Category: არქივი

  • გიორგი გახარიას თითის ანაბეჭდები კი არა, შესაძლოა, მისი პორტრეტი ამოვიდეს-რომან გოცირიძე „მუქარის წერილზე“

    ისეა ტექნოლოგიები განვითარებული, რომ გიორგი გახარიას თითის ანაბეჭდები კი არა, შესაძლოა მისი პორტრეტი ამოვიდეს-ეს განცხადება  ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან გააკეთა.
    „გახსოვთ, რომ დასცინოდნენ უმრავლესობის წევრები, მათ შორის, თავად გახარია, რომ ეს არის ფარატინა ქაღალდი და რომ ასეთ წერილს ყველა დაწერს. აბა დაწერონ ისეთი წერილი, სადაც გიორგი გახარიას ანაბეჭდები იქნება, ან მისი მდივნის, რომელმაც ეს აკრიფა, ან მისი თანაშემწის, რომელმაც ეს გამოიტანა. ძალიან ადვილია, შესყიდვებიდან ამოვიღოთ ის მოწყობილობები, ქსეროქსი და საბეჭდი მასალები, სადაც ეს წერილი დაიბეჭდა. ერთადერთი ამ წერილში ბოლოში არ არის ნათქვამი გახარიამ რომ იცის: „წერტილი“, „ხაზარაძე, ახლა მიდი და ზურაბიშვილს დაუჭირე მხარი, დახურე „ტვ პირველი“ და „არტარეა“ და წერტილი“. აი, წერტილის გარდა, ყველაფერი იკითხება ამ წერილის შინაარსში. ისეა ტექნოლოგიები განვითარებული, რომ გიორგი გახარიას თითის ანაბეჭდები კი არა, შესაძლოა მისი პორტრეტი ამოვიდეს. 21-ე საუკუნეა, აი, დინოზავრის ხმების აღდგენაც კი უნდათ გამოქვაბულში და პორტრეტი კი არა, გახარიას ხმაც კი იქნება, როგორ კარნახობს ამ წერილს,“ – განაცხადა გოცირიძემ.

    ხაზარაძის ადვოკატმა დღეს განაცხადა, რომ ლონდონიდან მიღებული ექსპერტიზის მიხედვით, წერილზე  ათეულობით ადამიანის თითის ანაბეჭდია აღმოჩენილი.

  • მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაცია 12 სექტემბერს, ანაკლიაში გაიმართება

    „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაცია ხვალ, 12 სექტემბერს, ანაკლიაში გაიმართება.  ღონისძიებაზე ოფიციალურად პირველად დასახელდება ორგანიზაციის სახელწოდება და ორგანიზაციის მიზნები.

    საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაცია 12:00 საათზე დაიწყება.

  • “მესამე სართულიდან გადმომკიდეს” – კახეთში 16 წლის ბიჭს იმ ადამიანის მკვლელობა აღიარებინეს, რომელიც ცოცხალია

    სკანდალი კახეთში – გურჯაანში, 16 წლის ბიჭს იმ ადამიანის მკვლელობა აღიარებინეს, რომელიც ცოცხალია. 

    ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, რომელიც ტელეკომპანია “მთავარმა” გაასაჯაროვა,ვანო მახარაშვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული  16 წლის ბიჭი  პოლიციაში აწამეს  და აიძულეს დანაშაული ეღიარებინა.

    16 წლის  ბექა მინდორაშვილი აცხადებს, რომ ფიზიკური ძალადობის შედეგად  მას პოლიციელებმა  დააწერინეს, რომ მკვლელობის შემდეგ, მან ცხედარი დაანაწევრა და მდინარეში გადაყარა.

    მამაკაცი კი  რომლის მკვლელობის ბრალდებით ბექა მინდორაშვილი დააკავეს, ცოცხალია.

    ექსპერტიზის დასკვნის თანახმად,  მინდორაშვილს დაზიანებები ბლაგვი საგნით ჰქონდა მიყენებული.

