Category: არქივი

  • მინდა მჯეროდეს, რომ პრეზიდენტს “გაუჩალიჩეს”-ვანო ზარდიაშვილი

    მინდა მჯეროდეს, რომ მას “გაუჩალიჩეს,” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვანო ზარდიაშვილმა ჟურნალისტებთან გაანცხადა.მისი თქმით, საქართველოში პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებულების შეწყალებამ ძალიან მახინჯი ფორმა მიიღო.

    “ჩემთვის ეს შეწყალებების თემა არის ძალიან მძიმე და საქართველოში შეწყალებებმა ყველა პრეზიდენტის პირობებში ძალიან მახინჯი პრაქტიკა მიიღო. წინა პრეზიდენტების პირობებში გავიხსენებ მარგველაშვილის მიერ ქორიძის შეწყალებას, რომელიც ნარკოდანაშაულში იყო მსჯავრდებული. ასევე, გავიხსენებ სააკაშვილის მიერ ეკა ბესელიას ძებნილი შვილის შეწყალებას, ესეც უპრეცედენტო შეწყალება იყო და ასევე, ახლა ქალბატონი სალომეს შეწყალებებიც. ამიტომ ამან ძალიან მახინჯი ფორმა მიიღო ყველა პრეზიდენტის პირობებში, რომელიც საზოგადოების ინტერესებს ნამდვილად არ აკმაყოფილებს. ჩვენ გვახსოვს პრეზიდენტ სააკაშვილის, პრეზიდენტ მარგველაშვილის მიერ შეწყალებული პირები და ჩემთვის ასევე, გაუგებარია სალომე ზურაბიშვილის მიერ შეწყალებილი პირები. ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, მათ შორის როგორც “ქართული ოცნების” წევრისთვის, მიუღებელია პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებული ადამიანის შეწყალება. კითხვები არსებობს და თუ ქალბატონ სალომეს ეს ვიღაცამ მოუწყო, “გაუჩალიჩა”, მაშინ მან უნდა გააკეთოს განმარტება, ვინ იყო ეს პირი. თუარადა, უნდა გაკეთდეს განმარტება, რას ეფუძნებოდა ეს შეწყალებები. ჩემი აზრით, ასე ხელაღებით არ შეიძლება მსჯავრდებულების შეწყალება. მე მინდა მჯეროდეს, რომ პრეზიდენტს “გაუჩალიჩეს”. ეს საკითხი მთლიანად ნეგატიურია, თუმცა ერთადერთი პოზიტივი ის აქვს, რომ ყველა ერთად, პოზიციაც, ოპოზიციაც მზადყოფნას გამოხატავს, რომ დავიწყოთ საკანონმდებლო რეგულაციებზე მუშაობა, რომ ერთხელ და სამუდამოდ, პრეზიდენტების ხასიათზე არ ვიყოთ დამოკიდებული,”- განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.

  • „სერიული შემწყალებელი“ – ზურაბიშვილის რეზიდენციასთან აქცია გაიმართა

    „სერიული შემწყალებელი“- საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგის ბრიფინგის პარალელურად, საპრეზიდენტო რეზიდენციის წინ დემონსტრაცია გაიმართა. სამოქალაქო აქტივისტებმა პრეზიდენტის ის გადაწყვეტილება გააპროტსესტეს, რომლის მიხედვითაც მან მკვლელობაში მსჯავრდებულები შეიწყალა.

    შეგახსენებთ, აქციის პარალელურად, პრეზიდენტიც ადმინისტრაციაში ბრიფინგი გაიმართა, სალომე ზურაბიშვილმა შეწყალების გამო სამოქალაქო საზოგადოების და პოლიტიკური პარტიების, მათ შორის „ქართული ოცნების“ მხრიდან კრიტიკის შემდეგ, შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა.

  • თბილისსში ავარიის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა

    თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე მსუბუქი ავტომობილი ბორდიულს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 1 ახალგაზრდა გარდაიცვალა. მეორე დაშავებული კი საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

  • მე ვაცხადებ მორატორიუმს შეწყალებაზე-სალომე ზურაბიშვილი

    მე ვაცხადებ მორატორიუმს შეწყალებაზე-პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მისი მხრიდან სკანდალურ შეწყალებებზე, განმარტებები ბრიფინგზე თავად გააკეთა.

