Category: არქივი

  • დედაქალაქის მერი შვილს 1 წლის იუბილეს “ინსტაგრამზე” ემოციური პოსტით ულოცავს (ფოტოები)

    თბილისის მერის კახა კალაძისა და დიზაინერ ანუკა არეშიძის მეოთხე შვილი, ნიკოლა კალაძე დღეს ერთი წლის გახდა.დედაქალაქის მერი “ინსტაგრამის“ პირად გევრდზე ნიკოლასთან ერთად გადაღებულ სურათებს აქვეყნებს და ემოციური პოსტით ულოცავს დაბადების დღეს.

    “დაბადების დღეს გილოცავ, ჩემო პატარა ნიკოლა. შენ ჩემი გული მოიტაცე. მიყვარხარ სიცოცხლეზე მეტად“, – წერს კალაძე.

    შეგახსენებთ, თბილისის მერს და მის მეუღლეს მეოთხე შვილი გასულ წელს შეეძინათ.

    {{PHOTOGALLERY}}

  • დავით ქაშიაშვილი “ფორმულა კრეატივის” ტელევიზიაში იმუშავებს

    რუსთავი 2-ის ყოფილი ჟურნალისტი, დავით ქაშიაშვილი ფორმულა კრეატივის ტელევიზიაში იმუშავებს.

    ქაშიაშვილის თქმით, შემოთავაზება მთავარი არხიდანაც ჰქონდა, თუმცა, არჩევანი ფორმულაზე შეაჩერა.

    „საინტერესო იყო ორივე შემოთავაზება. მთელი ამ 13 წლის განმავლობაში ბევრ საინტერესო ადამიანთან მომიწია ურთიერთობა და ჩვენმა ერთობამ საინტერესო, ახალი და თანამედროვე ჟურნალისტიკა დაამკვიდრა ქართულ რეალობაში, – ამბობს ჟურნალისტი.

    ქაშიაშვილი ამბობს, რომ მისი მეგობრების ნაწილი მთავარ არხზე წავიდა, ნაწილი ფორმულაზე, ნაწილი კი „რუსთავი 2“-შიდარჩა.

  • ჩცდ-ს მსახიობი, ქეთი ხუციშვილი რუსთავი 2-ს კომედი ჯგუფს შეუერთდა

    სერიალ ჩემი ცოლის დაქალების მსახიობი, ქეთი ხუციშვილი რუსთავი 2-ის კომედი ჯგუფს შეუერთდა. ამის შესახებ ინფორმაცია ქეთი ხუციაშვილმა “On.ge”-სთან საუბარში დაადასტურა. 

    მისი თქმით, ის კვლავ ითამაშებს ჩემი ცოლის დაქალებში, რომელიც რუსთავი 2-ის ნაცვლად ფორმულა კრეატივის ახალ არხზე გავა. მსახიობი ამბობს, რომ არცერთი არხის მენეჯმენტს პრობლემა არ ჰქონია იმასთან დაკავშირებით, რომ ის ორივე ტელევიზიაში იმუშავებს.

    „გიდასტურებთ ინფორმაციას, რომ „რუსთავი 2-ზე კომედი ჯგუფში ვიქნები. თუმცა, ჩემით თათია სულუაშვილის ჩანაცვლების შესახებ პირველად თქვენგან გავიგე. ასევე, ვრჩები სერიალში „ჩემი ცოლის დაქალები, რომელიც კრეატივის ტელევიზიაში გავა. არცერთი არხის მენეჯმენტს პრობლემა არ აქვს რომ ორივე არხზე ვიმუშაო – აცხადებს ქეთი ხუციშვილი.

    ქეთი ხუციშვილი სერიალ ჩემი ცოლის დაქალებში ლუნას როლს თამაშობს.

  • ” ანა დოლიძე არ იმსახურებს იუსტიციის საბჭოს წევრის მაღალი სტატუსი ჰქონდეს”-გვრიტიშვილი

    მე და ჩემს კოლეგებს, მოსამართლე წევრებს ვგულისხმობ, არაერთგზის გაგვიკეთებია განცხადება, რომ ანა დოლიძე არაჯეროვნად ასრულებს საკუთარ სამსახურეობრივ უფლება-მოვალეობებს, რის გამოც იგი არ იმსახურებს ჰქონდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის მაღალი სტატუსი, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

    მან უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, რამდენად მისაღებია, რომ ანა დოლიძე არ ესწრება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კენჭისყრის პროცედურას შვებულებაში ყოფნის მიზეზით.

