Category: არქივი

  • „გირჩი“ ღარიბაშვილს პასუხობს: შენ და მეორე ირაკლიმ გადაა***თ ერთმანეთს

    “შენ და მეორე ირაკლი გადაა***თ ერთმანეთს”-ასე გამოეხმაურა პოლიტიკური პარტია „გირჩი“ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც “გირჩი” საფრთხეს უქმნის სახელმწიფოსა და ჯარის ძლიერებას.

    „ცოტა ხნის წინ პარლამენტში თქვი ბიბლიური თავისუფლება სექტაა, რომელიც ძირს უთხრის სახელმწიფოებრიობას და ქვეყნის უსაფრთხოებასო.

    8 წელია გიყურებ და შენთვის უსაფრთხოების ან ეკონომიკის საკითხების ახსნას რომ აზრი არ აქვს ვიცი.

    ამიტომ, იმედი მაქვს ეს მხოლოდ სტანდარტული და უკვე ტრადიციად ქცეული ბაქიბუქია, რომელიც ასავალ-დასავალის მკითხველ ელექტორატზეა გათვლილი.

    ასეთ შემთხვევაში, შენ და მეორე ირაკლიმ, რომელიც ასევე ვითომ ქვეყანაზე ზრუნავს, გადაა…თ ერთმანეთს.

    მაგრამ, თუ მართლა რამე ნაბიჯების გადადგმას აპირებ რომ ახალგაზრდები ისევ მონებად აქციო – ასავალ-დასავალში გახვეულს დაგტოვებთ თავდაცვის სამინისტროს სადარბაზოს შესასვლელთან“,- წერს „გირჩი“ სოციალურ ქსელში.

    შეგახენებთ, დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში პარტიის შესახებ ისაუბრა, ღარიბაშვილმა პოლიტიკურ პარტიას სექტა უწოდა.

  • ამ ორგანიზაციის თუ სექტის საქმიანობა საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს და ჯარის ძლიერებას-ღარიბაშვილი „გირჩზე“

    „გირჩის“, ამ ორგანიზაციის თუ სექტის საქმიანობა პირდაპირ საფრთხეს უქმნის ჩვენი სახელმწიფოს და ჯარის ძლიერებას, – ეს განცხადება საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, 4 კომიტეტის კომიტეტის გაერთიანებულ  სხდომაზე გააკეთა. 

    „ჩემთვის, როგორც გარედან მაყურებლისთვის ეს იყო ძალიან მტკივნეული პროცესი. ის, რაც ამ ბოლო წლების განმავლობაში განვითარდა, იყო ჩვენი ერის კატასტროფა და ტრაგედია. ვგულისხმობ პოლიტიკური ოპონენტების, „ნაცმოძრაობის“ და მათთან აფილირებული წევრების ე.წ. „გირჩის“ ინიციატივას, რომლის ფარგლებშიც, ჩვენი საზოგადოების, მომავალი თაობის პირდაპირი დეგრადაციის მცდელობა ხდება, რაც, ყოვლად დაუშვებელია. მე არ მოვერიდები და ყოველგვარი პოლიტკორექტულობის გარეშე მინდა აღვნიშნო, რომ ამ ორგანიზაციის თუ სექტის საქმიანობა პირდაპირ საფრთხეს უქმნის ჩვენი სახელმწიფოსა და ჯარის ძლიერებას.

    მე არ მოვერიდები იმის თქმას, რომ ეს არის პირდაპირ ძირგამომთხრელი საქმიანობა ჩვენი სახელმწიფოსი. მჯერა, რომ ამაზე თქვენთან ერთად ვიმუშავებთ. ჩემი მინისტრობის ერთ-ერთი პირველი ამოცანა და საზრუნავი იქნება ის, რომ რაც შეიძლება მოკლე ვადებში ეს საკითხი დარეგულირებული იყოს.