    ზურაბიშვილის განცხადებით ის შეწყალებაზე მორატორიუმს აცხადებს და ინიციატივით გამოდის, რომ შეწყალების შესახებ ახალი წესები პარლამენტში სამუშაო ჯგუფმა შეიმუშავოს.

    “მესმის საზოგადოების წუხილი და ეს ჩემი წუხილიც არის. მინდა ვთქვა, რომ შეწყალება არ არის ის რაც ზოგს გონია, ეს არ არის გამართლება ვინმესი,  ეს არ არის არც  სასამართლოს რევიზია, ეს არ არის მეოთხე ძალაუფლება,  ეს არის სუბიექტური, პერსონალური პრეზიდენტის  გადაწყვეტილება, მისი გადაწყვეტილების ქვეშ, ეს არის შეფასება იმ გარემოებების, იმ  მოცემულობის და იმ ადამიანის მიერ, რომელიც არის პრეზიდენტი და რაც არ გამორიცხავს შეცდომას,არ გამროიცხავს სხვას ქონდეს სხვა შეფასება, ამიტომაც წინა წელს მე ინიციატივით გამოვდიოდი, რომ ეს წესები რომელიც ეხება შეწყალებას იყოს გადახედილი და იყოს  შემუშავებული პარლამენტის სამუშაო ჯგუფის მიერ, ჩვენ იანვრიდან ვამზადებდით ახალ წესებს და გადაეცემა ჩვენი ვერსია პარლამენტის თავმჯდომარეს და  უკვე მომავალი კვირიდან შედგება სამუშაო ჯგუფი, სადაც ყველა პარტია შევა და ისინი ჩამოაყალიბებენ როგორი უნდა იყოს ის იდეალური წესები რომ აღარ მოხდეს ასეთი შეშფოთება საზოგადოების.

    გამომდინარე ამ ვითარებიდან, მე ვაცხადებ მორატორიუმს შეწყალებაზე.  მერე ვნახოთ როგორ იქნება წესები სემუსავდება და შემდეგი პრეზიდენტის დროს როგორი იქნება შეწყალება”- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

  • თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

    გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. 

    “თელასის” ინფორმაციით, სამგორის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), ჯავახეთის, გიორგი ნადარეიშვილის, სამგორის, ლორთქიფანიძის და გიორგი მდივანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    ისნის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სერგო წულაძის და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩების მაცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის IV მიკრორაიონის I კვარტლის, შანდორ პეტეფის, ალუბლების და თეოფანე დავითაიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

    გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის, ფაღავას, ბოროდინის, ლაგოდეხის, სევანის, ფერიცვალების, ირბახის, ალიხანიანის, სართიჭალის, იზაშვილის, ხერხეულიძის და წურწუმიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

    ვაკის რაიონში, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მაყაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

    საბურთალოს რაიონში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სულხან ცინცაძის, საბურთალოს, მიხეილ თამარაშვილის და ქუთათელაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    ნაძალადევის რაიონში, 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იმერეთის, დიდი ჯიხაიშის, ბენდელიანის, სანერგეს და ცინცაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების XI მიკრორაიონის II კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების XI მიკრორაიონის II კვარტლის, თოფურიძის, ცოტნე დადიანის, გიორგი სააკაძის, ხევსურეთის, ლიკანის, ნიკო მარის, ჩაქვის, ეროსი მანჯგალაძის, ჯანელიძის და წიკლაურის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    კრწანისის რაიონში, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის, ორთაჭალის და წინანაურის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    დიდუბის რაიონში, 10 :00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I, III, VI კვარტლების, მტკვრის მარცხენა სანაპიროს, კოსმონავტების სანაპიროს, მაიაკოვსკის და მიქელაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    გლდანის რაიონში, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭელიძის, იპოლიტოვ-ივანოვის, გმირ კურსანტთა და ქერჩის ქუჩების მაცხოვრებლებს. 12:00 საათიდან 13;00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანი-მუხიანის გადასასასვლელის, გლდანისკენ მიმავალი მაგისტრალის, გლდანის ხევის დასახლების, მარკ ბრონშტეინის, კორინთას, ხევძმარის, ვეკუას, შენგელიას, გობრონიძის, ქერჩის, ხიზაბავრის, შეშელიძის და ხიზანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    „კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აცხადებენ კომპანიაში.

  • „კოკა-კოლას“ ოფისის სეიფიდან 133 000 ლარი მოიპარეს

    პოლიციამ 133 000 ლარის ქურდობის ბრალდებით თბილისში 1 პირი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა, რომელიც შპს „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ თანამშრომელი იყო, მიმდინარე წლის 14 სექტემბერს, „კოკა-კოლას“ ადმინისტრაციის ოფისის სალარო ოთახში არსებული სეიფიდან 133 000 ლარი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

    სამართალდამცველებმა, დაკავებულის მართვის ქვეშ მყოფი მსუბუქი ავტომანქანის ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით, მოპარული თანხა სრულად ამოიღო.

    გამოძიება დიდი ოდენობით ქურდობის ფაქტზე, საქართველოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • 18 წლის გოგონა ცხვირის ოპერაციამდე, ნარკოზის გაკეთების შემდეგ გარდაიცვალა

    რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში 18 წლის გოგონა გარდაიცვალა. გოგონა ცხვირის ოპერაციის დაწყებამდე დაიღუპა.

    ოჯახის წევრები მომხდარში ექიმებს ადანაშაულებენ, მათი განცხადებით, გარდაცვალების მიზეზი ნარკოზია.

    მომხდართან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში.

  • სახალხო დამცველი პრეზიდენტს მიმართავს

    სახალხო დამცველი პრეზიდენტის მიერ კონკრეტულ პირთა შეწყალებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში გაჩენილ კრიტიკას უერთდება და პრეზიდენტს მოუწოდებს, შეწყალების უფლებამოსილების გამოყენების პროცესში უზრუნველყოს მაქსიმალური გამჭვირვალობა და საზოგადოებრივი ჩართულობა-ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატი განცხადებას ავრცელებს.

    საქართველოს სახალხო დამცველი უერთდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონკრეტულ პირთა შეწყალებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში გაჩენილ კრიტიკას და მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, შეწყალების უფლებამოსილების გამოყენების პროცესში უზრუნველყოს მაქსიმალური გამჭვირვალობა და საზოგადოებრივი ჩართულობა.

    საქართველოს პრეზიდენტმა 28 აგვისტოს 35 პირი შეიწყალა, რომელთა შორის იყვნენ 2014 წელს პოლიციელ თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული და 2004 წელს დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირები. აღნიშნულმა ფაქტმა საზოგადოების სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია. პრეზიდენტი თავდაპირველად განმარტავდა, რომ იგი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებდა, თუმცა, მოგვიანებით, შეწყალების პროცედურის გადახედვის სურვილი გამოთქვა.

    საქართველოს სახალხო დამცველი განმარტავს, რომ შეწყალების დისკრეციული ბუნება არ გულისხმობს ყოველგვარი დასაბუთების გარეშე მისი გამოყენების უფლებას. შეწყალება მიზნად უნდა ისახავდეს კონკრეტული ამოცანის მიღწევას – იქნება ეს სახელმწიფო, პოლიტიკური, მართლმსაჯულების ინტერესიდან თუ განსაკუთრებული ინდივიდუალური გარემოებებიდან გამომდინარე. თითოეულ შემთხვევაში, მსგავსი საგამონაკლისო საშუალების გამოყენება საზოგადოებისთვის მაქსიმალურად აღქმადი და გასაგები უნდა იყოს.

    საქართველოს სახალხო დამცველი ყველას შეახსენებს, რომ შეწყალების უფლებამოსილება მჭიდროდ უკავშირდება სიცოცხლის უფლების დაცვის პროცედურულ ვალდებულებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკის თანახმად, სიცოცხლის უფლება დარღვეული იქნება, თუ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები არაგონივრულ ლმობიერებას გამოიჩენენ მკვლელობისთვის მსჯავრდებულ პირთა მიმართ, რაც მათ ფაქტობრივ დაუსჯელობაში გამოიხატება.

    ამრიგად, სიცოცხლის უფლების დაცვის კუთხით სახელმწიფოს მიერ ნაკისრები ვალდებულების გათვალისწინებით, საქართველოს სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა უნდა დააკმაყოფილოს მომეტებული საზოგადოებრივი ინტერესი და საზოგადოებას დამატებითი ინფორმაცია მიაწოდოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიზანშეწონილობასა და არგუმენტაციასთან დაკავშირებით.

