Category: არქივი

  • ქართული ოცნების დეპუტატი სალომე ზურაბიშვილის იმპჩმენტს მხარს დაუჭერს

    ქართული ოცნების დეპუტატი, რევაზ არველაძე ამბობს, რომ თუ დღის წესრიგში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩენტის საკითხი დადგება, ის მხარს დაუჭერს. ამის შესახებ ინფორმაციას “2020NEWS”-ი ავრცელებს.

    დეპუტატმა განმარტა, რომ პატიმრების შეწყალების საქმეზე პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში თუ დადგინა, რომ სალომე ზურაბიშვილმა კანონი დაარღვია, ის ამ შემთხვევაში იმპიჩმენტის მომხრეა.

    დღეს, 23 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტმა ორი ნარკორეალიზატორი შეიწყალა.

  • სა­ქარ­თვე­ლო­ში მი­წისძვრა მოხ­და

    სა­ქარ­თვე­ლო­ში მი­წისძვრა მოხ­და. სე­ის­მუ­რი მო­ნი­ტო­რინ­გის ცენ­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მი­წის­ქვე­შა ბიძ­გის ეპი­ცენ­ტრი ლა­გო­დე­ხი­დან 7 კი­ლო­მეტრში, სო­ფელ ხი­ზა­ბავ­რა­ში იყო.

    მი­წისძვრის სიმ­ძლავ­რემ 4 მაგ­ნი­ტუ­და შე­ად­გი­ნა.

  • 20 წლის პოლიციელის მკვლელი პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძის რეკომენდაციით შეიწყალა

    20 წლის პოლიციელის მკვლელი პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძის რეკომენდაციით შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაციას მუკბანიანის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი, დავით ჯაფარიძე ავრცელებს.

    “რეკომენდატორთა შორის ჭიდაობის ფედერაციაც არის. არის სხვადასხვა ფედერაციები – მათ შორის კრივის ფედერაცია. ფეხბურთისაც კი არის – აჭარის, როგორც მახსოვს. ძალიან ბევრი ადამიანია. მათ შორის არიან სასულიერო პირები. არაერთი სასულიერო პირია, რომელებიც შედიოდნენ დევიძესთან. მას ჰყავს მოძღვარი. აღმსარებელია.

    ტოჩინოშინიც არის რეკომენდატორთა შორის. განვცხადებაც შეიტანა, რომ შეეწყალებინათ ეს ადამიანი”- განაცხადა ადვოკატმა.

  • ” ჯანმრთელობის დაცვა საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკური არჩევანია”- ზურაბიშვილი

    ჯანმრთელობის დაცვა საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკური არჩევანია და ჩვენთვის წარმატებული საყოველთაო ჯანდაცვისკენ გზა პირველადი ჯანდაცვის გაძლიერებაზე გადის, რათა მოსახლეობისთვის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება უფრო თანაბარი და ხელმისაწვდომი გახდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, დღეს გაეროს ეგიდით გამართულ უნივერსალური ჯანდაცვის მაღალი დონის შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა

    “საყოველთაო ჯანდაცვამ მოგვცა შესაძლებლობა, აღგვედგინა ადამიანების ღირსება, გადაგვერჩინა მათი სიცოცხლე და დაგვეცვა ადამიანის ერთ-ერთი ყველა ფუნდამენტური უფლება – ჯანმრთელობის უფლება, თუმცა, ჩემი გული რჩება ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებთან, რომელთაც ხშირად არ ეძლევათ შესაძლებლობა, სრულად ისარგებლონ საყოველთაო ჯანდაცვის იმ სიკეთეებით, რასაც მათ საქართველოს სახელმწიფო სთავაზობს” – გაბაცხადა ზურაბიშვილმა.

    „არავინ დატოვო მიღმა“ – ეს ჩვენი საერთო მიზანია. დღეს ვდგავარ თქვენ წინაშე, რათა ავიღოთ ვალდებულება და მოვუწოდო ყველა წევრ სახელმწიფოს, მიიღონ ზომები ჯანდაცვის საყოველთაოობის მიღწევისთვის. მიხარია, რომ ჩვენმა მუდმივმა წარმომადგენელმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, ტაილანდელ კოლეგასთან ერთად, ფასილიტატორის რანგში წვლილი შეიტანა გლობალური მოლაპარაკების პროცესში.

    2013 წლიდან საქართველომ დაამტკიცა, რომ ჯანდაცვის საყოველთაოობის მიღწევა შესაძლებელია შეზღუდული რესურსის მქონე ქვეყნებისთვისაც. ჩვენ ჯანმრთელობა გამოვაცხადეთ პოლიტიკურ პრიორიტეტად და, რესურსების ეფექტიანი მობილიზაციის გზით, საქართველოს მოსახლეობის 90%-ს დღეს უკვე აქვს წვდომა ჯანმრთელობის დაცვის აუცილებელ სერვისებზე. საყოველთაო ჯანდაცვის დანერგვამ, როგორც ფინანსური ბარიერის აღმოფხვრის მთავარმა მექანიზმმა, 25%-ით შეგვიმცირა ჯიბიდან გადახდები; ასევე, შემცირდა გაღატაკების რისკები.

    უნივერსალურობის კიდევ ერთი კარგი მაგალითია C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რომლის განხორციელებაც საქართველოს მთავრობამ 2015 წელს დაიწყო აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის, „გილეად საიენსის“, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და სხვა პარტნიორების ხელშეწყობით. ეს პროგრამა შექმნის ქრონიკული დაავადების მედიკამენტური მკურნალობით აღმოფხვრის პრეცედენტს მსოფლიოში“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

  • კეთილი უნდა ენება და სათითაოდ გასცნობოდა თითოეულ ქეისს – ნინი ქარსელაძე ზურაბიშვილის შეწყალებებზე

    “კეთილი უნდა ენება და სათითაოდ გასცნობოდა თითოეულ ქეისს”, – ასე ეხმიანება მომღერალი ნინი ქარსელაძე სალომე ზურაბიშვილის საშიშ დანაშაულში მსჯავრდებულების შეწყალებას. მომღერალმა ამის შესახებ ნიუპოსტთან გააკეთა კომენტარი.

    “პრეზიდენტის დამოკიდებულება შეწყალებებთან დაკავშირებით ჩემთვის სრულიად მიუღებელია. ჩემი აზრით, მას შეეძლო ცოტა მეტი პასუხისმგებლობით მოჰკიდებოდა შეწყალების სიებს, კეთილი ენება და სათითაოდ გასცნობოდა თითოეულ ქეისს. სამწუხაროა, რომ ის ერთ-ერთი მთავარი უფლება, რომელიც პრეზიდენტს აქვს ჩვენს ქვეყანაში, ვერ შეძლო და სწორად ვერ გამოიყენა. ძალიან ვწუხვარ, რომ ჩემი პრინციპების წინააღმდეგ მიწევს წასვლა და ამ ყველაფრის თქმა. მკვლელი და ნარკორეალიზატორი ჩემთვის სინონიმებია!!!!

    პ.ს. პრეზიდენტის სასახლე მგონი, მოჯადოებულია, შეწყალების თემებზე”- აცხადებს მომღერალი ნინი ქარსელაძე, რომელიც სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად მონაწილეობდა და საზოგადოებას მისი მხარდაჭერისკენ მოუწოდებდა.

  • მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელმაც თელავში ცოლი მოკლა, კრიტიკულია

    მამაკაცი, რომელმაც სავარაუდოდ, თელავში ცოლი მოკლა, შემდეგ კი თავი დაიჭრა, ამ დროისთვის თელავის რაიონულ საავადმყოფოში იმყოფება.

    ექიმების ცნობით,  მამაკაცს თავის არეში ჭრილობა, ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული. მისი მდგომარეობა კრიტიკულია,.

    შეგახსენებთ, რომ  გავრცელებული ინფორმაციით, დღეს თელავში  ქალი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. ერთადერთი ეჭვმიტანილი ამ ეტაპზე მოკლულის მეუღლეა.

  • საბერძნეთში 32 წლის ქართველ გოგონას ეძებენ

    სა­ბერ­ძნეთ­ში 32 წლის ქარ­თველ გო­გო­ს სა­ლო­მე გო­გი­ნაშ­ვილს ეძე­ბენ. ინ­ფორ­მა­ცია და­კარ­გუ­ლის დედამ ნონა კუპ­რაშ­ვილ­მა სოციალულ ქსელში გა­ავ­რცე­ლა.

    სალომე გოგინაშვილი დაიკარგა შაბათს (21/09) 13:00 საათზე. ბოლო ინფორმაცია, რაც მისმა მშობლებმა იციან, არის ის, რომ ატიკის მეტროსთან ახლოს იმყოფებოდა.

    დაკარგული გოგონას შესახებ ინფორმირებულია ათენის პოლიცია. საქმის კურსშია საქართველოს საკონსულო საბერძნეთში.

    ოჯახი საზოგადოებას სთხოვს, ნებისმიერი ახალი ინფორმაციის გაგებისთანავე დარეკონ შემდეგ ნომრებზე:

    სალომეს დედა: 699 7458664
    საკონსულოს ცხელი ხაზი: 699 7458664

  • ერთ-ერთი საჯარო სკოლიდან პირველკლასელი გაეპარათ

    თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში პირველკლასელი სკოლიდან გაიპარა. ამის შესახებ ინფორმაციას EDU.ARIS.GE ავრცელებს. გამოცემის ცნობით, შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა: გაკვეთილების შემდეგ ბავშვის გამოსაყვანად მისულ ბებიას შვილიშვილი კლასში არ დახვდა. ძებნის შემდეგ კი აღმოაჩინეს, რომ მოსწავლე საკუთარ საცხოვრებელ სახლთან ახლოს, მეზობელმა იპოვა.

    ბავშვის ბებიის თქმით, სკოლის დირექცია მომხდარს მშობლების არაკომპეტენტურობით ხსნის და აცხადებს, რომ სასწავლო წლის პირველ კვირას მსაგავსი რამ შესაძლოა მოხდეს, ამიტომ მშობლებმა უფრო მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინონ.

    „მომხდარის შემდეგ მშობლები შოკში იყვნენ, ცალკე ბებია, რომელმაც მიაკითხა წამოსაყვანად და ბავშვი კლასში არ დახვდა. არც დამრიგებელმა და არც დირექციამ არ იცოდა სად იყო. აღმოჩნდა, რომ გაკვეთილების დასრულების შემდეგ ისე გაიპარა, არავის დაუნახავს, მივიდა სახლთან, რომელიც სკოლიდან საკმაოდ მოშორებულია, ჩანთა იქვე მაღაზიასთან დაუტოვებია და შემთხვვით მეზობელმა ნახა ბავშვი. სკოლის დირექტორმა მომხდარი მშობლების არაკომპეტენტურობით ახსნა და გვითხრა, რომ პირველკლასელმა შეიძლება ასეთი რამ გააკეთოს, თუმცა დაგვპირდა რომ მსგავსი შემთხვევა არ განმეორდება. ბავშვი იმავე სკოლაში აგრძელებს სიარულს“, – აცხადებს პირველკლასელის მეორე ბებია.

  • მსოფლიო თასის პირველ მატჩი : უელსი 43-14 საქართველო (ფოტოები)

    2019 წლის რაგბის მსოფლიო თასის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები უელსთან ანგარიშით 14:43 დამარცხდა.

    პირველი ნახევარი მეტოქის სრული უპირატესობით წარიმართა და უელსის გამარჯვებით 29:0 დასრულდა. მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრებმა თამაში გამოასწორა და ორი ლელო და ორი გარდასახვა გამოიყენა.

    მეორე ნახევარი ფრედ 14:14 დასრულდა. უელსმა 29 ქულიანი სხვაობით მოგება მოახერხა. საქართველოს ნაკრების მხრიდან ლელოები მამუკაშვილმა და ჩილაჩავამ დადეს, ორივე გარდასახვა კი აბჟანდაძემ გამოიყენა.

    საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას 29 სექტემბერს, თბილისის დროით დილის 09:15 საათზე კუმაგაიაში ურუგვაის ნაკრებთან ჩაატარებს.

    {{PHOTOGALLERY}}

  • პუტინის და მედვედევის ფოტოები სასაფლაოზე გამოჩნდა

    პუტინის, მედვედევის და სხვა პოლიტიკოსების ფოტოები სასაფლაოზე. სანკტ-პეტერბურგის პოლიცია ლუთერანულ სასაფლაოზე მოწყობილი ფოტოგამოფენის საქმეს იძიებს დაკავებულია პუტინის პროპაგანდასთან მებრძოლი ინტერნეტარხის „აგიტროსიის“ სამი აქტივისტი არიან. მათგან ორი – მოწმის სტატუსით გაათავისუფლეს, ერთი ეჭვმიტანილი კი, იზოლატორში რჩება. აქტივისტები აცხადებენ, რომ სასაფლაოს ტერიტორიას არც კი მიახლოებიან და ალიბი აქვთ. ლუთერანული სასაფლაოს ჯვრებზე პუტინის და სხვათა შავლენტიანი ფოტოები 19 სექტემბერს გამოჩნდა. სისხლის სამართლის საქმე წინასწარი განზრახვით სასაფლაოს ჯგუფურად წაბილწვის მუხლით აღიძრა, რომელიც ხუთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

    {{PHOTOGALLERY}}