Category: არქივი

  • “გამოექანა ქუცნაშვილის ცოლი და მთხლიშა სახეში”-პირველი კომენტარი გონიოში მომხდარ დაპირისპირებაზე (ვიდეო)

    გონიოში, ზაქარია ქუცნაშვილის ცოლი სამოქალაქო აქტივისტს ირაკლი არეშიძეს ფიზიკურად გაუსწორდა. ინცინდენტის შემდეგ, დაზარალებული პოლიციაში გადაიყვანეს.

    აქტივისტთან კომენტარს “მთავარი არხი” ავრცელებს.  ირაკლი არეშიძე ყვება, რომ მას ქუცნაშვილის ცოლი მას შემდეგ დაუპირისპირდა, რაც “სირცხვილიას” აქტივისტმა ყოფილ დეპუტატს “გავრილოვის მონა” უწოდა.

  • “ეს მელია დააბით სახლშიო, მართლა როგორც ოთხფეხა მელიაზე ნადირობენ”-ნიკა მელია

    “ეს მელია დააბით სახლშიო, მართლა როგორც ოთხფეხა მელიაზე ნადირობენ”- ეს განცხადება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ მთავარ პროკურატურაშშესვლამდე ჟურნალისტებთან გააკეთა. მელია საგამოძიებო უწყებაში ტელეკომპანია „კავკასიაში“ სტუმრობის გამო დაიბარეს.

    “რომელიმე ქვეყანაში მოქმედ დეპუტატს აქვს შეზღუდვა მივიდეს რომელიმე ქვეყანაში? ტელეკომპანია “კავკასია” არის 200 მეტრში აქედან, იქ თუ მივედი ბატონ დავით აქუბარდიასთან გადაცემაში ეგ არის კანონდარღვევა?

    ეს არის ტყუილების ფაბრიკა, ამ თავს უყრის ყველა პოლიტიკოსი, მედიამენეჯერი ბიზნესმენი, ვინც არ მოსდის თვალში ვისაც აქვს მართვის სადავეები ხელში და დღის ბოლოს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, საიდანაც ხალხი გადის ამ ქვეყნიდან. ეს არ არის  პროკურატურა,   თადუმაძეებში ვარ მოსული. 

    მაშინ, როდესაც პარლამენტში სიტყვით გამოვდიოდი და პროკურატურისგან იყო ამასთან დაკავშირებით თანხმობა, (ისინიც ხვდებიან, რომ დეპუტატს შეუძლებელია აკრძალვა დაუწესო პარლამენტში მისვლასთან დაკავშირებით) სახლში ხელისუფლების წარმომადგენლები მოვიდნენ, რაღაც ოქმს ადგენდნენ და იკითხეს, მელია სად არისო?! არ იცოდნენ პრობაციის სააგენტოში, რომ მელია პარლამენტშია?! არ იცოდა, რომ პროკურატურამ ნებართვა დართო?! უბრალოდ, მთის გადაღმა რომ ადამიანი ცხოვრობს, იმან ჩამოარტყა მაგიდას ხელი, რომ ეს მელია დააბით სახლშიო და ახლა, მართლა, როგორც ოთხფეხა მელიაზე, ისე ნადირობენ ჩემზე. ეს განცდა მაქვს.

    რთულ მდგომარეობაში რომ არის ქართული ოცნება ვიცით და ჩემი დაკავების შემთხვევაში ის მძიმე პროცედურები რაც არის უნდა გაიარონ იმუნიტეტი უნდა მომახსნევინონ. იმუნიტეტი კი არ უნდა მომიხსნან ერთი სიტყვით, ბოდიში და არ მინდა უხეში ვჩანდე ბიძინა ივანიშვილმა თავისი ხუშტურები გაატაროს თავის ბიზნეს ცენტრში და „ქართული ოცნების“ რიგებში და აქ ჩვენ გავაკეთებ იმას რასაც ჩავთვლით საჭიროდ” – აღნიშნა ნიკა მელიამ.

  • “ურცხვი ტყუილი”-ვანო ჩხარტიშვილი ხაზარაძეს პასუხობს

    “ურცხვი ტყუილი”-ასე გამოეხმაურა ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი მამუკა ხაზარაძის მიერ მისი მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს.

    „ახალი პარტიის დამფუძნებელი თავის პირველ სატელევიზიო გამოსვლაში, სამოქმედო პროგრამის ნაცვლად, 30 წუთი ჩემთან დავაზე რომ იჭორავებს, ეს უკვე სერიოზული პრობლემაა, არანაკლები ვიდრე ის ტყუილები, რომლითაც იგი საზოგადოების შეცდომაში შეყვანას შეეცადა.

    სააკაშვილთან ალიანსში ბიზნესმენთა დარეკეტებაში მონაწილეობა არ თეთრდება და ვერც ურცხვი ტყუილით გადაიფარება, როგორც ეს წუხელ სცადა ხაზარაძემ. საზოგადოებამ უნდა იცოდეს თუ რეალურად რასთან გვაქვს საქმე და რამდენად იმსახურებს ახალგამომცხვარი პარტიის ცრუპენტელა ლიდერი ნდობას.

    ხაზარაძესთან ჩემი სასამართლო დავა ეხებოდა სააკაშვილის რეჟიმის დროს ჩემთვის ფოთის წისქვილკომბინატის და მასთან მიბმული ნავმისადგომების საქმეს, რომლებიც მაშინდელმა ხელისუფლებამ სწორედ მამუკა ხაზარაძის „თიბისი ბანკის“ მეშვეობით უკანონოდ წამართვა. რაც მთავარია, ეს რეკეტი ბანკმა ხელისუფლებასთან შეთანხმებით ჩემი ლონდონში დევნილობის დაწყებიდან მეორე დღესვე დაიწყო. ორივე ეს დავა ერთ მოსამართლესთან იმ უბრალო მიზეზით მოხვდა, რომ დავა ერთ საქმეს ეხებოდა. მე ხაზარაძეს სამართლიანად მოვუგე ორი ინსტანციის სასამართლო, მაგრამ პროცესი შევწყვიტე იმიტომ, რომ საკითხი ორ სუბიექტს შორის დავაზე უფრო დიდი აღმოჩნდა და შეეხო უცხოელ ინვესტორებთან ურთიერთობისა და ქვეყნის საფინანსო სტაბილურობის განმსაზღვრელი ინსტიტუტისადმი ნდობის სახელმწიფოებრივ თემებს.

    ბატონი ბიძინას ამ საქმეში ჩართვა ზემოდასახელებული სახელმწიფოებრივი ინტერესებით იყო გამოწვეული და არა საქმის გარჩევის სურვილით, როგორადაც სურს ხაზარაძეს საქმე წარმოაჩინოს. გაუგებარია მისი ნარატივები იგივე საკონსტიტუციო სასამართლოს თემაზეც, მე არაფერში მჭირდებოდა მათი რამენაირი გადაწყვეტილება, რადგან ვერ შემზღუდავდა მოქმედებებში. ისევ მე დავთმე და მოგებული საქმე გამოვიტანე სასამართლოდან. არც ვნანობ, რადგან მიუხედავად სამართლიანობისა, დავის გაგრძელება მნიშვნელოვნად დააზიანებდა ბიზნეს გარემოს საქართველოში და გახდებოდა ბიზნესში არასასურველი პროცესების მაპროვიცერებელი. ჩემთვის მთავარი იყო დამემტკიცებინა ჩემი სიმართლე, რაც გავაკეთე კიდეც. მისმა ბანკმა უშუალოდ მისი მონაწილეობით 17 საათზე სრულიად უსაფუძვლოდ მიითვისა ჩემი ქონებები და 5 წუთში სხვა პირზე გადაყიდა, რათა „პატიოსანი მყიდველის“ შემოყვანით მითვისებული ქონება გადაემალა. ეს დოკუმენტურად დადასტურდა სასამართლოზე. და კიდევ, დავა ეხებოდა 18 მილიონს და არა 30-ს, როგორც ამას ხაზარაძე ამბობს.

    იგი დღეს ცდილობს, კოლეგა ბიზნესმენების ძარცვაში მონაწილეობის თემა გაუკუღმართებული მოდელირებითა და ტყუილებით დაგვავიწყოს. არ გამოვა, რადგან ასეთი საქმეები მის წარსულში უამრავია. გახმაურებულებიდან საკმარისია დავასახელოთ „ელიტელექტრონიქსი“, მიტაცებული ლისის ტბა, ფოთის წისქვილკომბინატი და ნავმისადგომები, სხვა არაერთი „ქეისი“, რომელშიც იგი ბიზნესის ჯალათის როლში მოგვევლინა.

    ხაზარაძე დღეს მომავლის საშვის აღებას წარსულის გადაწერით ცდილობს. ამაოდ, რადგან საზოგადოებას კარგად ახსოვს, როცა სააკაშვილის რეჟიმი ქართულ ბიზნესს ტოტალურად ატერორებდა და დევნიდა, ის მათთან ერთად იყო და ჩვენი ქონებების მიტაცებით მდიდრდებოდა. უფრო მეტიც, ამ მიმართულებით გამოჩენილი განსაკუთრებული დამსახურებისთვის იგი სააკაშვილმა 2007 წელს ღირსების ორდენითაც კი დააჯილდოვა. სხვისი ქონებების მითვისებაში გასვრილი ხელებით ნათელ მომავალს ვერ ააშენებ, მით უფრო, ვერ უწინამძღვრებ. ჩვენ მზად ვართ, დაინტერესებულ პირებს მივაწოდოთ მასალები ამ დავის დეტალებზე“, – ნათქვამია ჩხარტიშვილის განცხადებაში.
  • ზაქარია ქუცნაშვილის ცოლი ანტისაოკუპაციო მოძრაობის ერთ-ერთ წევრს ფიზიკურად გაუსწორდა

    გონიოში, ზაქარია ქუცნაშვილის ცოლი სამოქალაქო აქტივისტს  ირაკლი არეშიძეს ფიზიკურად გაუსწორდა. ინცინდენტის შემდეგ, დაზარალებული  პოლიციაში გადაიყვანეს.

    როგორც არეშიზე ყვება, მან ქუცნაშვილს  “გავრილოვის” მონა უწოდა, რამაც ყოფილი დეპუტატის ცოლის გაღიზიანება გამოიწვია.

    აქტივისტის თქმით,სასტუმროში  ქუცნაშვილის ცოლმა თეა სანიკიძემ მას სახეში ჩაარტყა.

  • საბერძნეთში ძაღლმა ორი თვის ბავშვი დაგლიჯა – ჩვილი დაიღუპა

    საბერძნეთში ძაღლმა ორი თვის ბავშვი დაგლიჯა. ჩვილის გადარჩენა ვერ მოხერდა. ამის შესახებ ინფორმაციას ოჯახის ახლობლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

    მათი ინფორმაციით, ოჯახს როტვეილერის ჯიშის  ძაღლი ჰყავდა, რომელიც ოთახში შეიპარა და ბავშვს თავს დაესხა. 

    ტრაგედია გუშინ მოხდა. გოგონა საავადმყოფოში შეყვანამდე გარდაიცვალა.

  • დმანისში შუახნის მამაკაცი მოკლეს

    დმანისში  65 წლამდე მამაკაცი მოკლეს.  მკვლელობა ცეცხლსასროლი იარაღით მოხდა. 

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

  • იდეალურთან მიახლოებული კონსტიტუცია გვაქვს-მდინარაძე

    “იდეალურთან მიახლოებული კონსტიტუცია გვაქვს, რომელშიც არის ეროვნული ღირებულებები, ჩვენი დასავლური კურსი და რეფორმების საშუალება”, – ამის შესახებ ფრაქცია„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ, თელავში, კონსტიტუციური კანონის პროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

    “ ერთადერთი, რასაც ოპოზიცია გვსაყვედურობდა და შემდეგ რაც აისახა ვენეციის კომისიის დასკვნაში, ეს იყო, რომ 2020 წლიდან არ გადავდიოდით პროპორციულ არჩევნებზე. ამიტომ, პრაქტიკულად იდეალურთან მიახლოებული კონსტიტუცია გვაქვს, რომელშიც არის ეროვნული ღირებულებები, ჩვენი დასავლური კურსი, რეფორმების საშუალება. ეს კონსტიტუცია გრძელვადიან პერსპექტივაში, როგორც მოკლევადიანში იმუშავებს ძალიან კარგად და გამოადგება განვითარებას“,- განაცხადა მდინარაძემ.

  • თბილისში, რუსთაველზე კაცი დაჭრეს

    თბილისში, რუსთაველზე კაცი დაჭრეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მამაკაცს ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენეს. უწყების ცნობით, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

    შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებული თბილისში დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს, რაც 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

  • ნიკა მელია პროკურატურაში დაიბარეს

    „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი ნიკა მელია საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს, – ამის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი.

    უწყების ინფორმაციით, 10 სექტემბერს, მელიამ დემონსტრაციულად დაარღვია თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით დაწესებული აკრძალვა და საკუთარი სურვილით, საგამოძიებო ორგანოს უარის მიუხედავად, დატოვა საცხოვრებელი ადგილი.

    განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

    „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2019 წლის 27 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობისთვის ბრალდებულ ნიკანორ მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30 000 ლარის ოდენობით. ამასთან, დამატებითი შეზღუდვის სახით მას აეკრძალა საცხოვრებელი ადგილის დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირების და თანხმობის გარეშე, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებებით გამოსვლა და მოწმეებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია. 2019 წლის 2 ივლისის, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით, ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ და ბრალდებულ ნიკანორ მელის მიმართ დამატებით გამოყენებული იქნა ელექტრონული მონიტორინგი. პირველი მომართვისთანავე, ნიკანორ მელიას პროკურატურისგან მიეცა თანხმობა გამოცხადებულიყო საქართველოს პარლამენტში და განეხორციელებინა სადეპუტატო უფლებამოსილება. გარდა ამისა, მას აქვს სრულყოფილი კომუნიკაცია მედიასთან საცხოვრებელი სახლიდან. გენერალური პროკურატურის ამგვარი დამოკიდებულების მიუხედავად, 2019 წლის 10 სექტემბერს, ნიკანორ მელიამ დემონსტრაციულად დაარღვია თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით დაწესებული აკრძალვა და საკუთარი სურვილით, საგამოძიებო ორგანოს უარის მიუხედავად, დატოვა საცხოვრებელი ადგილი. აქედან გამომდინარე, ნიკანორ მელია დაბარებულია საქართველოს პროკურატურაში, რათა განემარტოს, რომ აღნიშნული ქმედება წარმოადგენს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების პირობის დარღვევას და მსგავსი კანონსაწინააღმდეგო ფაქტის განმეორების შემთხვევაში, მის მიმართ შესაძლოა გამოყენებულ იქნას უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიება“, – ნათქვამია განცხადებაში.