    ჩვენ სამხედრო სავალდებულო სამსახური უნდა დავაორგანიზოთ იმ ფორმით, როგორც არის აპრობირებული ცივილიზებულ სამყაროში. ჩვენ აქტიურად გავითვალისწინებთ დასავლური ქვეყნების გამოცდილებას, ბალტიისპირეთის ქვეყნების გამოცდილებას. ამ დღეების განმავლობაში გავეცანი შვეიცარიის გამოცდილებას, რომელიც უნიკალურია. არის კიდევ სხვა გამოცდილებები, მაგალითად, ისრაელის, რომელიც ჩემთვის ერთ-ერთი სამაგალითოა. ამიტომ მჯერა, რომ თქვენთან ერთად ვიმუშავებთ და აქტიურად მოვაწესრიგებთ ამ საკითხებს. ასე რომ, მთავარი საზრუნავი იქნება სავალდებულო სამხედრო სამსახურის რეფორმის დასრულება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

    პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, იურიდიულ საკითხთა, თავდაცვისა და უშიშროების და ასევე, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ: შს მინისტრობის კანდიდატი ვახტანგ გომელაური, იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი თეა წულუკიანი, თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატი ქეთევან ციხელაშვილი.
    ლს.

  • “აქედანაც სირცხვილია”-პროტესტი მყინვარწვერიდან

    პროტესტი მყინვარწვერიდან-ალპინისტმა ზურა კვესიტაძემ “სირცხვილიას” მხარდამჭერი ბანერი მყინვარწერზე აიტანა. ამ ფორმით ალპინისტები “სირცხვილიას” კამპანიას შეუერთდნენ სახელწოდებით “აქედანაც სირცხვილია” და 20 სექტემბერს საზოგადოებას პარლამენტთან გასვლისკენ მოუწოდეს.

    შეგახსენებთ, 20 სექტემბერს “სირცხვილიას” ორგანიზებით მასშტაბური საპროტესტო აქციაა დაგეგმილი.

  • სად გააგრძელებს საქმიანობას მამუკა ბახტაძე

    საქართველოს ყოფილი პრემიერი მამუკა ბახტაძე საქმიანობას, სავარაუდოდ, მსოფლიო ბანკში გააგრძელებს. ინფორმაციას ამის შესახებ bm.ge ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით,, ბახტაძე მსოფლიო ბანკის დირექტორთა საბჭოს წევრობისთვის ემზადება.

    bm.ge-ის ინფორმაციით, ყოფილმა პრემიერმა შეთავაზება ამერიკული მხარისგან მიიღო.

    მსოფლიო ბანკი 1945 წელს დაფუძნდა. მისი შტაბ-ბინა ვაშინგტონშია.მისი  მიზანია, განვითარებად ქვეყნებში მდგრადი ეკონომიკური ზრდა, სიღარიბის დაძლევა და ცხოვრების სტანდარტების ამაღლება.

  • „ჭკვიანი” კამერები კიდევ 4 ადგილას ამოქმედდა

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ჭკვიანი“ კამერები კიდევ 4 ლოკაციაზე განათავსა. 

    საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დაცვისა და ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენციის მიზნით,„ჭკვიანი“ კამერები რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, თბილისი-წითელი ხიდის საავტომობილო გზის 4 ლოკაციაზე ამოქმედდა.

    სიჩქარის სექციური კონტროლის სისტემით საქართველოს მასშტაბით უკვე 697 კმ სიგრძის საავტომობილო გზა გაკონტროლდება.

    საქართველოს მასშტაბით სულ ჩართულია 3 952 ვიდეოკამერა, მათ შორის 1345 ნომრის ამომცნობი და 2607 ზოგადი ხედვის ვიდეოკამერა

  • “ჩემთვის ცოტა უჩვეულოა ამ ამპლუაში წარდგენა საზოგადოების წინაშე”-ღარიბაშვილი

    “ჩემთვის ცოტა უჩვეულოა ამ ამპლუაში წარდგენა საზოგადოების წინაშე”-ეს განცხადება ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე გააკეთა.

    “ჩემთვის ცოტა უჩვეულოა ამ ამპლუაში წარდგენა საზოგადოების წინაშე, ვინაიდან თითქმის 4 წელი მე ავიღე პაუზა და ახლა, ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებით, მე ვუბრუნდები, ყოველ შემთხვევაში დაგეგმილია ჩემი დაბრუნება აღმასრულებელ ხელისუფლებაში, თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე, რომელიც არის ჩემთვის უაღრესად საპატიო და საამაყო შემოთავაზება. ამავე დროს, მესმის, რომ ეს დამაკისრებს უდიდეს პასუხისმგებლობას ჩვენი ქვეყნის, ხალხის და საამაყო ჯარისკაცების წინაშე, ამავდროულად მე მესმის ძალიან კარგად რომ ეს დამაკისრეს უდიდეს პასუხისმგებლობას ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის წინაშე “-განაცხადა ღარიბაშვილმა.

