Category: არქივი

  • რატომ არ დგას ქვეყანა პროდუქტების დეფიციტის რისკის წინაშე?

    რატომ არ დგას ქვეყანა პროდუქტების დეფიციტის რისკის წინაშე?  ამ კითხვაზე  საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ დღეს პრემიერ-მინისტრთან და მინისტრებთან რითეილ სექტორის შეხვედრის შემდეგ სურსათის არსებულ მარაგებზე ისაუბრა. 

    როგორც სოსო ფხაკაძემ განმარტავს, ამისთვის ძალიან ბევრი მოცემულობა არსებობს და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ სექტორის წარმომადგენლებისა და საქართველოს მთავრობის მონაწილეობით შეიქმნა საკოორდინაციო შტაბი, რომელიც მდგომარეობას აკონტროლებს.

    „ ბოლო სამი დღის განმავლობაში, ჩვენ მთავრობასთან ერთად შექმნილი გვაქვს საკოორდინაციო ჯგუფი, რომელშიც ჩართულია ყველა ქსელი და ხვალიდან მათ დაემატებათ დისტრიბუტორები და ჩვენი მთავარი მიზანია სუპერმარკეტებში დახლები იყოს სავსე.

    არ არსებობს არანაირი აჟიოტაჟის საფუძველი. გავაკეთე ძალიან კარგი დასკვნა და ანალიზი, რომ მომავალი სამი თვის განმავლობაში ის მარაგები, რომლებიც ჩვენ გვაქვს მთლიანად საქართველოში, არის საკმარისი მინიმუმ 2-3 თვე.

    რაც შეეხება ლოგისტიკურ ხაზებს – დღესაც ბევრი კონტეინერი არის გზაში და ისინი ან განბაჟების რეჟიმში არიან, ან მალე მოუახლოვდებიან ჩვენს ქვეყანას, ასე რომ ესეც მინდა იცოდეთ – წყვეტა აქაც არ არის.

    მესამე – თუ თეორიულად რომელიმე ქვეყნიდან, ჩვენი ქვეყანა იცით, რომ იმპორტზეა დამოკიდებული, მოწოდების არხები სხვადასხვა მიზეზით გადაიკეტება, ხელისუფლება მზად არის ერთობლივი ძალისხმევით, რაც არ უნდა დაჯდეს, ის ძირითადი პროდუქტები, რაც აუციელებელია ჩვენი მოსახლეობისათვის ყოველდღიური საჭიროებისათვის, ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, იყოს სუპერმარკეტების დახლებზე“, – განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა.

  • „სამარცხვინო ხარ, ვინც უნდა იყო” – ანიტა რაჭველიშვილი

    ქართველი მეცო-სოპრანო, ანიტა რაჭველიშვილი მასზე გავრცელებულ ხმებს, რომ ის ავად გახდა და კორონავიურის დაუდასტურდა , უარყოფს და  სოციალურ ქსელში წერს:

    „ვიღაცა უნამუსო ავრცელებს ხმებს, რომ მე ავად გავხდი და მინდა გკითხო, ვინც არ უნდა იყო, ადამიანობა და ნამუსი საერთოდ გაქვს?! სამარცხვინო ხარ, ვინც არ უნდა იყო და აუცილებლად დაისჯები, რომ გავიგებ ვინ ხარ!ჯანმრთელი ვარ, როგორც არასდროს და ყველა ოჯახის წევრი, ვინც ჩემთან ერთად ბერლინში იმყოფება, არის სრულიად ჯანმრთელი!ცოტა გონზე მოდით ტელევიზიებიც! რაღაც ტყუილებს ნუ ავრცელებთ და პანიკას ნუ თესავთ!, – წერს რაჭველიშვილი.

    შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 30 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან ერთი პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა.

