Category: არქივი

  • “რაღაც ისეთი ჰქონდა რასაც სხვებში ვერასდროს ვხედავდი” – ნოდარ ხადურის შვილის ემოციური პოსტი

    ყო­ფი­ლი ფი­ნანსთა მი­ნის­ტრის ნო­დარ ხა­დუ­რის ქალიშვილი სოციალურ ქსელში გარდაცვლილი  მამის შესახებ, ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

    „პირველ რიგში უღრმესი მადლობა ყველას ჩვენი ტკივილის და უმძიმესი მდგომარეობის გაზიარებისთვის; თქვენ გვაძლიერებთ! მიყვარხართ და გაფასებთ თითოეულ თქვენგანს!

    ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე ბანალური ფრაზა ზუსტად აღწერდა ჩემს სიტუაციას

    Life is like a roller coaster. It has its ups and downs. But its your choice to scream or enjoy the ride.

    მამას ბოლო სიტყვები თანამშრობლებისადმი იყო: “ყველაფერი წინ არის!” ალბათ იცოდა, მალე ამ სიტყვებს უნივერსალური გამოყენებაც ექნებოდა ეგეთი იყო მამაჩემი, ბევრი რამე წინასწარ იცოდა. იშვიათი პიროვნება იყო, რაღაც ისეთი ჰქონდა რასაც სხვებში ვერასდროს ვხედავდი. არასდროს ეზარებოდა ჩემთან საუბარი, თუნდაც უკვე ათასჯერ გვესაუბრა ერთსა და იმავე თემაზე; დეტალურად მახსოვს მასთან გატარებული თითოეული წუთი, ძირითადად საქმიანი განწყობით აღვსილები ვუზიარებდით ერთმანეთს ჩვენს მოსაზრებებს. ბოლო ერთი წელია დიდი ინტერესით მივუდექი ეკონომიკას, როგორც თვითონ ეძახდა – “ოჯახის მეცნიერებას.” უხაროდა ამ გადაწყვეტილებამდე, რომ მივედი.

    ოჯახზე გამახსენდა, მას “არჩეული ოჯახიც” ჰყავდა – უნივერსიტეტი, სტუდენტები და თავისი სფერო- მაკროეკონომიკა. შეეძლო საათობით ყოფილიყო “მაღლივის” შენობაში. ბოლო დროს განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა; მაგისტრთა გამოცდებიც კი ჩაიბარა

    ერთი სიტყვით, მაგარი კაცი იყო ნოდო! საუკეთესოთა შორის, საუკეთესო მამა! ადამიანი, რომლისთვისაც მთავარი იყო განათლებული, ცივილური და კეთილი პიროვნება ვყოფილიყავი, ამისთვის კი არაფერს იშურებდა! თვითონ კი სიკეთის და უშუალოების განსახიერება იყო; დადებითი თვისებებით დახუნძლული ბრძენი

    საოცარი სიამაყის გრძნობით ვივსებოდი, როცა მის გვერდით ვიდექი; მეამაყებოდა და ახლაც მეამაყება, რომ ასეთი ადამიანის შვილი ვარ. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ფიზიკურად ჩემთან აღარაა, ის მაინც ჩემს გულშია, ჩემი სულის, აზროვნების, მენტალობის და ოდნავი მემარჯვენეობის ნაწილი” – წერს მარიამ ხადური.

  • სოცქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც მცირეწლოვანს მარიხუანას აწევინებენ (ვიდეო)

    სოციალურ ქსელში ვრცელდება  ვიდეო, რომელშიც ჩანს როგორ აწევინებენ მცირეწლოვანს მარიხუანას.

    მომხდართ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება უკვე დაიწყო.

    „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოში გამოძიება დაიწყო სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით, სადაც ჩანს, რომ კაცი მცირეწლოვან ბავშვს, სავარაუდოდ, ნარკოტიკულ საშუალებას ასინჯებს. გამოძიება საქართველოს სსკ-ს 272-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 21 წლის ასაკს მიუღწეველი პირის ნარკოტიკების მოხმარებაზე დაყოლიებას გულისხმობს. დანაშაული 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    ამ დროისთვის ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დგინდება, რომ მიმდინარე წლის 10 სექტემბერს, 2004 წელს დაბადებულმა ა.ხ.-მ მცირეწლოვან დას ბოთლიდან გარკვეული ნივთიერების კვამლი შეასუნთქა. საქმეზე გრძელდება ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები” – აცხადებენ შსს-ში.

  • “სვეტისგან” დაზარალებულებს საცხოვრებელს m² აუშენებს-კალაძე

    “2500-მდე ოჯახის საკითხი გადაწყვეტილია”-ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. კალაძის თქმით, სამშენებლო კომპანია M2 “სვეტის” მიერ დაწყებულ მშენებლობას დაასრულებს.

