Category: არქივი

  • “თავს დამესხნენ ცხვრებით”- ემზარ კვიციანი

    დეპუტატი ემზარ კვიციანი აცხადებს, რომ მას რუსთაველის გამზირზე არავისთვის დაურტყამს და პირიქით აქეთ გახდა თავდასხმის მსხვერპლი.

    “ჩვენ ხმას არ ვაძლევდით მთავრობას ამიტომ ავდექი და წამოვედი . ტაქსი ვერ ამოვიდა, ქვემოთ ჩავდიოდი. იქ დამესხნენ თავს სასტვენებით, ცხვრებით, დამიწყეს მთელი ამბავი. მე თავი დავიცავი”, – განაცხადა კვიციანმა.

    ჟურნალისტის შეკითხვას თუ სად წაიყვანა პოლიციამ ის, ემზარ კვიციანმა ასე უპასუხა: “პოლიციამ წამიყვანა რესტორან ამბრაში სოხუმში იქ ვიქეიფეთ და დავბრუნდით”,’

    შეგახსენებთ, რომ პარლამენტის შენობასთან დაპირისპირება მოხდა. აქცია „სირცხვილიას“ მონაწილეებთან დეპუტატი ემზარ კვიციანი მივიდა, რომელმაც მომიტინგეებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მომიტინგეებმა კი მას „რუსეთის მონა“ და მოღალატე ეძახეს. აღნიშნულს შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

    კვიციანი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან პოლიციამ გაიყვანა.

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ დეპუტატ ემზარ კვიციანსა და აქცია „სირცხვილიას“ წარმომადგენლებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

    ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ ემზარ კვიციანი პოლიციას, ოპერატორს და აქტივისტებს ურტყამს

  • “მორალური ზიანის ასანაზღაურებლად, გარანტიას ვაძლევთ ცხვრებს რომ სიცოცხლეს ჩაქაფულში არ დაასრულებენ”- შოთა დიღმელაშვილი

    აქცია “სირცხვილიას” ერთ-ერთი ორგანიზატორი შოთა დიღმელაშვილი, ბოდიშს იხდის ცხვრებისთვის მიყენებული მორალური ზიანის გამო. ამის შესახებ ის განცხადებას სოციალურ ქსელში აკეთებს.

    ‘მიუხედავად იმისა, რომ მანიფესტანტებმა ყველა ღონე იხმარეს, ცხვრები არ დასტრესილიყვნენ – კერძოდ არ დააფრთხეს სტვენით, ხმაურით, აბალახეს კიდეც, ეპყრობოდნენ პატივით და ესაუბრებოდნენ იმაზე თავაზიანად, ვიდრე ჩვენი მთავრობა იმსახურებს, შესაძლოა, უჩვეულო გარემოში აღმოჩენის გამო ზოგიერთმა მათგანმა მაინც ინერვიულა.

    ამის გამო ბოდიშს ვიხდით. ცხვრებისთვის მიყენებული მორალური ზიანის ასანაზღაურებლად გადავწყვიტეთ, გარანტია მივცეთ მათ, რომ ჩაქაფულში არ დაასრულებენ სიცოცხლეს. ეს ცხვრები შევიძინეთ, რათა გავაჩუქოთ მზრუნველ მსურველებზე.

    ვკითხეთ მათ, ასეთი კომპენსაცია რომელს გაწყობთო და თითოეულმა მათგანმა გვიპასუხებდა “მეეეეო”.

    ახლა ზუკას სტრესზე ნერვიულობის ჯერია, რომელსაც მტერთან კოლაბორაციონისტმა დეპუტატმა სამჯერ დაარტყა, მან კი შეურაცხყოფა მოითმინა და ხელი არ შეუბრუნა.

