Category: არქივი

  • ხულოში სატვირთო ავტომობილი ხევში გადავარდა

    ხულოში სატვირთო ავტომობილი ხევში გადავარდა. შემთხვევის დროს მანქანაში 2 ადამიანი იმყოფებოდა,  მძღოლი და მგზავრი. 
    არსებული ინფორმაციით, დაშავდა მგზავრი, რომელიც  სასწრაფო დახმარების ბრიგადამ  ხულოს რეგიონულ კლინიკაში გადაიყვანა.  პირველადი ინფორმაციით, მას მოტეხილობები და დაჟეჟილობები აღენიშნება.

  • ნამდვილად არ მაქვს სურვილი, მამუკა ხაზარაძეს ჭორაობაში გავყვე-მაია ცქიტიშვილი

    “ნამდვილად არ მაქვს სურვილი, მამუკა ხაზარაძეს ჭორაობაში გავყვე, ეს არის ჭორაობა, რომელიც ჩვენ არაერთი მოგვისმენია ბატონი მამუკა ხაზარაძისგან”- ასე უპასუხა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელიც   ბიძინა ივანიშვილთან გამართულ შეხვედრას ეხებოდა. 

    საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ  ბიძინა ივანიშვილთან გამართული შეხვედრა გაიხსენა, რომელიც ვანო ჩხარტიშვილთან დავას ეხებოდა. ხაზარაძემ განაცხადა, რომ  ჩხარტიშვილი მათგან 30 მილიონს ითხოვდა.

    „შეხვედრა შედგა ბიძინა ივანიშვილის სახლში და როცა მივედით გაოგნებულები დავრჩით, რადგან შეხვედრას ესწრებოდა მოქმედი პროკურორი შოთაძე. ერთი მხრივ ძალიან მოულოდნელი იყო ეს ყველაფერი, რადგან პრაქტიკულად მივიღეთ არაფორმალური შერიგების და რამე გარჩევის კი არა – მეგობრებო დასხედით, რა გაქვთ გასაყოფი, მოდი გავარჩიოთ, ვიმსჯელოთ და ა.შ. არამედ მივიღეთ ჰიბრიდი. ასეთ შეხვედრაზე არასდროს არ ვყოფილვარ.

    კიდევ კარგი, რომ დაგვხვდა იქ შოთაძე. ამაზე მერე ვიფიქრე. რადგან ეს კაცი იურისტია, აკვირდებოდა ამ საუბარს და ბოლოს ძალიან ჩუმად ჩაილაპარაკა, რომ ვერაფერს ვერ ხედავდა ის აქ საერთოდ საკამათოს და საერთოდ თემას ვერ ხედავდა. იქიდან ძალიან დამძიმებული გამოვედი, რადგან დავინახე ქვეყანაში როგორ წყდება საკითხები. მოქმედი პროკურორი შენთან ერთად არჩევს ვინ არის მართალი და მტყუანი?! ეს აჩვენებს, რომ ქვეყანაში მოშლილია ინსტიტუციონალური მოწყობა“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

  • სამაშველო ოპერაცია მტკვარზე – მაშველებმა ძაღლი გადაარჩინეს

    „112“-ში შესული ინფორმაციის თანახმად, თბილისში, მდინარე მტკვარში ჩავარდნილი იყო ძაღლი და უსაფრთხო ადგილას გამოსვლას ვერ ახერხებდა.

    საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, შეტყობინების მიღებისთანავე, ძაღლის დასახმარებლად, უწყების  განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს წყალზე რეაგირების ჯგუფი გავიდა.

    მაშველებმა მოტონავის საშუალებით ძაღლი წყლიდან ამოიყვანეს.

    ძაღლი  თავს კარგად გრძნობს და მის სიცოხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

  • „ევროპული საქართველო“ ოპოზიციურ პარტიებს მიმართავს, „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციაში არ შევიდნენ

    „ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“ ახალი ინიციატივით გამოდიან და ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებენ, ხმამაღლა განაცხადონ, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ “ქართულ ოცნებასთან” კოალიციას  არ შექმნიან.

    ამის შესახებ  განცხადება დღეს გამართულ ბრიფინგზე გიგი უგულავამ, გიგა ბოკერიამ და სანდრო ბარამიძემ გააკეთეს.

    ” ჩვენ გვინდა ჩვენს კოლეგა ოპოზიციურ პარტიებს შევთავაზოთ და წინასაარჩევნოდ მკაფიოდ განვაცხადოთ ჩვენი ამომრჩევლის წინაშე, რომ არჩევნების შემდეგ ივანიშვილის „ოცნებას“ არ შევუქმნით მთავრობას, დავამსხვრევთ ივანიშვილის ძალაუფლების მონოპოლიას – ძალაუფლების მონოპოლიას სასამართლოში, პროკურატურაში, მედიაში. მკაფიოდ უნდა განვაცხადოთ, რომ არჩევნების შემდეგ ივანიშვილის „ოცნებასთან“ არ შევალთ კოალიციაში. ცალკე აღებული ივანიშვილის მთავრობა 50%-ს ვერ აიღებს და ეს შესაძლებელს გახდის არეულობის და ქაოსის გარეშე ჩამოვაშოროთ ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას,”- განაცხადა  უგულავამ.

  • ტიპს არ დაუწყია და უკვე დაამთავრა-სააკაშვილი ხაზარაძის შესახებ

    საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებელზე, მამუკა ხაზარაძეზე სოციალურ ქსელში წერს.

    “გუშინ ხაზარაძეს რაღაცეები ულაპარაკია ჩემზე გრიგოლიასთან და ივანიშვილი უქია. ზოგადად ტიპს არ დაუწყია და უკვე დაამთავრა. Soo pathetic!”-წერს სააკაშვილი

    შეგახსენებთ, გუშინ მამუკა ხაზარაძემ მიხეილ სააკაშვილს ტონის შეცვლისკენ მოუწოდა. ამას წინ უძღოდა სააკაშვილის მიერ გამოთქმული კრიტიკა, რომელიც მამუკა ხაზარაძეს და მის დაფუძნებულ მოძრაობას ეხებოდა.

    “ერთი მევახშე ივანიშვილი არ გვეყოფოდა, ახლა კიდე უფრო წვრილი მევახშეები დაემატოს ბატონობის მე-8 წლისთავზე?”-განაცხადა სააკაშვილმა.

  • “ესეთი თავისუფალი ბიზნეს გარემო საქართველოში არ ყოფილა”-მაჭავარიანი

    “ესეთი თავისუფალი ბიზნეს გარემო საქართველოში არ ყოფილა”-ეს განცხადება  ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან გააკეთა.

    “ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით, ესეთი თავისუფალი ბიზნეს გარემო საქართველოში არ ყოფილა, თუ რომელიმე კონკრეტულ კომპანიაზე არსებობს კონკრეტული შემთხვევა მოიტანონ დადონ და თუ არ არის რეაგირება მერე ვილაპარაკოთ, კიდევ გიმეორებთ რომ რაც ამ ქვეყანაში კერძო საკუთრება გამოცხადდა იქიდან მოყოლებული დღემდე ბიზნესი  ესეთი თავისუფალი არ ყოფილა”-განაცხადა მაჭავარიანმა.

  • ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ჩვენს ახალგაზრდებზე-გახარია

    პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მისი მთავრობის ძირითადი პრინციპები დაასახელა. მან ასევე გაანაცხადა, რომ მთავრობის მუშაობა მაქსიმალურად გამჭირვალე იქნება.

    „დღეს ნდობის გამოცხადების შემდეგ პირველი კვირაა და ამიტომ ჩვენ შევხვდით პარასკევს, თუმცა, მთავრობის სხდომები იქნება ყოველ ხუთშაბათს, 10:00 საათზე. ვფიქრობ, რომ ეს ყველასთვის მოსახერხებელი იქნება, მათ შორის მედიისთვისაც. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენი ძირითადი პრინციპები იქნება საქმის დროული კეთება, საქმის ეფექტიანი კეთება, კეთილსინდისიერება და რაც მთავარია, დისციპლინა. ასევე ჩვენი პრინციპი უნდა იყოს ღიაობა და რა თმა უნდა, ჩვენ მაქსიმალური კომუნიკაცია უნდა ავაწყოთ ჩვენს მოქალაქეებთან, სამოქალაქო სექტორთან, ბიზნესთან. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ჩვენს ახალგაზრდებზე, ჩვენს ბავშვებზე და ღვაწლმოსილ მოხუცებზე“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

  • გიორგი გახარიამ ვიცე-პრემიერები დაასახელა

    პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ვიცე-პრემიერები დაასახელა.ვიცე-პერმიერის თანამდებობაზე დაინიშნა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი. ამ პოსტზე კვლავ რჩება ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი.

    „კაბინეტში გვეყოლება ორი ვიცე-პრემიერი. ესენი არიან ქალბატონი მაია ცქიტიშვილი და ქალბატონი თეა წულუკიანი. მოგეხსენებათ, რომ ეს ჩვენ გუნდის ძველი, გამოცდილი წევრები არიან და დარწმუნებული ვარ, ეს გუნდს კიდევ უფრო გააძლიერებს“, – განაცხადა გახარიამ.

    მთავრობის ადმინისტრაციაში ამ წუთებში გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის პირველი სხდომა მიმდინარეობს. გახარიამ განაცხადა, რომ მისი მთავრობის წევრები მაქსიმალურ კომუნიკაციას დაამყარებენ საზოგადოებასთან. მთავრობის სხდომები კი ხუთშაბათობით გაიმართება.

  • 4 დაღუპული და 13 დაშავებული- თურქეთში აფეთქება მოხდა

    თურქეთში მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 13 კი დაშავდა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს.

    აფეთქება ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მოხდა. ასაფეთქებელი მოწყობილობა გზაზე იყო დამონტაჟებული, აფეთქება კი მაშინ მოხდა, როდესაც ავტომობილმა, რომელსაც სოფლის მცხოვრებლები გადაჰყავდა,ასაფეთქებელ მოწყობილობას გადაუარა.

    წინასწარი ინფორმაციით,ასაფეთქებელი მოწყობილობა სავარაუდოდ „ქურთების მუშათა პარტიის“ ბოევიკებმა დაამონტაჟეს.

  • საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” წევრების სია

    მამუკა ხაზარაძის მიერ დღეს დაფუძნებული საზოგადოებრივი მოძრაობის “ლელოს” რამდენიმე წევრის ვინაობა საზოგადოების დიდ ინტერესს იწვევს.

    ამ დროისთვის არსებული მონაცემებით “ლელოს” წევრების სია ასე გამოიყურება: 

    ანა ნაცვლიშვილი – იურისტი, საია–ს ყოფილი თავმჯდომარე, ექს-პრეიზდენტ გიორგი მარგველაშვილის საპარლამენტო მდივანი.

    კახა კოჟორიძე – იურისტი, საია–ს ყოფილი თავმჯდომარე, ექს-პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მრჩეველი,

    ლევან ბოძაშვილი – იურისტი, ყოფილი საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე

    დეა მეტრეველი – წიგნის ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი,

    თეონა დოლენჯაშვილი – მწერალი, ანაკლიის განვითარების კონსორციუმის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი,

    საბა ბუაძე – იურისტი,

    გია გუგუშვილი – სამხატვრო აკადემიის რექტორი,

    ლევან კობახიძე – იურისტი,

    თინა მამულაშვილი – “ბაკურ სულაკაურის” გამომცემლობის დირექტორი,

    ქეთი მატაბელი – მხატვარი,

    მაია ჩიკვაიძე – მხატვარი,

    შეგახსენებთ, რომ ახალი მოძრაობის, “ლელოს” პრეზენტაცია დღეს ანაკლიაში გაიმართა. ხაზარაძემ განაცხადა, რომ ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა სფეროში წარმატებულ 12 ლიდერს ეძებს.