    კალაძის განცხადებით ასევე იგეგმება ცენტრ-პოინტისგან დაზარალებულების პრობლემების მოგვარებაც.  

    მემორანდუმის მიხედვით, კომპანია სვეტის მიერ დაზარალებული 2 500-მდე ოჯახი დაკმაყოფილდება მას შემდეგ, რაც m² გადაიბარებს სვეტის ნაკისრ ვალდებულებებს და დაასრულებს ყველა დაუმთავრებელ მშენებლობას.

    კომპანია m² კომპანია სვეტის სამ შეჩერებულ პროექტს გადაიბარებს. ესენია, მირცხულავას ქუჩის 9-11-ში, ნუცუბიძის ქუჩის 125 ა-სა და ჭყონდიდელის ქუჩის #22-ში დაგეგმილი მშენებლობები. სამივე პროექტი 30 საცხოვრებელ ბლოკს აერთიანებს.

    საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 2018 წლის 3 ოქტომბერს თაღლითობისა და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების მუხლით სამშენებლო კომპანია სვეტის ხელმძღვანელი პირები დააკავეს.

    დეველოპერული კომპანია სვეტის მენაშენეთა ერთობლივი განცხადების საფუძველზე, აღნიშნული კომპანიის მიერ მშენებარე საცხოვრებელი ბინების შესაძენად მოქალაქეთა მიერ გადახდილი დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე, უწყებაში გამოძიება 2018 წლის 29 მაისს დაიწყო. დაზარალებული მენაშენეები რამდენიმე თვის განმავლობაში დახმარებას ითხოვდნენ.

  • საჯარო სკოლების ნაწილში სწავლის დაწყება შესაძლოა, გადაიდოს

    საჯარო სკოლების ნაწილში სწავლის დაწყება შესაძლოა, გადაიდოს. ამის მიზეზი კი ის სარეაბილიტაციო სამუშაოებია,რომლის დასრულებაც შესაძლოა 16 სექტემბრამდე ვერ მოესწროს.

    ამ ეტაპზე დგინდება რომელ სკოლებში შესაძლოა, გადაიდოს სწავლა.

    განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ თუ სკოლები სამუშაოებსდროულად ვერ დაასრულებენ, მინისტრის ბრძანებით, სწავლა დროებით გადაიდება.

  • 11 სექტემბრის ტერაქტიდან 18 წელი გავიდა

    2011 წლის 11 სექტემბრის ტერაქტიდან 18 წელი გავიდა. ნიუ-იორკში მემორიალური ღონისძიება დილის საათებში დაიწყება, სადაც თითოეული დაღუპულის სახელს წარმოთქვამენ. მას მხოლოდ ტერაქტის შედეგად დაღუპულების ოჯახების წევრები დაესწრებიან.

    2001 წლის 11 სექტემბერს, ტერორისტული დაჯგუფების ალ-ქაიდას 19 წევრმა აშშ-ში 4 სამგზავრო თვითმფრინავი გაიტაცა.

    ადგილობრივი დროით 08:46-ზე მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ე.წ ტყუპების  ჩრდილოეთ შენობას ნიუ-იორკში პირველი თვითმფრინავი დაეჯახა. 09:03-ზე კი, მსოფლიო სავაჭრო ცენტრის სამხრეთ შენობას – მეორე სამგზავრო თვითმფრინავი.

    მესამე გატაცებული თვითმფრინავი პენტაგონს, აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს შენობას დაეჯახა. ხოლო , მეოთხე გატაცებული თვითმფრინავი შენკსვილში, პენსილვანიის შტატში ჩამოვარდა.

    ტრაგიკულ დღეს სამი ათასამდე ადამიანი დაიღუპა, ექვსი ათასი კი დაშავდა.  დაღუპულთა შორის 343 მეხანძრე, 23 პოლიციელი და 37 სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომელი იყო. ტერორისტული აქტი აშშ-ს ისტორიაში შევიდა, როგორც ყველაზე მასშტაბური ტერაქტი ამერიკის მიწაზე.

    ტრაგიკულ დღესთან დაკავშირებით,  ნიუ-იორკში რამდენიმე ახალი გამოფენა გაიხსნება, რომელიც ტერაქტის თემატიკას მიეძღვნება. 

    მემორიალური საღამო  გაიმართება პენტაგონში, რომელიც დაღუპულებისთვის პატივის მისაგებად წუთიერი დუმილით დაიწყება. ღონისძიებას დაესწრება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

  • ირაკლი, მალე შევხვდებით თბილისში და ყველა უთანხმოებას გადავლახავთ-სააკაშვილი ოქრუაშვილს

    საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ირაკლი ოქრუაშვილის შესახებ წერს.