    გვრიტიშვილის თქმით, ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, რომ ანა დოლიძემ არაერთი მნიშვნელოვანი პროცედურა გამოტოვა.

    „ყოფილა სხვა შემთხვევა, როდესაც კონკურსის შედეგად, არც გასაუბრებაში მიუღია მონაწილეობა, არც კენჭისყრაში, არც მოსამართლეთა ფიცის დადების ცერემონიალში და დღესაც ფაქტობრივად, იგივე მეორდება. მან არ ისურვა შვებულების შეწყვეტა, არ მოცდა დასვენებას“, – განაცხადა გვრიტიშვილმა.

  • “ისევ რევოლუციის სცენარი იკვეთება” – ბაია პატარაია

    „ბიძინამ უზენაესი სასამართლოც ჯიბეში ჩაიდო. ეს არის საკითხი, რომელიც არჩევნებითაც ვერ მოგვარდება“, – ამის შესახებ უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში წერს.

    „მოკლედ, მართლა დამოუკიდებელი კანდიდატები არ გააკარეს სიას. ბიძინამ უზენაესი სასამართლოც ჯიბეში ჩაიდო. ეს არის საკითხი, რომელიც არჩევნებითაც ვერ მოგვარდება. უმძიმესი მდგომარეობა გვაქვს. ასეთი უპერსოექტივობა და სტაგნაცია არც ეძიკას დროს იყო და არც მიშას დროს.გილოცავთ, უზენაესის თავმჯდომარედ თადუმაძეს!მე არ ვიცი ამ ჭაობიდან როგორ უნდა ამოვბობღდეთ… ძალიან გული მტკივა, რომ ისევ რევოლუციის სცენარი იკვეთება, სადაც პოლიტიკოსებს კი არა, მოსამართლეებსაც დაიფრენს ხალხი. როგორი იმედი მქონდა, რომ არჩევნებით შევძლებდით ამ ქვეყნის გადარჩენას და როგორ მიქრება ეს იმედიც“, – წერს ბაია პატარაია სოციალურ ქსელში.

  • საოკუპაციო ხაზთან არსებული საგუშაგო ქართულმა მხარემ გადაიტანა

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საოკუპაციო ხაზთან არსებული პოლიციის საგუშაგოს გადაწევაზე განმარტებას აკეთებს.

    სუსში აცხადებენ, რომ “საუბარია პოლიციის უკვე არსებული საგუშაგოს რამდენიმე ასეული მეტრით გადატანაზე, რაც განპირობებულია იმით, რომ ამ მონაკვეთზე საოკუპაციო ხაზის გადაკვეთა მოქალაქეებისთვის ხდება მხოლოდ ქვეითად და რამდენიმე ასეული მეტრით საფეხმავლო მანძილის შემცირება მათთვის იქნება არსებითი შეღავათი”. ამის შესახებ “ნეტგაზეთი” წერს.

    მანამდე ამ თემაზე ოსურმა მხარემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქართული პოლიციის კიდევ ერთი ბლოკ-პოსტი სოფელ სინაგურთან გაიხსნა.  ქართული მხარის ცნობითვე, 2018 წლის მაისში მოხდა ამის შესახებ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ყველა მონაწილის ინფორმირება.

    “ასევე, ამის შემდეგაც საუბარი რამდენჯერმე იყო IPRM-ის (ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის) ფორმატის მექანიზმებით. ამ ეტაპზე მიმდინარეობის მოსამზადებელი სამუშაოები”, – აცხადებენ სუს-ში.

    შეგახსენებთ, ოსურმა მხარემ რამდენიმე დღის წინ მოითხოვა, სოფელ ჩორჩანასთან მდებარე ქართული საგუშაგო აეღოთ, რაზეც საქართველოს მხრიდან იყო პასუხი: ბლოკ-პოსტის დაშლის საკითხი არც კი განიხილება.

  • “ის, რაც კეთდება, კეთდება ისევ და ისევ თქვენი ფულით”-კალაძე გლდანის მე-6 მიკრორაიონში დაზიანებულ სკვერზე

    დაახლოებით ერთი თვის წინ, გლდანის მეექვსე მიკრორაიონში საზეიმოდ გახსნილი პარკი ვანდალური ქმედებების შედეგად დაზიანებულია, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. თბილისის მერმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნული დაზიანებების ამსახველი ფოტომასალაც წარმოადგინა.

