Category: არქივი

  • ისე დაიწყეს ამ ქვეყნის გაყოფა, თითქოს მართლა ბაბუამ დაუტოვათ-დავით ჭიჭინაძე

    “ისე დაიწყეს ამ ქვეყნის გაყოფა, თითქოს მართლა ბაბუამ დაუტოვა” – დეპუტატი დავით ჭიჭინაძე სოციალურ ქსელში მამუკა  ხაზარაძის განცხადებას გამოეხმაურა და “ლელოს” დამფუძნებელი მკაცრად გააკრიტიკა.

    “შეურაცხმყოფელი ის კი არ არის, რომ რომან ფიფიამ ხაზარაძე-ივანიშვილის შეხვედრა დაადასტურა, შეურაცხმყოფელი ის არის, რომ ხუთი კაცი დაჯდა და ჩვენი სახელმწიფოს ბედ-იღბალის განკარგვით დაკავდა.
    თანაც ისე დაიწყეს ამ ქვეყანას გაყოფა, თითქოს მართლა ბაბუამ დაუტოვათ.
    აბა რას ნიშნავს ვინმე დაიბარეს?!
    ან რატომ მიდიან „დაბარებულები“?!
    გამოდის, ამ ადამიანებს საერთოდ არ გააჩნიათ არანაირი პრინციპები და მითუმეტეს ის ღირებულებები, რომლითაც პოლიტიკაში უნდა იყვნენ.
    პრინციპში, არც ბიზნესშია ასეთების ადგილი, იმიტომ რომ, ფულის გულისთვის ყველაფერს კადრულობენ.
    რაც შეეხება პირადად მამუკა ხაზარაძეს, ეს ადამიანი პოლიტიკაში უვიცია და ის ბოლომდე უნდა გაიძარცვოს პოლიტიკაში.
    ზუსტად ისე, როგორც ის იყო მოსახლეობის მიმართ განწყობილი მაშინ, როდესაც მასთან ჯერ კრედიტებს იღებდნენ და შემდეგ ქუჩაში ყრიდნენ ხოლმე…
    ზოგადად კი, ივანიშვილმა და სააკაშვილმა პოლიტიკაში თავიანთი შესაძლებლობები ამოწურეს.
    ხალხის გადაგდებაშიც, „ოცნებას“ და „ნაცმოძრაობას“ პრაქტიკულად ერთნაირი და თან ძალიან დიდი გამოცდილება აქვთ“, – წერს ჭიჭინაძე.

  • ყირიმ-კონგოს დიაგნოზით, ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა

    ასპინძაში 30 წლის მამაკაცი ყირიმ კონგოს ჰემორაგიული ცხელების დიაგნოზით გარდაიცვალა. გ.ნ-ს დაავადების გადამტანმა საქონლის ტკიპამ უკბინა.

    შემთხვევა გუშინ მოხდა. ადგილობრივების განცხადებით, გ.ნ. საქონელს მწყემსავდა და უვლიდა, ტკიპამაც სწორედ საქონელთან უშუალო კონტაქტის დროს უკბინა. პაციენტი ახალციხის კლინიკაში მკურნალობდა.

    არსებული ინფორმაციით, ასპინძაში გასულ წელს ყირიმ კონგოს ოთხი შემთხვევა დაფიქსირდა, ოთხივე შემთხვევაში პაციენტი გამოჯანმრთელდა.

  • ზესტაფონში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, დედა და ორი მცირეწლოვანი შვილი გარდაიცვალა

    ზესტაფონში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, დედა და ორი  მცირეწლოვანი შვილი გარდაიცვალა. ბავშვების ასაკი 2 და 4 წელი იყო.

    არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა და ახლობლებმა დაღუპულები დღეს აღმოაჩინეს.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ს 240​ პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოყვა.

  • ჟურნალისტებს, ხელფასს არ უხდიან…სამთავრობო ნიუსების დასპონსორების ფული ხომ გაქვთ-ნოდარ მელაძე

    ნოდარ მელაძე სოციალურ ქსელში “რუსთავი 2-ის” მხრიდან გახარიას შესახებ მომზადებული ნიუსის დასპონსორების ფაქტს ეხმაურება.

    “პროსტესტით წამოსულ ჟურნალისტებს, ხელფასს არ უხდიან. არ აძლევენ იმას, რაც იმუშავეს. პასუხი – ფული არ გვაქვსო და სამთავრობო ნიუსების დასპონსორების ფული ხომ გაქვთ.

    ალბათ ის ჟურნალისტები ვინც მივიდა სამუშაოდ ან/და დარჩა, მენეჯმენტს ეუბნება, რომ მათი კოლეგების ანაზღაურება, ვისთან ერთადაც წლები იმუშავა დასაფარია.

    დარწმუნებული ვარ, ამ დისკრიმინაციულ მიდგომას, სახალხო დამცველიც შეისწავლის”- წერს ნოდარ მელაძე.

    მელაძე ფოტოს აქვეყნებს, რომელიც ადასტურებს, რომ “რუსთავი 2-ის” ფეისბუქის გვერდზე გახარიას განცხადება დასპონსორებული იყო.

  • ოდესმე რომ ვინმეს ეთქვა, კიტოვანი შეგეცოდებაო, მინიმუმი – ვიფიქრებდი გიჟია-მეთქი-ცოტნე გამსახურდია

    ოდესმე რომ ვინმეს ეთქვა, კიტოვანი შეგეცოდებაო, მინიმუმი – ვიფიქრებდი გიჟია-მეთქი – ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში იმ ვიდეოს გამოეხმაურა, სადაც  ასახულია, რომ თენგიზ კიტოვანს აფხაზეთში მცხოვრები ადამიანები  სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ.

    „ოდესმე რომ ვინმეს ეთქვა, კიტოვანი შეგეცოდებაო, მინიმუმი – ვიფიქრებდი გიჟია-მეთქი.

    არადა, ასე მეცოდებოდნენ ვიღაც შევარდნაძის ლაქია-გოშიები – ბიზნესმენები, პატიმრები, ინწილიგენცია თუ სხვანი – მიშა რომ დედას უტყნავდა, ხშირად უკანონოდ, მაგრამ – სამართლიანად. მაგათ გამო მტრად მოვიკიდე მიშა და მისი მთავრობა, რომელსაც ჩემთვის პირადად იქამდე არაფერი დაუშავებია… დღეს ეს ნაბოზრები მე მლანძღავენ და ჩემზე ამბობენ, ნაციაო…

    მორალი: გახსოვთ სულხან-საბას ნალბანდი მგელი? ვირმა რომ ჰკრა წიხლი და კბილები ჩაუმტვრია? მამაჩემი ხარაზი იყო, მე ნალბანდობას რა მრჯიდაო, რომ ამბობს ბოლოს“ – წერს გამსახურდია.

  • “რამდენიმე დღის განმავლობაში ვისმენთ ჭორაობას” – კალაძე ხაზარაძის განცხადებებზე

    დედაქალაქის მერი კახა კალაძე ჭორაობას უწოდებს საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ინვესტორი გააქცია.

    როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, როგორც ქვეყნის, ისე თითოეული მოქალაქის ინტერესი, ყოველთვის დაცული იქნება და “თუ კერძო ინვესტიციას უნდა, რომ ფარად გამოიყენოს ანაკლიის პროექტი, არ გამოვა”.

    „რამდენიმე დღის განმავლობაში ვისმენთ ჭორაობას. რაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია, ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის ასეთი პროექტის განხორციელება, როგორიც ანაკლიის პროექტია. ჩვენ ვიცით, რომ არის კერძო ინვესტიცია, მაგრამ კერძო ინვესტიციას თუ უნდა რომ ფარად გამოიყენოს ეს კონკრეტული პროექტი, არ გამოვა, რადგან ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს ხარჯით და სახელმწიფოს გარანტიებით განახორციელოს. მაშინ მე, თქვენ, თითოეულ ადამიანს ზოგადად, შეუძლია მსგავსი მიდგომებით, თუ იქნება სახელმწიფო გარანტიები, განახორციელონ ნებისმიერი პროექტი – არა მხოლოდ ანაკლიის. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ეს. ამიტომ ეს მიდგომა და დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია. სახელმწიფოს და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ინტერესები ყოველთვის იქნება დაცული. თუ ამ პროექტის განხორციელების რესურსი მათ გაჩნიათ, ჩვენი მხრიდან მხოლოდ და მხოლოდ ხელშეწყობა იქნება”, – განაცხადა კალაძემ.

    როგორც მან აღნიშნა, ის პოლიტიკაში ახალი სახეების მოსვლას მიესალმება, თუმცა საჭიროა, ახალმა პოლიტიკურმა პარტიებმა ჭორაობის ნაცვლად, საქმეზე და უკეთესის კეთებაზე ისაუბრონ.

    „ზოგადად, მივესალმები პოლიტიკაში ახალ სახეებს. ხალხსაც რომ გამოვკითხოთ, ჰკითხოთ ახალგაზრდებს, მომავალ თაობებს, ყველა დაიღალა ერთი და იგივე პოლიტიკური სახეებით. საჭიროა სიახლე, ახალი ენერგია, ახალი სისხლი. ჩვენ ვხედავთ, რომ შემოდიან ადამიანები პოლიტიკაში, თუნდაც, ბატონი ხაზარაძის სახით, მაგრამ ჩვენ არ უნდა ვიტრიალოთ ისევ ერთი და იგივე წრეზე – სიცრუით, ჭორაობით, რასაც ვისმენთ ბოლო დღეების განმავლობაში. თუ მათ სურთ პოლიტიკაში შემოსვლა, მოდით, ვისაუბროთ საქმეზე – რა უნდა შეიცვალოს, რა უნდა გაკეთდეს, რა შეცდომებს უშვებს ხელისუფლება და რა უნდა გამოსწორდეს. ამას ვისურვებდი მე, ასეთი პოლიტიკური პარტიების ყოფნას”, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

    შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ გიორგი გახარია იყო ადამიანი, რომელიც მინისტრის რანგში ანაკლიის განვითარების გეგმას ეწინააღმდეგებოდა, ხოლო მაია ცქიტიშვილმა ინვესტორები, პრაქტიკულად ოთახიდან გამოაგდო.

  • თბილისში მამაკაცი 10 წლის ბავშვთან გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს

    მამაკაცი, რომელიც ყოფილ მეუღლეს შვილებზე ძალადობაში ადანაშაულებდა, სამართალდამცავებმა გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს. მას სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

    გამოძიება პაატა თაბუკაშვილს 10 წლის ბავშვთან გარყვნილი ქმედების ჩადენაში ადანაშაულებს.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გარყვნილი ქმედების ჩადენას გულისხმობს.

    გამოძიების ინფორმაციით, პაატა თაბუკაშვილი ბათუმის პორტში, იმ დროს დააკავეს, როცა ის საქართველოს დატოვებას ცდილობდა.

    შეგახსენებთ, თაბუკაშვილი  მის ყოფილი მეუღლეს ნათია სამხარაძეს 5 და 9 წლის შვილებზე როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად ძალადობაში ადანაშაულებდა. მამაკაცი ამტკიცებდა, რომ სამხარაძე შვილებს ფულის გამოსაძალადაც იყენებდა. სამხარაძე კი თაბუკაშვილს ძალადობაში ადანაშაულებდა.

  • შენი თავი დაამთავრე, შე უბედურო – სააკაშვილი გახარიას (ვიდეო)

    “შენი თავი დაამთავრე, შე უბედურო”-ასე გამოეხმაურა ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას.

    მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში ქართველ ახალგაზრდებთან შეხვედრისას საქართველოს  მთავრობის წევრებზე ისაუბრა.

    სააკაშვილმა გახარიას ფრაზა “მე თქვენ დაგასრულებთ” გაიხსენა.

    მხარდამჭერებთან შეხვედრა 14 სექტემბერს გაიმართა.

  • ევროინტეგრაციის კომიტეტის სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

    ევროინტეგრაციის კომიტეტის სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.  დაპირისპირება „ევროპული საქართველოს” დადგენილების პროექტის განხილვას მოჰყვა.

    კამათი  „ევროპული საქართველოს” წევრი გიგა ბოკერიასა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავას შორის მოხდა.  

    „ეს არის თქვენი დღის წესრიგი, რომ არასდროს არ მოისმინოთ, რა პოზიცია გვაქვს ჩვენ. ჩვენი ქვეყნისთვის დღეს მთავარია სტაბილურობა და უსაფრთხოება. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ტერიტორიული მთლიანობის საკითხი ძალიან მაღალ დონეზე იდგეს. ამაზე თქვენი კარნახი და ყიჟინა არ გვჭირდება. გავიგეთ თქვენი დესტრუქციული ამოცანა რაც არის. ჩვენი ამოცანაა, თქვენს დესტრუქციულ ძალას არ გადავაყოლოთ მთელი ქვეყანა,”- განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

  • ქობულეთში პირველკლასელებს წითელი და ლურჯი ყელსახვევები გაუკეთეს

    ქობულეთში, პირველკლასელებს, საზეიმო მიღების დროს, წითელი და ლურჯი ყელსახვევები დაურიგეს. ფაქტი მესამე საჯარო სკოლაში მოხდა, სადაც ბავშვებს საბჭოთა სიმბოლიკით სამახსოვრო ფოტოებიც გადაუღეს. 

    ყელსახვევიანი ბავშვების  ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდა.