Category: არქივი

  • “განზრახ მკვლელობაში ბრალდებული პირის შეწყალება ჩემთვის მიუღებელია” – ანრი ოხანაშვილი

    “განზრახ მკვლელობაში ბრალდებული პირის შეწყალება ჩემთვის მიუღებელია”-იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე  ანრი ოხანაშვილ აცხადებს, რომ  პრეზიდენტის მხრიდან ოთხმეზურის მკვლელის შეწყალება მიუღებელია.

    “ჩემთვის არანაირად არ არის მისაღები იმისათვის, რომ ქვეყანაში ერთიანი სისხლის სამართლის პოლიტიკა განხორციელდეს ეს არის ნამდვილად მნიშვნელოვანი, რომ ყველა სახელმწიფო ორგანო იყოს ერთიანი პრინციპით და ერთიანი სტანდარტით სისხლის სამართლის პოლიტიკის გატარებისთან დაკავშირებით, რომ კორდინაცია იყოს უკეთესი და არ მივიღოთ შედეგი, როდესაც არ მივიღოთ განზრახ მკველობაში ბრალდებული პირი არ იყოს შეწყალებული ამ მიმართულებით არის სამუშაო და იმედი მაქვს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ჩაერთვება” – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

  • რუსეთში ქართველი მომღერალი გარდაიცვალა

    რუსეთში საქართველოს მოქალაქე, 27 წლის მომღერალი თორნიკე დადიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას “პრაიმტაიმი” ავრცელებს. 

    სააგენტოს ინფორმაციით, მამაკაცი სასტუმროში, სავარაუდოდ გულის შეტევით გარდაიცვალა. 

  • ვინ იყო გოგონა, რომელიც 2 შვილთან ერთად დაიღუპა და რა გახდა გარდაცვალების მიზეზი

    2 დღის წინ ზესტაფონში ტრაგედია დატრიალდა. დედა და ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი ბი­ნა­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. გარდაცვალების მიზეზს მეზობლები ბუნებრივი აირის გაჟონვას უკავშირებდნენ. 

    “სოკარ ჯორჯიას” წარმომადგენლების ინფორმაციით, დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვის გარდაცვალების მიზეზი, წყლის გამათბობელი გახდა.

    “სოკარ ჯორჯიას” ინფორმაციით, კომპანიის მხრიდან განხორციელებული გეგმიური შემოწმების დროს, კომპანიის წარმომადგენლები ბინაში აპრილში მივიდნენ, თუმცა დაკეტილი დახვდათ, რის გამოც, გაზის მილის ჩაჭრა გარედან მოხდა.

    თუმცა, მას შემდეგ, რაც ოჯახი ბინაში საცხოვრებლად გადავიდა, წყლის გამათბობელზე გაზის მილის დაერთება კუსტარულად განხორციელდა. სავარაუდოდ, ბინაში ნამწვი დაგროვდა, რამაც 3 ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.

    გარ­დაც­ვლი­ლი 25 წლის მი­რან­და სხი­ლა­ძე ზეს­ტა­ფო­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ილე­მი­დან იყო.შვი­ლე­ბის ასა­კი კი – 2 და 4 წელი იყო. მეზობლების ინფორმაციით, გოგონა შვილებთან ერთად ბინაში ქირით ცხოვრობდა და ახალი გადმოსული იყო.

    “მშობლები მთელი დრის მანძილზე ურეკავდნენ, როდესაც ტელეფონი არ აიღო ბინაში ნათესავი შევიდა და გარდაცვლილები აღმოჩნდნენ”-აცხადებს ოჯახის ახლობელი.

  • კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 61% დაუსაქმებელია

    NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 61% დაუსაქმებელია. კვლევის თანახმად, კითხვაზე: თვლით თუ არა თავს დასაქმებულად, გამოკითხულთა 38 % აცხადებს, რომ დასაქმებულია. ამასთან, კვლევის თანახმად იმ რესპონდენტების 13%, ვინც ამბობს, რომ დასაქმებულია, საჯარო სექტორში მუშაობს.

    NDI-ს კვლევა 2019 წლის 13-29 ივლისის პერიოდში ჩატარდა. გამოიკითხა საქართველოს მასშტაბით 2 131 ადამიანი პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,7%.

    კვლევა ჩატარებულია NDI-ს დაკვეთით CRRC -საქართველოს მიერ. კვლევა ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid -ის ფინანსური ხელშეწყობით.

  • მოსახლეობის 38% ამბობს, რომ მათი ოჯახის ყველაზე დიდი ხარჯი წამლებია — NDI

    NDI-ს კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 38 პროცენტი ამბობს, რომ ყოველთვიურად მათი ოჯახის ყველაზე დიდი ხარჯი წამლებია.

    მოსახლეობის 76 პროცენტი კი აცხადებს, რომ  რომ ოჯახის ძირითადი დანახარჯი საკვებია, ხოლო 62 პროცენტი ამბობს, რომ  ყველაზე დიდი ხარჯი  კომუნალური გადასახადებია.

