Category: არქივი

  • სასულიერო პირები 17 მარტს თბილისის ცენტრალურ ქუჩებს აკურთხებენ

    17 მარტს, 13:00 საათზე, სამების საკათედრო ტაძრიდან სასულიერო პირები დაიძვრებიან და ქალაქის ცენტრალურ ქუჩებს აკურთხებენ. ამის შესახებ პატრიარქის ბრძანება სამების საკათედრო ტაძარში მრევლს არქიდიაკონმა დემეტრემ გააცნო.

    მან ასევე თქვა, რომ ქუჩების კურთხევასთან ერთად, ეკლესიამ სხვა ზომების მიღებაც გადაწყვიტა: ერთდროულად ყველა ტაძარში 12:00 საათზე ზარების დარეკვა და ყოველდღე, დღეში სამჯერ ლოცვების წაკითხვა.

    “მოგეხსენებათ, რა მდგომარეობაა დღეს ჩვენს ქვეყანაში და ზოგადად მსოფლიოში. ამიტომ სახელმწიფო იღებს გარკვეული სახის ზომებს. ეკლესიამაც გადაწყვიტა გარკვეული სახის ზომები მივიღო,ვიღაც გამოიხატება ლოცვაში. ერთი ლოცვა დღეს შესრულდა 12:00 საათზე და უნდა დაირეკოს ზარები ყველა ტაძარში. ითქვას საერთო ლოცვით “მამაო ჩვენო” , “ღვთისმშობელო ქალწულო” და “მოწყალებისა კარი განგვიღე”. იგივე ლოცვები ყოველდღიურად უნდა იქნეს წაკითხული სამგზის. ასევე ყოველდღიურად უნდა იყოს წაკითხული ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დაუჯდომელი, რომელიც იწყება ღვთისმშობლის კონდაკით – ,,ზესთამბრძოლისა ჩემისათვის და მოღვაწისა უძლეველისა”. ეს დაუჯდომელი უნდა იქნეს წაკითხული ყოველდღე თითოეული ჩვენგანის მიერ თავის კანონთან ერთად.

    ყოველი წირვის შემდეგ მოხდება ნაკურთხი წყლის სხურება ტაძრის გარშემო და მიმდებარე ქუჩებზე რომელი ქუჩები აკრავს ამა თუ იმ ტაძარს. ხოლო სამშაბათს, ზეგ სამების ტაძრიდან 13:00 საათისთვის დაიძვრება რამდენიმე მანქანა სხვადასხვა მიმართულებით და სამღვდელოების მიერ იკურთხება და ისხურება ქალაქის ძირითადი ქუჩები”,- განაცხადა არქიდიაკონმა დემეტრემ.

  • საკვები, რომელიც არდადეგების პერიოდში ბაგა-ბაღებში უნდა გამოყენებულიყო, ბავშვების მშობლებს გადაეცემათ- კალაძე

    თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, არამალფუჭებადი პროდუქტი, რომელიც მიმდინარე არდადეგების პერიოდში ბაგა-ბაღებში უნდა გამოყენებულიყო, ბავშვების მშობლებს გადაეცემათ.

    ,,თბილისის მერიის და საბავშვო ბაღები მართვის სააგენტოს გადაწყვეტილებით, ის არამალფუჭებადი, რომელიც მიმდინარე არდადეგების პერიოდში უნდა გამოყენებულიყო ბავშვთა კვებისთვის ბაღებში, მოხმარდეს ისევ ჩვენს პატარებს”,- ამბობს კალაძე.

    მისივე თქმით, პროდუქტები დაფასოვდება და ბავშვების მშობლებს ხუთშაბათიდან გადაეცემა. დაფასოებული პროდუქტები ორ კვირაში ერთხელ გაიცემა.

    კალაძე აღნიშნავს, რომ ბაღებს აკისრიათ როგორც აღმზრდელობითი, ისე სოციალური ფუნქცია.

    ,,სამწუხაროდ, ბევრი ოჯახისთვის ბაღში ბავშვის ტარება მნიშვნელოვანია არამხოლოდ განათლებისთვის, არამედ კვების სრული რაციონის მისაღებადაც. სასწავლო პროცესის შეჩერებამ ასეთ ოჯახებს და ბავშვებს შესაძლოა სხვა ტიპის პრობლემები შეუქმნას და დამატებით ტვირთად იქცეს”,- თქვა ბრიფინგზე თბილისის მერმა.

    შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გამო საბავშვო ბაღების არდადეგები პირველ აპრილამდე გახანგრძლივდა.

  • შსს–ს ერთიანი მომსახურების ცენტრის განცხადება კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით

    ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციის თანახმად ერთიანი მომსახურების ცენტრი გადადის მოქალაქეთა დისტანციურ მომსახურებაზე.

    16 მარტიდან ერთიანი მომსახურების ცენტრებში (თბილისი, რუსთავი) არსებული 50-მდე სერვისით სარგებლობას მოქალაქეები შეძლებენ სატელეფონო ცენტრთან 241 42 42 დაკავშირებით და ასევე ელექტრონული ვებ გვერდის police.ge მეშვეობით.

    საპატრულო პოლიციის ჯარიმებთან დაკავშირებული დისტანციური სერვისები:

    • ჯარიმებთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის გადამოწმება-მიღება

    • ადმინისტრაციული ჯარიმების გასაჩივრება

    • ქვითრის გადაუხდელობის გამო მართვის უფლების შეჩერების ჯარიმით შეცვლა

    • ალკოჰოლური სიმთვრალის საფუძველზე მართვის უფლების შეჩერების ჯარიმით შეცვლა

    • ჯარიმაზე ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება

    • გადახდილი ჯარიმის სტატუსის შეცვლა

    • ბაზაში კორექტირების შეტანა (ქვითრის დინების ვადის შეჩერება და ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო წარმოების შეწყვეტა)

    • ცნობების მიღება

    • მართვის უფლების შეჩერების შესახებ დადგენილების გაუქმება

    საპატრულო პოლიციის ნებართვებთან დაკავშირებული დისტანციური სერვისები:

    • არა გაბარიტული/ზენორმატიული სატრანსპორტო საშუალების მოძრაობაზე ნებართვის მიღება

    • გზებზე სამუშაოს წარმოებაზე ნებართვის მიღება

    • სპეცტექნიკის განთავსებაზე ნებართვის მიღება

    • გათხრით სამუშაოებზე ნებართვის მიღება

    • სამშენებლო დამცავი ღობის მოწყობაზე ნებართვის მიღება

    • სპეციალური სიგნალების დაყენება/გამოყენებაზე ნებართვის მიღება

    • სადაზღვევო კომპანიებზე საქმისწარმოების მასალის მიღება

    • რეაგირების ოქმის მიღება

    • საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის საქმისწარმოების მასალის მიღება

    • ვიდეო ჩანაწერის მიღება

    • საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღება

    ჯარიმების სტატუსის შესამოწმებლად და ჯარიმის გადასახდელად შეგიძლიათ ეწვიოთ police.ge -ს.

    საკონტაქტო ინფორმაცია:

    2414242

    Police.ge

    [email protected]

  • საჩხერეში მოთავსებულ პაციენტს, რომელზეც ინფიცირების ეჭვი არსებობდა, კორონავირუსი არ დაუდგინდა

    საჩხერის სამედიცინო ცენტრში მოთავსებული პაციენტის ანალიზის პასუხი უარყოფითია. მასზე კორონავირუსის ეჭვი მას შემდეგ გაჩნდა, რაც დაინფიცირებულ პირთან ჰქონდა შემხებლობა.

    ახალგაზრდა მამაკაცი ორ კვირიან საკარანტინო პერიოდს საჩხერის სასტუმროში აგრძელებს. კლინიკის დირექტორის, მიხეილ ქამუშაძის ინფორმაციით, სიმპტომების და გართულებების გარეშე მიმდინარეობს ბოქსირებულ პალატაში მოთავსებული კორონავირუსის მქონე 3 პაციენტის მკურნალობა.

    საჩხერის კარანტინში ამჟამად 41 მოქალაქე იმყოფება.

    საქართველოში ინიფიცირებულია 30 ადამიანი, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 439 პაციენტი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 64 .

  • კორონავირუსი და საზოგადოებრივი ტრანსპორტი — რა რისკს შეიცავს მგზავრობა

    არის თუ არა უსაფრთხო კორონავირუსის გავრცელების პირობებში საზოგადოებრივი ტრანპორტით გადაადგილება? ალბათ ეს კითხვა ყველა ადამიანს უჩნდება, ვინც ყოველდღიურად ავტობუსით, სამარშრუტო ტაქსით ან მეტროთი მგზავრობს.

    ჯერჯერობით უცნობია, როგორ ვრცელდება COVID 19 , მაგრამ მსგავსი ვირუსები გადამდებია მაშინ, როდესაც ინფიცირებული პირის დავირუსებულ წვეთებს შევისუნთქავთ მისი ხველებისას, დაცემინებისას ან მათთან ზედაპირებზე შეხებისას.

    კორონავირუსის ნაწილაკები ჰაერში არ დევს, ამიტომ მას ,,ვიჭერთ” მაშინ, როდესაც ადამიანებთან მჭიდრო კონტაქტში ვიმყოფებით. მჭიდრო კონტაქტს, ბრიტანეთის ეროვნული ჯანდაცვის სამსახური განმარტავს როგორც ინფიცირებულთან 2 მეტრზე ახლოს, მინიმუმ 15 წუთის განმავლობაში ყოფნას.

    ამგვარად, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას დაინფიცირების რისკი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად მჭიდროდ არის შევსებული სატრანსპორტო საშუალება. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული სატრანსპორტო სისტემა და მოსახლეობის რაოდენობაა, ამიტომ რისკებიც განსხვავებულია.

    გლობალური ჯანდაცვის ინსტიტუტის დოქტორის, ლარა გოსის კვლევით (2018), ადამიანები, რომლებიც მეტროს რეგულარულად იყენებდნენ, უფრო ხშირად განიცდიდნენ გრიპის მსგავს სიმპტომებს.

    ,,დაბა, სადაც მოსახლეობას უწევს, შეიცვალოს სატრანსპორტო ხაზები ერთხელ ან რამდენჯერმე, აქვთ გრიპის მსგავსი დააავადების უფრო მაღალი მაჩვენებელი, ვიდრე უფრო კეთილმოწყობილ უბნებში, სადაც მგზავრები დანიშნულების ადგილზე ერთი ხაზით მიდიან”,- ამბობს მკვლევარი.

    თუ მეტნაკლებად ცარიელი ავტობუსით ან მეტროთი მგზავრობთ, თქვენი დაინფიცირების რისკები შედარებით დაბალია, თუმცა ამ შემთხვევაში ტრანპორტის დეზინფექციაზე ბევრია დამოკიდებული.

    თბილისის სატრანპორტო კომპანიის განცხადებით, საზოგადოებრივ ტრანსპორტს, მეტროს და ავტობუსებს ყოველდღიურად უტარდება დეზინფექცია. თუმცა , ბუნებრივია, ტრანპორტი თავშეყრის ერთ-ერთი ადგილია და ის ხალხმრავლობის გამო, კორონავირუსის გავრცელების რისკებს შეიცავს. ამიტომ მნიშვნელოვანია მგზავრობისას დავიკავოთ ადამიანებთან დისტანცია და სხვადასხვა ზედაპირზე შეხების შემდეგ, ხელები კარგად დავიბანოთ. 

    საქართველში ამ დროისთვის COVID 19-ით 30 ადამიანია ინფიცირებული, მათგან ორი გამოჯანმრთელების ზღვარზეა.

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მეორე პაციენტი გამოჯანმრთელდა

    ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებულ მეორე პაციენტს პირველადმა ტესტმა უარყოფითი პასუხი უჩვენა. მას 24 სააათში კიდევ ერთხელ ჩაუტარდება ტესტირება და იგივე პასუხის შემთხვევაში, გამოჯანმრთელებულად ჩაითვლება.

    მას ირანში მოგზაურობის ისტორია აქვს. ტესტირება გუშინ, მე-15 დღეს ჩაუტარდა.  

    ეზუგბაიას თქმით, გუშინ 21 პაციენტს გაუკეთეს ტესტირება, მათგან 15-ს უარყოფითი პასუხი დაუდგინდა, დანარჩენი 6 პაციენტის შედეგი კი დღეს გახდება ცნობილი.