  • ამირან გამყრელიძე არ აკონკრეტებს,არის თუ არა საფრანგეთიდან ჩამოსული უტა ივანიშვილი კარანტინში

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე არ პასუხობს ჟურნალისტების კითხვას, არის თუ არა გადაყვანილი კარანტინში ბიძინა ივანიშვლის შვილი, უტა ივანიშვილი, რომელიც საფრანგეთიდან გუშინ აირზენას რეისით ჩამოფრინდა. ჟურნალისტების კიხვაზე, სად არის უტა ივანიშვილი გამყრელიძე პასუხობს, რომ ის პერსონალურ ინფორმაციას ვერ გასცემს:

    “ვიცი, რომ ჩამოფრინდა საფრანგეთი-თბილისის რეისი, თუ არ ვცდები, “აირზენასი”. საფრანგეთიდან ჩამოსული ადამიანები, ყველა ექვემდებარება კარნატინს ან თვითიზოლაციას. მოგეხსენებათ, თუ არის თვითიზოლაციის საშუალება, შემდგომ იღებს ამ გადაწყვეტილებას შემოსავლების სამსახურის შესაბამისი სანიტარულ-საკარანტინო სამსახური. გუშინ საფრანგეთიდან შემოსული ყველა ადამიანი გადაყვანილია ან კარანტინში, ან თვითიზოლაციაში”, – განაცხადა გამყრელიძემ.

    იმის შესახებ, რომ უტა ივანიშვილი პარიზი–თბილისის რეისით გუშინ ჩამოფრინდა, რეისის მგზავრებისგან გახდა ცნობილი, რომლებიც ამბობენ, რომ ისინი ჩამოსვლისთანავე შემოწმებაზე, შემდეგ კი კარანტინში გადაიყვანეს, თუმცა თვითმფრინავიდან გამოსვლის შემდეგ უტა ივანიშვილი მათთან აღარ უნდახავთ. მგზავრები ეჭვობენ, რომ ბიძინა ივანიშვილის შვილი საკარანტინო ზომებს მოარიდეს და სხვა მგზავრებისგან განსხვავებით პრივილეგირებულ მდგომარეობაში აღმოჩნდა.

  • “ქვეყანაში დეფიციტის შექმნის რისკი არ არსებობს“–სოფლის მეურნეობის მინისტრი

    “ქვეყანაში დეფიციტის შექმნის რისკი ნამდვილად არ არსებობს და მნიშვნელოვანია, რომ ორგანიზებულად, წყნარ რეჟიმში შევიძინოთ სურსათი, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

    მისი თქმით, სამინისტრო საგანგებო რეჟიმში ახორციელებს მონიტორინგს, კავშირები აქვს ყველა მომწოდებელთან და შესაბამისად, მოწოდების კუთხით შეფერხებები არ იქნება.

    „სურსათის მარაგებთან დაკავშირებით, სამინისტრო რეგულარულად ახორციელებს ძირითადი სასურსათო კატეგორიების მონიტორინგს, იმისთვის, რომ ქვეყანაში დეფიციტი არ შეიქმნას, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ გაიგოს, რომ არ იყოს პანიკური მოთხოვნილება. პანიკის შემთხვევაში ეს გამოიწვევს ფასების ზრდას, რაც მოსახლეობას დააზარალებს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობამ გაითავისოს, რომ რისკი ქვეყანაში დეფიციტის შექმნის ნამდვილად არ არსებობს და მნიშვნელოვანია, რომ ორგანიზებულად, წყნარ რეჟიმში შევიძინოთ სურსათი“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა

    მისი თქმით, სატვირთო გადაზიდვებზე, მგზავრების გადაადგილებისგან განსხვავებით, შეზღუდვის რეჟიმი არ მოქმედებს.

    „სხვა მხრივ, სამინისტრო საგანგებო რეჟიმში ახორციელებს მონიტორინგს. გვაქვს კონკრეტული კავშირები ყველა მომწოდებელთან. მნიშვნელოვანია, რომ მოწოდების კუთხით არ იქნება შეფერხებები. მათ შორის სატვირთო გადაზიდვები არის ცალკე რეჟიმში, განსხვავებულია მგზავრების გადაადგილებისგან და ეს იმისთვის, რომ ქვეყანაში არ შეიქმნას რაიმე ტიპის სურსათზე დეფიციტი. ძირითად სასურსათო კატეგორიებზე – ხორბალი, ფქვილი, ბურღულეული, ზეთი და სხვა, ჩვენ გვაქვს უწყვეტი მოწოდება და პანიკის საფუძველი არ არსებობს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

  • “ექსპორტი მარტიდან მნიშვნელოვნად შემცირდება “

    ექსპორტის განვითარების ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ანი კვარაცხელია თებერვლის თვეში ექსპორტის 0.5%-იან კლებას და კორონავირსის ეკონომიკაზე გავლენას აფასებს.

