Category: არქივი

  • თბილისში, კატასტროფის ჯგუფის ავტომობილს მიკროავტობუსი დაეჯახა

    თბილისში ჯანდაცვის სამინისტროს კატასტროფის ჯგუფის ავტომობილს მიკროავტობუსი დაეჯახა. ამის შესახებ ინფორმაციას imedinews  ავრცელებს. შემთხვევა დღეს  დიღომში, რობაქიძის გამზირზე  მოხდა. დაშავებულები არიან ექიმები.

    შინაგან სქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

  • საქართველოში სამთო-სათხილამურო კურორტები იხურება

    საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს სამთხო-სათხილამურო კურორტები იხურება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

    „ასევე საკოორდინაციო საბჭოზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რეკომენდაცია მიეცეს კაფეებს, რესტორნებს და ბარებს შეზღუდონ მათი მომსახურების ის ნაწილი, რომელიც დაკავშირებულია უშუალოდ მოქალაქეების მომსახურებასთან, მათ ექნებათ საშუალება, გააგრძელონ ოპერირება და ფუნქციორება ე.წ. გატანის სერვისებისთვის, თუმცა ჩვენი რეკომენდაციაა მაქსიმალურად შეიზღუდოს თავშეყრის ადგილები და კონტაქტი ჩვენს თანამოქალაქეებთან“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

    შეგახსენებთ, რომ დღეს დილით “მთვრალმა ალუბალმა” გაავრცელა ინფორმაცია, იმის შესახებ რომ ჩეხ ტურისტებს კორონა ვირუსი დაუდასტურდათ. ინფიცირებულ პირებს ვირუსის სიმპტომები გუდაურში გამოუვლინდათ, ისინი “მთვრალ ალუბალს” ხშირად სტუმრობდნენ.

  • საქართველო საზღვარზე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის შემოსვლას კრძალავს

    საქართველომ 18 მარტის, 00:00 საათიდან, ორი კვირის განმავლობაში, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვს შემოსვლა აკრძალა.

    როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, საქართველოს მოქალაქეებს, რომლესაც ექნებათ სურვილი სამშობლოში დაბრუნების, შესაძლებლობა მიეცემათ, გამოიყენონ ის ავიამიმოსვლა, რომელსაც ახორციელებს საქართველოს ავიახაზები.

  • მთავრობამ შესაძლოა საქართველოში კაფე–რესტორნების დახურვის გადაწყვეტილება მიიღოს

    მთავრობამ შესაძლოა, საქართველოში რესტორნებისა და კაფე-ბარების დახურვის გადაწყვეტილება მიიღოს. ეს  საკითხი კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დააყენა.

    „დღეს ჩვენ ერთმნიშვნელოვნად უნდა ვიმსჯელოთ და მივიღოთ გადაწყვეტილება კაფის, რესტორნის, ბარების დახურვასთან დაკავშირებით. სხვანაირად გაგვიჭირდება მართვა. ფინანსთა სამინისტრომ ამაზე უნდა იმუშაოს, რანაირად შეგვიძლია ამ ეფექტის შერბილება“, – თქვა პრემიერმა.

  • ჩეხეთში ახალი კორონავირუსის გამო, კარანტინი გამოცხადდა

    ჩეხეთის ხელისუფლებამ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, მთელი  ქვეყნის მასშტაბით კარანტინი გამოაცხადა.

    როგორც, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ანდრეი ბაბიში აცხადებს, კარანტინი 24 მარტამდე, ადგილობრივი დროით 18:00 საათამდე, გაგრძელდება.

    „კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად გადავწყვიტეთ, რომ მოქალაქეების თავისუფალი გადაადგილება შევზღუდოთ,“- განაცხადა  ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა. 

    შეგახსენებთ, რომ დღეს დილით გუდაურში მდებარე”მთვარლმა ალუბალმა”  ფეისუბქ გვერდზე განცხადება გამოაქვეყნა.
    განცხადებაში ნათქვამი იყო რომ  4 მარტს გუდაურში  6 ჩეხი ტურისტი ჩავიდა, რომლებიც რეგულარულად სტუმრობდნენ რესტორანს.  6 ტურისტიდან 3-ს  საქართველოს ტერიტორიის დატოვების შემდეგ საკუთარ ქვეყანაში კორონავირუსი დაუდასტურდათ. 

    ამავე თემაზე : 

    3 ტურისტი, რომლებსაც კორონავირუსი დაუდგინდათ, გუდაურში ერთ-ერთ რესტორანს რეგულარულად სტუმრობდნენ 

    ჩეხ ტურისტებს კორონავირუსი სამშობლოში დაბრუნების შემდეგ დაუდასტურდათ-დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენელი

  • 3 ტურისტი, რომლებსაც კორონავირუსი დაუდგინდათ, გუდაურში ერთ-ერთ რესტორანს რეგულარულად სტუმრობდნენ

    გუდაურში მდებარე რესტორანი –  “მთვრალი ალუბალი“ და მისი თანამშრომელი ფეისბუქის გვერდზე წერენ, რომ  4 მარტს  გუდაურში 6 ჩეხი ტურისტი ჩავიდა რომელთაგან 3-ს  დღეს დაუდგინდა კორონავირუსი.  “მთვრალი ალუბალის” ინფორმაციაზე დაყრდნობით,  სამივე დაინფიცირებული ტურისტი ”მთვრალ ალუბალში”  რეგულარულად დადიოდნენ. 