    „გული მწყდება, რადგან, ის, რაც კეთდება, კეთდება ისევ და ისევ თქვენი ფულით. თქვენი გადასახადებიდან იხარჯება თანხები იმისთვის, რომ ქალაქში, ქვეყანაში სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდეს. ისეთივე მიდგომა და დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ქალაქთან მიმართებაში, როგორც საკუთარ სახლთან. ვერ წარმომიდგენია, რომ ის ადამიანები, ვინც ამას აზიანებს, საკუთარ სახლშიც იგივენაირად იქცეოდეს და ავეჯს ამტვრევდეს. ეს საზოგადოებრივი სივრცეები, პარკები, სკვერები ხომ კეთდება იმისთვის, რომ ადამიანს ესიამოვნოს იქ ჩასვლა, ბავშვის ჩაყვანა, დაისვენოს კომფორტულ გარემოში. თუ ეს დავამტვრიეთ და დავაზიანეთ, რა აზრი აქვს საერთოდ ასეთი პროექტების განხორციელებას. ჩვენ ნამდვილად არ შევეგუებით ვანდალიზმს და თავს არ დავუხრით. ვფიქრობ, რომ ადგილობრივი მოსახლეობაც უნდა დაგვეხმაროს. ეს მათი საკუთრებაა, მათი თხოვნით გაკეთდა ეს პროექტი, ყველა ბედნიერი იყო და ყველა ვამაყობდით. თუ დავანგრიეთ და დავამტვრიეთ, საერთოდ რაზე უნდა ვისაუბროთ. მაგალითად, ხე-მცენარეები დავრგეთ და მათ ირგვლივ წითელი მულჩი იყო მოყრილი, ის მოიპარეს და წაიღეს. საოცრებები ხდება. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მოსახლეობა გვერდით დაგვიდგება. ეს არ ეხება მხოლოდ გლდანის მეექვსე მიკრორაიონის პარკს. გვაქვს სხვადასხვა შემთხვევები და ვფიქრობ, ყველანი უნდა გავერთიანდეთ და ყველამ უნდა მოვუაროთ ჩვენს ქალაქს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

    კახა კალაძემ უსაფრთხოების სამსახურს და მუნიციპალურ ინსპექციას ზომების მაქსიმალურად გამკაცრება, ამასთან კამერებისა და დამატებითი თანამშრომლების გამოყოფა დაავალა, რომლებიც დროებით პატრულირებას განახორციელებენ.

    {{PHOTOGALLERY}}

  • “კალაძე თავს იტყუებს, ფეხბურთშიც უწევდა თავის მოტყუება, ზოგჯერ საკუთარ კარში გოლსაც გაიტანდა”- ლევან ბერძენიშვილი

    კახა კალაძე თავს იტყუებს. ალბათ, ფეხბურთშიც უწევდა ხოლმე თავის მოტყუება, ყოველთვის კარგად ხომ ვერ ითამაშებდა, ზოგჯერ გოლსაც გაიტანდა საკუთარ კარში და ალბათ, მაშინაც თავს იტყუებდა, რომ ასეა საჭირო, არავის დაუნახავსო, – ასე აფასებს „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი კახა კალაძის განცხადებას, რომ გიორგი გახარიას პრემიერად წარდგენას დიდი აღფრთოვანება მოჰყვა.

    „გახარია არის ადამიანი, რომელსაც საქართველოში კი არა, საერთოდ ცხოვრებაში ერთი კარგი საქმე არ აქვს გაკეთებული და როცა ლაპარაკია იმაზე, რომ ის თითქოს ძალიან ძლიერი ფიგურაა, სად ჩანს, მისი პოლიტიკური სიძლიერე?! პოლიტიკური სიძლიერეა მეტოქეებთან კამათი, ამ კამათში გამარჯვება. სადმე გინახავთ გახარია დებატებში?! გახარია არავინ არ არის, ამიტომ თავს ნუ ინუგეშებენ, რომ ის ძლიერი ფიგურაა და ახლა ის გადარჩენს ივანიშვილის წამხდარ საქმეს. ეს იმას ნიშნავს, რომ კახა კალაძე თავს იტყუებს. ალბათ, ფეხბურთშიც უწევდა ხოლმე თავის მოტყუება, ყოველთვის კარგად ხომ ვერ ითამაშებდა, ზოგჯერ გოლსაც გაიტანდა საკუთარ კარში და ალბათ, მაშინაც თავს იტყუებდა რომ ასეა საჭირო, არავის დაუნახავსო. ხელისუფლებამ ვერ დაინახა აქციები, ვერ დაითვალეს ხალხი, თქვეს, რომ 20-25 კაცი დგას, ეგ არაა საზოგადოებაო. კაცს, რომელმაც ბავშვებს თვალები დათხარა აწინაურებენ, რადგან ივანიშვილმა გადაწყვიტა ხელისუფლებაში დასარჩენად საჭიროა თანამდებობაზე დანიშნოს ოთხი პოლიციელი და დანიშნა. მიკვირს, განათლების მინისტრად ჯერჯერობით როგორ არ არის პოლიციელი დანიშნული, მაგრამ ალბათ, ამასაც გამოასწორებენ. ეს წარდგენა არის სირცხვილი საქართველოს პარლამენტის, სადაც იმუქრებიან, რომ უმრავლესობა ერთხმად დავუჭერთ მხარსო, ერთხმად წავლენ პოლიტიკურ საფლავში, ერთად დაიმარხავენ თავს. ეს ყველაფერი, კონფრონტაციის ეს გზა ნანახი გვაქვს, არამხოლდო საქართველოში, არამედ ბევრ ქვეყანაში“, – განაცხადა ბერძენიშვილმა.