    ანი კვარაცხელიამ განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ 2020 წლის პირველ ორ თვეში ექსპორტის მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4.5%-ით გაიზარდა, თუმცა ის პროგნოზირებს, რომ მომდევნო თვეების განმავლობაში ექსპორტი მნიშვნელოვნად შემცირდება.

    „გამოწვევების წინაშე არამხოლოდ საქართველო, არამედ გლობალურად ყველა ქვეყანა დგას, რაც აისახება როგორც ინვესტიციებზე, ასევე ექსპორტზე და ყველა მიმართულებით.რადგან ჩვენი ქვეყანა ძირითადად პირველადი პროდუქციის მწარმოებელია და არა საბოლოო პროდუქციის, ჩვენი მთავარი საექსპორტო პროდუქტები ის პროდუქტებია, რომელსაც სხვა ქვეყნები სხვადასხვა პროდუქციის წარმოებისთვის იყენებენ. ამიტომ დამოკიდებულები ვართ სხვადასხვა ქვეყნების წარმოების მიმდიანრეობაზე, თუ მათ უმცირდებათ წარმოება ჩვენგან აღარ ყიდულობენ ამ პირველადი წარმოების პროდუქციას.

    მარტის თვიდან ექსპორტი დაიწყებს კლებას, იმიტომ რომ მსყიდველუნარიანობა დაეცა, ხალხს შემოსავლები შეუმცირდა ამასთან დაიხურა ძალიან ბევრი ქარხნები იქიდან გამომდინარე, რომ სავარაუდოდ კარანტინი ბევრ ქვეყანაში გამოცხადდება.ბევრჯერ მოვისმინე შედარება 2008 წლის ომის პერიოდთან მიმართებაში ეკონომიკაზე ზეგავლენის კუთხით. რეალურად 2009-ში ჩვენ ექსპორტი 20%-ით შეგვიმცირდა და შემდეგ უკვე 2010 წლიდან ექსპორტმა დაიწყო 40%-იანი ზრდა და 2011-შიც იყო ძალიან მაღალი ზრდა.

    ყველაფერი დამოკიდებულია გლობალურ ეკონომიკაზე, თუმცა 2008-ში არსებულ შიდა მდგომარეობას, ასევე დაემთხვა 2009 წლის მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი და ეს ყველაფერი ერთმანეთთან იყო კავშირში“, – აღნიშნა ექსპორტის განვითარების ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ.

    წყარო: BM.GE

  • მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში ახალი გადაწყვეტილებები მიიღო

    საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში ახალი გადაწყვეტილებები მიიღეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგ სხდომაზე, რომელიც დღეს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით გაიმართა.

    საბჭოს სხდომაზე მთავრობის მეთაურმა მოისმინა ინფორმაცია საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების ჯანმრთელობისა და მსოფლიოში არსებული ზოგადი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შესახებ. სხდომაზე აღინიშნა, რომ დღეის მდგომარეობით ინფიცირებულია 30 ადამიანი. უმეტესობა მათგანის ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელია. ყველა პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და მათ შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ.

    საკოორდინაციო საბჭოს მიეწოდა ინფორმაცია, რომ ამ ეტაპზე კარანტინში რჩება 418 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება – 54 პირი.

    საბჭომ მოისმინა ინფორმაცია სასურსათო ბაზარზე შექმნილი გარკვეული პანიკის შესახებ, რომელსაც ხელისუფლების თქმით  საფუძველი არ აქვს.

