Category: არქივი

  • მამათმავლური ცოდვით შეპყრობილი ეპისკოპოსების მხილების სექტემბერი იქნება!-დეკანოზ მამალაძის ძმის სკანდალური განცხადება

    “მამათმავლური ცოდვით შეპყრობილი ეპისკოპოსების მხილების სექტემბერი იქნება!”-დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა თორნიკე მამალაძე სკანდალურ განცხადებას სოციალურ ქსელში აქვეყნებს. თორნიკე მამალაძის განცხადებით, სიმართლის თქმით შემთხვევაში მას  სიცოცხლის მოსპობით ერთ-ერთი ეპისკოპოსი დაემუქრა.

    “ერთ-ერთ ჩემს ინტერვიუში ვთქვი რო რაც ჩემმა ძმამ მამა გიორგიმ იცის ყველაფერს ვიტყვი მეთქი და ყველა წერილს გავასაჯაროვებდი რამაც დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ამ თემასთან დაკავშირებით ერთ-ერთ ეპისკოპოსთან მქონდა შეხვედრა (სახელს ჯერ შეგნებულად არ ვწერ) რომელმაც დამემუქრა და მითხრა რო მომკლავდნენ თუ დავიწყებდი საუბარს, რაზეც ჩემი პასუხი იყო რო მზად ვიყავი. შემდეგ ჩემი მცირეწლოვანი შვილებით დამემუქრა. ეხლა ჩემი შვილების და მამაოს შვილების საზღვრებს გარეთ გაშვებას ვაპირებ, რომ ხელი არაფერმა შეგვიშალოს მე და ჩემ ძმას იმ მანკიერი ცოდვების მხილებაში რაც საპატრიარქოში ხდება. მამათმავლური ცოდვით შეპყრობილი ეპისკოპოსების მხილების სექტემბერი იქნება!”-წერს თორნიკე მამალაძე.

  • ჩვენ მხოლოდ ერთი მოთხოვნა გვაქვს,ეს ქართული პოსტი უნდა მოიხსნას-ჯიოევი

    “ჩვენ მხოლოდ ერთი მოთხოვნა გვაქვს,ეს  ქართული პოსტი უნდა მოიხსნას”-განაცხადა „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო პრეზიდენტის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში მურატ ჯიოევმა.

    საოკუპაციო ხაზთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ კომენტარი მურატ ჯიოევმა sputnik-ossetia.ru-სთან გააკეთა.

    „ჩვენ მხოლოდ ერთი მოთხოვნა გვაქვს, რომ ეს ქართული პოსტი, რომელიც ძაბავს სიტუაციას, უნდა მოიხსნას. ქართული მხარე ჯერ არ წამოსულა დათმობაზე. მათი არგუმენტები პოსტის განთავსების თაობაზე მათი არგუმენტები ჩვენთვის სრულიად მიუღებელია. ჩვენ განვაცხადეთ, რომ თუ ისინი  როგორც ამბობენ,  სოფლის მცხოვრებლების  უსაფრთხოებას იცავენ, მაშინ ეს პოსტი თავიანთი სოფლის ტერიტორიაზე განათავსონ. რა შუაშია აქ წნელისი“, – განაცხადა ჯიოევმა.

    ჯიოევის განცხადებით, რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ ორივე მხარე შეთანხმდა, რომ  დიალოგი უნდა გაგრძელდეს  ჟენევის დისკუსიისა და ინციდენტებზე რეაგირებისა და თავიდან აცილების მექანიზმის ფორმატში. 

    “გარდა ამისა, ჩვენ შევთანხმდით, რომმორიგი შეხვედრა  მომდევნო კვირის დასაწყისში მოხდება,ეს იქნება ტექნიკური შეხვედრა, რომელიც ორშაბათს საღამოს გაიმართება.  ქართველებმა სხვა ვარიანტებიც შემოგვთავაზეს, მაგრამ ჩვენ ერთი პოზიცია გვაქვს, თვით ამ პოსტის არსებობა სოფელ წნელისის თავზე არის ფაქტორი, რომელიც დესტაბილიზაციას იწვევს“-, განაცხადა ჯიოევმა.

  • ლარი კვლავ გაუფასურდა

    ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა,რომლის მიხედვითაც  1 დოლარის ღირებულებამ 2.9457 ლარი შეადგინა.

    კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9379 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით -0.78 თეთრი შეადგინა.

    გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.2523 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2531 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.08 თეთრი შეადგინა.

    გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.5054 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 3.5867 ლარი ეღირება.

  • “ეს წინ გადადგმული ნაბიჯია”-რა შედეგით დასრულდა შეხვედრა

    “ეს წინ გადადგმული ნაბიჯია”- ამის შესახებ უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა კახა ქემოკლიძემ სოფელ ჩორჩანასთან, ქართულ მხარის, დე ფაქტო ცხინვალისა და რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. 

