Category: არქივი

  • მერაბიშვილი საპატიმროს დატოვების შემდეგ პოლიტიკურ აქტიურობას გეგმავს

    შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ვანო მერაბიშვილი საპატიმროს დატოვების შემდეგ პოლიტიკურ აქტიურობას გააგრძელებს. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა გაზეთ „კვირის პალიტრასთან“  ისაუბრა.

    რომელ პოლიტიკურ პარტიაში გააგრძელებს საქმიანობას ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი  ადვოკატი არ საუბრობს.

    „20 თებერვალს ვანო მერაბიშვილი სრულად მოიხდის სასჯელს, მას ვეღარ მიუსჯიან იმაზე მეტს, რამდენიც მოიხადა. ამიტომ ტელეკომპანია “იმედთან” დაკავშირებული ის სასჯელიც მოხდილად ჩაეთვლება, რომლის პროცესებიც სასამართლოში ისევ გრძელდება. როგორც ვიცი, ბატონი ვანო პოლიტიკურ აქტიურობას აუცილებლად გააგრძელებს, მაგრამ, სად, როგორ, ვისთან, ნამდვილად არ ვიცი”, – აცხადებს ჩივიაშილი.

    ვანო მერაბიშვილი 2013 წლის მაისში დააკავეს, ის საპყრობილეს 20 თებერვალს დატოვებს.

  • “სრულწლოვანი შვილი ქვეყნის ამოსატრიალებლად რომ გამოვარდება ბავშვი ჰქვია იმას?”- ოცნების ყვარლელი დეპუტატი აქციების ორგანიზატორების წინააღმდეგ

    “შვილი ვიცი მე ბაღსა და სკოლაში და როცა ვინმეს უკვე სრულწლოვანი შვილი ქვეყნის ამოსატრიალებლად ქუჩაში გამოვარდება და ყველაფერს იკადრებს, რასაც კადრულობენ, იმას ბავშვი ჰქვია?”- ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში”ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ნინო ხუციშვილი აქცია “სირცხვილიას” წევრების მიმართ შეურაცხმყოფელ პოსტს აქვეყნებს. რამდენიმე წუთის წინ მან სოციალურ ქსელში დაწერა, ბავშვი რომელიც ქვეყნის ამოსატრიალებლად ქუჩაში გამოდის მას შვილი და ბავშვი არ ჰქვია.

    “მე არც კვიციანის ფანი ვარ, არც ნაცნობი და არც მეზობელ-ბიძაშვილი, მაგრამ დღეს რო მორალს უკითხავენ და თურმე ვიღაცის შვილებს შეეხო და როგორ გაბედა, ამის მოკაჭკაჭეს ყველას გეკითხებით, ასეთი რა მოწიეთ რო ასე ძლიერად გაღაჟღაჟებთ? შვილი ვიცი მე ბაღსა და სკოლაში და როცა ვინმეს უკვე სრულწლოვანი შვილი ქვეყნის ამოსატრიალებლად ქუჩაში გამოვარდება და ყველაფერს იკადრებს, რასაც კადრულობენ, იმას ბავშვი ჰქვია და ვინმეს შვილობის გამო თავზე მოაკუკინოს ვინმემ? იიიიი, ბავშვი შვილი არა? დადუმდით მაინც ასეთ დროს!”- წერს ხუციშვილი.

    პარლამენტთან მიმდინარე მოვლენების დროს ხუციშვილი ითხოვდა, “უწესო ქალების გაჩენილი ბავშვები” ტერიტორიიდან მოეშორებინათ.

    ემზარ კვიციანი კი დღეს დილას პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტის გამო შეაქო და მას ვაჟკაცი უწოდა. 

    “კვიციანმა ვაჟკაცურად, მარტომ დაამხო დედის საწმერთულები უზნეო სტვენია ლაწირაკებს”, — წერს ხუციშვილი.

    “ემზარ კვიციანზე თავდასხმა არაფერს ნიშნავს? მოაშორეთ ეს უწესო ქალების გაჩენილი ბავშვები პარლამენტს და სასწრაფოდ აღადგინეთ წესრიგი პარლამენტთან, რომელიც ყველა ზღვარს გასცდა… ხალხმა აღარ უნდა ვაპატიოთ ეს ყველაფერი და ვაჩვენოთ ვინ რამდენია და ვის რა შეუძლია”, — წერდა პარლამენტთან მიმდინარე მოვლენების პარალელურად ხუციშვილი.

