Category: არქივი

  • “ბევრ საოცარ რამეს ამბობს ხოლმე მამუკა ხაზარაძე ამ ბოლო დროს” – გახარია

    “ბევრ საოცარ რამეს ამბობს ხოლმე მამუკა ხაზარაძე ამ ბოლო დროს”-ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი  გიორგი გახარია თიბისი ბანკის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის ბრალდებებს სავარაუდო მუქარის წერილთან დაკავშირებით.

    “საერთოდ, ბევრ საოცარ რამეს ამბობს ხოლმე, განსაკუთრებით ამ ბოლო დროს ბატონი ხაზარაძე. წერილი, ოქმი და კიდევ ბევრი რაღაც. მოიტანოს, გვანახოს ეს ოქმი.ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ანაკლია არ ეკუთვნის არც ერთ ფიზიკურ პირს. ანაკლია, როგორც პროექტი, ღრმაწყლოვანი პორტი, როგორც პროექტი, ეკუთვნის ქვეყნის განვითარებას და ყველა ცოტა უფრო პასუხისმგებლობით უნდა მოექცეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პროექტებს” – აღნიშნა გახარიამ.

  • ივანიშვილმა, ვოლსკიმ და „ოცნების“ მთავრობამ რუსეთში მცხოვრები ქართველები კრემლის ხელში მძევლად აქცია-უგულავა

    „ევროპული საქართველოს’’ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში ‘’ქართული ოცნების’’ წევრის გია ვოლსკის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება.

    „ივანიშვილმა, ვოლსკიმ და ზოგადად, „ოცნების“ მთავრობამ რუსეთში მცხოვრები ქართველები კრემლის ხელში მძევრად აქცია. ფაქტიურად ვოლსკიმ დღეს “მოუწოდა” რუსეთს, იქ მყოფი ქართველები ზეწოლის მექანიზმად გამოიყენოს საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ და აღუთქვა, რომ ეს ილეთი გაჭრის საქართველოს მთავრობაზე. ამ ლოგიკით გამოდის, რომ საქართველომ სართოდ არაფერი არ უნდა მოიოქმედოს. ამასთანავე, თან იტყუება, რადგან 2006 წლის შემდეგ რუსეთში მყოფი ქართველების უდიდესი უმრავლესობა რუსეთის მოქალაქეა, შესაბამისად, ვერ გამოაძევებენ. ვოლსკის ეს “რუსეთის მოპატიჟება” პასუხია „ევროპული საქართველოს“ რეზოლუციის პროექტზე, რომელიც საქართველოს დასავლეთ-რუსეთის პოლიტიკურ დღის წესრიგში დაბრუნებას ითვალისწინებს:

    1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან საოკუპაციო ძალების გაყვანას და 2008 წლის ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების შესრულების მოთხოვნა.

    2. ევროპის კავშირის და აშშ-ს მიერ რუსეთის ფედერაციაზე დაწესებული შესაბამისი პერსონალური სანქციების პაკეტებში ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შეტანას;

    3. ევროპის კავშირის და აშშ-ს მიერ სანქციების შემოღება ყველა კომპანიის მიმართ, რომლებიც ეკონომიკურ საქმიანობას, მაგალითად, ეთნიკური წმენდის მსხვერპლთა ქონების გაქირავებას, წარმართავენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე“, – წერს  უგულავა.

  • საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები ასობით ათასი თანამოქალაქის დასჯის ინიციატივას მხარს არ დავუჭერთ-ვოლსკი „ევროპული საქართველოს“ ინიციატივაზე

    “ევროპული საქართველოს მავნე ინიციატივას საქართველოს და ქართველი ხალხის, განსაკუთრებით ქვეყნის გარეთ მცხოვრები ასობით ათასი ჩვენი თანამოქალაქის დასჯის შესახებ საქართველოს პარლამენტი მხარს არ დაუჭერს”-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

    „7 წელია „ქართული ოცნება“ წინა ხელისუფლების მავნე პოლიტიკით გამოწვეული კატასტროფული შედეგების ლიკვიდაციითაა დაკავებული. ერთ დროს ერთიანი „ნაციონალური მოძრაობის“ სხვადასხვა განშტოების მხრიდან, იგულისხმება „ევროპული საქართველო“, დღემდე არ წყდება ქვეყნისათვის და ხალხისათვის ზიანის მომტანი უკიდურესად სარისკო აქტივობების ინიცირება. მათი მიზანია გადაფარონ დანაშაულებრივი შეცდომები, ხოლო ოკუპაციის ფასი გადაიხადოს არა რუსეთმა, არამედ ქართველმა ხალხმა. ხელისუფლებაში ყოფნის დროს მათ არაერთხელ უკვე მოახერხეს და დაატეხეს ქვეყანას ჯერ ეკონომიკური სანქციები, შემდეგ კი რუსეთის ჯარს შემოუძღვნენ საქართველოში. სხვა ახსნა არ შეიძლება ჰქონდეს ინიციატივას, რომელიც ფორმით თითქოს რუსეთისადმი პრობლემების შექმნას გულისხმობს და რეალურად რუსეთის მხრიდან საქართველოსთვის მძიმე ეკონომიკური სანქციების გარანტირებულად დაწესებისადმი არის გამიზნული . შეუძლებელია ეს არ ესმოდეთ ინიციატივის ავტორებს, რადგან ესმით, ე.ი. სწორედ ამ შედეგების გამოწვევა სურთ. საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას არ სჭირდება კარნახი, როგორ და რა გზით უზრუნველყოს ჩვენი ევროვნული ინეტერესების დაცვა. სწორედ, რომ ჩევნი ხელისუფლების პირობებში იქნა მიღწეული არა მყვირალა და პიარეფექტზე გათვლილი რეალურად ხელშესახები პროგრესი ამ რთულ და წინააღმდეგობებით აღსავსე გზაზე ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციის გზაზე. ჩვენ ამ კურსიდან გადახვევას არ ვაპირებთ, შესაბამისად, „ევროპული საქართველოს“ მავნე ინიციატივას საქართველოს და ქართველი ხალხის განსაკუთრებით საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები ასობით ათასი ჩვენი თანამოქალაქის დასჯის შესახებ საქართველოს პარლამენტი მხარს არ დაუჭერს“,- განაცხადა ვოლსკიმ.

  • “ვუსამძიმრებ პირველკლასელებს”- ჯაფარიძე პირველკლასელებს მიმართავს

    თქვენ გელით საკუთარი მშობლების და ბებია-ბაბუას მიერ შექმნილი ჯოჯოხეთის გავლა, ბოდიში რომ ჯერ კიდევ ვერ შევძელით თქვენი დახსნა – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სასწავლო წლის დაწყებას.

    როგორც ჯაფარიძე წერს ბავშვებს სკოლაში ასწავლიან ფარისევლობას და არ მისცემენ განვითარების შესაძლებლობას იმ მიმართულებებით, რომლებიც აინტერესებთ.

    „ვუსამძიმრებ პირველკლასელების აბსოლუტურ უმრავლესობას მრავალწლიან ციხეში მოხვედრის გამო. თქვენ გელით საკუთარი მშობლების და ბებია-ბაბუას მიერ შექმნილი ჯოჯოხეთის გავლა, სადაც: – დაგამცირებენ – მოგექცევიან როგორც მონებს – დაგაზეპირებინებენ სრულიად გამოუსადეგარ ზღვა ინფორმაციას – არ მოგცემენ განვითარების შესაძლებლობას იმ მიმართულებებით, რომლებიც გაინტერესებთ – გასწავლიან ფარისევლობას – დაგაკარგვინებენ აზროვნების უნარს – შეგაზიზღებენ სწავლას და ფიქრს – შეგაზიზღებენ დილით გაღვიძებას – საბოლოო ჯამში გაგწირავენ წარუმატებლობისთვის და სიღარიბისთვის და ამ ყველაფერს თავად თქვენი მშობლები და ბებია-ბაბუა დააფინანსებენ ბოდიში რომ ჯერ კიდევ ვერ შევძელით თქვენი დახსნა“ -წერს ჯაფარიძე.

    შეგახსენებთ, პოლიტიკური გაერთიანება „გირჩი“ საკუთარი სკოლის გახსნას გეგმავს, თუმცა ამ დროისთვის მათ ამის საშუალება რიგი მიზეზების გამო არ მიეცათ. დღეს სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდა.

  • “გირჩი“ ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის ჩანაწერების სრულად გასაჯაროებას ითხოვს

    „გირჩი“ ითხოვს ეროვნული ბანკის საცავში დაცული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, ბ-ნი დემურ დვალიშვილის ჩანაწერების სრულად გასაჯაროებას! დროა ამ ქვეყნის მოქალაქეებმა გაიგონ სიმართლე – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ თავმჯდომარემ იაგო ხვიჩიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

    „გაცნობებთ რომ ჩემი საავტორო გადაცემის, ,,პროცესი”-ს, 31 აგვისტოს გამოშვებაში, საქართველოს პარლამენტის ამჟამინდელმა წევრმა და საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბ-ნა რომან გოცირიძემ განაცხადა შემდეგი: საქართველოს ეროვნული ბანკის საცავში ინახება ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, ბ-ნი დემურ დვალიშვილის ჩანაწერები, სადაც დეტალურად არის აღრიცხული ვისზე და რა ოდენობებით ხდებოდა მაშინდელი პრეზიდენტის, ბ-ნი ედუარდ შევარდნაძის მითითებით სესხების გაცემა. ბ-ნი რომანის განცხადებით მას ნანახი აქვს ეს ჩანაწერები, როდესაც ის იყო ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და მათი შენახვა ბანკის სპეციალურ საცავში მოხდა სწორედ მისი მითითებით. მსურს შეგახსენოთ შემდეგი გარემოებები: 1.ბ-ნი დემურ დვალიშვილი იყო პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძესთან დაახლოებული პირი, იგი იკავებდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობას და შესაბამისად პასუხისმგებელი იყო ქვეყნის ფულად-საკრედიტო პოლიტიკაზე 1992 წლის ნოემბრიდან 1993 წლის ნოემბრამდე 2.1993 წლის 5 აპრილს მოხდა კუპონის გამოშვება, ხოლო 1993 წლის 20 აგვისტოდან კუპონი გამოცხადდა ერთადერთ საგადამხდელო საშუალებად ქვეყნის მასშტაბით. კუპონის ჰიპერინფლაციამ პრაქტიკულად ღატაკად აქცია საქართველოს მოსახლეობა. 3.1992 წელს საქართველოში დაიწყო პირველი პრივატიზაციის პროცესი, რომლის შედეგადაც საბჭოთა საქართველოს საკუთრებაში არსებული აქტივების მნიშვნელოვანი ნაწილი აღმოჩნდა ერთეული კორუმპირებული ადამიანების ხელში. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი რომ ამ აქტივების ხელში ჩაგდება ხდებოდა საქართველოს პრეზიდენტის მითითებით ერ. ბანკიდან გატანილი სესხებით, რომელთა დიდი ნაწილის უკან დაბრუნება არ მომხდარა ან მოხდა იგივე ერ. ბანკის მიერ ინფლირებული და გაუფასურებული კუპონებით. 4.ბ-ნი დემურ დვალიშვილის პრეზიდენტობას ემთხვევა საბჭოთა ანაბრების გაუფასურების პერიოდი. საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 20 მარტის განკარგულების საფუძველზე შექმნილი საბჭოთა ანაბრების გაუფასურების მიზეზების შემსწავლელი კომისიის ანგარიშით, რომელიც ინახება კომისიის თავმჯდომარის, ბ-ნი ელგუჯა მექვაბიშვილის პირად არქივში, საბჭოთა ანაბრების გაუფასურება დაკავშირებულია 90-იანი წლების პირველ ნახევარში განვითარებულ ჰიპერინფლაციურ პროცესებთან. ხოლო, საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2004 წლის 15 ნოემბრის #34 დადგენილებით შექმნილი 1992-1993 წლებში საქართველოს მოქალაქეების ანაბრების გაუფასურების მიზეზების შემსწავლელი საპარლამენტო მომხსენებელთა ჯგუფის მიერ შედგენილი დასკვნით – ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი და, ამავე დროს, მთავარი მიზეზი ანაბრების გაუფასურებისა იყო საქართველოს ეროვნული ბანკის ფულადსაკრედიტო პოლიტიკა.

    5.ბ-ნმა დემურ დვალიშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა 1994 წლის 9 სექტემბერს. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ეროვნული ბანკის საცავში არსებული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, ბ-ნი დვალიშვილის ჩანაწერები შესაძლოა შეიცავდეს უმნიშვნელოვანეს ინფორმაციას იმის თაობაზე თუ ა) როგორ მოხდა კუპონის გაუფასურებით ქვეყნის მოსახლეობის შიმშილისთვის გაწირვა,

    ბ) როგორ მოახერხა ერთი მუჭა ადამიანების ჯგუფმა ვითომ სამართლიანი პრივატიზაციის გზით უზარმაზარი ქონების ხელში ჩაგდება, და

    გ) როგორ და სად გაქრა აქ მცხოვრები ადამიანების მიერ წლების განმავლობაში საბჭოთა ანაბრების სახით ნაკეთები დანაზოგი. პოლიტიკური გაერთიანება გირჩი მიიჩნევს რომ საქართველოს მოქალაქეებს აქვთ უფლება სრულად ფლობდნენ ინფორმაციას ზემოთაღნიშნულ მოვლენებთან დაკავშირებით, რომლებმაც, რუსეთის სამხედრო აგრესიასთან და თბილისის სამოქალაქო ომთან ერთად, 90-იანი წლების დასაწყისში პრაქტიკულად გაანადგურა ეს ქვეყანა. მეტიც, ჩვენი ვარაუდით ასეთი მნიშვნელობის ჩანაწერების გასაჯაროების ნაბიჯი არ გადადგა არც ერთმა ხელისუფლებამ, რადგან საქართველოს დამოუკიდებლობის პირველ წლებში უსამართლოდ გამდიდრებული ადამიანები ერთი მხრივ ყოველთვის სარგებლობდნენ და დღემდე სარგებლობენ ხელისუფლებებთან სიახლოვით, ხოლო მეორე მხრივ წარმოადგენდნენ და დღესაც წარმოადგენენ ამ ხელისუფლებებისთვის ძალაუფლების მოპოვებისა და შემდეგ შენარჩუნების ფინანსურ საყრდენს. გირჩი ითხოვს ეროვნული ბანკის საცავში დაცული ზემოთაღნიშნული ჩანაწერების სრულად გასაჯაროებას! დროა ამ ქვეყნის მოქალაქეებმა გაიგონ სიმართლე! – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

  • ახალგაზრდა, რომელიც მეტროსადგურ „სამგორში“ ლიანდაგებში ჩავარდა, გარდაიცვალა

    მეტროსადგურ „სამგორში“ ლიანდაგებში ჩავარდნილი ახალგაზრდა გარდაიცვალა.

    დაშავებული მამაკაცი  ინგოროყვას კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული. მას თავის თავის ტვინის დაზიანება ჰქონდა.  

    შემთხვევა გუშინ მოხდა, მეტროსადგურ “სამგორში” ლიანდაგებში მამაკაცი ჩავარდა.

  • ხაზარაძე და მისი ჯგუფი, როგორც კი მოხვდებიან პარლამენტში, დაუყოვნებლივ ივანიშვილთან კოალიციაში აღმოჩნდებიან – ნათელაშვილი

    “ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი, საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის შესახებ პროგნოზს აკეთებს და აცხადებს, რომ ის პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილთან კოალიციაში შევა.

    “ახლა ვუყურებ ხაზარაძის გამოსვლას. ყოველგვარი სუბიექტური, იდეოლოგიური თუ პოლიტიკური ქვენაგრძნობების გარეშე პირდაპირ გეტყვით – როგორც კი ეს ან მისი ჯგუფი მოხვდებიან პარლამენტში, დაუყოვნებლის აღმოჩნდებიან ბიძინა ივანიშვილთან კოალიციაში. თუ რამე დაეჯერება ჩემს პროგნოზებს ასეა ეს. მოკლედ, როგორც მარქსი წერდა დაპირისპირებულთა ერთიანობისა და ბრძოლის კანონი მოქმედებაშია“, – წერს შალვა ნათელაშვილი.

  • თავს შევიკავებ, ღამის პირველ საათზე შევაფასო, ეკლესია როგორ იქცევა-ხაზარაძე

    თავს შევიკავებ, ღამის პირველ საათზე შევაფასო, ეკლესია როგორ იქცევა-ეს განცხადება “ლელოს” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ  გადაცემა “მთავარ აქცენტებში” გააკეთა.

    “მადლობა ღმერთს, რომ ძალიან ბევრ ნიჭიერ და შეჭმარიტ მართლმადიდებელ მამაოსთან მაქვს ურთიერთბა, ამიტომ, მე თავს შევიკავებ, როგორც ამ ეკლესიის შვილი ღამის პირველ საათზე, ბლიც ინტერვიუში შევაფასო, ეკლესია როგორ იქცევა,

    ხაზარაძე “ციანიდის” სკანდალსაც შეეხო და  აღნიშნა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის გარშემო განვითრებული მოვლენები პროვოკაციული იყო.

    “ეს სკანდალი, რომელმაც საკმაოდ სერიოზულად დააზიანა ეკლესია შეიძლებოდა, რომ თავიდან აგვერიდებინა. მით უმეტეს, ამ პირობებში, ეს იყო ჩემი აზრით ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, იმიტომ, რომ ინსტიტუტი, რომელსაც აქვს ამხელა ნდობის მანდატი… პირდაპირ ვთქვათ, რომ ჩვენ თუ გადავრჩით დღემდე, ჩვენმა ეკლესიამ და მართლმადიდებლობამ მოგვიყვანა აქამდე. მე დარწმუნებული ვარ. თავისუფლებისთვის ბრძოლამ და ქრისტიანობამ გადაგვარჩინა”, — განაცხადა ხაზარაძემ

  • ილია მეორემ საპატრიარქოში გახარიას უმასპინძლა, დალოცა და გაპრემიერება მიულოცა-მთავრობის ადმინისტრაცია

    საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ პრემიერმინისტრს, გიორგი გახარიას საპატრიარქოში უმასპინძლა.

    მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პატრიარქმა გიორგი გახარია დალოცა და მას პრემიერ-მინისტრობა  მიულოცა.

  • საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

    საქართველოს საჯარო სკოლებში დღეს ახალი სასწავლო წელი დაიწყო. ქვეყნის მასშტაბით 55 000-მდე პირველკლასელი სწავლას იწყებს. მათგან საჯარო სკოლებში 48 254, ხოლო კერძოში – 6 067 მოსწავლე დარეგისტრირდა.

    სწავლის დაწყება საქართველოს 19 საჯარო სკოლაში გადაიდო. სწავლის პროცესი სკოლების ნაწილში 30 სექტემბერს, ნაწილში კი 23 სექტემბერს განახლდება. სწავლის გადადების მიზეზი სკოლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებია, რომლის დასრულება დათქმულ ვადებში არ მოხდა.