    ქემოკლიძის განცხადებით შეხვედრა ძირითადად ტექნიკური ხასიათის იყო და ბლოგპოსტის აღების საკითხი არ განხილულა. შეხვედრაში მონაწილეობას ქართული მხარე,  საერთაშორისო მონიტორები,  დეფაქტო ცხინვალისა და რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები იღებდნენ.

    „შეხვედრა წარიმართა კონსტრუქციულ გარემოში, ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი. შევთანხმდით რომ უნდა გადაიდგას ნაბიჯები დეესკალაციისკენ, რაც გაიზიარა ყველა მხარემ. შემდეგ კვირაში გაიმართება კიდევ ერთი ტექნიკური შეხვედრა ერგნეთში. მიუხედავად განსხვავებული პოზიციებისა, შეხვედრის საერთო პათოსი ემსახურებოდა ვითარების სრულ დეესკალაციას, რომლის განხორციელებას შევუდგებით დღეიდანვე. საგუშაგოს ლოკაციაზე არის აზრთა სხვადასხვაობა, მიუხედავად ამ განსხვავებისა, შევთანხმდით რომ სიტუაციის დეესკალაცია არის ყველას ინტერესში“,- განაცხადა უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა კახაბერ ქემოკლიძემ.

  • “ჩვენთვის ულტიმატუმის ენით საუბარი მიუღებელია” – ანრი ოხანაშვილი

    “ულტიმატუმით საუბარი ე.წ. პარლამენტის მხრიდან სრულიად მიუღებელია”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის „პარლამენტის” მიერ გავრცელებულ განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.

    “მათ საუბარს არანაირი ძალა და სტატუსი არ გააჩნია. ჩვენ მთავარია ვიმოქმედოთ ფხიზლად, გონივრულად. ყველას ვაყენებთ საქმის კურსში რომ გაეცნონ ადგილზე მოვლენებს. მშვიდობიანად საკითხების გადაჭრას ალტერნატივა არ აქვს, თუმცა ულტიმატუმის ენით საუბარი არავის გაუვა და მიუღებელია”, – განაცხადა ოხანაშვილმა.

  • “რუსეთი ყოველთვის წაგვცხებს კეფაში”- ქეთი დევდარიანი

    „ჩემი ცოლის დაქალების“ სცენარის ავტორი ქეთი დევდარიანი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

    “ვისაც ჰგონია, რომ რუსეთისთვის ოსეთი და აფხაზეთი მიზანია და არა ინსტრუმენტი, უნდა შეეშვას აზროვნებას საერთოდ. რუსეთი ყოველთვის წაგვცხებს კეფაში, როგორც კი კარგად (უკეთესად) ყოფნას გადავწყვეტთ. ორი საუკუნეა ეს ბანალური გაკვეთილი ვერ ავითვისეთ. ამ შემთხვევაში, ბიძინათი უკმაყოფილება გამოწვეულია იმით, რომ მან ვერ ჩაახერხა საქართველოს მოსახლეობის მთლიანად დაბრუნება რუსულ ორბიტაზე.”- წერს ქეთი დევდარიანი სოციალურ ქსელში.

  • აუცილებელია განსაკუთრებული სიმშვიდე შევინარჩუნოთ-ზალკალიანი

    “ყველა პარტნიორი არის დეტალურად ინფორმირებული და მათი მხრიდანაც არის ყველა მექანიზმი ამოქმედებული იმისთვის, რომ ამ კრიტიკული სიტუაციიდან გამოვიდეთ მშვიდად”-ეს განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სოფელ ჩორჩანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გააკეთა.

    „გუშინ, მთელი ღამის განმავლობაში მთელი დიპლომატიური უწყება იყო მუდმივ კონტაქტზე ჩვენს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან ხდებოდა მათთვის ბოლო განვითარების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება. ჩვენი ყველა პარტნიორი არის დეტალურად ინფორმირებული და მათი მხრიდანაც არის ყველა მექანიზმი ამოქმედებული იმისთვის, რომ ამ კრიტიკული სიტუაციიდან გამოვიდეთ მშვიდად. ვითარების დეესკალაცია აუცილებელია. ყველა, ვინც კი ჩართულია ამ პროცესში და მე მხედველობაში მაქვს ოკუპირებული რეჟიმის წარმომადგენლები, მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ ამ სიტუაციას და ინციდენტების პრევენციის მექანიზმის ფორმატში მონაწილეობისას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გამოიჩინონ, რადგანაც სიტუაციის ესკალაციაზე პასუხისმგებელი იქნება ძალა, რომელიც ახორციელებს ეფექტურ კონტროლს ამ ტერიტორიებზე. მე მაქვს ჩემ კოლეგებთან კომუნიკაცია, ისინიც არიან ინფორმირებული. ამ სიტუაციაში აუცილებელია განსაკუთრებული სიმშვიდე შევინარჩუნოთ, არ მივცეთ შესაძლებლობა იმ ძალებს, რომელთაც სურთ სიტუაციის დაძაბვა, რომ ეს ყველაფერი გამოვიდეს კონტროლის ჩარჩოებიდან. ამიტომ ჩვენი მხრიდან ამოქმედებულია ყველა შესაბამისი მექანიზმი“, – განაცხადა ზალკალიანმა.

  • “საქართველოში მას სიცოცხლის უფლება არ ჰქონდა”-ქართველი გეი ბიჭი გერმანიაში დაქორწინდა

    ქართველმა ბიჭმა გერმანელ ბიჭთან იქორწინა. გეი ქორწინების ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა. 

    როგორც ქართველი ბიჭის ჯორჯ სმიტის მეგობრები წერენ, ორიენტაციის გამო ის საქართველოში იჩაგრებოდა.

    “როგორც გუშინ გითხარით, ჩემი მეგობარი დაქორწინდა გერმანიაში.

    საქართველოში მას სიცოცხლის უფლება არ ჰქონდა, ორიენტაციის გარდა მთავარი მიზეზი მისი აივ ინფექციის სტატუსი იყო, რის გამოც გარიყული და დაჩაგრული იყო საზოგადოებისგან. ფაქტობრივად სიკვდილს გამოვგლიჯე ხელიდან ეს ადამიანი. დღეს ის სრულფასოვანი ადამიანია, შეიძლება ჩემზე ბევრად ბედნიერიც კი.

    George Smith გილოცავ დაოჯახებას და გისურვებ, რომ შენც დაიცვა საქართველოში ათასობით ჩაგრული და გარიყული. ყველა ადამიანის ვალია ეს.

    ნეგატიური კომენტარები ჩემებმა პოზიტიური კომენტარებით გადაუფარეთ. 4 წელიწადში მთავარი რაც ვისწავლეთ ის არის, რომ სხვისი ბედნიერება უნდა გვახარებდეს, როგორიც არ უნდა ჩანდეს ის. ბევრი ყვავილები დააყარეთ სიძულვილით აღვსილ ბრბოს”-წერს  დომენიკ მანგო.

  • ბათუმი კლასიკური მუსიკის ფესტივალს მასპინძლობს

    1 სექტემბერს ბათუმში შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების მეშვიდე საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნება. ფესტივალს ცნობილი ქართველი პიანისტის ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდი «ლირა» მართავს. ფესტივალი თიბისის მხარდაჭერით ტარდება.

    10 დღის განმავლობაში ფესტივალი მსოფლიოში აღიარებულ მუსიკოსებს და ასევე საქართველოს მომავალი თაობის ვარსკვლავებს უმასპინძლებს.

    ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი აქცენტი დაარსების დღიდან, ახალგაზრდა ქართველი ტალანტების ხელშეწყობაა. მასტერკლასების ფორმატში ხდება საგანმანათლებლო პროგრამების ინტეგრირება ინოვაციური მეთოდებით, რაც ახალგაზრდების მუსიკალურ დონეს ეფექტურად აამაღლებს. მასტერკლასებს ცნობილი ფრანგი მუსიკოსი და მეთოდოლოგი მიშელ სონი ჩაატარებს. საქართველოს რეგიონის ყველა კუთხიდან მუსიკოსებს შეუძლიათ მონაწილეობის მიღება. გამორჩეულები კი მიწვეულნი იქნებიან საზღვარგარეთ საერთაშორისო პროგრამებში და კონცერტებში მონაწილეობის მისაღებად.

    ფესტივალი იუნესკოს მაღალი პატრონაჟით ტარდება, რაც მას განსაკუთრებულ და უნიკალურ სტატუსს ანიჭებს.

  • დაკავებულთა დასახმარებლად მცდელობა არ დაგვიკლია – Echowaves-ის ორგანიზატორები

    ფესტივალ Echowaves-ის ორგანიზატორები ანაკლიაში ნარკოტიკების უკანონოდ შეძენა-შენახვისა და ქურდობის ბრალდებით 16 პირის დაკავებას სოციალურ ქსელში   განცხადებით ეხმაურებიან. 

    “საჭიროდ მიგვაჩნია, ფესტივალმა დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია 22-დან 25 აგვისტოს ჩათვლით ფესტივალის ტერიტორიაზე და მიმდებარედ დაკავებული 16 ადამიანის (3 ძარცვის შემთხვევა, 13 ნარკოტიკულ ნივთიერებებთან დაკავშირებული შემთხვევა) საკითხთან დაკავშირებით.

    მათგან 13 უკვე გათავისუფლდა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ Echowaves-ის საორგანიზაციო ჯგუფს მცდელობა არ დაუკლია დაკავებულთა დასახმარებლად და, გარკვეულ შემთხვევებში, შედეგიანადაც”,- აღნიშნულია  Echowaves-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

    შსს-ს ინფორმაციით, ანაკლიაში, 22-დან 25 აგვისტოს ჩათვლით ფესტივალ Echowaves-ის მიმდებარე ტერიტორიაზე 16 პირი დააკავეს. 

    უწყების ცნობით, პოლიციამ 13 პირი ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის, ხოლო 3 ქურდობის ბრალდებით დააკავა.