    შეგახსენებთ, რომ ჩეხ  3 ტურისტს კორონავირუსის სიმპტომები, მას შემდეგ გამოუვლინდა, რაც  საქართველოს საზღვრები დატოვეს და  სამშობლოში დაბრუნდნენ. 

    “მეგობრებო,დღეს დაგვირეკეს დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან და შეგვატყობინეს, რომ 4 მარტს გუდაურში ჩამოვიდა 6 ჩეხი ტურისტი, რომელთაგან 3-ს დღეს აღმოაჩნდა კორონა ვირუსი. ამ ტურისტებმა გამოკითხვის დროს აღნიშნეს, რომ ყოველ დღე დადიოდნენ რესტორან მთვრალ ალუბალში.

    ჩვენ ყველანი ვართ თვითიზოლაციაში , რესტორანი დაკეტილია , 2 ჩვენი თანამშრომელი მაღალი სიცხით ელოდება კატასტროფის ბრიგადას … ვინც ამ დღეებში იყავით მთვრალ ალუბალში, გთხოვთ იზრუნოთ თქვენს და თქვენი გარშემომყოფების ჯამრთელობაზე, გთხოვთ, რომ მიმართოთ კონსულტაციისთვის სამედიცინო დაწესებულებას… იმედს ვიტოვებ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და არავის არაფერი არ აღმოგვაჩნდება … გისურვებთ ჯანმრთელობას“– წერს მთვრალი ალუბლის ფეიბუქ გვერდზე რესტორნის თანამშრომელი.

    შეგახსენებთ, რომ კვირას საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 33 მდე გაიზარდა. ბოლო სამი შემთხვევის დადასტურების შემდეგ ოფიციალურად არ დასახელებულა დაინფიცირებულთა მოქალაქეობა. მინიშნებით ითქვა მხოლოდ ის, რომ ისინი ტურიზმს უკავშირდებოდნენ.

    შესაბამისად, თავდაპირველად ბუნდოვანი იყო 3 ჩეხი ტურისტი ირიცხებოდა თუ არა საქართველში ინფიცრებულთა საერთო სტატისტიკაში.  თუმცა ახლახან გახდა ცნობილი რომ  მათ კორონავირუსი სამშობლოში დაბრუნებისას გამოუვლინდათ.

    შენიშვნა: ნიუსის თავდაპირველი სათაური იყო “საქართველოში ბოლო სამი ინფიცირებული ტურისტია, რომლებიც გუდაურის ერთ–ერთ რესტორანში რეგულარულად დადიოდნენ ”. სათაური დაზუსტდა კონტექსტის უკეთ აღსაქმელად.

  • საქართველოსა და რუსეთს შორის მოქალაქეთა გადაადგილება დროებით ჩერდება

    დღეიდან საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის მოქალაქეთა გადაადგილება დროებით ჩერდება.

    ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

    მათივე ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას დავალებით, პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე დღეს დილით ტელეფონით ესაუბრა საქართველოსა და რუსეთს შორის მიმდინარე ორმხრივი დიალოგის (ე.წ. პრაღის ფორმატი) ფარგლებში რუსეთის ფედერაციის დელეგაციის ხელმძღვანელს, რუსეთის ფედერალური სათათბიროს ფედერალური საბჭოს წევრს გრიგორი კარასინს.

    „კორონავირუსის საფრთხის გავრცელების გათვალისწინებით, საუბრის დროს განხილულ იქნა საკითხი მიმდინარე წლის 16 მარტიდან საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის მოქალაქეთა გადაადგილების დროებით შეჩერების შესახებ.

    აღინიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება არ გავრცელდება შესაბამისად რუსეთის ფედერაციის და საქართველოს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც გამოთქვამენ საკუთარ ქვეყანაში დაბრუნების სურვილს. შეზღუდვები არ გავრცელდება სატვირთო გადაზიდვებზე“, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის გავრცელებულ განცხადებაში.

  • “შარშან ჩემი შვილი იყო ავად ღორის გრიპით და თან გადაყვა“– სააკაშვილი ამირან გამყრელიძეს მადლობას უხდის

    საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებით საუბრისას დაავადებათა კონოტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, ამირან გამყრელიძეს მადლობა გადაუხადა. სააკაშვილი პანდემიასთან დაკავშირებით არსებულ სიტუაციაზე საუბრობდა, რომელშიც მისი აზრით დიდ როლს თამაშობს ლუგარის ლაბორატორია. სააკაშვილი ამბობს, რომ მისი დამსახურებით საქართველოს სამედიცინო ინფრასტრუქტურა დღეს ბევრ სხვა ქვეყანაზე უკეთ არის მომზადებული:

    “მე მაგალითად მქონდა საშუალება ნიკუშა გამომეყვანა საქართვეოლდან, ჩამომეყვანა უკრაინაში, მაგრამ ჩვენ ყველამ ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება,რომ საქართველო დღეს ბევრად უფრო დაცულია ინფრასტრუქტურის გამო, თუ გაითვალისწინებთ ხელოვნური ვენტილაციის აპარატებს, სამედიცინო პერსონალის მომზადებას, საავადმყოფოებს.“

    წამყვანის კითხვაზე, როგორ აფასებს ამირან გამყრელიძის, თენგიზ ცერცვაძის და პაატა იმნაძის სამეულის მუშაობას, მიხეილ სააკაშვილმა თქვა:

    “რაც შეეხება ამ სამეულს, მართლაც, და საერთოდ ქართველ ექიმებს ეკუთვნით ძალიან დიდი მადლობა ქართული საზოგადოებისგან და პირადად ჩემგანაც. მინდა ვთქვა, რომ მაგალითად შარშან ამირან გამყრელიძემ მიიღო მონაწილეობა, ჩემი შვილი იყო ავად ე.წ. ღორის გრიპით და თან გადაყვა და პირადად მადლობა მინდა ვუთხრა. ცერცვაძესთან მე ვმუშაობდი ძალიან მჭიდროდ და სანდრა მუშაობდა ძალიან მჭირდროდ როცა შიდსმა დაიწყო გავრცელება ძალიან სწრაფად. უნდა ვთქვა, რომ ცერცვაძის დამსახურებაა, რომ საქართველოში ვიჩ ინფექციის გავრცელების მინიმზაცია მოხდა მაშინ.პირველებმა შემოვიტანეთ მაშინ წამლები გლობალური ფონდიდან.

    ესენი ძაან მაგრები არიან მართლა, მე არ ვიცი უკრაინაში ასეთი დონის ვინ არის.“– განაცხადა სააკაშვილმა.

    ხელისუფლების ქმედებების შეფასებისას სააკაშვილი ამბობს, რომ მათ მიერ გატარებული ზომები მისთვის მისაღებია:

    “ადვილია გვერდიდან კრიტიკა. არ ვარ ამათი დიდი ფანი, მაგრამ ძირითადი ზომები რაც არის მიღებული არის სწორი. სხვა საკითხია, რომ ეს ზომები უნდა მიღებულიყო უფრო ადრე. ჩინეთი უფრო ადრე უნდა ჩაგვეკეტა, ირანიც. ამაზე ვლაპარაკობდი მე და ქსენოფობად გამომიყვანეს„– ამბობს სააკაშვილი, თუმცა ხელისუფლებას სხვა საკითხებში აკრიტიკებს, მათ შორის დაუცველად დარჩენილ ემიგრანტებთან დამოკიდებულებაში და ეკონომიკურ პოლიტიკაში.

  • ჩინეთის ნაჩუქარი კორონავირუსის დამდგენი 1000 სწრაფი ტესტი უკვე საქართველოშია

    კორონავირუსის გამომვლენი 1000 სწრაფი ტესტი, რომელიც ჩინეთმა საქართველოს აჩუქა, უკვე თბილისშია. მათი საერთო ღირებულება დაახლოებით 420 ათასი აშშ დოლარია.

    „ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და სიჩუანის პროვინციის მთავრობას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად, ჩინურმა მხარემ მიიღო გადაწყვეტილება შესაბამისი აღჭურვილობით, დაახლოებით 420 ათასი აშშ დოლარის ღირებულების კორონავირუსისა და ასევე, სხვა რესპირატორული ვირუსების გამოსავლენი 1000 (ათასი) ცალი სწრაფი ტესტის საქართველოსთვის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ.

    საქართველოს საელჩო მადლობას უხდის სიჩუანის პროვინციის მთავრობას მხარდაჭერისთვის.

    აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის არსებულ მყარ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს”, – ნათქვამია ჩინეთში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

  • ბოლო დღე-ღამეში იტალიაში კორონავირუსით 368 ადამიანი გარდაიცვალა, 3590 დაავადდა

    იტალიაში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული სტატისტიკა განახლდა. უახლესი ინფორმაციით, იტალიაში COVID 19-ით გარდაცვალებულთა რაოდენობა 368-ით გაიზარდა, ინფიცირებულების კი 3590-ით.

    ეს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, რაც იტალიაში ბოლო დღეების განმავლობაში დაფიქსირებულა. მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსი იტალიაში ყველაზე მზარდად ვრცელდება.

    ბოლო 24 საათში ყველა ქვეყანაში ერთად 632 ადამიანი დაიღუპა, 6455 კი დაავადდა.

    საქართველოში დღეს საღამოს ინფიცირების კიდევ 3 შემთხვევა დაფიქსირდა, ჯამში ინფიცირებული 33 ადამიანია.