შედეგები ასეთია:

    A ჯგუფი

    პარი სენ-ჟერმენი (საფრანგეთი)

    რეალი (ესპანეთი)

    ბრიუგე (ბელგია)

    გალათასარაი (თურქეთი)

    B ჯგუფი

    ბაიერნი (გერმანია)

    ტოტენჰემი (ინგლისი)

    ოლიმპიაკოსი (საბერძნეთი)

    ცრვენა ზვეზდა (სერბეთი)

    C ჯგუფი

    მანჩესტერ სიტი (ინგლისი)

    შახტარი (უკრაინა)

    დინამო (ზ, ხორვატია)

    ატალანტა (იტალია)

    D ჯგუფი

    იუვენტუსი (იტალია)

    ატლეტიკო (ესპანეთი)

    ლევერკუზენი (გერმანია)

    ლოკომოტივი (რუსეთი)

    E ჯგუფი

    ლივერპული (ინგლისი)

    ნაპოლი (იტალია)

    ზალცბურგი (ავსტრია)

    გენკი (ბელგია)

    F ჯგუფი

    ბარსელონა (ესპანეთი)

    დორტმუნდი (გერმანია)

    ინტერი (იტალია)

    სლავია (ჩეხეთი)

    G ჯგუფი

    ზენიტი (რუსეთი)

    ბენფიკა (პორტუგალია)

    ლიონი (საფრანგეთი)

    ლაიპციგი (გერმანია)

    H ჯგუფი

    ჩელსი (ინგლისი)

    აიაქსი (ჰოლანდია)

    ვალენსია (ესპანეთი)

    ლილი (საფრანგეთი).

    ჯგუფური ეტაპის კალენდარი

    I ტური – 17-18 სექტემბერი

    I ტური – 1-2 ოქტომბერი

    III ტური – 22-23 ოქტომბერი

    IV ტური – 5-6 ნოემბერი

    V ტური – 26-27 ნოემბერი

    VI ტური – 10-11 დეკემბერი.

  • დალეწილი რუსთაველის გამზირი – რა ხდება “ფორსაჟი9”-ის გადაღებებზე (ვიდეო)

    „ფორსაჟი 9-ს“ გადასაღები მოედნიდან ახალი კადრები გავცრელდა. „Sputnik-საქართველოს“ მიერ გადაღებულ ვიდეოში ნაჩვენებია როგორ ამსხვრევენ ინფრასტრუქტურას რუსთაველის გამზირზე „ფორსაჟის“ ავტომობილები.

    ფილმის გადაღებები საქართველოში კიდევ 2 კვირა გაგრძელდება. როგორც ცნობილია, გადაღებები გაიმართება ძველ თბილისში და ქალაქ რუსთავში.

    შეგახსენებთ, რომ 27 აგვსტოდან 4 სექტემბრამდე ჰოლივუდური ბლოკბასეტერის, ფორსაჟის გადაღებების გამო რუსთაველის გამზირი სრულად იკეტება. ისევე, როგორც ვაჟა–ფშაველას გამზირზე აქაც არა მხოლოდ ავტომანქანების მოძრაობა, არამედ ფეხით მოსიარულთე გადაადგილებაც კი აიკრძალება და მხოლოდ გარკვეულ საათებში იქნება ნებადართული.

  • “დრო დილის 6 საათამდე გაქვთ” – ოსური მხარე საქართველოს ულტიმატუმს უყენებს

    ერგნეთში შეხვედრის ჩაშლის შემდეგ, ოსურმა მხარემ საქართველოს შემოუთვალა, რომ პარასკევის დილის 6 საათამდე სოფელ წნელისის მიმდებარედ განთავსებული საგუშაგო აიღოს.

    ამ ინფორმაციას სააგენტო “რეს”- ი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში სამხრეთ ოსეთის დელეგაციის ხელმძღვანელის ეგორ კოჩიევის კომენტარზე დაყრდნობით ავრცელებს. 

    მისი განცხადებით, ოსურმა მხარემ ქართული მხარისგან მოითხოვა, „შეწყდეს პროვოკაცია საზღვარზე და გაიტანონ საგუშაგო სოფელ წნელისის მიმდებარე ტერიტორიიდან“.

    „სამხრეთ ოსეთის დელეგაციამ შეწყვიტა და დატოვა შეხვედრა ამ საკითხის განხილვისას, ვინაიდან ქართული მხარე კონსტრუქციულ დიალოგზე არ წამოვიდა, შეხვედრის მონაწილეები დაიშალნენ ისე, რომ დღისწესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვა არ დაუწყიათ“,- უთხრა სააგენტო „რეს“-ს ეგორ კოჩიევმა.

    მისივე თქმით, „ოსურმა დელეგაციამ წამოაყენა პირობა, რომ ქართულმა მხარემ აიღოს საგუშაგო პარასკევის დილის 6 საათამდე“.

  • “პრეზიდენტი ბოროტმოქმედია“–ალეკო ელისაშვილი

    საქართველოს პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებულის შეწყალებას, რომელმაც ბათუმში პოლიციელი თარაშ მუკბანიანი მოკლა მწვავე რეაქცია მოჰყვა. 

    შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე, სამოქალაქო მოძრაობის ლიდერი ალეკო ელისაშვილი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ბოროტმოქმედებას უწოდებს:

    “შეწყალების კომისიაში მუშაობა ძალიან რთული, უფრო სწორედ უმძიმესი იყო. ძალინ ბევრი საპასუხიმგებლო გადაწყვეტილების მიღება გვიხდებოდა. ყველაზე მეტად მადარდებს ის რომ რამდენიმე შეწყალებულმა შემდეგ მძიმე დანაშაული ისევ ჩაიდინა. მაგრამ ღმერთი რჯული, პოლიციელის მკვლელის შეწყალება სცდება ყველანაირ ზღვარს. ეს არის ბოროტმოქმედება და მეტი არაფერი. თვითონ პრეზიდენტია ამ გადაწყვეტილების შემდეგ ბოროტმოქმედი და პოლიციელების პოტენციური მკვლელების წამქეზებელი.“– წერს ელისაშვილი.

    2014 წლის 27 დეკემბერს მუკბანიანი ბათუმში, ღამის კლუბ ლეგასში მოკლეს. ის კლუბში სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა, თუმცა, თან ჰქონდა სამსახურებრივი ცეცხლსასროლი იარაღი. პოლიციელი სწორედ ამ იარაღიდან გასროლით მოკლეს. პოლიციელის მკვლელობისთვის რამაზ დევაძეს 2015 წლის 18 სექტემბერს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.


    რამაზ დევაძე იმ 34 მსჯავრდებულს შორის მოხვდა, რომლებიც პრეზიდენტმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით შეიწყალა.

  • “რუსთავი2”-ის თანამშრომელი, რომელმაც 20 ივნისს თვალი დაკარგა “მთავარ არხზე” იმუშავებს

    “რუსთავი2”-ის თანამშრომელი, რომელმაც 20 ივნისს თვალი დაკარგა “მთავარ არხზე” იმუშავებს. ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი არხის დამფუძნებელი ნიკა გვარამია ავრცელებს.

    “ჩვენი გიორგი სულაშვილი, ისევ ჩვენთან, ამჯერად უკვე მთავარ არხზე” – წერს გვარამია.

    შეგახსენებთ, რომ 20 ივნისის დარბევის შემდეგ ჯამში 240 ადამიანი დაშავდა. რამდენიმე ადამიანს რეზინის ტყვია თვალში მოხვდა და მხედველობა დაკარგა.