Category: არქივი

  • ლაფანყურში მომხდარ ავარიას მსხვერპლი მოჰყვა

    გუშინ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურში მომხდარ  ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა.  გარდაცვლილია 32 წლის მამაკაცი.

    ავარიის შედეგად დაშავებული  მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი სტაბილურია.

    “ოპელის” მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ჯერ ხეს შეეჯახა, შემდეგ კი ამოტრიალდა.

    მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას

  • გარემოს ზედამხედველობითი დეპარტამენტის თანამშრომელი ქრთამის მიცემის ფაქტზე დააკავეს

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, უკანონო ქმედების ჩასადენად ქრთამის მიცემის ფაქტზე გარემოს ზედამხედველობითი დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური სამმართველოს ოფიცერი ვაჟა ბ. დააკავეს.

    სუს-ის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ვაჟა ბ-მ 2019 წლის აგვისტოში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონალური სამმართველოს ოფიცერს იმის სანაცვლოდ, რომ მას საკონტროლო გამშვებ პუნქტზე მორიგეობისას არ შეემოწმებინა უკანონოდ მოპოვებული 48 კუბური მეტრის ხის მასალით დატვირთული სატვირთო ავტომანქანები, ქრთამის სახით შესთავაზა 1800 ლარი, ხოლო წინასწარ 900 ლარი გადასცა.

    გამოძიება ქრთამის მიცემის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ვადით 4-დან 7 წლამდე ითვალისწინებს). გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.

  • იქნება ურთულესი დღე-რა გაფრთხილებას გვაძლევს ცაგარელი

    მიხეილ ცაგარელი ზოდიაქოს ნიშნებს აფრთხილებს. როგორც ასტროლოგი აცხადებს, 14 სექტემბერი მძიმე დღე იქნება, ასევე ნეგატიური იქნება მიმდინარე თვის რამდენიმე დღე.

    “14 რიცხვი რთულია, დაძაბულია ეს გაგრძელდება 18 რიცხვის ჩათვლით. შემდგომ 22 დან 28 რიცხვის ჩათვლით პერიოდი იქნება ნეგატიური ასევე დაძაბული. ეს ორი ზონა არის ძალიან ნეგატიური, კრიზისული და სავსე მთვარეზე აგრესიულობა დეპრესიულობა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება მოიმატებს” – აცხადებს ცაგარელი.

  • ავტოსაგზაო შემთხვევა ლაფანყურში – დაშავებულია ორი ახალგაზრდა

    ავტოსაგზაო შემთხვევა კახეთში- თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურში დიდი სიჩქარით მოძრავი “ოპელის” მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ჯერ ხეს შეეჯახა, შემდეგ კი ამოტრიალდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მძღოლი და მისი მგზავრი დაშავდნენ.

    30 წლამდე ასაკის მამაკაცები სხეულის სხვადასხვა დაზიანებით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

  • “ვანოს შოუ” იწყება-რა ფოტოებს აქვეყნებს ვანო ჯავახიშვილი

    დღეს, 22:00 საათზე “მთავარ არხზე” “ვანოს შოუს” პირველი გადაცემა გავა.  ინფორმაციას, ფოტოსურათებთან ერთად  „ვანოს შოუს“ ოფიციალური ფეისბუქგვერდი ავრცელებს.  ფოტოებში გადაცემის ჩაწერის და სამუშაო პროცესია ასახული. 

  • განათლების სამინისტრომ იმ 19 სკოლის ჩამონათვალი გამოაქვეყნა, რომლებშიც სწავლა დაგვიანებით დაიწყება

    საქართველოს  19 საჯარო სკოლაში სწავლა გვიან დაიწყება. ამის შესახებ  განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა შესაბამისი ბრძანება უკვე გამოსცა და სკოლების ჩამონათვალი გაავრცელა.

    თბილისის 122-ე საჯარო სკოლა (30 სექტემბერი); თბილისის 130-ე საჯარო სკოლა (30 სექტემბერი); თბილისის 45-ე საჯარო სკოლა (30 სექტემბერი); თბილისის 60-ე საჯარო სკოლა (30 სექტემბერი); თბილისის 149 საჯარო სკოლა (30 სექტემბერი); თბილისის 177-ე საჯარო სკოლა (30 სექტემბერი); თბილისის 191-ე საჯარო სკოლა (30 სექტემბერი); თბილისის 208-ე საჯარო სკოლა (30 სექტემბერი); თბილისის 23-ე საჯარო სკოლა; (23 სექტემბერი); თბილისის 150-ე საჯარო სკოლა (23 სექტემბერი); ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის მე-2 საჯარო სკოლა (23 სექტემბერი); ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ძმუისის საჯარო სკოლა (23 სექტემბერი); სეიდ გვარიშვილის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალას საჯარო სკოლა (30 სექტემბერი); გორის მე-4 საჯარო სკოლა (30 სექტემბერი); ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩამდურის საჯარო სკოლა (23 სექტემბერი); გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახის საჯარო სკოლა (30 სექტემბერი); დედოფლისწყაროს პირველი საჯარო სკოლა (23 სექტემბერი); დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლა (23 სექტემბერი) და ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხის საჯარო სკოლა (23 სექტემბერი).

    განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ახალი სასწავლო წლის დაგვიანებით დაწყების  მიზეზი სკოლების შენობების რეაბილიტაციაა.უწყება განმარტავს, რომ დასახელებულ სკოლებში გაკვეთილები შესაბამისი საგაკვეთილო ცხრილით შაბათი დღის ხარჯზე ანაზღაურდება.

  • ვირო მადლიო-აი ეს ტიპი ამტკიცებს, რომ ვავიწროვებდი-სააკაშვილი

    ვირო მადლიო-აი ეს ტიპი ამტკიცებს, რომ ვავიწროვებდი- საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მამუკა ხაზარაძის შესახებ სოციალურ ქსელში წერს და აცხადებს, რომ მისი პრეზიდენტობის დროს, ხაზარაძის ბანკის აქტივები გაიზარდა.

    “როგორ იზრდებოდა TBC ბანკი ჩვენი ხელისუფლების დროს:
    2003 წელს ბანკის აქტივები იყო 126 მლნ. ლარი, 2012 წელს 3,9 მილიარდი ანუ გაიზარდა 24-ჯერ.

    ამავე წლებში ბანკის სააქციო კაპიტალი იყო შესაბამისად 22 მილიონი ლარი და 604 მილიონი ლარი, ანუ გაიზარდა 27-ჯერ”-წერს სააკაშვილი.

  • ზუგდიდის მერმა შაბათი ინტელექტის დღედ დააწესა

    ზუგდიდის მერმა, გეგა შენგელიამ შაბათი ინტელექტის დღედ გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მერია  ავრცელებს.

    მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში პირველი თამაში რა? სად? როდის? ხვალ, 14 სექტემბერს დადიანების სასახლეთა ეზოში 18:00 საათზე გაიმართება. 

    “პროექტის ფარგლებში, პირველი თამაში რა? სად? როდის? ხვალ, დადიანების სასახლეთა ეზოში 18:00 საათზე ჩატარდება. დასწრება თავისუფალია”-აღნიშნულია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • თბილისში, რესტორან “ქალაქურში” ხანძარი იყო

    თბილისში,  რესტორან “ქალაქურში” ხანძარი იყო. ინფორმაციას ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

    უწყების ცნობით, მეხანძარე-მაშველებმა ცეცხლის ლიკვიდირება დროულად შეძლეს. მათივე ცნობით, ცეცხლი ჰაერის გამწოვ სისტემას გაუჩნდა. ადგილზე 4 სახანძრო-სამაშველო მანქანა და 20-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობდა. 

  • თიბისი ბანკმა სექტემბრის მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

    თიბისიმ სექტემბრის მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა.

    მას შემდეგ რაც საგარეო სექტორი ძლიერი იყო და სებ-ი რეკორდულად მაღალი ოდენობის სავალუტო რეზერვებს ყიდულობდა, რუსეთიდან ფრენების აკრძალვამ და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესუსტებამ საგარეო სექტორის დინამიკაზე ნეგატიურად იმოქმედა. ამასთან, საგარეო ბალანსი მაინც ზომიერად ძლიერი რჩება. საკუთრივ, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირება იმავე პერიოდში სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესებამ სრულად გადაფარა. ისევე, როგორც ივლისის ტურიზმის კლებაზე გაცილებით მეტი იყო ამავე თვეში სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესება. ამასთან, აგვიტოს ტურიზმის დინამიკა მნიშვნელოვანად უკეთესი იყო.

    წინა ყოველთვიური მიმოხილვის შემდეგ, აშშ დოლარი მსოფლიოს ძირითად ვალუტებთან მიმართებაში მცირედით გამყარდა და თავის ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. თუმცა, დოლარის გამყარება ლარის სადღეისოდ არსებული სისუსტის მხოლოდ მცირე ნაწილის ამხსნელი ფაქტორია. ლარის ეფექტური გაცვლითი კურსის ინფლაციაზე ზეწოლის გათვალისწინებით, სებ-მა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა. კერძოდ, რეფინანსირების განაკვეთის ზრდის გარდა, ასევე გაცხადდა, რომ ინფლაციის მოთოკვისათვის სხვა ნაბიჯებიც იქნება გადადგმული. თიბისი კვლევების შეფასებით, თუ ლარის ეფექტური კურსი არ გამყარდა, წლის ბოლომდე ინფლაცია დაახლოებით 7%-ით განისაზღვრება.

    მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება, განსაკუთრებით საპროცენტო განაკვეთების შემდგომი აწევისა და სხვა ინსტრუმენტების გამოყენების შემთხვევაში, შიდა მოთხოვნაზე და ეკონომიკის ზრდაზე უარყოფითად იმოქმედებს. ამასთან, თიბისი კვლევების შეფასებით, იმ შემთხვევაში თუ ამას სასურველი შედეგი – ლარის ეფექტური და ასევე აშშ დოლარის მიმართ გაცვლითი კურსის გამყარება მოჰყვა, ჯამურად ეკონომიკის ზრდაზე უარყოფითი ეფექტი მნიშვნელოვანი არ უნდა იყოს. ეს გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ მართალია პოლიტიკის გამკაცრება შიდა მოთხოვნაზე უარყოფითად იმოქმედებს, თუმცა ლარის აშშ დოლარის მიმართ გამყარებას საპირისპირო ეფექტი ექნება, რაც ბიზნესისა და სამომხმარებლო განწყობების რამდენადმე მაინც გაუმჯობესების შედეგი იქნება.

    ივლისის ეკონომიკის ზრდას რაც შეეხება, ნეგატიური მოვლენების განვითარების ფონზე ზრდა საკმაოდ მაღალი იყო. ამასთან, როგორც ჩანს გარკვეული როლი დაბალმა საბაზო ეფექტმა შეასრულა. ასევე, ეკონომიკის ზრდის წინმსწრები ინდიკატორები დინამიკის გარკვეულ გაუარესებაზე მიუთითებს. თუმცა, თიბისი კვლევების შეფასებით, 2019 წლის ზრდა მაინც 4%-ზე მაღალი იქნება.

    პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოსალოდნელზე მეტად შემცირების მიუხედავად, მისი მშპ-თან მაჩვენებელი საერთაშორისო მასშტაბით მაინც მაღალ დონეზეა. სექტორულ ჭრილში, სავარაუდოა უძრავი ქონების სექტორში ინვესტიციების შემცირების დინამიკის ცვლილება. ამ ვარაუდის გაკეთების საშუალებას საცხოვრებელი უძრავო ქონების სექტორის ძლიერი ფუნდამენტური ფაქტორები იძლევა. ამასთან, დროით განზომილებაში პროგნოზის გაკეთება რთულია. მართალია ნებართვების გაცემის დინამიკა გაუმჯობესდა, თუმცა იპოთეკური დაკრედიტების მაჩვენებლები შედარებით სუსტია. განსხვავებით საცხოვრებელი უძრავი ქონების სექტორისა, მაღალპროცენტიანი სესხების გამცემ არასაბანკო საფინანსო სექტორში ინვესტიციების შემცირების დინამიკის ცვლილება მოსალოდნელი არ არის. აღნიშნული სექტორის კლება თიბისი კვლევების მიხედვით პოზიტიურადაა შეფასებული. ასევე, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირებაში სამხრეთ კავკასიის მილსადენის პროექტის დასრულებამაც მნიშვნელოვანი ნეგატიური როლი შეასრულა. ამასთან, ანაკლიის ღრმაწლოვანი პორტისა და მსხვილი ენერგეტიკული პროექტების უფრო აქტიურ ფაზაში შესვლის შედეგად, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზრდება.

    მონეტარული პოლიტიკის არსებული და შემდგომი გამკაცრების გათვალისწინებით, მოსალოდნელია ლარიზაციის ტემპის შემცირება. თუმცა, ლარიზაცია კვლავ პრიორიტეტად დარჩება, სავარაუდოდ ვალდებულებების ლარიზაციაზე უფრო მეტი აქცენტით. ასევე, გაზრდილია უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების ჩარჩოს შერბილების ალბათობა. თიბისი კვლევების შეფასებით, გრძელვადიანი სესხების შემთხვევაში, მულტისავალუტო დაკრედიტება ლარში, ევროსა და დოლარში, შესაძლებლობებისა და რისკების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე უფრო დაბალანსებული გადაწყვეტილებაა. აღნიშნული ასევე შესაძლებელია გაცვლითი კურსის ცვლილებისას ვადიანობის ავტომატური შესწორებით, იმ მიზნით, რომ ვალის მომსახურების კოეფიციენტი იმავე დონეზე შენარჩუნდეს. ეს ზედმეტად გაუფასურებული ლარის გამყარებაშიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

    იხილეთ უფრო მეტი თიბისი კვლევების მორიგ ყოველთვიურ მიმოხილვაში ბმულზე.