Category: არქივი

  • თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

    გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, 16 სექტემბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას “თელასი” ავრცელებს.

    სამგორის რაიონში გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „სამგორი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), სამგორის და ნადარეიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

    ასევე, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭიჭინაძის და ცისკარიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

    გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლილოს დასახლების და სადგური ლილოს მცხოვრებლებს.

    ვაკის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

    გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), კეკელიძის და თაყაიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

    გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 12 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყიფშიძის და გაბაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

    საბურთალოს რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შარტავას ქუჩის მცხოვრებლებს.

    გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

    ისნის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის, მეველეს, ბოგდან ხმელნიცკის, ლერწმის, მამუკინის, სახალხოს, ხევის, ჩარხის, აბუსერიძე-ტბელის და აბრამიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

    გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების, ვაზისუბნის IV მიკრორაიონის I კვარტლის, შანდორ პეტეფის, დავითაის და ალუბლების ქუჩების მცხოვრებლებს.

    კრწანისის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბეთლემის, გომის, თუმანიანის, თონეთის, ასკანის, ჯვარედინის და იერუსალიმის ქუჩების მცხოვრებლებს.

    ნაძალადევის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის II კვარტლის და ცოტნე დადიანის ქუჩის მცხოვრებლებს.

    კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

  • რატომ ვაგინე პუტინს –გიორგი გაბუნია ეთერში დაბრუნდა

    ტელეწამყვანი გიორგი გაბუნია ეთერში დაბრუნდა. მთავარი არხის ეთერში ის ამიერიდან ყოველ კვირას გადაცემა პოსტფაქტუმს წაიყვანს. გადაცემას ის გუნდი ამზადებს, რომელიც რუსთავი2–ზე გადაცემა პოსკრიპტუმზე მუშაობდა, თუმცა არხი დატოვა მას შემდეგ, რაც მისი მფლობელი შეიცვალა. გიორგი გაბუნია ეთერიდან ჯერ კიდევ რუსთავი2–ში დრამატული ცვლილებების დაწყებამდე მოხსნეს იმის გამო, რომ მან საკუთარი გადაცემის შესავალ ტექსტში რუსეთის პრეზიდენტს რუსულ ენაზე აგინა. არხის ხელმძღვანელობამ მაშინ ჩათვალა, რომ მისი გამოხატვის ეს ფორმა არაეთიკური იყო და ეთერს ორი თვით ჩამოაშორა. საბოლოოდ კი გიორგი გაბუნიას რუსთავი2–ის ეთერის ნაცვლად ახალი არხის ეთერში მოუწია დაბრუნება. გადაცემის შესავალი ტექსტი ამჯერად იმ სკანდალურ გადაცემაზე საუბრით დაიწყო:

    “მთავარი შეკითხვა რომელსაც ადამიანები მისვამდნენ ამ ხნის მანძილზე იყო ეს: რატომ ვაგინე უშვერი სიტყვებით პუტინს. ჯერ ერთი მე არაფერი განსაკუთრებული არ გამიკეთებია. ამას აკეთებს ყველა, თავის სივრცეში. ჩემი სივრცე აი, ეს არის. მე ვაგინე ჩემი ქვეყნის მთავარ მტერს ჩემი სტუდიიდან. არა ჩურჩულით, არა დამალულად, არამედ ყველას გასაგონად, მისსავე ენაზე, და თქვენ ნახეთ, მან ეს გაიგონა.

    ვაგინე იმიტომ, რომ არ მინდა ვიყო ლაჩარი ჩვენი ხელისუფლების მსგავსად, რომელიც მე ვიტყოდი ფეხის გულებს ულოკავს ოკუპანტს და იგივესკენ მოუწოდებს ქართველებს.ხელისუფლება, რომელსაც თვითონ ეშინია და აშინებს ხალხსაც, თითქოს ერთი წამყვანის ერთი კომენტარით შეიძლება ომი დაიწყოს, დაგვბომბონ და მიწასთან გაგვასწორონ.

    უნდა ვთქვა, რომ ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში მართლა აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც ეს დაიჯერეს და მზად არიან საკუთარი თავისუფლება, დამოუკიდებლობა და ღირსება გაცვალონ მონურ დუმილში და ხმის ამოუღებლად უყურონ იმას, თუ როგორ იპყრობს ნელნელა რუსეთის მავთულხლართები ჩვენს მიწას.“–თქვა გაბუნიამ.

  • მეტროში მგზავრი მატარებლის ლიანდაგებში ჩავარდა

    მეტროსადგურ “სამგორში” მგზავრი მატარებლის ლიანდაგებში ჩავარდა.

    შემთხვევა ცოტა ხნის წინ  მოხდა. პირის ჯანმრთელობის  მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. მომხდარის შემთხვევის  გამო, მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა.შეწყვეტილია მოძრაობა სადგურ “300 არაგველამდე”.

  • “თქვენ ძეგლი ხართ თუ?” – პრეზიდენტი ჟურნალისტს

    “თქვენ ძეგლი ხართ?“– ასეთი კითხვა დაუსვა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტს, რომელიც თეთრიწყაროში კულტურული მემკვიდრეობის პირველ ფორუმზე ჩასული პრეზიდენტისთვის კითხვის დასმას ცდილობდა.

    ჟურნალისტმა პრეზიდენტს კითხა რას ფიქრრობდა მამუკა ხაზარაძის განცხადებებთან დაკავშირებით და აპირებთა თუ არა სოფელ ჩორჩანაში საოკუპაციო ხაზთან ჩასვლას. “რასაც დავაპირებ შეგატყობინებთ“– ასეთი იყო ზურაბიშვილის რეპლიკა.

  • ბარსელონაში სამი ქართველი დააკავეს

    ბარსელონაში საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით ისინი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები არიან. ახალგაზრდა მამაკაცებს, რომელთა ასაკი 32–48 წელია, ბრალად ედებათ ბინების ძარცვა. ისინი ბინებს წინასწარ არჩევდნენ, მეპატრონეების დასასვენებლად წასვლის შემდეგ კი ძარცვავდნენ.

    დაკავებულების ბინების ჩხრეკისას პოლიციამ ათეულობით მოპარული ნივთი, ძვირფასეულობა და ტექნიკა აღმოაჩინა.

  • ჭავჭავაძის გამზირზე გარდაცვლილი მუშის ცხედარი ექსპერტიზაზე გადაიყვანეს

    ჭავჭავაძის 32–ში, ილიას უნივერსიტეტის ეზოში მიმდინარე სამუშაოების დროს გარდაცვლილი მუშის ცხედარი ექსპერტიზაზე გადაიყვანეს.

    უბედური შემთხვევა დღეს დაახლოებით თორმეტი საათისთვის მოხდა. მუშა, რომელიც მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციაზე თხრილში მუშაობდა ჩამოშლილმა მიწამ ქვეშ მოიყოლა. მისი ცხედრის ამოსაყვანად მაშველები რამდენიმე საათი მუშაობდნენ.

    სამუშაოებს ილიას უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია ემ სი გრუპი აწარმოებდა. უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ამბობს, რომ ტენდერი აგვისტოში გამოცხადდა და მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციის სამუშაოები ოქტომბრის დასაწყისამდე უნდა დასრულდეს.

    თბილისის მერიის და ვაკის გამგეობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სამუშაოები კერძო კონტრაქტით, უნივერსიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა და არავითარი კავშირი არ აქვს ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციასთან, შესაბამისად, მომხდარში მერიის პასუხისმგებლობა გამორიცხულია.

    ადგილზე მუშაობდნენ ექსპერტ–კრიმინალისტები. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

  • ქუთაისში რამდენიმე მამაკაცმა ახალგაზრდა ქალის გაუპატიურება სცადა

    ქუთაისში  ახალგაზრდა ქალს რამდენიმე მამაკაცი სახლში შეუვარდა და მისი გაუპატიურება სცადა. შემთხვევა გვიან ღამით ხარებავას ქუჩაზე მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით ქალმა პატრულის გამოძახება მოასწრო. დაკავებულია ერთი მამაკაცი.
    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 19-137-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუპატიურების მცდელობას გულისხმობს.
  • რუსთავი2–ის ვებგვერდზე ძველი გადაცემები და არქივი წაშალეს


    რუსთავი2–ის ვებგვერდზე, რომელიც 20 აგვისტოს, ანუ არხიდან კურიერის გუნდის წამოსვლის შემდეგ  შემდეგ რამდენიმე კვირის მანძილზე აღარ განახლებულა, ინფორმაციების განთავსება ბოლო რამდენიმე დღეა დაიწყო. დღეს კი გვერდიდან გადაცემების ჩამონათვალში ყველა ძველი გადაცემა და ძველი არქივიც წაშლილია. დარჩენილია მხოლოდ თორმეტი გადაცემა. ძველი ჩანაწერები კი აღარ იძებნება.

    გადაცემების ჩამონათვალში კურიერის, დილის და შუადღის გადაცემების, პროფილის, კომედი შოუს, ფარული კონვერტის, სპორტის საათის, დოკუმენტური ფილმების ციკლის, გააცინე და მოიგე–ს გარდა მითითებულია გადაცემა ფორბსის კვირა, რომელსაც რუსთავი2–სთვის გიორგი ისაკაძის გუნდი ამზადებდა. ჩამონათვალშია გვიანი შოუც, რომელიც ილო ბეროშვილს და ნიკა გრიგოლიას მიჰყავდათ. ისინი მთავარ არხზე გადავიდნენ, თუმცა თავად გადაცემა რუსთავი2–ის საკუთრებაა და ის სავარაუდოდ სხვა წამყვანებთან ერთად გაგრძელდება.
  • ჭავჭავაძის გამზირზე მიწისქვეშა სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს მიწა ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა

    ჭავჭავაძის გამზირზე ილიაუნის ეზოში მიწისქვეშა სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს მიწა ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა. ადგილზე მისულ მაშველებს მუშა  გარდაცვლილი დახვდათ.მაშველები ცდილობენ მიწის ქვეშ მოყოლილი მამაკაცი ადგილიდან  გამოიყვანონ.  როგორც მერიის წარმომადგენელი აცხადებს, სამუშაოებს კერძო კომპანია აწარმოებდა და ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებთან კავშირი არ ჰქონდა.

  • მამაკაცი,რომელმაც სხვა პირების სახელით ონლაინ სესხები აიღო და მიიმალა ბათუმში დააკავეს

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევისა და თაღლითობის ბრალდებით 1 პირი დააკავა. მიმდინარე წლის მარტიდან კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევისა და თაღლითობისთვის ძებნილი,1986 წელს დაბადებული ა.ხ. ბათუმში დააკავეს.

    გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, 2015-2016 წლებში, მოიპოვა 10-მდე პირის ნდობა, რის შემდეგაც სხვადასხვა კომერციულ ბანკებში გაახსნევინა ანგარიშები, თითოეულ ანგარიშზე გაააქტიურებინა ინტერნეტბანკი და გამოართვა საბანკო და სხვა პერსონალური მონაცემები. ამის შემდეგ, ა.ხ.-მ მათი გამოყენებით აიღო ონლაინ-სესხები, თაღლითურად დაეუფლა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულად თანხას – ჯამში, 56 345 ლარის ოდენობით და მიიმალა.

    2019 წლის მარტში, ბრალდებულს გორის რაიონულმა სასამართლომ, აღკვეთი ღონისძიების სახით, დაუსწრებლად შეუფარდა პატიმრობა, რის შემდეგაც იგი ქვეყნის მასშტაბით იძებნებოდა.
    გამოძიება თაღლითობისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.ჩადენილი დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.