Category: არქივი

  • “პრესამსახურებს დაავალეს არ უპასუხონ ტელეფონზე მთავარი არხის ჟურნალისტებს”- ნოდარ მელაძე

    ნოდარ მელაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ პრესამსახურებს დაავალეს არ უპასუხონ ტელეფონზე მთავარი არხის ჟურნალისტებს.

    “ხელისუფლების ახალი ტრენდი:

    1. ღონისძიებებზე, სადაც არიან მთავრობის წევრები, არ იწვევენ დამოუკიდებელ მედიას. დღეს, იუსტიციის სამინისტროს ღონისძიების შესახებ არ უთხრეს და ინფორმაცია დაუმალეს, მთავარ არხს, ტვ პირველს და კავკასიას.

    2. პრესამსახურებს დაავალეს არ უპასუხონ ტელეფონზე მთავარი არხის ჟურნალისტებს. დღეს ერთ ერთ პრესმდივანი, რომელსაც ვთხოვეთ ინტერვიუ, არ გვპასუხობედა, შემდეგ მესიჯი მივწერეთ ამ მესიჯს უფორვარდება მის კურატორს, შეეშალა და ჩვენს ჟურნალისტთან ჩააგდო ეს მესიჯი. “ციტატა კი მითხარით არ უპასუხოო მაგრამ რა უნდა ვქნა რეკავს”

    როცა გდევნიან უფრო ძლიერდები.”- წერს ნოდარ მელაძე სოციალურ ქსელში.

  • თერჯოლაში 14 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს

    თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარში 14 წლის ბავშვი გარდაცვლილი იპოვეს. მოზარდი ბებიამ და ბაბუამ   საცხოვრებელ სახლთან ჩამომხრჩვალი  ნახეს. შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა.

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

  • “ვასაძის კომბლის იმედად დარჩენილმა საქართველომ დაინახა ჭუჭრუტანა საიდანაც შემოდის სინათლე”- ჟორჟოლიანი “სირცხვილიას” ორგანიზატორებს მადლობას უხდის

    ცნობილი ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში “სირცხვილიას” ორგანიზატორებს მადლობას უხდის.

    “ზაფხულმა იმდენი ფერადი, ნათელი, სწორი, პატრიოტი ადამიანი გამოფინა რუსთაველზე რომ ვასაძის კომბლის იმედად დარჩენილმა საქართველომ დაინახა რომელიღაც ჭუჭრუტანაში რომ შემოდის სინათლე. ამ ამბავში მოიგო ყველამ ვინც ფიქრობს რომ ამ ახალგაზრდების გამოჩენამ, ჩვენივე ქვეყანას იმედი მისცა, რომ დღეს, ხვალ გასაგებია, მაგრამ მომავალი ნამდვილად ვერ იქნება ადა მარშანიას საქართველო.

    მთავარი არის ეს. ის ადამიანები რომლებმაც შექმნეს უპრეცედენტო აქცია. ფორმით, შინაარსით, ხანგრძლივობით. რა მნიშვნელობა აქვს სად იქნება ან, არის გახარია. მთავარია სად არიან ეს ახალგაზრდები.

    მადლობა ბავშვებო! დიდებო! მადლობა თითოეულ თქვენგანს რომ არ დაიღალეთ.

    #20სექტემბერი”- წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში. 

    შეგახსენებთ, რომ ქცია „სირცხვილიას“ საორგანიზაციო ჯგუფი დღეს, საქართველოს პარლამენტთან დაგეგმილ აქციაზე ერთწლიან სამოქმედო გეგმას წარადგენს. აქცია პარლამენტთან 19:00 საათზე დაიწყება.

  • გენერალურმა პროკურატურამ სალომე ზურაბიშვილის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო

    გენერალურმა პროკურატურამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.

    უწყების ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე.

    „საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება მსჯავრდებულების: რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

  • „ეს იყო გავრილოვის დღე და ეს იყო პარლამენტის შტურმის ღამე“-გიორგი გახარია

    „ეს იყო გავრილოვის დღე და ეს იყო პარლამენტის შტურმის ღამე”-ეს განცხადება გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან გააკეთა. 

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თბილისში, გუდიაშვილის მოედანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. 

    „მე ვიყავი პირველი შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც მივიდა პროკურატურაში და მისცა ჩვენება. თუ საჭირო იქნება მე ვიქნები პირველი პრემიერ-მინისტრი, რომელიც მივა და ჩვენებას მისცემს“,-განაცხადა გიორგი გახარიამ.

    გიორგი გახარიას თქმით, საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ძალადობთ ხელისუფლების შეცვლის მცდელობა. პრემიერის განცხადებით, თითოეულმა პოლიციელმა რომელმაც იმ ღამეს დაიცვა სახელმწიფო ინსტიტუტი, ემსახურა საკუთარ სახელმწიფოს.

    „გამოძიება გრძელდება და ყველა ვინც ჩაიდინა დანაშაული იქნება დაკავებული“ – განაცხადა გიორგი გახარიამ კითხვაზე, თუ რატომ არ არიან დაკავებული აქციაზე მოქალაქეების დაზიანებაში დამნაშავე პირები.

  • აშშ-ს მთავრობა 500 000 დოლარს გამოყოფს ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სოფლებში ახალი საწარმოების დასაფინანსებლად

    საქართველოში ამერიკის საელჩო განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც ამერიკის მთავრობა გამოყოფს $500 000 დოლარს ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სოფლებში ახალი საწარმოების დასაფინანსებლად.

    “ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობას განსაკუთრებული თანადგომა სჭირდება. სწორედ ამიტომ, ამერიკის მთავრობა გამოყოფს $500 000 დოლარს ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სოფლებში ახალი საწარმოების დასაფინანსებლად. აღნიშნული პროექტი განხორციელდება საპარტნიორო ფონდი / Partnership Fund-ისა და USAID/Georgia Zrda აქტივობის პარტნიორობის ფარგლებში. #ამერიკელიხალხისგან”, – ნათქვამია განცხადებაში.

  • “ქართველმა პოლონელს ქურთუკი მოპარა, მეორემ სიგარეტს გაუკიდა,მესამე ღვედს არ იკეთებდა” – რა მოხდა ერთ-ერთ რეისზე

    ერთმა ქართველმა პოლონელს ქურთუკი მოპარა, მეორემ სიგარეტს გაუკიდა, მესამე ღვედს არ იკეთებდა – ერთ-ერთმა მგზავრმა ლევან მაისურაძემ  „მოგზაურთა კლუბში“ ისტორია  დაწერა. 

    მაისურაძის თქმით, შემთხვევა ვარშავა-ქუთაისის რეისზე მოხდა.

    „დღეს ვარშავა-ქუთაისის რეისზე რა მოხდა გინდათ გითხრათ ? ქართველმა პოლონელს ქურთუკი მოპარა და ბორტგამცილებელმა ამოუღო ჩანთიდან. მერე დავხვდათ პოლიცია ტრაპთან და წააცუნცულეს. მეორემ ბორტზე დაიწყო სიგარეტის გაკიდება, მესამე – ღვედს არ იკეთებდა და იქ უნდა ყოფილიყავით. God save America“, – წერს ლევან მაისურაძე.

  • აქცია „სირცხვილიას“ საორგანიზაციო ჯგუფი პარლამენტთან დაგეგმილ აქციაზე ერთწლიან სამოქმედო გეგმას წარადგენს

    ქცია „სირცხვილიას“ საორგანიზაციო ჯგუფი დღეს, საქართველოს პარლამენტთან დაგეგმილ აქციაზე ერთწლიან სამოქმედო გეგმას წარადგენს.

    ორგანიზატორების განცხადებით, მათი გეგმა სამოქალაქო საზოგადოებისა და პროდასავლური პოლიტიკური ძალების კოორდინირებული და კონსოლიდირებული მოქმედების შესაძლებლობებს მოიცავს.

    მათივე ინფორმაციით, ასევე, განიხილავენ კონკრეტულ ამოცანებს და აქტივობებს, რომელთა განხორციელებასაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე აპირებს.

