Category: არქივი

  • “სირცხვილია“–ს ორგანიზატორები უარყოფენ ინფორმაციას 2020–ის არჩევნებში მათი მონაწილეობის შესახებ

    კამპანია “სირცხვილიას“ ორგანიზატორები უარყოფენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ისინი პოლიტიკურ ძალად გარდაქმნას და არჩევნებში მონაწილეობას გეგმავენ. ეს ინფორმაცია მედიაში გავრცელდა. აქციების ორგანიზატორებმა უარყოფა ფეისბუქით გამოაქვეყნეს.

    შოთა დიღმელაშვილმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა:

    “გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ვაფუძნებთ სამოქალაქო მოძრაობას და ვღებულობთ მონაწილეობას 2020 არჩევნებში. არ ვიცი საიდან მოვიდა ეს ინფორმაცია. სამოქალაქო მოძრაობა უკვე ვართ, ფორმალურ ხასიათის მიცემის საჭიროება კი ჯერ არ დამდგარა, თუ დადგება, რეესტრსაც ჩავრთავთ.

    #სირცხვილია არის სამოქალაქო საზოგადოების კამპანია და დარჩება ასე. ჩვენ არ გვინდა პარტიებთან კონკურენცია, გვინდა ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსი მინიმუმის გარშემო, რომ სასამართლო უსამართლო არ უნდა იყოს; რომ ბიუჯეტიდან ფული არ ტყდებოდეს პარტაქტივის საკვებად; რომ მოქალაქეებზე ნადირობის მოწყობას აქვს პოლიტიკური ფასი; რომ სახელმწიფოს შტოები ერთმანეთის მაკონტროლებლები უნდა იყვნენ და არა თანამზრახველები; რომ არ გვინდა ერთპიროვნული მმართველობა და ა.შ.

    ამ ტრუიზმებზე, რაც გვჭირდება საიმისოდ, რომ ტანამედროვე სახელმწიფო გვერქვას, ყველა პარტიისა და იდეოლოგიის ადამიანი შევთანხმდებით. ხოლო ამის უზრუნველყოფის შემთხვევაში ყველა ვარიანტში უკეთეს ქვეყანაში ვიდავებთ იმაზე, რაც განგვასხვავებს. მანამდე ჩვენ გვრჩევნია მტრებში მოკავშირეები ვეძებოთ და არა მოკავშირეებში მტრები.

    ამ ხელისუფლებას ჰქონდა შანსი ესმინა ჩვენი ხმა, მაგრამ მან ჩათვალა, რომ სამოქალაქო საზოგადოებასთან კომპრომისი სისუსტეა და არა ძალა და თავისი ლეგიტიმაცია ძალოვნებს დააყრდნო, შექმნა ბოტების და ტროლების ალტერნატიული რეალობა, რომლისაც თავად იწამა. ესაა რუსული პრიმიტიული, მაგრამ მუშა ფორმულა.

    შესაბამისად 2020მდე ჩვენ ვიზრუნებთ იმაზე, რომ მაქსიმალურად მეტმა ადამიანმა გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი პროპორციულ არჩევნებზე ქართული ოცნების წინაარღმდეგ. ჩვენ მივიღეთ გამოწვევა და ოცნება დამარცხდება. მაგრამ მთელი ამ პროტესტის ძალა იმაშია, რომ ეს არის გამსხვავებული ადამიანების ბრძოლა და არა პარტიული ბრძოლა.

    ჩვენ არ ვიბრძვით ძალაუფლებისთვის, ჩვენ ვიბრძვით ძალაუფლების წინააღმდეგ.

    20 სექტემბერს ჩვენ დავდგებით ერთად – ერთის წინააღმდეგ. ჯერ ამ ერთის, ხოლო შემდეგ უკვე პროპორციული არჩევნები გვაძლევს გარანტიას, რომ ერთპიროვნული მმართველები ამ ქვეყანას აღარ ეყოლება. ჩვენ მოგვიწევს ვისწავლოთ ცივილიზებული პოლიტიკის წარმოება, რომელიც კომპრომისებსა და კონსენსუსებს ეფუძნება. საქართველოს ვეღარც ერთი პიროვნება და პოლიტიკური ძალა ვერ მიიტაცებს და ეს სწორედ საზოგადოებრივი დაკვეთაა და არა – პარტიული.

    20 სექტემბერს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება წითელ ბარათს უჩვენებს ივანიშვილს. სხვა სამიზნე უკვე აღარც არსებობს. სხვა სამიზნეების მიმართ მოთხოვნების შესრულებას ვადა გაუვიდა. 3 თვე ჰქონდათ მოსასმენად. ერთმმართველობას უარს ეტყვის მთელი სამოქალაქო საზოგადოება.“– წერს დიღმელაშვილი.

    არჩევნებისთვის მზადებას უარყოფს აქციების კიდევ ერთი ორგანიზატორი, ნოდარ რუხაძე:

    “მეგობრებო, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩვენი საორგანიზაციო ჯგუფი მონაწილეობას მიიღებს 2020 წლის არჩევნებში არის სიცრუე.

    ძვირფასო ჟურნალისტებო, საპარლამენტო არჩევნებში დავამარცხებთ ივანიშვილს ნიშნავს იმას, რომ ყველანაირ ძალისხმევას გამოვიყენებთ ქართული ოცნების დასასუსტებლად.

    სამოქალაქო მოძრაობა არ ფუძნდება, ჩვენ უკვე ვარსებობთ 20 ივნისის ღამის შემდეგ.“– წერს რუხაძე ფეისბუქის გვერდზე.

  • “პუტინი დაემუქრა ივანიშვილს, რომ 31 დეკემბერს სამხრეთ ოსეთი იქნება ოფიციალურად რუსეთის ნაწილი“–სააკაშვილი

    საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკავშილმა ოდესაში ახალგაზრდა ლიდერთა სკოლის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ პუტინი ივანიშვილს წლის ბოლომდე სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში გაერთიანებით დაემუქრა:

    “საქართველო არის ძალიან მძიმე სიტუაციაში. ეს ბევრმა არ იცის საქართველოში. ვლადიმერ პუტინმა უთხრა ივანიშვილს ორი თვის წინ: თუ შენ არ გამოაცხადებ ნეიტრალურ სტატუსს თუ საჯაროდ არ იტყვი უარს ნატოზე, ევროკავშირზე, ესეიგი საქართველოს დამოუკიდებლობაზე, 31 დეკემბრამდე მე მოვახდენ სამხრეთ ოსეთის ანექსიას, ზუსტად ისე, როგორც მოახდინა ყირიმის ანექსია. თქვენ ამაზე ივანიშვილი არ გიყვებათ იმიტომ რომ არ ფიქრობს, რომ თქვენს წინაშე ანგარიშვალდებულია, მაგრამ მე ვალდებული ვარ გითხრათ, იმიტომ რომ მე ვიცი ეს ზუსტად.

    31 დეკემბერს საქართველოს ნაწილი იქნება ოფიციალურად რუსეთის ნაწილი. და უთხრა, თუ ეს არ გინდა, უნდა გამოაცხადო რომ საქართველოს დამოუკიდებლობა აღარ არსებობს. შენ უარს ამბობ დამოუკიდებლობაზე.

    ივანიშვილი ეხლა რას შვრება: იმის მაგივრად, რომ თქვენ მოგიყვეთ და მოგმართოთ, რომ ხალხო ესეთი პრობლემა გვაქვს, ის არაფერს არ გეუბნებათ თქვენ, რაღაც სისულელეებს გიყვებათ და ამასობაში გადააყენა თავდაცვის მინისტრი, ვინც არ მოწონდათ რუსებს, არც მე არ მომწონდა, მაგრამ რუსებს კიდევ უფრო არ მოწონდათ, დანიშნა ღარიბაშვილი თავდაცვის მინისტრად. დანიშნა გახარია – რუსეთის საგარეო დაზვერვის აგენტი,  პრემიერ მინისტრად და ფიქრობს, რომ იქნებ როგორმე რუსები დაწყნარდნენ. მაგრამ ივანიშვილი კრეტინია და არ ესმის, რომ ეს რუსებს არ დააკმაყოფილებს, იმიტომ რომ მე თუ რუსებს ველაპარაკები თანაბრად, ივანიშვილი იყო ერთი პატარა საცოდავი ოლიგაქი, მილიარდებით მართალია, მაგრამ რუსეთის მაშტაბით სასაცილო, პუტინის კართან ატუზული და მისთვის პუტინი არის რაღაც ღვთაება ცაში და არ იცის როგორ ელაპარაკოს. მან არ იცის, რომ ყველაფერს შეუსრულებს და ბოლოს პუტინი ამას მაინც შეუსრულებს. ამიტომ საქართველო ახლა რეალურად არის უპატრონო, ძალიან მძიმე მდგომარეობაში.“–განაცხადა სააკაშვილმა.

  • თენგიზ კიტოვანს მოსკოვში თავს დაესხნენ(ვიდეო)

    საქართველოს ეროვნული გვარდიის ყოფილ მეთაურს მოსკოვში შეურაცხყოფა მიაყენეს და სავარაუდოდ ფიზიკურად გაუსწორდნენ. ვიდეო სოციალურ ქსელში აფხაზმა მომხმარებელმა ატვირთა. ვიდეოში ჩანს, რომ ის კიტოვანს დასცინის და ომის დროს სამხედრო დანაშაულის ჩადენაში სდებს ბრალს. როგორც მომხმარებელი ამტკიცებს, მოგვიანებით ის კიტოვანს ფიზიკურადაც გაუსწორდა, თუმცა ეს ვიდეოზე აღარ გადაუღია.

  • ექსკურსიაზე დაღუპული 16 წლის სოფი ნიკოლეიშვილის საფლავი გაქურდეს

    კახეთში, ექსკურსიაზე უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპული 16 წლის სოფი ნიკოლეიშვილის დედა აცხადებს, რომ მისი შვილის საფლავი გაქურდეს.

    “წიგნებიც მოპარეს ჩემს გოგოს,ჩანთაში რომ მეწყო…წებოც,კალამიც,სანთლებსაც იპარავენ…რა ვთქვა.ვინმემ უფალი არ მიხსენოთ და სამართალი.მძულს ეს დაბნელებული უსულგულობა”-წერს შვილმკვდარი დედა.

    შეგახსენებთ, ტრაგედია 26 მაისს დატრიალდა. სკოლის ექსკურსიაზე ლა­გო­დეხ­ში მყოფი სკოლა “ალბიონის” მოსწავლე 16 წლის სოფი ნიკოლეიშვილი მდინარის დინებამ გაიტაცა. გო­გო­ნას ცხე­და­რი მაშ­ვე­ლებ­მა 27 მა­ისს იპო­ვეს.

  • ზუგდიდის მერიამ შაბათს “ინტელექტის დღეს” სახელი გადაარქვა

    ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ შაბათს “ინტელექტის დღეს” სახელი  გადაარქვა. შესაბამისი განცხადება ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე განთავსდა. მათი ცნობით, შაბათი სინამდვილეში, “ინტელექტუალური თამაშების დღე” იქნება.

    სახელის გადარქმევის მიზეზად მერია  საზოგადოების მხრიდან არასწორ ინტერპრეტაციებს ასახელებს.  

    მერიის მიერ გუშინ, 13 სექტემბერს გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნული იყო,  რომ მერის ინიციატივით, ყოველი შაბათი “ინტელექტის დღედ” ცხადდება. ამჟამად, მერიის ფეისბუქ გვერდზე ეს განცხადება ჩასწორებულია და “ინტელექტის დღის” ნაცვლად, “ინტელექტუალური თამაშების დღე” წერია.

  • ილია სულამანიძე ევროპის ჩემპიონია

    ილია სულამანიძე ფინეთის ქალაქ ვანტააში ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

    100 კგ. წონით კატეგორიის ფინალში ილია სულამანიძემ უკრაინელ იევჰენ ვეჰერას მოუგო.

    ცოტა ხანში, მძიმე წონითი კატეგორიის ფინალში გელა ზაალიშვილი იასპარეზებს, ხოლო ბრინჯაო მედლისთვის საბა ინანეიშვილი უნგრელ რიჩარდ სიპოცს შეხვდება.

  • ჯიღაურას სამეცნიერო ცენტრში მოვიყვან ყველა უცხოელ სტუმარს, რათა ნახონ რა შესაძლებლობები აქვს საქართველოს-სალომე ზურაბიშვილი

    ჯიღაურას სამეცნიერო ცენტრში მოვიყვან ყველა უცხოელ სტუმარს, რათა ნახონ რა შესაძლებლობები აქვს საქართველოს-ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა  ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონტრაციო ბაზაზე სტუმრობისას განაცხადა. ზურაბიშვილი ვირუსოლოგიის ლაბორატორიის მუშაობის სპეციფიკას გაეცნო.

    პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტმა ბაზაზე გაშენებული ვაზის საკოლექციო ნაკვეთი დაათვალიერა.

    „80 ჰექტარზე გაშენებული სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ექსპერიმენტალურ ბაზაზე განთავსებულია მეხილეობისა და მევენახეობის მიმართულების საკოლექციო ნაკვეთები. ეს არის საქართველოში ერთადერთი ადგილი სადაც 450 ქართული ადგილობრივი ვაზის ჯიში და 350 საზღვარგარეთიდან ჩამოტანილი სახეობებია გაშენებული.

    ცენტრში ტარდება სელექციური სამუშაოები, მეღვინეობის ბაზაზე კი მეღვინეები 100-150 სხვადასხვა ჯიშებისგან ღვინოებს ამზადებენ.

    კოლექციების მოძიება და მოშენება 2007 წლიდან დაიწყო. 2014 წელს კი შეიქმნა კვლევითი ცენტრი. პროექტს 2007 წლიდან ბანკი ,,ქართუ” ახორციელებდა 2014 წელს კი იგი სახელმწიფოს გადაეცა.

    პრეზიდენტმა ვირუსოლოგიის ლაბორატორიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და დაგეგმილი დიაგნოსტიკური კვლევების შესახებ ინფორმაცია სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებისაგან მიიღო“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

    სალომე ზურაბიშვილმა ცენტრის ფუნქციონირებას უმნიშვნელოვანესი უწოდა და აღნიშნა, რომ მას უდიდესი წვლილი შეაქვს ქვეყნის სოფლის მეურნეობის პოტენციალის განვითარებაში.

    „ცენტრის ფუნქციონირება მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობისა და ვაზის კულტურის განვითარებისათვის. როცა ქვეყანას ვაზის უძველესი, 500-ზე მეტი ენდემური ჯიში გააჩნია და მისი უმეტესობა აღდგენილია, ეს უდიდესი სიმდიდრე და მეღვინეობის განვითარების უდიდესი პოტენციალია.

    მომავალ კვირას გაეროში მივდივარ და ერთ- ერთი ღონისძიება, რომელშიც ასევე მივიღებ მონაწილეობას კლიმატის კონფერენციაა, სადაც მინდა წარვადგინო ჩვენი ქვეყნის უდიდესი უპირატესობა – ენდემური ჯიშების მრავალფეროვნება.

    საქართველოში წარმოიშვა არა მხოლოდ ვაზის, არამედ ხორბლის და სხვადასხვა მცენარეების ენდემური ჯიშები. ამის შენარჩუნება და განვითარება ჩვენი ქვეყნის პოტენციალის განვითარება და გაძლიერებაა.

    ამ ცენტრში მოვიყვან ყველა უცხოელ სტუმარს რათა ნახონ რა შესაძლებლობები აქვს საქართველოს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

  • თბილისში ქალმა ავტომობილი მეგობრის ავტოფარეხში დამალა და სამართალდამცველებს განუცხადა, რომ მოპარეს

    ავტომობილი, რომელსაც 2 დღე ეძებდნენ, აღმოჩნდა რომ მეპატრონემ გადამალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მანქანის ქურდობის ფაქტი არ დადასტურდა.

    შსს-ს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოში, 12 სექტემბერს, შევიდა შეტყობინება, რომ თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩიდან Mitsubishi Pajero- ს ფირმის ავტომობილი მოიპარეს.

    „სამართალდამცველები ოპერატიულად გამოცხადდნენ შემთხვევის ადგილზე და დაიწყეს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება.

    გამოძიების მსვლელობისას, დადგინდა, რომ ავტომობილის მფლობელმა საქართველოს და ისრაელის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ფ.ს.-მ სადაზღვევო კომპანიისგან თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მიღების მიზნით, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, მისი კუთვნილი ავტომობილი მეგობრის ავტოფარეხში დააყენა, ხოლო სამართალდამცველებს განუცხადა, რომ ავტომობილი მოპარეს.

    ავტომობილის გადამალვის ფაქტს, ავტოფარეხის მეპატრონე, ფ.ს.-ს მეგობარი ა.ა.-ც ადასტურებს.

    ავტომობილის ქურდობაზე გაკეთებული შეტყობინების შემდეგ ფ.ს.-მ საქართველოს საზღვარი მალევე დატოვა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

  • მერიდებოდა თქმა, ჯანმრთელობამ ძალიან შემომიტია-ეკა კვალიაშვილი დახმარებას ითხოვს

    ეკა კვა­ლი­აშ­ვი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბას დახ­მა­რე­ბას სთხოვს. მომ­ღერ­ლის თქმით, მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა საგ­რძნობ­ლად გა­უ­ა­რე­სდა, მას კი მკურ­ნა­ლო­ბისთვის თანხები არ აქვს.

    “დიდხანს ვიფიქრე, მერიდებოდა თქმა, მაგრამ ჯობს ვთქვა…
    მეგობრებო, ვაკეთებ სერიოზულ განცხადებას. ჯანმრთელობამ ძალიან შემომიტია, ისევ დამეწყო ხუთვა, არ მშველის ჩვეუებრივი „სალბუტამოლი, მხოლოდ „სიმბიკორტი მიხსნის ამ საშინელებას რაც საკმაოდ ძვირია და ვერ ვახერხებ , რომ ეს წამალი სულ მქონდეს და ვისუნთქო. მოკლედ , რის გამოც , ღმერთმა აცხონოს, მერაბ კილაძემ გამკეთა ოპერაცია და შემდეგ ალერგოლოგთან მიმიყვანა, დექსამეტაზონი, რომელსაც ერთი წელი ვიღებდი, რადგან ვერ ვსუნთქავდი, შემიცვალეს სიმბიკორტით, ისიც მთელი რიგი ტესტები გამიკეთეს, რომ რაიმეს ალერგია არ მოეცა.სამწუხაროდ, საქართველოს აღარ ჰყავს მერაბ კილაძე და მე აბსოლუტურად ჩემიანი ექიმი, რომლისაც მჯეროდა და ზუსტად იცოდა თავისი საქმე, (სხვათაშრის, დექსამეტაზონმა ღვიძლი დაუშალა დედაჩემს… )ამ ეტაპზე, ძალიან , მართაც ზალიან გამიჭირდა, არა მარტო წამლების შეძენა, არამედ, MRT-ს გაკეთებაც რაც უნდა ვაკონტროლო, 6 თვეში ერთხელ, მაგრამ,ამის ფინანსები არ მრჩება.ასევე საყიდელი მაქვს მიელინი, რომელიც მთელი ცხოვრება უნდა მივიღო და ბიოტინი, რომ ვიარო. მე მჭირდება ჯანმრთელობა, ბევრი საქმე მაქვს გასაკეთებელი, ბევრი პროექტი განსახორციელებელი, საკუთარი სიმღერები დასაცავი და ოჯახი მოსავლელი, ამას ყველაფერს ემატება ნაქირავებებში ფულის ყრა…
    ძალიან , უკიდეგანოდ დამჭირდა თქვენი დახმარება, რადგან მინდა , ძალიან მინდა ვიყო კარგად. მე ფონდიც შევქმენი გაფანტული სკლეროზიანებისთვის და ვიცი რა ხაზით ვამუშაო, მაგრამ, არ მყოფნის ძალა და არც ფინანსები, რომ სხვებს მივეხმარო, ან კი როგორ, როცა თავისთვის ვერ მიმიხედავს.
    მე გადავწყვიტე, ჩავატარო საქველმოქმედო საღამო, სხვა გზას ამ ეტაპზე ვერ ვხედავ. შეგატყობინებთ სად. იმედია გვერდში დამიდგებით, ერთხელ თქვენით გადავრჩი, ახლაც თქვენი იმედი მაქვს ღმერთის წყალობით….
    ამისათვის დამჭირდება რუსთაველის თეატრი, და რომელიმე ტელევიზია, აპარატურა და ცოტა რეკლამა, რომ გაიგოს ხალხმა სად და როდის ჩატარდება კონცერტი სადაც მონაცილეობას ისევ ჩემიუსაყვარლესი ოლეგები მიიღებენ. გთხოვთ შემეხმიანეთ ვინ როგორ დამიდგება გვერში. პირად მიმოწერაში
    GE95TB7003145161100004 TBC ბანკი
    პირადი 01030004431″- წერს კვალიაშვილი სოციალურ ქსელში.

  • სუროგაციით დაბადებული ბავშვების მშობლებმა ღამე იუსტიციის სახლში გაატარეს

    სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვების მშობლებმა პროტესტის ნიშნად ღამე იუსტიციის სახლში გაატარეს-ამის შესახებ ინფორმაციას მარიამ კუკუნაშვილი ავრცელებს.

    დაბადების მოწმობების გარეშე უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებმაც სუროგაციით საქართველოში ისარგებლეს შვილების სამშობლოში წაყვანას ვერ ახერხებენ. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო განმარტავს, რომ მათ სუროგაციის პროცესში კანონით განსაზღვრული წესები დაარღვიეს.