    როგორც საბჭოს სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ახლა მნიშვნელოვანია მოქალაქეებს მიეწოდოს სწორი ინფორმაცია, რომ ქვეყანაში სასურსათო პროდუქტების დეფიციტის შექმნის საფრთხე არ არსებობს, ასევე შეუფერხებლად ხორციელდება სატვირთო გადაზიდვები, რაც სასურსათო დეფიციტის შექმნას გამორიცხავს.

    სწორედ ამ მიზნით გიორგი გახარია დღეს თავად გამართავს მორიგ შეხვედრას სასურსათო მაღაზიათა ქსელების ხელმძღვანელებთან. რის შემდეგაც გაკეთდება მინისტრებისა და ბიზნესის წარმომადგენელთა ერთობლივი განცხადებები საზოგადოებისთვის.

    პრემიერ-მინისტრმა საგარეო საქმეთა მინისტრს დაავალა, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები კიდევ უფრო მეტად აქტიური კომუნიკაციის რეჟიმში გადავიდნენ საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეებთან და მიაწოდონ ინფორმაცია თურქული ავიაკომპანიების მიერ რიგ ქვეყნებში რეისების გაუქმების შედეგად სამშობლოში დაბრუნების ალტერნატიული საშუალებების შესახებ, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში ქართული ავიაკომპანიების მიერ დამატებითი რეისების დანიშვნასთან დაკავშირებით.

    საქართველოსა და თურქეთის მთავრობების ერთობლივი გადაწყვეტილებით, სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე გადაადგილება დროებით იზღუდება. შეზღუდვა არ შეეხება სატვირთო გადაზიდვებს. აღსანიშნავია, რომ თურქეთთან საჰაერო მიმოსვლა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება, ასევე ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს ვალესა და კარწახის საბაჟო-გამშვები პუნქტები.

    უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო რეკომენდაციას აძლევს მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებულ კაზინოებს, სლოტკლუბებს და ტოტალიზატორებს, კორონავირუსის გავრცელების მაქსიმალური პრევენციისთვის, დროებით შეაჩერონ მუშაობა, რათა თავიდან იყოს აცილებული დახურულ სივრცეებში მოქალაქეთა ინტენსიური კონცენტრაციისგან თავის არიდება.

    საბჭო მოუწოდებს სექტორში მოქმედ კერძო ბიზნესს, შექმნილი ვითარების ფონზე, გამოავლინონ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და აღნიშნული რეკომენდაციის გათვალისწინება არ ასახონ თანამშრომელთა შრომით ანაზღაურებაზე.

    გარდა ამისა,  უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, მთავრობის მიერ კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში გადადგმული ნაბიჯების შესახებ ამომწურავი და ოფიციალური ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდებას უზრუნველყოფს მთავრობის ადმინისტრაცია. ბრიფინგებს რეგულარულად გამართავს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერი ირაკლი ჩიქოვანი.

    უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კოორდინირებული ნაბიჯების გადადგმის მიზნით სხდომებს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით სისტემატურ რეჟიმში განაგრძობს.

    საბჭოს მუშაობაში ჩართულია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია და პარლამენტის შესაბამისი კომიტეტი.

    დღევანდელ სხდომაზე კიდევ ერთხელ თქვა, რომ ხელისუფლება პროცესს მართავს .

  • “ზარბაზნები გვაქვს, მეზარბაზნეები ბევრი გვყავს, შეგვიძლია წყნარად ვიყოთ”- პაატა იმნაძე

    ზარბაზნები გვაქვს, მეზარბაზნეები ბევრი გვყავს, შეგვიძლია წყნარად ვიყოთ, – ასე მიმართა ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფენრეციაზე კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაზე საუბრისას.

    მან კიდევ ერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს, თვითიზოლაციის წესები დაიცვან.