    „მოძრაობის ძირითადი მიზანი ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული კამპანიების, პოლიტიკურად აქტიური საზოგადოებრივი ჯგუფების მხარდაჭერისა და გაძლიერების გზით მოქალაქეთა მიერ მაქსიმალურად ინფორმირებული არჩევანის გაკეთება და პროპორციულ არჩევნებში პრორუსული ხელისუფლების მარცხის ხელშეწყობა იქნება. დაგეგმილი აქტივობები მიმართული იქნება როგორც ცენტრალური ხელისუფლების, ასევე რეგიონული მმართველობების წინააღმდეგ, რაც ადგილობრივი აქტივისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით მიიღწევა“, – აღნიშნულია აქციების „სირცხვილია“ ორგაზნიზატორთა განცხადებაში.

    აქცია პარლამენტთან 19:00 საათზე დაიწყება.

  • “სოფლები საოკუპაციო ხაზთან”-პარლამენტთან აქცია-გამოფენა გაიმართა

    სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის შესასვლელთან  ოკუპაციის თემაზე   აქცია-გამოფენას მართავენ. ისინი საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე მოვლენებს და სახელმწიფოს უმოქმედობას აპროტესტებენ.

    “სოფლები საოკუპაციო ხაზთან”- ამ სახელწოდებით აქტივისტებმა ის ფოტოები გამოფინეს, რომელიც საოკუპაციო ხაზთან მდგომარეობას ასახავს. აქტივისტები ფოტოების გამოფენას პარლამენტში აპირებდნენ, თუმცა საშვებთან დაკავშირებული შეზღუდვის გამო ისინი სხდომათა დარბაზში არ შეუშვეს. აქციას ასევე ესწრება “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი  ელენე ხოშტარია.

    „დღეს პარლამენტში მოდის ციხელაშვილი, ძალიან კარგად გვესმის, რომ ციხელაშვილი არ განსაზღვრავს პოლიტიკას არც რუსეთთან და არც ოკუპირებულ ტერიტორიებთან, მაგრამ როგორც მინიმუმ დღეს უნდა გავუსწოროთ თვალი იმ რეალობას, რაც ხდება საოკუპაციო ხაზთან, იმ გაჭირვებას, იმ უყურადღებობას რასაც განიცდიან იქ ადამიანები. მასიურად ადამიანებს საოკუპაციო ხაზთან სოფლებში მოუხსნეს სოციალური დახმარება, არ ანიჭებენ მთის სტატუსს, რომელიც ასევე გულისხმობს შეღავათებს. ადამიანებმა დაკარგეს საძოვრები, ბაღები, პრაქტიკულად შემოსავალი და რაც მთავარია არა წინა წლებში, არამედ ეხლა, ჩორჩანში კილომეტრზე მეტი ტერიტორია ტყეში დაკარგეს, სადაც კრეფდნენ ჯონჯოლს, რაც იყო მათი შემოსავლისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ.

    სულ ცოტა ხანში პარლამენტში  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს ქეთევან ციხელაშვილს უნდა მოუსმინონ. ციხელაშვილი პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში მიდის.

  • ცნობილია, როდის განაახლებს მაუწყებლობას “რუსთავი 2”

    ტელეკომპანია „რუსთავი 2“ განახლებული ეთერით მაუწყებლობას 23 სექტემბრიდან დაიწყებს. ამ დროიდან დაიწყება საინფორმაციო გამოშვება “კურიერი” და სხვა გადაცემების ეთერში გაშვება. ინფორმაციას არხის გენერალური დირექტორი პაატა სალია ადასტურებს.

    შეგახსენებთ, რომ 20 აგვისტოს “რუსთავი 2” პირდაპირ ეთერში პროტესტის ნიშნად დატოვეს “კურიერის” წამყვანებმა დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა. არხი ასევე დატოვა თანამშრომლების დიდმა ნაწილმა. მას შემდეგ არხზე საინფორმაციო გამოშვება არ გადის,  შეჩერებულია  სხვა გადაცემებიც.