    NDI-ს კვლევა 2019 წლის 13-29 ივლისის პერიოდში ჩატარდა. გამოიკითხა საქართველოს მასშტაბით 2 131 ადამიანი პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,7%.

  • საპენსიო პროგრამაში ჩართული პირების 57%-ს არ სჯერა, რომ პენსიაზე გასვლის შემდეგ დაგროვილი თანხით სარგებლობას შეძლებს-NDI

    NDI-ის კვლევის თანახმად, საპენსიო პროგრამაში ჩართული პირების 57%-ს არ სჯერა, რომ პენსიაზე გასვლის შემდეგ დაგროვილი თანხით სარგებლობის შესაძლებლობა ექნება. 

    კვლევის  თანახმად, 18-დან 39 წლამდე გამოკითხული მოსახლეობის 27% აცხადებს, რომ  საპენსიო პროგრამაში ჩართულია. ამავე ასაკობრივი კატეგორიის 71 % კი აცხადებს, რომ ჩართული არ არის სახელმწიფო საპენსიო პროგრამაში. რაც დაუსაქმებელ პირთა რიცხვსაც ასახავს.  40-დან ზემოთ ასაკობრივი კატეგორიის მოსახლეობის 8% აცხადებს, რომ ჩართულია საპენსიო სისტემაში, ხოლო 90% აცხადებს რომ არ არის ჩართული.

    კითხვაზე, გჯერათ თუ არა რომ, როდესაც პენსიაზე გახვალთ შეძლებთ დაგროვილი თანხით სარგებლობას -საპენსიო პროგრამაში ჩართული პირების 30%-ს სჯერა; 57%-ს არ სჯერა, ხოლო 13 %-მა არ იცის კითხვაზე პასუხი.

    კვლევის პოლიტიკური ნაწილი 19 სექტემბერს გამოქვეყნდება.

    კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. ცდომილება შეადგენს +/- 2-3 პროცენტს.

    NDI კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

  • “ყოვლად უსირცხვილო, უპასუხისმგებლო..არ უშველის არც ავსტრიაში გაქცევა და არც ნახევრად ლოთური საუბარი”-ხაზარაძე რატიანს პასუხობს

    არ უშველის არც ავსტრიაში გაქცევა და არც ნახევრად ლოთური საუბარი,-  საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე, პოეტ ზვიად რატიანის მიერ მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს მწვავე კრიტიკით პასუხობს.

    „ახლა მოვუსმინე ზვიად რატიანის გამოსვლას – ყოვლად უსირცხვილო, უპასუხისმგებლო, ცილისმწამებლურ გამოსვლას. მთელი პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, ვიდრე საქართველოში გინდ პოეტი გერქვას, გინდ ბიზნესმენი, გინდ პოლიტიკოსი, ასეთი ბინძური ცილისწამებები არ დამთავრდება, ჩვენი ქვეყანა ამ ჭაობში იქნება. პოეტი მესმის კაცად, რომელიც სიმართლეს ამბობს და რომელსაც შეუძლია თქვას ის პოზიცია, რაც სინამდვილეში არსებობს. საიდან მოიტანა ეს აბსოლუტური აბსურდი და რაში სჭირდება? გამიმძაფრდა ეჭვი, რომ ეს ძალიან სერიოზული პროვოკაციის ნაწილია და იმ დიდი მანქანის ნაწილი გახდა, სამწუხაროდ. იმ ტყუილების კასკადმა, რომელიც ახლა მოვისმინე, მთლიანად გადახაზა მთელი მისი პოეზია და შემოქმედება. გაოცებული ვარ, წარმოუდგენელი რაღაცაა. რა დონეზე მიიყვანეს ადამიანი. რომელი კალაძე, რომელი ღარიბაშვილი?! კეთილი ინებოს ყველა იმ ადამიანმა, ვინც ფრანკფურტში იყო ვახშამზე, ვინც იყო „საბას“ დაჯილდოებაზე, ყველამ ამოიღოს ხმა. ასეთი განცხადებები ადამიანისგან, რომლისთვისაც დახმარების და გვერდით დგომის მეტი არაფერი გაგვიკეთებია… არავის არაფერს ვამადლი. რომელი კომკავშირი, რომელი სალომე ზურაბიშვილის მოწოდება. რეებს ლაპარაკობს? როდის იყო მამუკა ხაზარაძე რაღაც კადრებზე და რაღაც წერილებს ხელს აწერდა. სასწრაფო წესით, კეთილი ინებოს და მოიტანოს ის დოკუმენტაცია, სადაც ჩემი ხელმოწერით რაღაც არსებობს, თუ არადა მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს და არ უშველის არც ავსტრიაში გაქცევა და არც ნახევრად ლოთური საუბარი. გახარიას და რატიანს თუ ერთი ნარატივი ექნებოდა ამას ვერ წარმოვიდგენდი. მოვითხოვ, ჩაჯდეს თვითმფრინავში, ჩამოვიდეს, მივიდეს პროკურატურაში ჩემს ადვოკატთან ერთად, წაიყვანოს ტელევიზიები, ამოიღოს ის დოკუმენტი და თუ ეს დოკუმენტი იქ არ იქნება, ძალიან მკაცრად აგებს პასუხს“,- განაცხადა ხაზარაძემ.

    ხაზარაძის ეს პასუხი ზვიად რატიანის განცხადებას მოჰყვა. რატიანმა განაცხადა, რომ მის სკანდალურ საქმეში ხაზარაძის ხელმოწერაც არის. 

    „მარტო მე და მამუკამ (ხაზარაძემ) ვიცით , სამწუხაროდ პროკურატურიდან კადრებს არ იძლევიან, რაც მე ჩემი თვალით მაქვს ნანახი. „თიბისის“ კამერის შეჭრილ კადრებზე ვსაუბრობ, ამოღებულია ყველაფერი, რითაც დაიწყო ისტორია, რომელიც დავიწყებულია და არავის არ მინდა, რომ გავახსენო. „თიბისის“ კადრებია მიტანილი პროკურატურაში, რა ფოტოკადრის გადაღება ხდება, შეკრეჭილი, დამონტაჟებული კადრებია, სადაც ამბის დასაწყისი არ არის. მე გიჟი კი არ ვარ, მახსოვს ყველაფერი, როგორც მოხდა.

    არ ვამხელდი, სანამ პოლიტიკაში არ გაეკვეხა, პოლიტიკაში ასეთი ტიპები არ უნდა იყვნენ, რომლებიც ყველგან გვყიდიან ნებისმიერ თანხად. ხვალვე ისევ ბიძინა გადაუხდის და მე მეძახიან ბიძინას ნაყიდს.

    ხაზარაძის ხელია მოწერილი, მხოლოდ მე და ჩემ ადვოკატს გვინახავს, არ გვაძლევენ. პროკურატურაში გვანახეს კადრები, ხელმოწერით. ოდესმე ამის დამტკიცება შემეძლება შემეძლება, როცა ეს საბუთები გამოვა სააშკარაოზე და სტრასბურგში მოვიგებ საქმეს.“,-აცხადებს ზვიად რატიანი.

  • საგანგაშო მაჩვენებელი:გამოკითხულთა 49 % მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება – NDI-ის კვლევა

    „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 49 პროცენტი მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. ეს მაჩვენებელი ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალია.  კვლევის თანახმად, 30 პროცენტს კი  მიაჩნია, რომ არ იცვლება, გამოკითხულთა მხოლოდ 18 % მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება.

    ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა და CRRC–საქართველომ კვევლა ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით, საქართველოს მასშტაბით ჩაატარა. 2,131 ადამიანთა, შერჩევის საფუძველზე ინტერვიუ პირისპირ შედგა.

    პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება ეკონომიკასთან, ჯანდაცვასთან, ქალების პოლიტიკურ მონაწილეობასთან და საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებული მიგნებები. კვლევის პოლიტიკური ნაწილი 19 სექტემბერს გამოქვეყნდება.

    პრეზენტაცია სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” ამ წუთებში იმართება.

  • პეკინის ქუჩაზე „ზუმერის“ მაღაზია გაქურდეს

    პეკინის ქუჩაზე „ზუმერის“ მაღაზია გატეხეს. შემთხვევა დღეს დილით მოხდა.

    ადგილზე, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ჯერჯერობით უცნობია, არის თუ არა წაღებული მაღაზიიდან თანხა ან ტექნიკა.

    წინასწარი ინფორმაციით, დამნაშავეები  სავარაუდოდ  არასრულწლოვნები არიან.

  • მორიგი სკანდალი-სალომე ზურაბიშვილმა მარიკა ლორთქიფანიძის 18 წლის შვილიშვილის მკვლელი შეიწყალა

    სალომე ზურაბიშვილის მორიგი სკანდალური შეწყალება –  პრეზიდენტმა 18 წლის დათო ოთხმეზურის მკვლელობისთვის ბრალდებული ასლან ბეჟანიძე შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაციას “მთავარი არხი” ავრცელებს.

    ოთხმეზურებმა ზურაბიშვილის სკანდალური გადაწყვეტილების შესახებ მედიისგან შეიტყვეს.

    ასლან ბეჟანიძე ბოლო 12 წლის განმავლობაში იძებნებოდა. მისი დაკავება საბოლოოდ მაინც მოხერხდა. უზენაესმა სასამართლომ ასლან ბეჟანიძე დავით ოთხმეზურის მკვლელობაში დამნაშავედ გასულ წელს ცნო და მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

    დავით ოთხმეზური 2004 წელს თბილისში, საბურთალოზე მოკლეს.