  • თოვლი, წვიმა, ქარი- როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღის ბოლოდან 18 მარტამდე საქართველოში ამინდი გაუარესდება.

    ,,15 მარტს, დღის ბოლოდან 18 მარტამდე საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი. დრო გამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი”,- წერია სააგენტოს ინფორმაციაში.

    მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

  • ტრამპს კორონავირუსი არ დაუდასტურდა- თეთრი სახლი

    თეთრის სახლის განცხადებით, ტრამპს კორონავირუსი არ დაუდგინდა. მისმა ტესტმა ნეგატიური შედეგი აჩვენა.

    ტრამპმა ტესტი გასულ პარასკევს, მას შემდეგ გაიკეთა, რაც ბრაზილიის პრეზიდენტის პრესსპიკერს, რომელიც აშშ-ში მასთან შეხვედრაზე იმყოფებოდა, კორონავირუსი დაუდასტურდა.

    ამის შემდეგ ტრამპმა თქვა, რომ ეს ,,არ აშფოთებს.”

    ტრამპა აშშ-ში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამ დროისთვის ქვეყანაში დაფიქსირებულია 3000-მდე ინიფიცირებისა და 60 გარდაცვალების შემთხვევა. 

  • ესპანეთის პრემიერ-მინისტრის მეუღლეს კორონავირუსი დაუდგინდა

    შაბათ საღამოს ესპანეთის პრემიერ-მინისტრის პედრო სანჩესის მეუღლეს, ბეგონა გომეზს, კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობამ გაავრცელა.

    „პრემიერ-მინისტრი და მისი მეუღლე თავს კარგად გრძნობენ და ლა მონკლოს რეზიდენციაში რჩებიან,“- აცხადებენ მთავრობაში.

    ესპანეთში უახლესი მონაცემებით კორონავირუსით ინფიცირების 6391 შემთხვევა ფიქსირდება, გარდაცვლილი კი 196-ია.

    საგანგებო მდგომარეობის პირობებში, პრემიერ-მინისტრი კრძალავს სახლიდან გასვლას გადაუდებელი შემთხვევების გარდა. მოქალაქეებს შეუძლიათ გავიდნენ აფთიაქში, საჭირო ნივთების შესაძენად ან სამსახურში.

    მალე დაიხურება ყველა მუზეუმი, კულტურული ცენტრები და სპორტული ადგილები. რესტორნებმა და კაფეებმა შეიძლება მხოლოდ სახლში მიტანის სერვისი გამოიყენონ.

    აუცილებელი სერვისები, როგორიცაა ბანკები და ბენზინგასამართი სადგურები, ღია დარჩება. სკოლები უკვე დახურულია მთელ ქვეყანაში.

    პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობა გაგრძელდება ორი კვირის განმავლობაში, თუმცა თუ მეტი გახდება საჭირო, პარლამენტი მას დაამტკიცებს.

  • “ვისაც ჯანმრთელობა აქვს, ვირუსს გადაიტანს, ვისაც არა, მოკვდება” – რამზარ კადიროვი მოქალაქეებს ამშვიდებს

    ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერი კორონავირუსის გამო შექმნილ პანიკას გამოეხმაურა. რამზან კადიროვმა თანამოქალაქეები ჩვეულ სტილში დაამშვიდა, ამის შესახებ BBC წერს.

    „ხალხს აღარ სძინავს იმის გამო, რომ ჩინეთში ვირუსი გაჩნდა, ეშინიათ, რომ ავადმყოფობა შემოვა და მოკვდებიან. ნუ ეცდები სიკვდილს მანამ, სანამ არ მოკვდები. შენ ხომ ბოლოს მაინც მოკვდები. დღეს ყველგან ამ ვირუსზე საუბრობენ, WhatsApp-ში, ყველგან. ათასობით ადამიანი კვდებაო. ვისაც ჯანმრთელობა აქვს, ვირუსს გადაიტანს, ვისაც არა- მოკვდება. იმუნიტეტის გასაძლიერებლად გააზავეთ წყალში თაფლი და ლიმონი და სვით. ჭამეთ ნიორი, სისხლი გაგისუფთავდებათ“, -განაცხადა კადიროვმა მთავრობის სხდომაზე.