    „ჩამოსულებს მივმართავ კიდევ ერთხელ, მოერიდონ პირველ რიგში თავიანთ ახლობლებს, თავიანთი ოჯახის წევრებს. თუ თვითიზოლაციაში არიან, დაიცვან წესები. თქვენ იცით, რომ პოლიცია აქტიურად ეხმარება საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუშაკებს და თუ არ ვცდები, უკვე 10-ზე მეტი ადამიანია, რომელიც იძულებით გადაიყვანეს კარანტინში იმიტომ, რომ არღვევდნენ თვითიზოლაციის წესებს. აქედან გამომდინარე, ეს მუშაობა გაგრძელდება და მოვუწოდებ ყველას, დაიცვან თვითიზოლაციის წესები”, – განაცხადა იმნაძემ.

  • ლონდონში ახალშობილს კორონავირუსი დაუდგინდა

    ბრიტანეთის ქალაქ ლონდონში,  ახალშობილს კორონავირუსი დაუდგინდა. ბავშვის დედას, რომელიც ჩრდილო ლონდონში მშობიარობამდე რამდენიმე დღით ადრე პნეუმონიის სიმპტომემეთი საავადმყოფოში გადაიყვანეს,  COVID 19-ის დაავადება დაუდგინდა. ამის შესახებ ინფორმაციას THE SUN ავრცელებს. 

    ექიმების თქმით, ბავშვის დაბადებიდან რამდენიმე წუთში ჩაატარეს გამოკვლევა, რომლითაც დადასუტრდა მისი ინფიცირება ვირუსზე. ამ დრომდე უცნობია ახალშობილი ორსულობის პერიოდში დაინფიცირდა თუ მშობიარობის პროცესში. 

    პერსონალი, რომელთაც ქალთან და ჩვილთან შეხება ჰქონდათ, თვითიზოლაციაში იმყოფება.

  • საზღვარი ჩაკეტილია, რომ თუ საქართველოში პანიკა დაიწყება, ხალხი არ მოაწყდეს უფრო დაცულ ქვეყნებს – დიმიტრი მედოევი

    ოკუპირებული ცხინვალი დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი, დიმიტრი მედოევი აცხადებს, რომ „სამხრეთ ოსეთში ყველა ზომაა მიღებული, რათა თავიდან აიცილონ საქართველოდან დაავადების ქვეყანაში შეღწევა“.

    „სამხრეთ ოსეთში ყველა ზომაა მიღებული, რომ ამ სენმა საქართველოდან ქვეყანაში არ შემოაღწიოს. საზღვარი საიმედოდაა დაკეტილი და იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში პანიკა დაიწყება, ხალხის ტალღა მოაწყდება უფრო დაცულ ქვეყნებს. ჩვენ კატეგორიულად ვერ დავუშვებთ, რომ ამ ტალღამ ჩრდილოეთის მიმართულებით ჩვენი ქვეყნის გავლით დაიწყოს გადაადგილება“, – აღნიშნავს მედოევი.

    შეგახსენებთ, რომ  საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 30 შემთხვევაა დაფიქსირებული. 

  • მოჭადრაკე ნანა ძაგნიძემ მსოფლიოს გრან პრის ჩემპიონის ტიტული ამირან გამყრელიძეს მიუძღვნა

    საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების პირველი ნომერი ნანა ძაგნიძე ლოზანაში გამართულ მსოფლიოს გრან პრის მესამე ეტაპზე ჩემპიონი გახდა.

    ნანა ძაგნიძემ ტიტული კორონავირუსთან მებრძოლ ქართველ ექიმებს მიუძღვნა, მათ შორის გამოარჩია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე.

    „ლოზანაში გამართული გრან პრის გამარჯვებას ვუძღვნი ექიმებს, რომლებიც მსოფლიო პრობლემას ებრძვიან ჩვენს ქვეყანაში, და, განსაკუთრებით, ადამიანს ადამიანთა შორის, ბატონ ამირან გამყრელიძეს, რომელიც ყოველთვის გვერდით მედგა ჩემთვის მძიმე წუთებში. სამი კვირის წინ ჩემმა ჩინელმა კოლეგებმა მთხოვეს, ჩამეწერა მათთვის გასამხნევებელი ვიდეო. მათ მიაღწიეს წარმატებას და იმედია, ჩვენც ერთად გავიმარჯვებთ“. – განაცხადა ნანა ძაგნიძე.