  • 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9660 ლარია

    1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9660 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9660 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9683 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0023 ლარი შეადგინა.

  • თიბისიმ Apple Pay-ს პრეზენტაცია გამართა

    თიბისიმ Apple Pay-ს პრეზენტაციას უმასპინძლა. ღონისძიება სასტუმრო „სტამბაში“ გაიმართა, სადაც დამსწრე აუდიტორიას გადახდის ინოვაციური სერვისის და მისი გამოყენების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

    საქართველოში ამოქმედებიდან ამ დრომდე Apple Pay-ზე უკვე თიბისის 15 000-ზე მეტი ბარათი გააქტიურდა.

    Apple Pay მობილური გადახდების ინოვაციური სერვისია, რომლით სარგებლობა iPhone-ის, Apple Watch-ის, iPad-ის და Mac-ის მომხმარებლებს შეუძლიათ. Apple Pay მაღაზიებში, აპლიკაციებსა და ინტერნეტში გადახდას უფრო სწრაფს, მარტივს, უსაფრთხოს და კომფორტულს გახდის.

    Apple Pay უკვე ხელმისაწვდომია Apple-ის ყველა იმ მომხმარებლისთვის, რომელიც თიბისი ბანკის ბარათით/ბარათებით სარგებლობს. გადახდების განხორციელება შესაძლებელია როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ Apple-ის მოწყობილობების საშუალებით ყველგან, სადაც ხელმისაწვდომია უკონტაქტო გადახდა ან Apple Pay. Apple Pay-ს ინსტალაცია ძალიან მარტივია და მისი გამოყენებისას თიბისის მომხმარებლები ავტომატურად მიიღებენ ყველა იმ სარგებელს, რასაც ისინი მანამდე, თიბისი ბანკის საკრედიტო ან სადებეტო ბარათით სარგებლობისას იღებდნენ.

    უსაფრთხოება Apple Pay-ს მთავარი შემადგენელი ნაწილია. Apple Pay-თ გადახდისას, საკრედიტო ან სადებეტო ბარათის ნომრები არ ინახება არც Apple-ის მოწყობილობაში და არც სერვერებზე. ამის ნაცვლად, იქმნება უნიკალური ნომერი Apple-ის მოწყობილობისთვის, რომელიც დაშიფრულია და უსაფრთხოდ ინახება ამავე მოწყობილობის დაცულ ელემენტზე. თითოეული ტრანზაქციის ავტორიზაცია ხორციელდება ერთჯერადი დინამიური კოდის საშუალებით.

    iphone-ის და Apple Watch-ის გამოყენებით Apple Pay-ით გადახდა უკვე შესაძლებელია მაღაზიებში, რესტორნებში, ტაქსიში, თვითმომსახურების აპარატებსა და კიდევ ბევრ სხვა ადგილას. Apple Pay-ით აპლიკაციებში ან Safari-ში ონლაინ შოპინგისას, გადახდის გრძელი ფორმების შეყვანა საჭირო აღარ არის. Apple Pay –თ თითოეული გადახდა თითის ანაბეჭდით, სახის ამოცნობის სერვისით ან ე.წ. პინკოდის შეყვანით მარტივად არის შესაძლებელი.

    თიბისი ბანკის ბარათებით Apple Pay-თ სარგებლობის ინსტრუქცია განთავსებულია მითითებულ ბმულზე: www.tbcapplepay.ge

    Apple Pay-ს შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.apple.com/apple-pay/