    მინდორაშვილის თქმით,  ის გურჯაანის პოლიციის შენობაზე ფეხით დაკიდეს, ხოლო  ერთ-ერთი პოლიციელი მას მდინარეში დახრჩობითაც ემუქრებოდა.

    “ერთი პოლიციელი მცემდა, მეორემ კი თოფი გადატენა და მომადო. მეუვნებოდნენ ახლავე თქვი გვამი სად ჩააგდეო. ვტიროდი და ვეუბნებოდი, რომ არავინ მომიკლავს. თუმცა ორი პოლიციელი ჩემს ცემას აგრძელებდა. მეუბნებოდნენ, თქვი, რომ შენთან მოდიოდა, შენ კი მოკალიო. ჩამავლეს ხელი და არხში მახრჩობდნენ. სიკვდილს ტყუილის თქმა ვარჩიე – ვთქვი, რომ მე მოვკალი და არხში გადავაგდეთქო. მესამე სართულის ფანჯარაზე გადამკიდეს და მაგდებდნენ. 2 მკლავდა, არავინ გამოსულა პოლიციელი, ეტყობა პირი ჰქონდათ შეკრული”- აცხადებს დაზარალებული არასრულწლოვანი.

  • “თითოეულს გაგაცნობდით, შორიდან შექმნილი იმიჯი ძალიან განსხვავდება რეალობისგან” – მარიამ გეგუჩაძე “სირცხვილიას” აქტივისტების უცნობ ფოტოებს აქვეყნებს

    აქ­ცია “სირ­ცხვი­ლი­ას” ერთ-ერთი აქტიური ორგანიზატორი,  ტე­ლე­წამ­ყვან ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნის შვილი,  მა­რი­ამ გე­გუ­ჩა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი­სა და  მო­ნა­წი­ლე­ე­ბის უც­ნობ ფო­ტო­ებს აქ­ვეყ­ნებს.

    “თემას რომ ვწერდე ” როგორ გავატარე ზაფხულის არდადეგები” ამ ადამიანების დეტალური აღწერით დავიწყებდი. მოვყვებოდი როგორი მნიშვნელოვანია იდეალისტების გარემოცვა. თითოეულ მათგანს გაგაცნობდით, რადგან შორიდან შექმნილი იმიჯი როგორც წესი ძალიან განსხვავდება რეალობისგან.

    თემის შემდეგი ნაწილი იქნებოდა ქუჩაში გატარებული 83 დღე. ქვეყნის სამსახურში დგომა, თავისუფლებისთვის ბრძოლა. კიდევ ბევრ რაღაცას დავწერდი და ალბათ დავწერ კიდევაც.

    თემის ბოლოს ყველა ჩემ თანამებრძოლს გავაგებინებდი რომ თითოეული მათგანი ძალიან, ძალიან მიყვარს.”

  • აქ ნარკოტიკების რეალიზაციის ან ყაჩაღობის გამო კი არ ვზივარ?!-ოქრუაშვილი “ტვ პირველს”

    აქ ნარკოტიკების რეალიზაციის ან ყაჩაღობის გამო კი არ ვზივარ?!-ყოფილი თავდაცვის მინისტრი, პოლიტიკური მოძრაობა “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში  “ტვ პირველს” მიმართავს.

    “ტვ პირველი!!!

    ის რომ ხაზარაძისგან ახალი ილია ჭავჭავაძის გაკეთებას ცდილობთ, თქვენი გემოვნების და ინტერესის საკითხია, მაგრამ 20 ივნისის ღამის გამო დაკავებულებზე და ხელისუფლების რეპრესიებზე გაკეთებულ სიუჟეტებში ( ასეთი უკვე ათამდე გქონდათ) ერთხელ,ზრდილობის გამო მაინც მახსენეთ. აქ ნარკოტიკების რეალიზაციის ან ყაჩაღობის გამო კი არ ვზივარ?!”-წერს ოქრუაშვილი.

    ოქრუაშვილის სტატუსს მალევე გამოეხმაურა “ტვ პირველის” საზოგადოებრივი თოქ-შოუს წამყვანი ინგა გრიგოლია. 

    “ირაკლი, ალბათ გადმოგცემენ ამ კომენტარებს და დავწერ, არ იქნება ჩემი მხრიდან სწორი, დაპატიმრებულ ადამიანს ვეკამათო, მაგრამ იმდენი გადაცემა გავაკეთე შენს დაპატიმრებაზე, ცოტა გამიკვირდა შენი ეს პოსტი, როცა გამოხვალ, კამათი მერე, ახლა გისურვებ განთავისუფლებას და იმ ადამიანებს ვადანაშაულებ შენს შეცდომაში შეყვანაში, ვინც წესით, უნდა გეუბნებოდეს, რომ ძალიან ბევრი გადაცემა და რეპორტაჟი გავაკეთეთ ჩვენს არხზე შენზე, მეწყინა, მაგრამ ეხლა მეტს არაფერს დავწერ:-წერს ინგა გრიგოლია.

  • ავარია ახალციხეში – დაშავებულია 2 ახალგაზრდა

    ახალციხეში, სოფელ მინაძესთან მსუბუქი მანქანა ბორდიურს შეეჯახა. თვითმხილველის თქმით, „ფიატის“ მარკის მანქანა ბორდიურს შეეჯახა.

    შემთხვევის შედეგად ორი ახალგაზრდა დაშავდა. დაშავებულები ამ დროისთვის ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში იმყოფებიან.  ინფორმაციას ამის შესახებ “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

  • ინგლისში ჩატარებული ექსპერტიზის შედეგებით, წერილზე ათეულობით თითის ანაბეჭდია აღმოჩენილი-ხაზარაძის ადვოკატი „მუქარის წერილზე“

    “ინგლისში ჩატარებული ექსპერტიზის შედეგებით, წერილზე ათეულობით თითის ანაბეჭდია აღმოჩენილი”-ეს განცხადება “თიბისი ბანკის” დამფუძნებლების ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ “არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციასთან” შეხვედრისას გააკეთა.

    საუბარია წერილზე, რომელიც ხაზარაძის მტკიცებით, მას გიორგი გახარიამ მისწერა. ადვოკატის ინფორმაციით, ის ექსპერტიზის დასკვნას პროკურატურაში წარადგენს.

    „ამ დისკს პროკურატურაში წარვადგენთ. მასზე ასეულობით ანაბეჭდია. დანარჩენი გამოძიების საქმეა, არც თუ ისე, რთული, მან უნდ მოახდინოს ამ ანაბეჭდების იდენტიკიფიკაცია და შემდეგ უნდა გამოკითხოს ეს პირები და დაუსვას ერთი კითხვა, როგორ მოხვდა მათი ანაბეჭდი ამ წერილზე. ბრიტანეთიდან ამ ეტაპზე არ ველოდებით დამატებით რამეს ექსპერტიზის სახით. გრძელდება ლინგვისტური და სხვა სახის ექსპერტიზები, მაგრამ ეს არ უშლის ხელს, რა მონაცემებიც გვაქვს, ის პროკურატურას წარვუდგინოთ. რადგან ინგლისს საქართველოს მოქალაქეების ანაბეჭდების ბაზა არ გააჩნია, შეუძლებელია, ამ ეტაპზე ითქვას, ვისი ანაბეჭდი არის ზედ”, – განაცხადა კორძაძემ.

  • დაპირისპირება საკრებულოში- ხაბეიშვილმა კალაძეს „კორუმპირებული“, კალაძემ კი ხაბეიშვილს „გაფარჩაკებული“ უწოდა

    თბილისის საკრებულოში  მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ  “ნაციონალური მოძრაობის” საკრებულოს დეპუტატს  ლევან ხაბეიშვილსა და თბილისის მერს კახა კალაძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება  მოხდა.  ხაბეიშვილმა კალაძეს კითხვები დაუსვა და კორუმპირებული და ბიუჯეტის წურბელა უწოდა, კალაძემ დეპუტატი  “გაფარჩებულად” მოიხსენია.

