Category: არქივი

  • “ქვეყანაში საკმაოდ კარგი ეკონომიკური მაჩვენებელია” -კობა გვენეტაძე

    საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე NDI-ის კვლევის შედეგებს გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, გამოკითხულთა 63% მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა ცუდია.

    მისი თქმით, აღნიშნული კვლევის მიუხედავად, ქვეყანაში საკმაოდ კარგი ეკონომიკური მაჩვენებელია.

    „თუ შევხედავთ ეკონომიკურ ზრდას ქვეყანაში, ვფიქრობ, რომ არის საკმაოდ კარგი მაჩვენებელი. მოდით არ დაგვავიწყდეს, რომ საკმაოდ რთულ პერიოდში ვცხოვრობთ. ზოგადად გლობალური ეკონომიკა არის რისკის ქვეშ, რომ ზრდა იმაზე დაბალი იყოს ვიდრე პროგნოზირებული იყო, იგივე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ. რა თქმა უნდა, გლობალური ეკონომიკის საკითხები და პრობლემები გადაეცემა რეგიონულ ეკონომიკას და შემდეგ ქვეყნებსაც, ასე რომ, ვფიქრობ, ამ შემთხვევაში მთავარია გაიზარდოს ქვეყნის მდგრადობა სხვადასხვა შოკების მიმართ, რაც საქართველოში დღეს სახეზეა, თუნდაც ის საგარეო შოკი, რაც ქვეყანამ ივნისში გაიარა და ამის მიუხედავად, ჯერჯერობით ზრდა კარგ მაჩვენებელზე ნარჩუნდება. ეს იმის მაჩვენებელია, რომ სწორი მაკროეკონომიკირი პოლიტიკა კიდევ უფრო გააძლიერებს მდგრადობას შოკების მიმართ”, – განაცხადა გვენეტაძემ.

  • “მშვიდობით, ბოღმიანებო, იხოხეთ თქვენს გზაზე, მე ჩემსაზე ვივლი”-თამარ ბაღაშვილი

    “მთავარი არხის” საინფორმაციო გამოშვების წამყვანი  თამარ ბაღაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

    “სინამდვილეში კრიზისი ზოგჯერ სასარგებლოც კია, იმიტომ, რომ ყველას და ყველაფერს თავის სახელს არქმევს, იმიტომ, რომ ყველა თავის ნამდვილ სახეს აჩვენებს) რა კარგია, როცა საკუთარ თავთან მართალი ხარ და ბოღმიანი ადამიანები წინ ვერასოდეს გადაღებობებიან, იმიტომ, რომ მართალ გზაზე მათი ადგილი, უბრალოდ არ არის. ასე რომ, მშვიდობით, ბოღმიანებო, იხოხეთ თქვენს გზაზე, მე ჩემსაზე ვივლი, მხოლოდ წინ, მხოლოდ გამარჯვებისკენ”-წერს თამარ ბაღაშვილი.

  • “ქოცებმა გაგვასწრეს ზურაბიშვილის ლანძღვაში ” – ელისო კილაძე

    „ქრონიკა +“ ის რედაქტორი ელისო კილაძე, პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის, დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის გასამართლებული ასლან ბეჟანიძის შეწყალებას, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

    “ჩემს ქვეყანას რომ არ ეხებოდეს საქმე და მისი პრეზიდენტის მავნებლურ შეწყალების აქტებს, მოიმარაგებდა კაცი (ქალიც) პოპკორნს და მშვიდად უყურებდა სეირს. ქოცებმა გაგვასწრეს ზურაბიშვილის ლანძღვაში“, – წერს კილაძე.

    შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ისტორიკოს გიორგი ოთხმეზურის შვილის, დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის გასამართლებული ასლან ბეჟანიძე შეიწყალა.

  • “ქაჯმა გააუქმა შეწყალების კომისია და პირდაპირ მკვლელების გამოშვებაზე გადავიდა” – ცოტნე გამსახურდია

    საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შვილი, ცოტნე გამსახურდია, პრეზიდენტის მიერ, დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის გასამართლებული ასლან ბეჟანიძის შეწყალებას ეხმაურება.

    “დაამუღამეს, რომ შეწყალება პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა და პასუხი არ მოეთხოვებათ და მიდიიი. არაკაცი პლასტელინა და მისი შნირი ზვიად ქორიძე ბარიგებს, სანათესაოს და ბავშვების გამტაცებლებს იწყალებდნენ. ამ ქაჯმა საეროდ გააუქმა შეწყალების კომისია და პირდაპირ მკვლელების გამოშვებაზე გადავიდა“, – წერს ცოტნე გამსახურდია.

    შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ისტორიკოს გიორგი ოთხმეზურის შვილის, დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის გასამართლებული ასლან ბეჟანიძე შეიწყალა.

  • “მე მაქვს ეჭვი რომ ფულს აკეთებს სალომე ზურაბიშვილი პატიმრების შეწყალებაზე”-ალეკო ელისაშვილი

    “მე მაქვს ეჭვი რომ ფულს აკეთებს სალომე ზურაბიშვილი პატიმრების შეწყალებაზე, პირდაპირ გეუბნებით იმიტომ რომ დანარჩენი არგუმენტი არ არსებობს”- ეს განცხადება ალეკო ელისაშვილმა პრეზიდენტის მიერ მარიკა ლორთქიფანიძის 18 წლის შვილიშვილის მკვლელის შეწყალების შესახებ დიანა ტრაპაიძის “დღის ამბებში” გააკეთა.

    ელისაშვილი მიიჩნევს, რომ შეწყალების კომისია თავის მოვალეობას ჯეროვნად ვერ ასრულებს.

    “პრეზიდენტს ვინ მისცა შეწყალების უფლება, სასამართლოს სასამართლო კი არ არის, ეს არის შეწყალება რაღაცა ადამიანური საფუძველი უნდა ჰქონდეს შეწყალების გადაწყვეტილებას, მე მაქვს ეჭვი რომ ფულს აკეთებს სალომე ზურაბიშვილი პატიმრების შეწყალებაზე, პირდაპირ გეუბნებით იმიტომ რომ დანარჩენი არგუმენტი არ არსებობს და მოტივი, ამ საქმეს რომ ხელი მოკიდე რამ აგიჩუყა გული და რატომ გათავისუფლე, პოლიციის მკვლელობაში ბრალდებული ადამიანის საქმეს რომ ხელი მოკიდე, რამ აგიჩუყა გული და რატომ გადაწყვიტე ესე რომ მკვლელობაში ბრალდებულები გაგეთავისუფლებინა?!”-აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

  • “სხვაგან იძველბიჭე, ტუტუცი, ნაგავი!”- ბოკერია – მდინარაძის დაპირისპირება (ვიდეო)

    დაპირისპირება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე – “ევროპული საქართველოს” წევრი გიგა ბოკერიამ და ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ერთმანეთს შეურაცხმყოფელი ფრაზებით მიმართეს.

    დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, როდესაც გიგა ბოკერიამ დეპუტატ შოთა ხაბარელის მიერ მისთვის დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემა სცადა.

    სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ბოკერიას ჰკითხა, არის თუ არა სპორტის სფეროში არსებული მიღწევები მთავრობის დამსახურება. როგორც ბოკერიამ კითხვის პასუხად განაცხადა, ეს მთავრობის დამსახურება არ არის. მისივე თქმით, ეს თავად სპორტსმენების დამსახურებაა, რაზეც მამუკა მდინარაძემ მიუთითა, რომ კითხვაზე მოკლედ ეპასუხა.

    მდინარაძემ ოპოზიციონერ დეპუტატს „ტუტუცი“ და ნაგავი“ უწოდა, მას შემდეგ რაც ბოკერიამ მას უთხრა რომ ტონი და ზრდილობა არ მოსწონდა: “თითის ქნევასაც მიიღებ და მშობლების ცუდად მოხსენიებასაც”.

    {{VIDEO}}

  • ქაბულში აშშ-ს საელჩოსთან აფეთქება მოხდა

    ქაბულში, აშშ-ის საელჩოსთან ახლოს აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას, ავღანური მედია, ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

    ავღანური მედიის ინფორმაციით, გავრცელებული ცნობით, თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილები და სამართალდამცველები იმყოფებიან. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არცერთ რადიკალურ დაჯგუფებას არ აუღია.

  • დასასრულისკენ, დაისისკენ მიდიხართ – მზის ჩასვენება ხდება „ქართული ოცნების“-გოცირიძე უმრავლესობას (ვიდეო)

    დასასრულისკენ, დაისისკენ მიდიხართ – მზის ჩასვენება ხდება „ქართული ოცნების“- ეს განცხადება  „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომაზე გააკეთა. 

    „დღეს გამოქვეყნდა NDI-ის კვლევა, რომელიც ფაქტობრივად, აჩვენებს, რომ დასასრულისკენ, დაისისკენ მიდიხართ. მზის ჩასვენება ხდება „ქართული ოცნების“, თუ ზაქარია ფალიაშილის მუსიკით მიდიხართ დასასრულისკენ და სწორედ თქვენ სრულდებით. ეს არის ვერდიქტი თქვენი 7-წლიანი მუშაობისა, რაც NDI-ს კვლევის სახით ვნახეთ. მეორე მხრივ, ეს ასახავს ქვეყანაში არსებულ კატასტროფულ ვითარებას. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის 49 % ამბობს, რომ საქართველო მიდის არასწორი მიმართულებით, ეს ხელისუფლების მუშაობის ნეგატიური შეფასების ისტორიული მაქსიმუმია, ბოლო 10 წლის განმავლობაში მსგავსი რამ არ ყოფილა. ასევე, ისტორიული მაქსიმუმია შეფასება, რომ საქართველო თურმე მიდის სწორი მიმართულებით და მოსახლეობის მხოლოდ 18%-ს აქვს ასეთი განცდა. ეს 18%-იც ის ადამიანები არიან, რომლებიც იკვებებიან „ქართული ოცნების“ ხელით – ივანიშვილის ფულით, ბიუჯეტის ფულით, არასწორი ტენდერებით. მოსახლეობის 18%-ია კმაყოფილი თქვენი გზით, მაგრამ მათგანაც მხოლოდ 4% ამბბობს, რომ ქვეყნის ეკონომიკა ვითარდება სწორი მიმართულებით. ეს ფაქტობრივად გამოტანილი ვერდიქტია თქვენი ხელისუფლების დასასრულისა და ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი ხელისუფლების ეკონომიკური თუ სხვა პოლიტიკა მთლიანად გაკოტრებულია“, – განაცხადა გოცირიძემ.

  • რუსეთის პატრიარქმა ხაჯიმბას ოკუპირებული აფხაზეთის პრეზიდენტობა მიულოცა

    რუსეთის პატრიარქმა, კირილე პირველმა რაულ ხაჯიმბას ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტობა მიულოცა. პატრიარქის მილოცვა აფხაზურმა მედიამ გაავრცელა. კირილემ ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერს ჯანმრთელობა, ღვთის წყალობა და წარმატება უსურვა.

    “იმედი მაქვს, რომ თქვენი სამომავლო საქმიანობისას, როგორც ადრე, დიდ ყურადღებას დაუთმობთ ქრისტიანული ტრადიციების შენარჩუნებას, სასულიერო-მორალურ და პატრიოტულ აღზრდას, საზოგადოების კონსოლიდაციისა და თანხმობის გამყარებას”,  აღნიშნულია მისალოც წერილში.

    ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა. მან არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციონერი, ალჰას კვიციანი დაამარცხა და დე ფაქტო პრეზიდენტი მეორე ვადით გახდა.

  • “საქართველოს ნატო-ში არავინ მიიღებს” – ადა მარშანია (ვიდეო)

    „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ადა მარშანია აცხადებს, საქართველოს ნატო-ში არავინ მიიღებს და ამ საკითხით სპეკულირება უნდა დასრულდეს. დეპუტატი ფიქრობს, რომ რუსეთთან დიალოგი ჰაერივით საჭიროა.

    „ყველას გვესმის, რომ დღეს ჩვენ ნატო-ში არ მიგვიღებენ, არც აფხაზეთ-ცხინვალთან ერთად, არც მაგათ გარეშე, და ამ საკითხით სპეკულირება უნდა დამთავრდეს, და უაღრესად მავნებლური განცხადებები, დებატები, კონფერენციები, თუ რა სახით მიგვიღებენ, თუ არ მიგვიღებენ ნატო-ში. გავიგოთ, რომ ეს ყველაფერი არის მორიგი სატყუარა, ჩვენ ეს ე.წ. დებატები მხოლოდ ახალ საომარ მოქმდებებში ჩაგვითრევს. აქედან გამოსავალი არის სამხედრო მიუმხრობლობის პოლიტიკის გამოცხადება, და გატარება. არა სამხედრო პოლიტკურ ბლოკებს , არა ბაზებს, ჰაერივით გვჭირდება ჩვენ დიალოგი აფხაზებთან, ოსებთან, რუსეთის ფედერაციასთან“, – განაცხადა ადა მარშანიამ პლენარულ სხდომაზე.