    თავდაცვის მინისტრობის კანდიდატს ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე უსმენენ.პროტესტის ნიშნად სხდომას არ ესწრებიან ევროპული საქართველოს და ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები.

  • თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

    „თელასის“ ინფორმაციით, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

    სამგორის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის III მასივის ზემო პლატოს, თრიალეთის და ხომლელის ქუჩების მცხოვრებლებს.

    საბურთალოს რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), იოსებიძის, ანა კალანდაძის და კოსტავას ქუჩების მაცხოვრებლებს. ამასთან, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის, ასათიანის და ზემო დელისის ქუჩების მცხოვრებლებს.

    ნაძალადევის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), თიანეთის, ბუაჩიძის და გუდამაყრის ქუჩების მცხოვრებლებს.

    ისნის რაიონში გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), რიჩარდ ჰოლბრუკის, ჭრელაშვილის, ვლადიმერ ლობჟანიძის, რთველაძის, ჰოსპიტალის, საექიმოს, წერნაკის და ნავთლუღის ქუჩების მცხოვრებლებს.

    ვაკის რაიონში გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის, წყნეთის გზატკეცილის, ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ნინო რამიშვილის, ფალიაშვილის, არაყიშვილის, თაქთაქიშვილის, ირაკლი აბაშიძის და ატენის ქუჩების მცხოვრებლებს.

    გლდანის რაიონში კი, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის I მიკრორაიონის მაცხოვრებლებს, ასევე გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 14 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების და ჯანჯღავას ქუჩის მცხოვრებლებს.

    „კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების და სრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, -აღნიშნულია კომპანიის ინფორმაციაში.

  • “ყველანაირი გონივრული ვადა გავიდა”- ტელეკომპანია “იმედი”, 11 აგვისტოს გასული ფილმის გამო, ორმა თანამშრომელმა დატოვა

    ტელეკომპანია “იმედი” ორმა თანამშრომელმა დატოვა. პაატა შამუგიას და ტორესა მოსის ტელევიზიიდან წასვლა 11 აგვისტოს გასულ ფილმს “ჩვენ მშვიდობით მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს” უკავშირდება.  ამის შესახებ ინფორმაციას “ბათუმელები” ავრცელებენ. 

    “სამი მოთხოვნა მქონდა სულ, წაშლილიყო ვიდეო, არხს მოეხადა ბოდიში და რაიმე ტიპის პასუხისმგებლობა დაეკისრებინათ იმ ადამიანისთვის, ვინც ვიდეოს გაშვებაზე პასუხისმგებლობა აიღო. ჩემი აზრით, ყველანაირი გონივრული ვადა გავიდა, არხს გადაწყვეტილება რომ მიეღო ამ სრულიად გაუგონარ შემთხვევაზე. როდესაც კონკრეტული თანამშრომელი იღებს პასუხისმგებლობას ისეთი პროდუქტის გაშვებაზე ეთერში, რომელიც არხზე არ მომზადებულა, არ შეესაბამება არხის სარედაქციო პოლიტიკას, არ შეესაბამება ამ არხის არანაირ სტანდარტს, არანაირ ჟურნალისტურ სტანდარტს, ბუნებრივია, ამას უნდა მოჰყოლოდა ამ ადამიანის მიმართ კონკრეტული შედეგი. ეს არ მოხდა, ბუნებრივია, რომ ამ დროს არხი იხდის ბოდიშს, იმიტომ, რომ ისეთი პროდუქტი მოხვდა ეთერში, რომელიც არ უნდა მოხვედრილიყო. ამის მიუხედავად ეს არ გააკეთეს. ვთვლი, რომ გადაიკვეთა ის ძალიან მნიშვნელოვანი წითელი ხაზები ჩემთვის, რომლის მიღმაც შეუძლებელია იმუშაო იმ ორგანიზაციაში, რომელიც პროფესიულ სტანდარტს ასე პასუხობს. რაღაც კონკრეტული ნაბიჯი უნდა გადამედგა. მე გავაკეთე ჩემი არჩევანი. არ ყოფილა არანაირი ზეწოლა. არ დასმულა ასე საკითხი – ან წადი ან დარჩი. მე თვითონ ჩავთვალე, რომ ჩემთვის შეუძლებელი იყო თანამშრომლობის გაგრძელება” – განაცხადა ტორესა მოსმა “ბათუმელებთან”.

    როგორც ტორესა მოსი აცხადებს,მიუხედავად იმისა რომ არხმა ვიდეო წაშალა, არ შესრულა 2 მოთხოვნა, არ მოუხდია ოფიციალურად ბოდიში და არ დაეკისრა ნიკა ლალიაშვილს დისციპლინური პასუხისმგებლობა.

    შეგახსენებთ,რომ 11 აგვისტოს იმედზე” გასულ სკანდალურ ფილმზე,“ჩვენ მშვიდობით მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს” რომელსაც საზოგადოების და ოპოზიციის მხრიდან დიდ კრიტიკა მოჰყვა, პასუხისმგებლობა არხის გენერალური დირექტორის მოადგილემ ნიკა ლალიაშვილმა აიღო. ლალიაშვილი აცხადებს, რომ ფილმის პროდიუსერი თავად არის.

  • მიქაუტაძე, თადუმაძე და სხვები – უზენაესის მოსამართლეობის საბოლოო კანდიდატების სია ცნობილია

    იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტისადმი წარსადგენი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა საბოლოო სია შეარჩია. სიაში 20 კაცია. ფარული კენჭისყრა იუსტიციის საბჭოში ორ ეტაპად ჩატარდა.

    კენჭისყრის შედეგად დაგროვებული ხმების მიხედვით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, უზენაესი სასამართლოს მოსმართლეობის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტის წინაშე განსახივლელად ნომინირებული იქნებიან შემდეგი კანდიდატები: თამარ ალანია- 11 ხმით; მერაბ გაბინაშვილი- 11 ხმით; შოთა გეწაძე – 11 ხმით; მირანდა ერემაძე – 10 ხმით; მამუკა ვასაძე – 10 ხმით; მაია ვაჩაძე – 11ხმით; თამარ ზამბახიძე- 11 ხმით; შალვა თადუმაძე- 10 ხმით; ზაზა თავაძე- 10 ხმით; ვლადიმერ კაკაბაძე-10 ხმით; ლევან მიქაბერიძე – 10 ხმით; გიორგი მიქაუტაძე- 11 ხმით; პაატა სილაგაძე- 10 ხმით; ნუგზარ სხირტლაძე – 11 ხმით; ლალი ფაფიაშვილი – 11 ხმით; ნინო ქადაგიძე -11 ხმით; ლაშა ქოჩიაშვილი- 10 ხმით; ქეთევან ცინცაძე- 10 ხმით; ალექსანდრე წულაძე- 10 ხმით; გოჩა ჯეირანაშვილი – 10 ხმით – იქნება ნომინირებული პარლამენტში.

    აღსანიშნავია,რომ იუსტიციის საბჭოში კენჭისყრის ორი პროცედურა ჩატარდა. უფრო კონკრეტულად, მას შემდეგ,რაც საბჭომ 50 კანდიდატიდან კენჭი 20 კანდიდატს ფარულად უყარა, მონაცემები იუსტიციის საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. კანონის მიხედვით,ამის შემდეგ საბჭომ კიდევ ერთი კენჭისყრა ჩაატარა, სადაც საბჭოს წევრებმა ფარულად შერჩეულ 20 კანდიდატს უკვე სათითაოდ უყრეს კენჭი, სწორედ იმის გასარკვევად – უნდა წარედგინათ, თუ არა კანდიდატურა საქართველოს პარლამენტისთვის განსახილველად.

    კანდიდატი წარდგენილად ჩაითვლება მაშინ, თუ მას საბჭოს ღია სხდომაზე, ფარული კენჭისყრით მხარს დაუჭერს საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი.

  • თბილისში კოშკის დემონტაჟს დამტვერიანება მოჰყვა (ვიდეო)

    საბურთალოზე, ცინცაძის ქუჩაზე კოშკის შიდა ნაწილის დემონტაჟს დამტვერიანება მოჰყვა. ამის ამსახველ  ვიდეო-მასალას  ფეისბუქ გვერდი “ჩემი ქალაქი მკლავს” ავრცელებს.  მერიამ კომპანია აღნიშნულთან დაკავშირებით გააფრთხილა და ხვალიდან დმეონტაჟი სველი წესით გაგრძელდება.   სამშენებლო სამუშაოები შესაბამისი ნებართვის ფარგლებში კერძო ტერიტორიაზე მიმდინარეობს.