    ნინო ხუციშვილი ასევე გამოეხმაურა ნანუკა ჟორჟოლიანის შვილის მარიამ გეგუჩაძის ვიდეოსაც, სადაც ის პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხვართან ერთად არის.

    “ნანულიემ სხვა ვეღარაფერი შეძლო და შვილი მწყემსად გაამწესა”- წერს ნინო ხუციშვილი.

  • “გადავიხდი გირაოს არა ჩემი, არამედ თქვენი ნებით”- ნიკა გვარამიამ გირაოს გადახდა გადაწყვიტა

    რუსთავი2-ს ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია  სოციალურ ქსელში გირაოსთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს რომლის მიხედვითაც ის მზად არის გადაიხადოს გირაო. როგორც ნიკა გვარამია განმარტავს, არ უნდა მას თეატრალიზება და სხვის მიერ გირაოს შეტანა და ის გირაოს თავად გადაიხდის მხოლოდ და მხოლოდ ხალხის გამო და არა საკუთარი თავის გამო. 

    “მოკლედ, ხვალ თუ ზეგ ჩემი გირაოს ბოლო დღეა.ძალიან ნერვიულობს ჩემი გუნდი, ყველა უკლებლივ. ყველაზე მშვიდი Paata Iakobashviliით დაწყებული, გადარეული Nanuka Zhorzholianiთ დამთავრებული. ტელევიზიაში თითქოს ყველაფერი გამოდის, წესრიგშია, მაგრამ სადღაც იქ, ალარმის წითელი ნათურა მაინც ჩართული აქვთ. რაღაც ვარიანტებს იგონებენ, ჩვენ გადავიხდით ჩუმად, კიდე რაღაც და კიდე რაღაც და მამუნათებენ, ამხელა საქმე გააკეთე და უაზრო ახირებას როგორ უნდა გადააყოლო საქმეც და ამდენი ადამიანიცო.

    ცალკე ჩემი ადვოკატი და სრული ნდობის კაცი Dito Sadzaglishvili მეუბნება, მე გადავიხდი, ფეხებზე მკიდია, შენ რას იზამ, საქმეს ღუპავ სულელურუ ახირებითო.

    ეს საკითხი ძალიან აწუხებთ პოტენციურ ინვესტორებსაც და ითხოვენ გარანტიაებს, რომ ადგილზე ვიქნები. აგერ უკვე ბოლომდე მიყვანილი კონტრაქტი ხელმოწერას ელოდება, მაგრამ ამ თარიღს ელის და რა მოხდება, აკვირდება ყველა. არადა, ინვესტორის გარეშე, ტვ ვერ გვექნება.

    ყოველდღე მეტად და მეტად ითიშება ნერვიულობისგან ჩემი ცოლი. ბავშვების თავი არ მაქვს, არც მესმის, რას ველაპარაკებიო. ამერიკიდან ყოველ ღამე მირეკავს შვილი, რაც ვუახლოვდებით თარიღს, უფრო ნერვიულად მელაპარაკება, ბუნებით ძალიან ლაღი. სწავლის თავი არ მაქვსო, იძახის, ვერაფერზე ვერ ვკინცენტრირდებიო. გირაოს გადახდაზე ხმის დაძვრას ვერ მიბედავენ, იციან, რომ არ უნდა შემოვიდნენ ამ სფეროში.

    მოკლედ, მეგობრებო, ვწუხვარ, რომ არ გესმით, რომ ჩემთვის ეს უბრალო ახირება არაა და მნიშვნელოვანი მორალური დილემაა. ვწუხვარ, რომ ჩემი მორალური არჩევანი თქვენი (გუნდის, ოჯახის) რაციონალური არგუმენტები და საჭიროებების საწინააღმდეგოდ გადის. ვწუხვარ, რომ ჩემი გულშემატკივრები ჩემი ამ საქციელის გამო, საქვეყნო საქმის ჩაგდებას პროგნოზირებენ.