    დამატებით, საქართველოს სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ საქართველოს პრეზიდენტი უმოკლეს დროში უზრუნველყოფს შეწყალების საკითხის განმხილველი კომისიის მაღალი საზოგადოებრივი ლეგიტიმაციის მქონე პირებით დაკომპლექტებას, მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარმართავს შეწყალების პროცედურას და გადაწყვეტილების მიღებისას საზოგადოებრივი კონსენსუსის გათვალისწინებით იმოქმედებს.

  • “სულში ჩაგვაფურთხეს”– ნანა ლორთქიფანიძე პრეზიდენტის შეწყალების აქტზე

    “სულში ჩაგვაფურთხეს”- ასე გამოეხმაურა მსახიობი ნანა ლორთიფანიძე პრეზიდენტის მიერ გამოცემულ შეწყალების აქტს, რომლის მიხედვით პატიმრობიდან გათავისუფლდა ისტორიკოს გოგი ოთხმეზურის შვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებული ასლან ღამბაშიძე. მოკლული დავით ოთხმეზური, ნანა ლორთქიფანიძის მამიდაშვილის შვილი იყო.

    რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალებულთა შორის კიდევ ერთი მკვლელობისთვის მსჯავრდებულია. საუბარია ზურაბ ნადირაძეზე, რომელიც 1994 წელს თბილისში მომხდარი ჩხუბისას გიორგი ქოიავას მკვლელობაშია ბრალდებული. 

    შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა 28 აგვისტოს 35 პირი შეიწყალა, რომელთა შორის იყვნენ 2014 წელს პოლიციელ თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის და 2004 წელს დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირები.

    პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება გააკრიტიკეს როგორც ოპოზიციის, ისე „ქართული ოცნების“ წევრებმა. ამასთან, სახალხო დამცველმა მოუწოდა პრეზიდენტს, დააკმაყოფილოს მომეტებული საზოგადოებრივი ინტერესი და საზოგადოებას დამატებითი ინფორმაცია მიაწოდოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიზანშეწონილობასა და არგუმენტაციასთან დაკავშირებით.

    ამასთან, 18 სექტემბერს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნი ბრიფინგს გამართავს.

  • პრეზიდენტმა კიდევ ერთი მკვლელობაში მსჯავრდებული შეიწყალა

    საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალებულთა შორის კიდევ ერთი მკვლელობისთვის მსჯავრდებულია. საუბარიაზურაბ ნადირაძეზე, რომელიც 1994 წელს თბილისში მომხდარი ჩხუბისას გიორგი ქოიავას მკვლელობაშია ბრალდებული. ის თავს ჩეხეთს აფარებდა. 2017 წელს ჩეხეთის იუსტიციის სამინისტრომ მისი საქართველოში ექსტრადიციის გადაწყვეტილება მიიღო.

    რადიო „თავისუფლების“ ინფორმაციით, ზურაბ ნადირაძე ამტკიცებდა, რომ არ ჩაუდენია მკვლელობა და პოლიტიკური მოტივებით დევნას განიცდის, როგორც ჩამოგდებული პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ადმინისტრაციის მაღალჩინოსანი. ის ჩეხეთში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვდა. ამასთან, ნადირაძის შვილმა „მთავარ არხს“ დაუდასტურა ინფორმაცია შეწყალების შესახებ.

    არსებული ინფორმაციით, ზურაბ ნადირაძეს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.

    შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა 28 აგვისტოს 35 პირი შეიწყალა, რომელთა შორის იყვნენ 2014 წელს პოლიციელ თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის და 2004 წელს დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირები.

    პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება გააკრიტიკეს როგორც ოპოზიციის, ისე „ქართული ოცნების“ წევრებმა. ამასთან, სახალხო დამცველმა მოუწოდა პრეზიდენტს, დააკმაყოფილოს მომეტებული საზოგადოებრივი ინტერესი და საზოგადოებას დამატებითი ინფორმაცია მიაწოდოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიზანშეწონილობასა და არგუმენტაციასთან დაკავშირებით.

    ამასთან, 18 სექტემბერს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნი ბრიფინგს გამართავს.