    ხაბეიშვილის განცხადებით,   დედაქალაქის მერთან კითხვები ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით და მერიაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებზე  ჰქონდა.

    “ეს რა არის? 153 ათას ლარს თქვენი ოთახის გარემონტებისთვის რატომ იხდით? გორგოლაჭებიანი სკამების ყიდვა რომ გინდათ, ნორმალურია? რატომ გეშინიათ რომ რაღაცაზე მიპასუხოთ?”- მიმართა ხაბეიშვილმა კალაძეს.

    “თქვენი როგორ უნდა მეშინოდეს, როცა ასე იქცევით. შეურაცხყოფას აყენებთ მთავრობის სხდომაზე მყოფ ადამიანებს. თქვენ ვერ შემოხვალთ, ვიდრე ბოდიშს არ მოუხდით მთავრობის თითოეულ წევრს და იქნებით ასეთი გაფარჩაკებული”,- მიმართა კალაძემ ხაბეიშვილს.

    ხაბეიშვილის ინფორმაციით,  თბილისის მერი   ოთახებს ირემონტებს და კომფორტულ ავეჯს ყიდულობს, ამისთვის კი ფული ბიუჯეტიდან იხარჯება.

  • განათლების სამინისტროს ცნობით, სწავლის დაწყების თარიღმა 20-მდე სკოლაში შესაძლოა, ორი კვირით გადაიწიოს

    საქართველოს მასშტაბით სასწავლო პროცესის დაწყების თარიღმა 20-მდე სკოლაში შესაძლოა, ორი კვირით გადაიწიოს. ამის შესახებ განცხადებას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

    „16 სექტემბერს საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი დაიწყება. ახალი სასწავლო წლისთვის, სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაცია მთელ საქართველოში, უპრეცედენტო მასშტაბით, 700-მდე სკოლაში განხორციელდა.

    მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, საქართველოს მასშტაბით სასწავლო პროცესის დაწყების თარიღმა ერთეულ შემთხვევებში (20-მდე სკოლაში) შესაძლოა ორი კვირით მხოლოდ გადაიწიოს. ასეთ სკოლებში, გაკვეთილები შესაბამისი საგაკვეთილო ცხრილით შაბათი დღის ხარჯზე ანაზღაურდება.

    აღნიშნულის შესახებ, მშობლების ინფორმირებას სამინისტროს ინსტრუქციის საფუძველზე, სკოლების ადმინისტრაცია უზრუნველყოფს“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

  • გურჯაანში მევენახეები ყურძნის ფასის გაზრდას ითხოვენ

    გურჯაანის მუნიციპალიტეტში  მევენახეები ყურძნის ჩაბარების ფასის გაზრდასა და ქარხნების დროულად გახსნას ითხოვენ.ისინი ამ მოთხოვნებით სოფელ ზეგაანში  აქციას მართავენ.

    „მოსავალს ვიღებთ, მაგრამ ყურძენი ლპება და დროულად ვერ ვაბარებთ. ფასს რომ თავი დავანებოთ, ქარხანა არ იღებს და რაც გვაქვს ისიც ფუჭდება. დაცინვაა 70 თეთრი, დანახარჯსაც ვერ ანაზღაურებს. რქაწითელი ერთ ლარზე ნაკლები არ უნდა ღირდეს“, – აცხადებენ აქციის მონაწილები.

    მევენახეები აცხადებენ, რომ ისინი საპროტესტო აქციებს გააგრძელებენ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

    ფერმერებთან ადგილზე მივიდა  გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი. დღესვე  მევენახეებს გურჯაანის მერიაში სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი და კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი შეხვდებიან.