Category: არქივი

  • მამუკა ხაზარაძემ „ლელოს“ პირველი 12 წევრი წარადგინა-ნახეთ სია

    მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებას ორგანიზაციის პირველი 12 წევრი წარუდგინა.
    მათ პირდაპირ ეთერში საკუთარი სამუშაო გამოცდილება და მიღებული განათლება წარმოადგინეს.

    „ლელოს“ წევრები არიან:

    1. ლანა გალდავა- საზოგადოებრივი ორგანიზაცია “ლელოს” იურისტი.

    2. ლევან ბოძაშვილი- უსაფრთხოების ექსპერტი, კონსტიტუციონალისტი.

    3. თეონა დოლენჯაშვილი- მწერალი.

    4. კახა კოჟორიძე- იურისტი.

    5.მედეა მეტრეველი- ფილოლოგი

    5.გიგა გუგუშვილი-მხატვარი, პროფესორი.

    6.საბა ბუაძე- სამოქლაქო მოძრაობის წევრი

    7 გიგლა მიქაუტაძე- ეკონომისტი.

    8. ქეთი ენუქიძე-ორგანიზაცია “შეჩერე კორუფციის” ერთ ერთი დამფუძნებელი.

    9.ელენე მელიქიშვილი – საგარე პოლიტიკის მკვლევარი.

    10. გია მორდეხაშვილი -ბიზნესმენი.

    11. დავით გელაშვილი- ეკონომისტი.

    12.ბადრი ჯაფარიძე- “თი ბისი” ბანკის ერთ-ერთი დამფუძნებელი.

  • “თუ შეწყალება კანონმდებლობით რეგულირდება მაშინ ეს შეწყალება არ არის და პრეზიდენტი რა საჭიროა?”- ძიძიგური

    საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზვიად ძიძიგურის განცხადებით, მსჯავრდებულების შეწყალების საკითხზე პარლამენტის კომიტეტებსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის შეწყალების საკითხზე კონსულტაცია უნდა გაიმართოს.

    “მის განცხადებაში მოვისმინე, რომ პრეზიდენტსაც შეიძლება შეცდომა მოუვიდეს. შეწყალების აქტი არის ჰუმანური აქტი და ასეთი სახის შეწყალება საზოგადოების სრულ თანხმობასა და გამთლიანებას უნდა იწვევდეს. პრეზიდენტი თავად ხედავს, რომ ასეთი სახის გადაცდომებს შეიძლება საზოგადოებაში ვნებათაღელვა მოჰყვეს, დარწმუნებული ვარ, შემდეგი ნაბიჯები საზოგადოებისთვის მისაღები იქნება. მიმაჩნია, რომ თუ შეწყალება კანონმდებლობით რეგულირდება, მაშინ ეს შეწყალება არ არის და პრეზიდენტი რატომ არის საჭირო? კრიტერიუმი იგივეა, რომ ჩარჩოში მიაქციო, რა სახის ურთიერთობა უნდა იყოს პარლამენტსა და პრეზიდენტს შორის, ამას ვნახავთ. კონსულტაციები უნდა გაიმართოს, თუმცა რეგულაცია თუ კანონმდებლობით მოხდება, მაშინ შეწყალების აქტი აღარ იქნება”, – აღნიშნა ზვიად ძიძიგურმა.

  • შარიანი ქალია.. ასე შემოგვეტენა 2010 წელს ალიანსში-ბერძენიშვილი ზურაბიშვილზე

    რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი 2010 წლის მოვლენებს იხსენებს და სალომე ზურაბიშვილს ახასიათებს. 

    “სალომე ზურაბიშვილს ყოველთვის იმაზე მეტი ჰქონდა, ვიდრე ეკუთვნოდა, იმიტომ რომ ის პრეტენზიულია, მომთხოვნია, ანჩხლია, შარიანი ქალია და ამიტომ ოპიზიციაში ყოფნის დროსაც ბევრი ერიდებოდა, რომ სალომეს გადაკიდება არ უნდოდათ, ასე შემოგვეტენა 2010 წელს ალიანსში, როცა ერთი ცენტი არ მოუტანია მარტო წაიღო,ასე იყო გაერთიანებულ ოპოზიციაში რომ პრემიერის კანდიდატი იყო, ლევან გაჩეჩილაძესთან ერთად”-აცხადებს  პალიტრანიუსის გადაცემა  Newsroom-ში ბერძენიშვილი.

  • “პრეზიდენტი არის უვარგისი ადამიანი”- გიორგი ოთხმეზურის პირველი კომენტარი

    მოკლული დავით ოთხმეზურის მამამ, ისტორიკოსმა გიორგი ოთხმეზურმა პრეზიდენტის შეწყალებასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას “2020NEWS”-ი ავრცელებს.

    როგორც მან აღნიშნა, იგი არ აპირებს მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებულის შეწყლაბაზე დამატებითი კომენტარის გაკეთებას.

    “ამ საკითხზე ინტერვიუს არ ვიძლევი, თუმცა ძალიან მოკლედ გეტყვით, რომ სალომე ზურაბიშვილი არის უვარგისი ადამიანი და მეტის თქმას არ ვაპირებს“, – განაცხადა გიორგი ოთხმეზურმა.

    შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა 28 აგვისტოს 35 პირი შეიწყალა, მათ შორის დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე. ასლან ბეჟანიძე, რომელიც 12 წლის განმავლობაში იძებნებოდა, 18 წლის დავით ოთხმეზურის განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2016 წლის მარტში დააკავეს.

    პროკურატურა მისთვის პატიმრობას ითხოვდა, თუმცა ორი ინსტაცნციის სასამართლომ ის გაამართლა. 2018 წლის 2 მარტს კი ბეჟანიძე კვლავ დააკავეს და იმავე წლის 29 მარტს უზენაესი სასამართლოს განაჩენით, მას განზრახ მკვლელობისთვის 9 წლით თავისუფლება აღუკვეთეს. 2012 წლის 28 დეკემბრის “ამნისტიის შესახებ” საქართველოს კანონის გამოყენებით შეუმცირდა და საბოლოოდ თავისუფლების აღკვეთა 6 წლის და 9 თვის ვადით განესაზღვრა.

  • როცა ვარ უცხოეთში, მე არ ვარ მე-სალომე ზურაბიშვილი

    უნდა შევიგნოთ, როცა ვარ უცხოეთში, მე არ ვარ მე – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გაეროში დაგეგმილ გამოსვლაზე საუბრისას დღევანდელ ბრიფინგზე  განაცხადა.

    ამ კვირის ბოლოს მივდივარ გაეროში გენასამბლეაზე და იმედი მაქვს, რომ წარმატებული ვიზიტი იქნება, არა ჩემთვის, არამედ ქვეყნისთვის. ეს უნდა შევიგნოთ, როცა ვარ უცხოეთში, არ ვარ მე, მე ვარ საქართველოს წარმომადგენელი და საქართველოსთვის კეთდება საქმე.”- განაცხადა ზურაბიშვილმა.

  • იტალიაში მკვლელობაში ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქე დააკავეს

    იტალიის პოლიციამ მკვლელობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე დააკავა. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

    მედიის ცნობით, 41 წლის მამაკაცი, რომელზეც საერთაშორისო ძებნა იყო გამოცხადებული, ბოლონიაში, მარკონის აეროპორტში, მას შემდეგ აიყვანეს, რაც მესაზღვრეებმა მისი იდენტიფიცირებამოახდინეს.

    თ.ბ.-ზე ძებნა რუსეთის ფედერაციამ 2015 წლის აგვისტოში გამოაცხადა, სადაც მას 15 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. ის ამჟამად წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.

    სასამართლო მისი რუსეთში ექსტრადირების საკითხზე იმსჯელებს.

  • “არ გამოირიცხება შეცდომა” – პრეზიდენტი პატიმრების შეწყალებაზე

    საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ პატიმრების შეწყალების პროცესში შეცდომის დაშვებას არ გამორიცხავს. ამის შესახებ მან ამ საკითხზე ჩანიშნულ ბრიფინგზე ისაუბრა.

    “შეწყალება არ არის ვინმეს გამართლება და არც სასამართლოს გადაწყვეტილების რევიზია. ეს არის სუბიექტური, პერსონალური გადაწყვეტილება პრეზიდენტის პასუხისმგებლობის ქვეშ… ეს არის შეფასება გარემოებებისა და მოცემულობების იმ ადამიანის მიერ, რომელიც არის საქართველოს პრეზიდენტი, რაც არც გამორიცხავს შეცდომას და არც სხვისგან განსხვავებულ პოზიციას”, — თქვა პრეზიდენტმა.

    მან პატიმრების შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა.