    მე არ გადავიხდი გირაოს. თქვენ გადაიხდით, თქვენი გადაწყვეტილებით, რომელსაც ვემორჩილები. განვმარტავ: არავის მიერ ჩუმად შეტანა და არანაირი ფლეშმობები არ იქნება, არაა საჭირო თეატრალიზება. მე თვითონ შევიტან გირაოს, სესხების მსურველი უამრავია. გადავიხდი არა ჩემი, არამედ თქვენი ნებით. იმიტომ, რომ ვემორჩილები თქვენს რაციონალურ პოზიციას და ყველასთვის საჭიროს და სწორს. ყველასთვის, ჩემ გარდა. ძალიან ვეცდები, ამან ისე არ მომშალოს, რომ ვეღარაფრის კეთება მერე ვერ შევძლო. იმედია ყველაფერი გამოვა. ერთად მოვიპოვოთ თავისუფლება”- წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

    შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამიას პროკურატურამ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით წარუდგინა, რაც საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას, ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

    პროკურატურამ სასამართლოს მიმართა და აღკვეთის ღონისძიების სახით 80 000 ლარიანი გირაო მოითხოვა. მოსამართლემ გირაოს თანხა 40 000 ლარამდე შეამცირა.

  • შიზოფრენიკი ივანიშვილი და ავადმყოფი გახარია ვერ იქნებიან საქართველოს დამჩმორებლები – სააკაშვილი (ვიდეო)

    შიზოფრენიკი ივანიშვილი და ავადმყოფი გახარია ვერ იქნებიან საქართველოს დამჩმორებლები- გიორგი გახარიას გაპრემიერებასა და ახალი მთავრობის დამტკიცებას მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქჩართვით ეხმაურება.

  • კბილებით გადავღრღნი ამათი გულისთვის ყველას და ყველაფერს-ნიკა გვარამია

    “მთავარი არხის” დამფუძნებელი ნიკა გვარამია პარლამენტთან დღევანდელ აქციას გამოეხმაურა და “სირცხვილიას” ორგანიზატორის მარიამ გეგუჩაძის ცხვართან ერთად გადაღებული ფოტო სოციალურ ქსელში განათავსა.

    “აგერ ნახეთ, რამდენ გარეკანზე მოხვდეს ეს ფოტო.

    ვგიჟდები ჩვენს მომავალზე. არავინ მირჩევნია ამათ და კბილებით გადავღრღნი ამათი გულისთვის ყველას და ყველაფერს”-წერს გვარამია.

  • რუსთაველზე ვითარება დაიძაბა-კონტრაქციის მონაწილეებს პოლიცია აკავებს

    რუსთაველზე ვითარება დაიძაბა- აქციაზე პატრიოტთა ალიანსის მხარდამჭერები გამოჩნდნენ. დაახლოებით 20-მდე პირი აქციაზე მივიდა და პოლიციის კორდონის გარღვევა სცადა. მათ შორის იყო ბეჟან გუნავაც.

    “სირცხვილიას” ორგანიზატორმა პარლამენტთან მდგომ აქციის მონაწილეებს მოუწოდა არ აყვნენ პროვოკაციებს და ხელი არ შეუშალონ პოლიციას წესრიგის დამყარებაში.

    პოლიციამ სიტუაცია განმუხტა და კონტრაქციის მონაწილეები ტერიტორიიდან განარიდა.

  • “დეპუტატი მათიკაშვილი სიგარეტს აბოლებს პარლამენტის შენობაში“ – აქცია “სირცხვილიას“ ორგანიზატორმა პოლიცია გამოიძახა

    პარლამენტის წინ მთავრობის დამტკიცების პარალელურად აქცია “სირცხვილია“ დაიწყო. აქციების ერთ–ერთმა ორგანიზატორმა, ნოდარ რუხაძემ პოლიციაში პირდაპირ სცენიდან დარეკა და შეატყობინა, რომ პარლამენტის დეპუტატები დავით მათიკაშვილი და ნუკრი ქანთარია პარლამენტის შენობაში სიგარეტს ეწეოდნენ და სასწრაფოდ რეაგირება მოითხოვა.

    “ დეპუტატი დავით მათიკაშვილი პარლამენტის შენობაში სიგარეტს აბოლებს.გვინდა რომ პოლიცია გამოვიძახოთ, იმიტომ რომ როგორც მახსოვს ადმინისტრაციულ შენობებში არ შეიძლება სიგარეტის მოწევა.მე, როგორც პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეს ვალდებულება მაქვს შეგატყობინოთ მსგავსი კანონდარღვევის შესახებ, იმედია იმოქმედებთ დროულად.“ – უთხრა ნოდარ რუხაძემ სატელეფონო ოპერატორს და როგორც აქციის მონაწილეებს განუცხადა, დროული რეაგირების პირობა მიიღო.