    “ოქრუაშვილთან რთული ურთიერთობა მაქვს, მაგრამ არ შემიძლია არ ავღნიშნო მისი გამბედაობა და ის რომ სრულიად უსამართლოდაა დაპატიმრებული. არაუშავს, ირაკლი მალე შევხვდებით თბილისში თავისუფლად და ყველა ჩვენს უთანხმოებას გადავლახავთ”-აღნიშნავს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

  • თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

    გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო თბილისის ზოგიერთ რაიონში დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

    გლდანის რაიონი: გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 12 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზაჰესის დასახლების, გლდანის ხევის დასახლების, ავჭალის გზატკეცილის, ხეჩუაშვილის, ვარდევანის, უწერის, ელეფთერ ანდრონიკაშვილის, სხვიტორის, ბარისახოს, ულიანოვის, გაგრის, ყუშიტაშვილის, ჭრებალოს, უჯარმის, რევოლუციის, ტრაპაიძის, გრიგოლ ლორთქიფანიძის, ლიბანის და გრიგოლ ხანძთელის ქუჩების მცხოვრებლებს.

    სამგორის რაიონი: გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროდრომის დასახლების, ვარკეთილის III მასივის VII, X კვარტლების, ვარკეთილის III მასივის ზემო პლატოს, შუამთის, თრიალეთის, ხომლელის, კალოუბნის და ჯავახეთის ქუჩების მცხოვრებლებს.

    ნაძალადევის რაიონი: გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სვირის, ასურეთის, ლუბოვსკის, სანავარდოს, ავიაქიმიის, კურსების, ჭიჭიკო ბენდელიანის, ზეკარის, კიშინიოვის, ბუგეულის, ლისაშვილის, დარკვეთის და თოდრიას ქუჩების მცხოვრებლებს.

    ისნის რაიონი: გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „ავლაბარი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, ღვინის აღმართის, ევროპის მოედნის, ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის (ნაწილობრივ), ფაღავას, სევანის, ფერიცვალების, ირბახის, ბოროდინის, ლაგოდეხის, რუისის, მაჭარის, ალიხანიანის, ურბნისის, ჩეხოვის, დუტუ მეგრელის, სართიჭალის, ხერხეულიძის, წურწუმიას, ისნის, იზაშვილის, მეფე სოლომონ ბრძენის და მეტეხის ქუჩების მცხოვრებლებს.

    დიდუბის რაიონი: გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 12 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლუბლიანას ქუჩის მცხოვრებლებს.

    საბურთალოს რაიონი: გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის I მიკრორაიონის, პეტრიწის და პეტრე იბერის ქუჩების მცხოვრებლებს.

    „კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • პროკურატურა ნიკა მელიას მიერ სატელევიზიო ინტერვიუს მიცემასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს

    “საქართველოს პროკურატურა იმსჯელებს მომხდარ ფაქტზე და მოახდენს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას”- ამის შესახებ პროკურატურაში დეპუტატ ნიკა მელიას მიერ ტელეკომპანია „კავკასიისთვის“ინტერვიუს მიცემასთან დაკავშირებით აცხადებენ.

    შეგახსენებთ, რომ მელიას განცხადებით, დღეს პროკურატურამ დეპუტატს ტელეკომპანია “კავკასიაში” მისვლა აუკრძალა, თუმცა ნიკა მელია გადაცემა “სპექტრში” მაინც მივიდა.

    ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებულ წევრს, ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. მას ასევე აკრძალული აქვს საგამოძიებო ორგანოს ნებართვის  გარეშე საცხოვრებელი ადგილის დატოვება, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება, მოწმეებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია. 

  • საქართველოში მიწისძვრა მოხდა

    საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები თბილისშიც იგრძნობოდა.

    ეპიცენტრი საქართველოს საზღვრიდან 5 კმ-ში, სომხეთში 20:24 წუთზე დაფიქსირდა და ბიძგები საქართველოშიც იგრძნობოდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგების მაგნიტუდა 4.2 იყო.

    მიწისძვრის ეპიცენტრი საქართველოს საზღვრიდან 5-9 კილომეტრში სომხეთისკენ დაფიქსირდა.

  • “ეს შტურმით აღება არ იყო?!”-მელია ინაშვილის ინციდენტზე (ვიდეო)

    “ესე შტურმით აღება არ იყო?”- ნიკა მელია ტელეკომპანია “კავკასიას” გადაცემა “სპექტრის” ეთერში ირმა ინაშვილის დღევანდელ ინციდენტს გამოეხმაურა, რა დროსაც პატრიოტთა ალიანსის ლიდერი საერთაშორისო კონფერენციაზე მივიდა და უცხოელ დიპლომატებს დაუპირისპირდა.

    “დიდი სამსახური გაგვიწია დღეს ივანიშვილმა იმით რაც გააკეთა სასტუმრო რუმსში, საერთაშორისო კონფერენციაზე… ეს შტურმით აღება არ იყო?!სირცხვილია შევარდე, დაარბიო, ჩაშალო, საერთაშორისო კონფერენცია

    {{VIDEO}}