    “მესმის საზოგადოების წუხილი და ეს ჩემი წუხილიც არის. მინდა ვთქვა, რომ შეწყალება არ არის ის რაც ზოგს გონია, ეს არ არის გამართლება ვინმესი, ეს არ არის არც სასამართლოს რევიზია, ეს არ არის მეოთხე ძალაუფლება, ეს არის სუბიექტური, პერსონალური პრეზიდენტის გადაწყვეტილება, მისი გადაწყვეტილების ქვეშ, ეს არის შეფასება იმ გარემოებების, იმ მოცემულობის და იმ ადამიანის მიერ, რომელიც არის პრეზიდენტი და რაც არ გამორიცხავს შეცდომას,არ გამროიცხავს სხვას ქონდეს სხვა შეფასება, ამიტომაც წინა წელს მე ინიციატივით გამოვდიოდი, რომ ეს წესები რომელიც ეხება შეწყალებას იყოს გადახედილი და იყოს შემუშავებული პარლამენტის სამუშაო ჯგუფის მიერ, ჩვენ იანვრიდან ვამზადებდით ახალ წესებს და გადაეცემა ჩვენი ვერსია პარლამენტის თავმჯდომარეს და უკვე მომავალი კვირიდან შედგება სამუშაო ჯგუფი, სადაც ყველა პარტია შევა და ისინი ჩამოაყალიბებენ როგორი უნდა იყოს ის იდეალური წესები რომ აღარ მოხდეს ასეთი შეშფოთება საზოგადოების.

    გამომდინარე ამ ვითარებიდან, მე ვაცხადებ მორატორიუმს შეწყალებაზე. მერე ვნახოთ როგორ იქნება წესები სემუსავდება და შემდეგი პრეზიდენტის დროს როგორი იქნება შეწყალება”- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

  • ხარაგაულში მამაკაცი სავარაუდოდ, კრაზანის ნაკბენით გარდაიცვალა

    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადაბურში 65 წლის მამაკაცი სავარაუდოდ, კრაზანის ნაკბენით გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ მოხდა.

    ინფორმაციას ადასტურებენ ხარაგაულის მერიაში. მათი ინფორმაციით, მამაკაცს გული აწუხებდა და მას ახლახან სტენტირება ჰქონდა გაკეთებული.

    გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ალერგიის საწინააღმდეგო ნემსის გაკეთებისთანავე გარდაიცვალა, რადგან კრაზანამ კისერში, არტერიაზე დანესტრა.

    ამჟამად გარდაცვლილის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.

  • ირაკლი ოქრუაშვილს თავდებში პოლიტიკოსები ჩაუდგებიან

    პარტია “გამარჯვებული საქართველოს” დამფუძნებელს ირაკლი ოქრუაშვილს თავდებში პოლიტიკოსები ჩაუდგებიან. ამის შესახებ “2020NEჭშ”-ს ოქრუაშვილის ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა განუცხადა.

    მისი თქმით, ხვალინდელ სასამართლო პროცესზე მტკიცებულებების გაცნობა მოხდება და ამასთანავე მოსამართლე აღკვეთ ღონისძიებაზე იმსჯელებს.

    ჭაბაშვილის განცხადებით, ისინი აღკვეთის ღონისძიების შეცვლას მოითხოვენ და გირაოს სახით 500 000 ლარს შესთავაზებენ.

    “ხვალინდელ სასამართლო პროცესზე მტკიცებულებების გაცნობა მოხდება, ამაზე უნდა იმსჯელოს სასამართლომ. გარდა ამისა, სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების საკითხზეც უნდა იმსჯელოს, დატოვოს ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობაში, თუ შეცვალონ ღონისძიება. ჩვენ, რა თქმა უნდა, აღკვეთის ღონისძიების შეცვლას მოვითხოვთ და გირაოს შევთავაზებთ 500 000 ლარის ოდენობით, ასევე პირადი თავმდებები გვეყოლება პოლიტიკოსები და არა მარტო ისინი”, – განაცხადა ჭაბაშვილმა.

  • “აქციაზე ირაკლი ოქრუაშვილის გამო მოვედი “- მალხაზ მაჩალიკაშვილი

    დღევანდელმა ხელისუფლებამ ამ ადამიანში დაინახა ძალა, პატიოსნება და ამის გამო დასაჯეს, – ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილმა ირაკლი ოქრუაშვილისა და 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე სხვა დაკავებულების მხარდამჭერ აქციაზე განაცხადა.

    მისი თქმით, ირაკლი ოქრუაშვილი და სხვა დაკავებულები პოლიტიკური პატიმრები არიან.

    „ჩემი აქ მოსვლის მთავარი მიზეზი ირაკლი ოქრუაშვილია, რომელიც არის პოლიტიკური პატიმარი. დღევანდელმა ხელისუფლებამ ამ ადამიანში დაინახა ძალა, პატიოსნება და ამის გამო დასაჯეს. მოვითხოვ გაათავისუფლონ პოლიტპატიმრები. 20-21 ივნისის ღამე იყო ხელისუფლების მიერ პროვოცირებული. მათ ეს სჭირდებათ, არჩევნებისთვის გამიზნული აქვთ, რომ ყველა გამოკეტონ ციხეში ვისიც ეშინიათ“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.