    ეს ყველაფერი მოხდა პოლიციის თვალწინ, რომელსაც ხულიგნობისთვის შესაფერისი კვალიფიკაცია უნდა მიეცა, მაგრამ ისე მოხდა, რომ ახლა დამნაშავე სპორტის სასახლეში და ჩადენილით კმაყოფილების ეპიფანიაში ერთდროულად არის და კონტრაქციას ხოდავს.

    ჰოდა კიდევ რამეზე ხო არ გვენერვიულა?”- წერს შოთა დიღმელაშვილი სოციალურ ქსელში.

  • “მოგცათ კარგი „პადაჩა“ „ნაცმოძრაობის“ წევრმა?”- ადა მარშანია ნიკა მელიას გამოსვლის შემდეგ

    რა გამოცოცხლებაა დარბაზში?! მოგცათ კარგი „პადაჩა“ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა?, – ასე მიმართა „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, დეპუტატმა ადა მარშანიამ უმრავლესობას და მინისტრთა კაბინეტის მომავალ წევრებს ნიკა მელიას გამოსვლის დასრულების შემდეგ.

    როგორც მარშანიამ აღნიშნა, „ასეთი ოპოზიცია ჰყავს უვარგის ხელისუფლებას“.

    „რა გამოცოცხლებაა დარბაზში?! მოგცათ კარგი „პადაჩა“ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა? ხალხო რა გჭირთ, ხუმრობით გეტყვით, ვამპირები ხართ თქვენ, ამ მონსტრების და აჩრდილების გამოსვლის დროს რომ იკვებებით და ენერგია გემატებათ? რა გჭირთ ხალხო, ამაზე ხარჯავთ თქვენ ენერგიას და შეძახილებს და ჟრიამულია? ენერგია მოდის და მე მიხარია ეს. ეს არ არის დემოკრატია. ეს იცით რა არის? – თქვენ ერთმანეთს ასაზრდოვებთ. ასეთი ოპოზიცია ჰყავს უვარგის ხელისუფლებას. არ უნდა ეკადრებოდეს პატრიოტს, მებრძოლს, სახელმწიფოებრივად მოაზროვნეს, პატიოსან, ჭკვიან ხელისუფლებას ასეთი ოპოზიცია. არ უნდა გჭირდებოდეთ, მაგრამ თქვენ ეს ხალხი გჭირდებათ! ეს არის მიზეზი იმისა, რატომ არ ვაძლევთ ხმას ამ მინისტრთა საბჭოს, მთავრობის შემადგენლობას, რომელიც დღეს იქნება დამტკიცებული, რაშიც ეჭვი არ მეპარება“, – განაცხადა ადა მარშანიამ.

  • ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ ემზარ კვიციანი პოლიციას, ოპერატორს და აქტივისტებს ურტყამს

    პარლამენტის შენობასთან დაპირისპირება მოხდა. აქცია „სირცხვილიას“ მონაწილეებთან დეპუტატი ემზარ კვიციანი მივიდა, რომელმაც მომიტინგეებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მომიტინგეებმა კი მას „რუსეთის მონა“ და მოღალატე ეძახეს. აღნიშნულს შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

    კვიციანი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან პოლიციამ გაიყვანა.

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ დეპუტატ ემზარ კვიციანსა და აქცია „სირცხვილიას“ წარმომადგენლებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

    {{VIDEO}}

  • “იმაზე მალე შემოვა ხალხი პარლამენტში, ვიდრე ყველაზე კოშმარულ სიზმარში წარმოგიდგენიათ”-ნიკა მელია

    “იმაზე მალე შემოვა ხალხი პარლამენტში, ვიდრე ყველაზე კოშმარულ სიზმარში წარმოგიდგენიათ”-ეს განცხადება ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე გააკეთა.