  • “მინისტრთა კაბინეტს დავაწეროთ სათაურად – ძალაუფლების შენარჩუნების მცდელობის კაბინეტი”- ხუხაშვილი

    ამ მინისტრთა კაბინეტს დავაწეროთ სათაურად – ძალაუფლების შენარჩუნების მცდელობის კაბინეტი, – ასე შეაფასა ექსპერტმა გია ხუხაშვილმა მთავრობის განახლებული შემადგენლობის დამტკიცება.

    „ეს მაინც, სამწუხაროდ, წინასაარჩევნო მინისტრთა კაბინეტია. მთავარი გზავნილი, რაც დავინახეთ ამ დებატებიდან გამომდინარე, არის ის, რომ ნეგატიურ დღის წერიგზეა გათვლილი, ანუ საზოგადოების კონფრონტაციაზე და ორ პოლუსიანობის უზრუნველყოფაზე. ძირითადად დაეთმო ეს დებატები ტემპერატურის აწევას, შუღლის გაღვივებას და მხარეებად ფორმირებას, ისე რომ, ალტერნატიული აზრისთვის ადგილი არ დატოვა. გახარიას სწორედ ეს ამოცანა დაუსახა ხელისუფლებამ. გამომდინარე იქიდან, რომ გრძელვადიან პოლიტიკურ დღის წესრიგს ვერ ქმნიან, საფრთხე ექმნება მათ ძალაუფლებას. შესაბამისად, ამ მინისტრთა კაბინეტს დავაწეროთ სათაურად – ძალაუფლების შენარჩუნების მცდელობის კაბინეტი, “ – განაცხადა ხუხაშვილმა.

  • “მე დიდ სხვაობას ვერ ვხედავდი გავრილოვსა და სერგი კაპანაძეს შორის ამ სავარძელში“– გახარია პრემიერად დამტკიცების წინ

    პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოსმენის შემდეგ მთავრობის შემადგენლობის კენჭისყრამდე ბოლო სიტყვა პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა თქვა და გამოსვლის დიდი ნაწილი ისევ ნაციონალურ მოძრაობას და ევროპულ საქართველოს დაუთმო.

    გახარიამ პარლამენტში  ოპოზიციურ ფრაქციებთან მთავრობის შემადგენლობის შეხვედრები შეაფასა:

    “რაც ამ დღეებში აქ მოხდა იყო ჩვეულებრივ ლუსტრაცია, როდესაც სამწუხაროდ ოპოზიციის ერთი ნაწილი გაიქცა, მეორე ნაწილმა უბრალოდ ჩაიგდო ხელში მიკროფონი და ჩვეულებრივად მანიპულირებდა საშუალებით პასუხის გაცემის. სიმართლე გითხრათ, მე დიდ სხვაობას ვერ ვხედავდი გავრილოვს ამ სავარძელში და სერგი კაპანაძეს შორის. ჩვეულებრივი ქართველი გავრილოვი იყო სერგი კაპანაძე ამ სავარძელში, როდესაც უბრალოდ პასუხის გაცემის საშუალებას არ გვაძლევდა. შესაბამისად როდესაც ასეთი ფასეულობების მატარებელი ადამიანები გვიდგენენ სტანდარტს სიმართლის, სამშობლოს სიყვარულის, ოკუპაციის, სამართლიანობის, ეს რა თქმა უნდა მიუღებელია, როგორც მინიმუმ ეს არ არის ევროპული საქართველო. როგორც მინიმუმ ეს სხვა რაღაცაა. ჩვენ ამ ხალხს უნდა ვანახოთ ნამდვილი ევროპული ფასეულობები და უნდა ვიყოთ მომთხოვნები პირველ რიგში ჩვენი თავის წინაშე. უნდა ვიყოთ მომთხოვნები ჩვენი ბიუროკრატიის წინაშე და ჩვენ უნდა მკაფიოდ ვაგებდეთ პასუხს იმ ვალდებულებებზე, რომლებსაც ვიღებთ.“– განაცხადა გახარიამ.

  • პარლამენტმა ახალი მთავრობა დაამტკიცა

    98 მომხრე- საქართველოს პარლამენტმა მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა. 

    შინაგან საქმეთა სამინისტროს სუს-ის ყოფილი უფროსი ვახტანგ გომელაური უხელმძღვანელებს, თავდაცვის მინისტრი კი  ირაკლი ღარიბაშვილი გახდა. 

    2 სექტემბერს მამუკა ბახტაძემ თანამდებობას დატოვა. პრემიერმინისტრის პოსტზე გიორგი გახარიას კანდიდატურა 3 სექტემბერს,  პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა.