Category: არქივი

  • წამლები, რომელთა მიღებაც შესაძლოა კორონავირუსით ინფიცირებას უწყობდეს ხელს

    ჰოლანდიაში  მოღვაწე ოჯახის ექიმი, ნინა ბაკაშვილი სამედიცინო  სოციალურ ქსელში წერს, რომ გაციების საწინააღმდეგო რამდენიმე პრეპარატის გამოყენებამ შესაძლოა კორონავირუსით დაინფიცირების რისკი გაზარდოს. ექიმი მედიკამენტებს  ჟურნალ The Lancet-ში გამოქვეყნებულ სტატიაზე დაყრდნობით ასახელებს. 

    „ვინც გაციებული ხართ, ან სიცხე გაქვთ არ მიიღოთ იბუპროფენი, დიკლოფენაკი, ნუროფენი, ან სხვა NSAID-ის პრეპარატები!!!

    მე, როგორც ნიდერლანდების სამეფოში მოღვაწე ოჯახის ექიმი გირჩევთ ამას. აღნიშნული რეკომენდაცია დაფუძნებულია ბრიტანულ ჟურნალ The Lancet-ში გამოქვეყნებულ სტატიაზე და ვირუსოლოგებისა და ნევროლოგების რჩევაზე. ეს პრეპარატები ზრდიან ACE-2 -ის რეცეპტორების მგრძნობელობას და ორგანიზმში კორონავირუსის შეჭრას აადვილებენ.

    თითქმის ყველა ახალგაზრდა პაციენტი, რომელიც ინტენსიურ თერაპიაში მოხვდა აღმოჩნდა, რომ იღებდა ამ პრეპარატებს.

    ექიმებს გთხოვთ, რაც შეიძლება სწრაფად გააზიაროთ აღნიშნული მესიჯი”, – წერს ნინა ბაკაშვილი.

  • ტომ ჰენქსი და მისი ცოლი, რომლებსაც კორონავირუსი ჰქონდათ საავადმყოფოდან გაწერეს

    ამერიკელი კინომსახიობი, ტომ ჰენქსი და მისი ცოლი რიტა უილსონი ავსტრალიის საავადმყოფოდან გაწერეს, სადაც გასულ კვირას კორონავირუსით დაინფიცირების შემდეგ მოხვდნენ. ჰენქსი ავსტრალიაში ელვის პრესლის შესახებ ფილმის გადაღებებზე იმყოფებოდა. გადაღებები გაურკვეველი დროით გადაიდო.

    63 წლის მსახიობმა გასული კვირის ხუთშაბათს ინსტაგრამში დაწერა, რომ კორონავირუსით დაავადდა.

    “თავს ცოტა დაღლილად ვგრძნობდით, როგორც გაციებისას. იყო ტკივილები სხეულში. რიტას პერიოდულად ამცივნებდა. გვქონდა პატარა ტემპერატურა. როგორც წესია, ორივემ გავიარეთ ტესტი კორონავირუსზე და ის დადებითი აღმოჩნდა.“– წერდა ჰენქსი.

    მოგვიანებით მან კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ავსტრალიელებს მადლობას უხდიდა შესანიშნავი ზრუნვისთვის.

    ტომ ჰენქსი ერთადერთი მსახიობი არ არის, რომელსაც კორონავირუსი დაემართა. ბრიტანელმა მსახიობმა, იდრის ელბამ ორშაბათს ტვიტერზე დაწერა, რომ ანალიზებმა მის ორგანიზმში ვირუსის არსებობა დაადასტურა. ის წერს, რომ თავს კარგად გრძნობს, პანიკაში არ ვარდება და ჯერჯერობით სიმპტომებიც არ აქვს.

  • ორმა პოლიციელმა დაადასტურა, რომ განყოფილებაში ლუკა სირაძე არასრულწლოვნისთვის დამთრგუნველ გარემოში იმყოფებოდა

    15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დაკავებული გამომძიებლის მარიანა ჩოლოიანის საქმის პროკურორის, ალექსანდრე ჩხეიძის განცხადებით, სასამართლოში დაკითხულმა ორმა პოლიციელმა დაადასტურა, რომ პოლიციის განყოფილებაში ლუკა სირაძე არასრულწლოვნისთვის დამთრგუნველ გარემოში იმყოფებოდა.

    „დღევანელ პროცესზე დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველი განყოფილების რიგითი თანამშრომლები დაიკითხნენ. ორივე მათგანმა დაადასტურა, რომ 2019 წლის 10 დეკემბერს, როცა არასრულწლოვანი ლუკა სირაძე ხსენებულ განყოფილებაში იმყოფებოდა გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანთან, ამ განყოფილებაში არასრულწლოვნისთვის დამთრგუნველი გარემო იყო შემქნილი. მოწმეებმა დაადასტურეს ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული გარკვეული გარემოებები. მოწმეებმა ჩოლოიანის პიროვნულ მახასიათებლებზეც ისაუბრეს და გასაკვირი არ არის, რომ თავიანთ თანამშრომელს დადებითად ახასიათებენ. თუმცა, იმ ფაქტს ვერ გაექცევიან, რაც ვიდეოჩანაწერებში აღბეჭდილია. დადასტურდა, რომ ლუკა სირაძე პოლიციის განყოფილებაში იმ სათანადო პირობებში არ იმყოფებოდა, როგორშიც ნებისიერი არასრულწლოვანი უნდა იმყოფებოდეს. მისთვის გარკვეულწილად, დამთრგუნველი და არასათანადო გარემო იყო შექმნილი“, – განაცხადა ალექსანდრე  ჩხეიძემ.

    „ამ ეტაპზე არათუ ამ ორი პოლიციის თანამშრომლის, არამედ საერთოდ არავის მიმართ დევნის დაწყების საფუძველი არ არსებობს. როგორც მოგეხსენებათ, სახელმწიფო ინსექტორის საგამოძიებო დეპარტამენტი იძიებს ამ საქმიდან გამოყოფილ საქმეს – თვითმკვლელობამდე მიყვანისა და ჩვენების მიცემის ფაქტთან დაკავშირებულ საქმეს. თუ ვინმეს მიმართ გარკვეული მტკიცებულებების სტარდატი იქნება შეკრებილი, უცილებლად სათანადო რეაგირება მოჰყვება“, – განაცხადა ჩხეიძემ.

    ცნობისთვის, 15 წლის მოზარდი ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 19 დეკემბერს შეუფარდა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ლუკა სირაძის საქმეზე, პოლიციის კიდევ რამდენიმე თანამშრომლის მხრიდან ადმინისტრაციული გადაცდომა გამოკვეთა. უწყებამ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას მიმართა პოლიციის მუშაკებისთვის შესაძლო დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის გადაწყვეტის მიზნით.

  • სად წავა მიკროავტობუსის 300 000-ზე მეტი მგზავრი – „საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარე მიკროავტობუსების აკრძალვას ეწინააღმდეგება

    სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობის აკრძალვას „საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარე ეწინააღმდეგება. 

    „სად წავა მიკროავტობუსის მგზავრი (დღეში 300 000-ზე მეტი მგზავრობა), თუნდაც დაკლებული რაოდენობით?! რა თქმა უნდა, ავტობუსში და მეტროში! სიმჭიდროვე გაიზრდება ხომ?! და ეს
    კარგია?! ტრანსპორტის სამსახური საერთოდ რას აკეთებთ? ამ დროს ავტობუსში არცერთი საერთაშორისო რეკომენდაცია არ არის გათვალისწინებული:

    მძღოლის სიახლოვეს, პირველ ორ რიგში იკრძალება მგზავრების დასხდომა, მძღოლისთვის უსაფრთხო „ბუფერული ზონის“ უზრუნველსაყოფად!მოქმედებს მგზავრების ავტობუსში ჩასხდომა/გადმოსხდომის სპეციალური რეჟიმი და ის ხორციელდება მხოლოდ უკანა კარის საშუალებით. ამ გზით ხდება იმ მძღოლების დაცვა, რომლებიც არ არიან განთავსებულნი კაბინებში.მძღოლებისთვის იზოლირებული კაბინების მოწყობა

    მძღოლების გადამზადება კრიტიკული სიტუაციის მართვაში. მაგალითად, ავტობუსში აღმოჩნდა „ეჭვმიტანილი“ (სავარაუდოდ ინფიცირებული), რამაც წარმოქმნა პანიკა. მძღოლმა უნდა შეძლოს პროცესის მართვა და იმოქმედოს გაიდლაინის შესაბამისად.სავალდებულო ხდება ნიღბების გამოყენება საზოგადოებრივ ტრანსპორტში (მგზავრები და მძღოლები)კონტროლოერები (მონიტორინგის სამსახური) წყვეტენ მუშაობას და მგზავრებთან კონტაქტს.მძღოლები ექცევიან ექიმების ყოველდღიური მეთვალყურეობის ქვეშ.ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, აუდიო მოწყობილობით უწყვეტად უნდა ცხადდებოდეს მგზავრთა ქცევის წესები.შესაბამისი სამსახურები უნდა ეცნობოდნენ საერთაშორისო რეკომენდაციებს და აწვდიდნენ მათ მგზავრებს.

    საერთოდ უპატრონოდაა მიგდებული საქალაქთაშორისო ტრანსპორტი თავის მგზავრებიანად, არანაირი მოთხოვნა არ ვრცელდება მათზე და არც პასუხისმგებელია ვინმე! თუ არ ჩავთვლით თბილისის მერიის მიერ აქა-იქ, ალაგ-ალაგ მიშხურებულ სადეზინფექციო ხსნარს (24 საათში ერთხელ, რაც უდავოდ არასაკმარისი ღონისძიებაა), ქვეყანაში მგზავრთა უსაფრთხოებისთვის, არც არაფერი კეთდება. საერთოდ არაფერი!“, – წერს მესხიშვილი.

    ხვალიდან სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა იკრძალება

  • ხვალიდან სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა იკრძალება

    პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ხვალიდან სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალება. მისი თქმით, ეს არის ვირუსის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გავრცელების კერა.

    „ამიტომ, ეს გადაწყვეტილება იყო მიღებული და სამარშრუტო ტაქსები ხვალიდან აიკრძალება. შესაბამისად, ქალაქში დარჩება მერიის ტრანსპორტი, ისევე, როგორც მეტრო, მაგრამ, მათ დაევალათ და ექნებათ ვალდებულება, ყოველდღიურად მოახდინონ ტრანსპორტის დეზინფექცია, შესაბამისად, აქ ჩვენ რისკების მართვა უკეთ შეგვიძლია“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

    გახარიას თქმით, სრულად შეიზღუდება სპორტდარბაზების და სპა-ცენტრების ფუნქციონირება.

    „დღეს შესაბამის უწყებებს დაევალათ, გააკონტროლონ, როგორ სრულდება მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. მსგავსი მექანიზმები შეიქმნება თითოეულ სამინისტროში და ეს მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ადეკვატურად ვუპასუხოთ ამ გამოწვევებს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

    პრემიერის თქმით, საქართველოს ხელისუფლება გამოთქვამს მზაობას, რომ იქ, სადაც ამის შესაძლებლობა იქნება, სრულად დაეხმაროს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს, რათა მათაც მიეცეს საშუალება გაუმკლავდნენ ამ გლობალურ გამოწვევას.

  • სასულიერო პირებმა თბილისის ქუჩები აკურთხეს (ვიდეო)

    მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებმა თბილისის ქუჩები აკურთხეს. ისინი სამების საკათედრო ტაძრიდან ჯერ რესპუბლიკის მოედნისკენ დაიძრნენ, რესპუბლიკის მოედნიდან კი რამდენიმე ლოკაციაზე, ქალაქის სხვადასხვა ქუჩებისკენ გაემართნენ.

    როგორც დეკანოზმა შალვა კეკელიამ განაცხადა, ამ ფორმით ისინი უფალს დახმარებას სთხოვენ, რათა მსოფლიოში გავრცელებული სენისგან ქვეყანა და ხალხი დაიცვას. 

    „პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, სამღვდელოება შევიკრიბეთ, რომ მთელი ქალაქი ეკურთხოს. ვხედავთ, როგორ მძიმე მდგომარეობაშია ქვეყანა და მთელი მსოფლიო, ეს სენი როგორ ვრცელდება მსოფლიოში. აქედან გამომდინარე, ეკლესიამ გადაწყვიტა, რომ ლოცვა ჩაატაროს. თქვენ გესმოდათ, რამდენად მნიშვნელოვანია წყალკურთხევის ლოცვა, როგორ შინაარსს შეიცავს ეს ლოცვა და ლოცვის შემდეგ მთელი ქალაქი იკურთხება დღევანდელ დღეს. მოძღვრები სამ ნაწილად გავიყოფით და ყველა უბანში მივალთ, სადაც ეს ნაკურთხი წყალი ესხურება. ჩვენ შევთხოვთ მაღალ ღმერთს, რომ დაიფაროს და დაიცვას ჩვენი ქვეყანა”, – განაცხადა დეკანოზმა შალვა კეკელიამ.

    {{VIDEO}}

  • მეოთხეული გადაცემის დროს საგანგებო მდგომარეობა საჭიროა – თენგიზ ცერცვაძე

    მეოთხეული გადაცემა ზომების გამკაცრებას მოითხოვს, სხვა სიმკაცრის ზომებია მისაღები საგანგებო მდგომარეობის სახით, – განაცხადა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ.

    მისი თქმით, საქართველოში ახალი კორონავირუსის მეოთხეული გადაცემა ჯერ არ გამოვლენილა.

    “დღესაც გვქონდა ექსპერტების ჯგუფს შეხვედრა. მე ვფიქრობ და ბევრმა მხარი დამიჭირა – მეოთხეული გადაცემა საქართველოში ჯერ არ გვქონია, ვინაიდან კონტაქტების ჯაჭვში ვიღაცამ მაინც იცის, ვისგან დაინფიცირდა. ასე რომ, მინდა თამამად ვთქვა, საქართველოში მეოთხეული გადაცემა ჯერ არ ყოფილა. მეოთხეული გადაცემა ზომების გამკაცრებას მოითხოვს, სხვა სიმკაცრის ზომებია მისაღები საგანგებო მდგომარეობის სახით, რასაც მიმართა ჩინეთმა, იტალიამ “, – განაცხადა ტენგიზ ცერცვაძემ და განმარტა, რომ მეოთხე ნიშნავს, რომ პიროვნება დაინფიცირდეს, მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას, აღმოაჩნდეს კორონავირუსი ისე, რომ არ იცის, საიდან დაინფიცირდა: მარკეტში, ქუჩაში, კინოში თუ სხვა ადგილას.

  • ხელისუფლება და ოპოზიცია ერთად უნდა ვიდგეთ – ნიკა მელია

    ხელისუფლება და ოპოზიცია ერთად უნდა ვიდგეთ , – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელია, სოციალურ ქსელში დაწერა.

    „მთელი სამყარო და თითოეული ჩვენგანი გამოწვევის წინაშეა

    ეს გამოწვევა იძულებულს გვხდის გადავხედოთ ჩვენი ცხოვრების წესს. როგორც ჩვენი წინაპრები იტყოდნენ, ჩათრევას ჩაყოლა სჯობს.

    დიახ, სჯობს ახლავე დავუწესოთ ჩვენს თავს შეზღუდვები, ვიდრე გვიან არაა. დროებით უარი ვთქვათ ძვალ-რბილში გამჯდარ ეტიკეტზე (ხელის ჩამორთმევა, გადაკოცნა და ა.შ), მაქსიმალურად შევზღუდოთ ურთიერთობები, სტუმრად სიარული და სტუმრების მიღება.

    მაქსიმალურად უნდა მოვერიდოთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს, მეტიც, სახელმწიფომ მაქსიმალურად უნდა შეზღუდოს ყოველგვარი, მათ შორის რელიგიური ხასიათის შეკრებები და ყველა, ერიც და ბერიც გაგებით უნდა მოვეკიდოთ ამას.

    საზოგადოება ამ საკითხში საქართველოს საპატრიარქოს მოლოდინშია. შექმნილი უმძიმესი ვითარებიდან გამომდინარე, გონივრული იქნება ყველა კონფესიამ დროებით შეაჩეროს ტაძრებში მსახურება და მოიძებნოს მრევლთან დისტანციური ურთიერთობის ფორმები.

    და კიდევ, შექმნილ ვითარებაში, პირადად ჩემთვის მიუღებელია ჩასაფრებულის პოზიციიდან დარტყმა ხელისუფლებაზე.

    კორონავირუსი არ ყოფს საზოგადოებას მდიდრებად და ღარიბებად, ხელისუფლებად და ოპოზიციად, ყველას განურჩევლად გვიტევს და საფრთხეს უქმნის ჩვენს სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და ჩვენც ყველა ერთად უნდა ვიდგეთ ამ რთულ ვითარებაში.

    დროებით კრიტიკაზე ხელის აღება არ ნიშნავს კრიტიკაზე უარის თქმას, ამის დროც მოვა და დღეს რაც უფრო, ერთად ვიდგებით, უფრო მალე მოვა.

    ძალა ერთობაშია“, – წერს ნიკა მელია.

  • საპატრიარქო დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

    ” საქართველოს საპატრიარქო ადასტურებს, რომ ემხრობა როგორც დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხს”  – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაშია აღნიშნული.

    „როგორც ცნობილია, 2019 წლის 31 ოქტომბრის წმინდა სინოდის სხდომაზე მიღებული განჩინების საფუძველზე, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა მიმართა საქართველოს პრეზიდენტს მსჯავრდებული დეკანოზის შეწყალების შესახებ „მისი ოჯახის რთული მდგომარეობისა და არაერთგზისი თხოვნის გათვალისწინებით”. ეკლესიის პოზიცია უცვლელია.

    და ამჟამადაც, როდესაც მიმდინარეობს მსჯელობა მისთვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასჯელის გადავადებაზე, ჩვენ კვლავაც ვადასტურებთ, რომ ვემხრობით როგორც მისი შეწყალების საკითხს, ასევე სხვა სახით შეღავათის მიცემასაც მიუხედავად იმისა, რამდენად შეესაბამება რეალობას სასჯელის გადავადების მოტივი“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც საპატრიარქოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

  • დისტანციური სწავლებისას მოსწავლეებმა მასწავლებელი ლაივ-ჩატიდან გააგდეს – სახალისო ისტორია სოციალური ქსელიდან

    დისტანციურ სწავლებისას მოსწავლეებმა მასწავლებელი ლაივ-ჩატიდან გააგდეს – სახალისო ისტორიას სოციალურ ქსელში ვიკა  დავითაშვილი ავრცელებს. 

    “ჩემ მეორე კლასელ დას დაეწყო დღეს “ონლაინ” სწავლება)) ჯერ ეს პროგრამა ისეთი ტანჯვაა ძლივს რეკავენ და ძლივს ვურეკავთ.მერე ნუ ძლივს დაიწყო პროცესი. 2საათის მერე ისმის ყვირილი სიმღერა მხიარულება და ა.შ)) გეგონება შესვენებაზეც ლაივში გავიდნენ.მაგრამ არა))) მასწავლებელი გაუგდიათ ჩათიდან.”- წერს ვიკა დავითაშვილი