    “ბევრი დრო არ დარჩა როცა, აქ ამ შენობაში ამ დარბაზში,  ამ სანოტარო ბიუროს ნაცვლად განთავსდება პარლამენტი, საქართველოს ის პარლამენტი, რომლეიც ჩვენი ეროვნული ორგანო იქნება და არა რომელიმე ოლიგარქის ხუშტურებს დამორჩილებული ღირსებააყრილი კანტორა, ცოტა დრო რჩება სანამ ქართველი ხალხი შემოვა აქ ამ დარბაზში ამ შენობაში, თავის დარბაზში, შემოვა, როგორც ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი, დიახაც გაგეღიმათ მაგრამ, ეს არის სიმწრის ღიმილი, იმაზე მალე შემოვა ქართველი ხალხის ძალაუფლება და ნება საქართველოს პარლამენტში, ვიდრე თითოეულ თქვენგანს ყველაზე კოშმარულ სიზმარშიც კი წარმოგიდგენიათ”-განაცხადა მელიამ.

    ნიკა მელია პარლამენტში ცოტა ხნის წინ მივიდა. მელიამ დარბაზში შესვლამდე  ჟურნალისტებთან განაცხადა, ეს არის პირველი სხდომა მას შემდეგ, რაც “სამაჯურით შემამკეს”.

  • 90-იანი წლების სქემებია, რას ვემსგავსებით? სახელმწიფოს ფორმას ვკარგავთ? – ჭიჭინაძე გახარიას

    „ქვეყანაში 90-იანი წლების სქემები დაგროვდა, რა მეთოდი იქნება გამოყენებული კორუფციასთან ბრძოლაში“ – ამ კითხვით დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ პრემიერობის კანდიდატს გიორგი გახარარიას პლენარულ სხდომაზე მიმართა, სადაც ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი განიხილებოდა.

    ჭიჭინაძის განცხადებით, ტრიალებს ყალბი დღგ-ების კომბინაციები და ასეულობით მილიონი ზიანია ბიუჯეტისთვის მიყენებილი.

    „ გირაოში შეტანილი სულ რაღაც 2-3 მილიონი. ახალი სქემაა მე მგონი. რა მოხდა, ადამიანები მოიპარავენ 100 მილიონს, გადაიხდიან ერთ მილიონს. ასეთი სქემები რომ ტრიალებს, რატომ არ არის დაკავებული ვინმე მაღალი თანამდებიობის პირი? ყველას კარგად მოგვეხსენება, ასეთი რაღაცეები ზემოდან მფარველობის გარეშე არ ხდება. რას ვემსგავსებით? უკვე სახელმწიფოს ფორმას ვკარგავთ, ამაზე მაინტერესებს პასუხი თქვენგან, ბატონო გიორგი. როდესაც სამართლიანობაზე ვსაუბრობთ, რა იგულისხმება ამაში – სამართლებრივი დასჯა თუ იმ ნაკლოვანებების აღმოფხვრა, რომელიც დღეს არსებობს და დღითი-დღე ღრმავდება და ღრმავდება. პოლიტელიტა უფრო და უფრო მდიდრდება, უფრო და უფრო კლანური მმართველობა მყარდება ქვეყანაში და ქვედა დონე მოსახლეობის უფრო ღარიბდება“ – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
  • ბოდიშს ვუხდით ცხვრებს იმ სტრესისათვის, რაც მათ ოცნების დეპუტატებთან გაიგივებამ შეუქმნა!-აქციის ორგანიზატორები

    “სირცხვიალიას” ორგანიზატორები განცხადებას ავრცელებენ. ისინი ბოდიშს იხდიან პოლიტიკურ აქციაში ცხვრების ჩართვისთვის.

    “სირცხვილია-ს აქტივისტები ბოდიშს ვუხდით ცხვრებს იმ სტრესისათვის, რაც მათ ოცნების დეპუტატებთან გაიგივებამ შეუქმნა!”-აღნიშნულია ორგანზიატორების განცხადებაში.

    შეგახსენებთ, რომ დღეს პარალმენტთან აქტივისტებმა ცხვრები მიიყვანეს,როგორც აქციის ორგანიზატორები ამბობენ, ამ ფორმით აჩვენეს რომ ცხვრები საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატებს განასახიერებენ.

  • თბილისში მამაკაცი დაჭრეს

    თბილისში, თარხნიშვილის ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა საცხოვრებელ კორპუსთან, ერთ-ერთ ავტოფარეხში მოხდა.

    დაჭრილი სასწრაფო-სამედიცინო სამსახურმა საავადმყოფოში გადაიყვანა. ამ ეტაპზე მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

    ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

  • ემზარ, როგორ დაგერხევა, რომ იცოდე! – დავით ბერძენიშვილი

    “ემზარ, როგორ დაგერხევა, რომ იცოდე!” – “რესპუბლიკური” პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში პარლამენტის წინ დეპუტატ ემზარ კვიციანსა და აქცია სირცხვილიას მონაწილეებს შორის დაპირისპირებას ეხმაურება. კვიციანმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა პოლიტიკოსის  შვილს,  ზუკა ბერძენიშვილს. 

    “ჩვენი ჯობია. ჩვენი მართალია, იმათი კი მტყუანი…

    ის მიჩვეულია კონტრაქციებით მანიპულირებას. დღეს 16 საათზე ემზარ კვიციანი ჰყავს ” ფალავნად”, რომელმაც ჯერ იპროვოკატორა, იუზრდელა(რასაც მწარედ ინანებს), მერე კუნთმაგარ ბიჭებს მოუწოდა, მოდით პარლამენტთან და ავლაგმოთ ეს ანტისაოკუპაციო აქციაო. ოკუპანტების შნირია ამდენი წელია და აბა რა ქნას?

    ახლაც ” ბრძნულ” და ძააალიან დაგვიანებულ შეფასებებს უნდა ველოდოთ ” ნაცებთან არ დავდგები” პოზიციაზე მყოფი, ოპოზიციონერობის პრეტენზიების მქონე ხალხისგან თუ მაინც ანტისაოკუპაციო აქციის, რუსთაველის ეპიცენტრის დასაცავად ვიხილავთ?

    არა ოკუპაციას! არა ბიძინას!!

    არა ბიძინას( თავის გახარია/ ღარიბაშვილ/ კვიციანიანა) მეშვეობით საქართველოს ოკუპაციას!!!”-წერს ბერძენიშვილი.

    შეგახსენებთ, “პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი დეპუტატი ემზარ კვიციანი პარლამენტის წინ, მოძრაობა “სირცხვილიას“ წარმომადგენლებთან გავიდა. აქტივისტები დეპუტატს სტვენით და შეძახილებით შეხვდნენ, რის შემდეგაც  კვიციანმა აქციის მონაწილეებს  სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

  • “ვერ მოითმინა, მე მისი ემოცია მესმის’- ადა მარშანია ემზარ კვიციანზე

    პატრიოტთა ალიანსის წევრმა ადა მარშანიამ თანაგუნდელ ემზარ კვიციანთან დაკავშირებით, რომელმაც დღეს “სირცხვილიას” აქციის წევრებს აგინა და ფიზიკურად შეეხო, განცხადება გააკეთა. 

    “გამოსვლისას მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, ჩემი ვარაუდით, ნაცმოძრაობის აქტივისტებმა. როცა შენ მოღალატე გეძახის მოღალატეს და ამას სკანდირებს, ადამიანს, რომელიც 15 წელის იარაღით ხელში სამშობლოს იცავდა და უამრავი ნათესავი ჰყავს იქ დაღუპული, მათ შორის ძალიან ახალგაზრდა დისშვილები… ეს ჩვეულებრივი ადამიანია და ეტყობა ვერ მოითმინა და გადავიდა ფიზიკურ პასუხზეც. ცხადია, ეს არც მოსაწონია და არც მისაღები, მითუმეტეს დეპუტატის მხრიდან. მე მისი ემოცია მესმის, მაგრამ პასუხს არ ვუწონებ”, – განაცხადა მარშანიამ ტვ პირველის ეთერში.