Category: არქივი

  • “გადადგომით მე დავადასტურებ რომ თავს დამნაშავედ ვგრძნობ – არ ვგრძნობ!”- გიორგი გახარია

    პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ, დეპუტატ ბექა ნაცვლიშცვილის კითხვას – 20-21 ივნისის მოვლენებიდან გამომდინარე, იქნებოდა თუ არა კარგი პრეცედენტი გიორგი გახარიას გადადგომა, ასე უპასუხა: „საერთოდ ნებისმიერი თანამდებობა არის გამოწვევა და პასუხისმგებლობა, სხვა არაფერი. მაგრამ არგადადგომის ძირითადი მოტივი იყო პრინციპი, ჩვეულებრივი პრინციპი.

    როდესაც მე ვამბობ, რომ ეს იყო პარლამენტზე შტურმი, ორგანიზებული პოლიტიკური ძალების მიერ, მასობრივი შეტევა პოლიციაზე, რომელიც ყველამ ნახა, ამის შემდგომ მე აბსოლუტურად გააზრებულად, თითოეულ კეთილსინდისიერ პოლიციელს ვინც ამ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, ვუხდი მადლობას, რომ მათ სახელმწიფო ინსტიტუტი გადაარჩინეს ძალადობრივი სტატუს-კვოს ცვლილებისგან და ამ დროს გადადგომით, მე რატომღაც ვიღაცას დავუდასტურებდი, რომ თავს ვგრძნობ დამნაშავედ. არ ვგრძნობ! მიუხედავად იმისა, რომ, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობას ვგრძნობ თითოეულ დაშავებულ ადამიანზე, რომელსაც მოხვდა რეზინის ტყვია, რომელმაც მიიღო სხვა სახის დაზიანება, თითოეულ მათგანზე, რომელმაც დაკარგა თვალი. უნდა ვაღიაროთ, რომ ასეთი 2 ადამიანი გვყავს. მაგრამ პასუხისმგებლობას ასევე ვგრძნობ იმაზეც, რომ სახელმწიფომ მათზე ზრუნვის პოზიტიური ვალდებულება შეასრულოს. ასევე ვგრძნობ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ის პოლიციელები, რომლებიც აქ კეთილსინდისიერად იდგნენ, 2 საათის განმავლობაში ითმენდნენ 300 გატაცებულ ფარს, მათ გატაცებას ბრბოში, ფიზიკურ შეურაცხყოფას, ისინი ხვალ არ გახდნენ მორალური ბულინგის მსხვერპლი, რასაც ბევრი ცდილობს. მათ უნდა ჰქონდეთ შეგრძნება, ხვალ, ზეგ და მომავალში ისინი ამ ქვეყანას უნდა ემსახურონ. სახელმწიფო ინსტიტუტში ფიზიკურად შეჭრას ჰქვია შტურმი; აქ არ არის საუბარი სიმღერით, ცეკვით, ლექსებით ან კიდევ რაღაცით, შტურმით! ამას ჰქვია თავისი სახელი – ორგანიზებული თავდასხმა პოლიტიკური კონიუნქტურის რეალობის შეცვლის მიზნით. მე რომ დამეშვა მათი აქ შემოჭრა, მაშინ უნდა გადავმდგარიყავი“, – განაცხადა გახარიამ.

  • შსს-მ ემზარ კვიციანსა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიება დაიწყო

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ დეპუტატ ემზარ კვიციანსა და აქცია „სირცხვილიას“ წარმომადგენლებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიება დაიწყო.

    „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოში პარლამენტის შენობის მიმდებარედ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

    გამოძიების ფარგლებში, ჩატარდება ყველა საგამოძიებო მოქმედება, გამოიკითხებიან ინციდენტში მონაწილე პირები, ასევე, მოხდება არსებული ვიდეოჩანაწერების შესწავლა, რის შემდეგაც ქმედებას მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება“, – აცხადებენ შსს-ში.

    შეგახსენებთ, რომ პარლამენტის შენობასთან დაპირისპირება რამდენიმე საათის წინ მოხდა. აქცია „სირცხვილიას“ მონაწილეებთან დეპუტატი ემზარ კვიციანი მივიდა, რომელმაც მომიტინგეებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნულს შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

  • “სუსის ყველა ფეიჯი შენ გეძღვნება”- ნანუკა ჟორჟოლიანი შვილს მიმართავს

    ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი საკუთარ შვილს მიმართავს. “სუსის ყველა ფეიჯი შენ გეძღვნება, სწორ გზაზე ხარ”- ამხნევებს ნანუკა ჟორჟოლიანი მარიამ გეგუჩაძეს. 

    “Mariam Geguchadze -სუსის ყველა ფეიჯი შენ გეძღვნება პერსონალურად:)) ზოგი საყვარლად, ზოგი აგრესიით, ზოგი ისე, ზოგი ასე, რაც იცი რასაც ნიშნავს. მეასედ გავიმეორებ, სწორ გზაზე ხარ ☺️ თან ახლა უკვე ცხვრებით “- წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.

  • ნიკა მელია პარლამენტში მივიდა

    “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია პარლამენტში მივიდა.

    „მე გამოვიყენებ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს და სიტყვით გამოვალ დარბაზში. ჩემს სათქმელს იქ ვიტყვი. მას შემდეგ, რაც სამაჯურით შემამკეს, საპარლამენტო სხდომა არ ჩატარებულა.დღეს საქართველოს ყველა მოქალაქემ იცის, რომ ვერც ერთი უფლებით ვერ სარგებლობს. ივანიშვილის ხელისუფლებას კეფაში ესმის ხალხის სუნთქვა. დღეს ქართველი მართალი ხალხი სიტორიის სწორ მხარეს დგას. ამ სამყაროში იმაზე ღირებული არ შექმნილა, ვიდრე მართალი ადამიანია და ასეთი ადამიანი მთასაც გადადგამს. რომელი მთა ივანიშვილია. ფინიში ახლოსაა და გამარჯვებამდე ცოტაღა დარჩა“,- განაცხადა ნიკა მელიამ.

  • “კვიციანი ჯერ გვაგინებდა, მერე კი აქციის მონაწილეებს ხელი დაარტყა”- გიგა მაქარაშვილი

    აქცია „სირცხვილიას“ ერთ-ერთი ორგანიზატორის, გიგა მაქარაშვილის განცხადებით, „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატმა ემზარ კვიციანმა აქციის მონაწილეებს რამდენჯერმე ხელი დაარტყა.

    როგორც მაქარაშვილმა აღნიშნა, დეპუტატი ასევე სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა აქციის მონაწილეებს.

    „აქციის მონაწილეებს, რომლებსაც არავითარი ქმედება არ ჩაუდენიათ, რამდენჯერმე დაარტყა ხელი, იქამდე მთელი 20 წუთი გვაგინებდა. მხოლოდ მას შემდეგ გაიყვანეს, გაარიდეს აქაურობას კვიციანი, რაც პოლიციის უფროსი მოვიდა, რომლისგანაც მივიღეთ დაპირება, რომ ძალიან მალე შეისწავლიან საქმეს. შესასწავლი არაფერი არ არის, პოლიციის ბიჭებს რომ ჰკითხოთ, ყველამ დაინახა, რაც მოხდა. 100-ზე მეტი პოლიციელი ხედავდა, რაც მოხდა. თუ ეს საქმე ძალიან, ძალიან სწრაფად არ იქნება გამოძიებული და ემზარ კვიციანი არ აგებს პასუხს, მაშინ მე პირადად ვიტოვებ უფლებას, რომ ამ პოლიციას, ამ შემადგენლობით პატივი აღარ ვცე“, – განაცხადა მაქარაშვილმა.

  • სააკაშვილმა და ბოკერიამ მართლაც ცხვრებივით მორეკეს ის ხალხი – სოფო კილაძე აქტივისტებზე

    “სააკაშვილმა და ბოკერიამ მართლაც, რომ ცხვრებივით მორეკეს ის ხალხი, ვინც წინ დგას”, – ეს განცხადება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა სოფო კილაძემ გააკეთა.

    “ძალიან სამწუხაროა, რომ ისინი ვითომ დამოუკიდებელი აქტივისტების საფარქვეშ ცდილობენ წარმოაჩინონ ისე, თითქოს ხალხის უმრავლესობა არის გიორგი გახარიას წინააღმდეგი. ეს სიცრუეა. სააკაშვილის და ბოკერიას რამდენიმე აქტივისტია. საგნობრივი კრიტიკის ნაცვლად ასეთ მასკარადებს აწყობენ ყოველდღე”, – განაცხადა კილაძემ.

    შეგახსენებთ, რამდენიმე წუთის წინ დაპირისპირება მოხდა პარლამენტთან. “სირცხვილიას” აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან ცხვრები მიიყვანეს. პარლამენტიდან გამოსულ ემზარ კვიციანსა და აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა. ეზმარ კვიციანი პოლიციამ ტერიტორიიდან გაიყვანა. 

  • ხმაური პარლამენტთან-აქციის მონაწილეებსა და ემზარ კვიციანს შორის დაპირისპირებაა

    პარლამენტის შენობასთან ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეებთან დეპუტატი ემზარ კვიციანი მივიდა, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებსა და დეპუტატს შორის შეხლა-შემოხლა მოჰყვა. ადგილზე ვითარების განმუხტვას ამ წუთებში პოლიცია ცდილობს. სამართალდამცავებს ემზარ კვიციანი ადგილიდან გაჰყავთ

    „დააკავეთ”- აქცია „სირცხვილიას“ მონაწილეები ამ წუთებში კვიციანის დაკავებას ითხოვენ.

  • ამას ქვია პოლიციური რეჟიმი, რაც აბსოლუტურად მიუღებელია – ლევან გოგიჩაიშვილი

    „საპოლიციო რეჟიმი, რაც ბოლო ორი დღის განმავლობაში პარლამენტში მოქმედებდა, არის აბსოლუტურად მიუღებელი“ – ეს განაცხადა დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა, სადაც ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი განიხილება.

    გოგიჩაიშვილის განცხადებით, ადამიანებს, რომლებსაც აქვთ პრეტენზია, რომ მართონ ქვეყანა, იმის შესაძლებლობაც უნდა ჰქონდეთ, რომ რამოდენიმე აქტივისტის თუნდაც არასასიამოვნო პროტესტი მოისმინონ.  

    ”2 დღის განმავლობაში აკრძალული მქონდა საშვი გამომეწერა ადამიანებისთვის და აქ შემოსულიყვნენ. ამას ჰქვია პოლიციური რეჟიმი და არ არის დემოკრატია. არც საპარლამენტო ცხოვრებას უხდება და არც არაფერს უხდება და მითუმეტეს მთავრობის დამტკიცებას შეიარაღებული ხალხის გარემოცვით“, – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

    გოგიჩაიშვილს პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა და მას საპარლამენტო დემოკრატიის მნიშვნელობა აუხსნა. არჩილ თალაკვაძის განმარტებით, საპარლამენტო დემოკრატია პირველ რიგში ის არის, როდესაც ოპოზიცია ასრულებს თავის ფუნქციას პარალმენტში, მონაწილეობს სხდომებში და ოპონირებას უწევს ხელისუფლებას.

    „საპოლიციო რეჟიმში თუ სასტვენებს გულისხმობდით, სასტვენების ხმა ჩვენ აქ მოვისმინეთ და თან მშვიდად. რაც შეეხება საშვების საკითხს, შეგახსენებთ, რომ კანონმდებლობით და იმ რეგულაციებით, რაც მოქმედებს პარლამენტში, პარლამენტის თავმჯდომარეს აქვს უფლება ასეთი ზომები გამოიყენოს, თუ ამის საჭიროება არსებობს – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

  • “თქვენს ნიჭიერებაში, პატიოსნებაში და ვაჟკაცობაში და გულმხურვალებაში ეჭვი არ მეპარება”-ზაზა პაპუაშვილი (ვიდეო)

    “თქვენს ნიჭიერებაში, პატიოსნებაში და ვაჟკაცობაში და გულმხურვალებაში ეჭვი არ მეპარება”-ამ სიტყვებით ქართული ოცნების დეპუტატმა ზაზა პაპუაშვილმა გახარიას და მის მინისტრთა კაბინეტს მიმართა და ნდობა გამოუცხადა.

    “მნიშვნელოვანია, როდესაც ხელისუფლება შედგება სუფთა ადამიანებისგან და ის არ იტყუება. მე ძალიან დიდი თხოვნა მაქვს, რომ ეს ავტორიტეტი შეინარჩუნოთ. მე თქვენ ძალიან კარგად გიცნობთ და არც თქვენს ნიჭიერებაში, პატიოსნებაში და ვაჟკაცობაში და გულმხურვალებაში ეჭვი არ მეპარება. ეს არის ჩემი კითხვაც და პასუხიც და აქედან გამოდის ყველაფერი დანარჩენი იმ შრომაში გავაკეთოთ ერთად”-განაცხადა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე.

  • „ევროპული საქართველო“ დღევანდელ პლენარულ სხდომას ბოიკოტს უცხადებს

    „ევროპული საქართველო“ დღევანდელ პლენარულ სხდომას, სადაც  მთავრობის ახალ შემადგენლობა უნდა დაამტკიცონ, ბოიკოტს უცხადებს.

    „დღეს პარლამენტში „ქართულმა ოცნებამ“ რა მასკარადიც უნდა ჩაატაროს, ვფიქრობ, რომ ეს არ ემსახურება ქართველი ხალხის ინტერესებს. კითხვები, რაც გახარიას მიმართ არსებობს, ძალიან ნათელია – ეს უკავშირდება 20 ივნისის „გავრილოვის სისხლიან ღამეს“, ია კერზაიას, სარალიძის და სხვა ძალიან ცნობილ საქმეებს, სადაც პირდაპირ გახარია არის პასუხისმგებელი. რაც შეეხება ქვეყნის მდგომარეობას, ეს ასახულია სავალუტო ჯიხურების ტაბლოებზე, ეს არის ჩვენი ქვეყნის სრული უპერსპექტივობა, სიღარიბე, უმუშევრობა და ფასებს ზრდა. ქართულმა საზოგადოებამ ძალიან კარდად იცის, ვიდრე ქვეყანას „ქართული ოცნება“ მართავს, სიღარიბისა და გაჭირვების საშველი არ იქნება. ამიტომ გამოსავალია საპარლამენტო არჩევნების გზით ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოცილება“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

    ამ წუთებში საკანონმდებლო ორგანოში პლენარული სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს.