Category: არქივი

  • #სირცხვილიას წევრებმა 20 ივნისის საქმეზე დაკავებულის ოჯახისთვის ფულის შეგროვება დაიწყეს

    სამოქალაქო მოძრაობა #სირცხვილიას წევრებმა 20 ივნისის საქმეზე დაკავებული ლევან ჯიქურის ოჯახის დასახმარებლად ფულის შეგროვება დაიწყეს. ჯიქურის ცოლი ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, რომ ბრალდებული ოჯახის ერთადერთი მარჩენალი იყო და მის გათავისუფლებას ითხოვს. მისივე თქმით, დაკავებულს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, თუმცა მოსამართლემ ეს არ გაითვალისწინა.

    20 ივნისის საქმეზე დაკავებული ლევან ჯიქური მოსამართლემ პატიმრობიდან არ გაათავისუფლა. სხდომა დღეს, 23 ივნისს გაიმართა. ჯიქური აღკვეთი ღონისძიების შეცვლას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ითხოვდა. როგორც მოსამართლემ განმარტა დაცვის მხარემ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დეტალური ინფორმაცია არ წარადგინა.

    სამოქალაქო მოძრაობის წევრებმა შესაბამისი ინფორმაცია და საბანკო ანგარიში ფეისბუქის გვერდზე გაავრცელეს:

    GE77TB7292545061100004
    მიმღები: მარიამ დოლიძე

  • “ძალიან სასიამოვნოა, რომ აგრესიული ბოკერია ნაცმოძრაობასთან აღარ ასოცირდება”- ნიკა მელია

    ძალიან სასიამოვნოა, რომ აგრესიული ბოკერია ნაცმოძრაობასთან აღარ ასოცირდება, – ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია „ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგა ბოკერიას განცხადებას.

    „ახლა ვუყურე გოცირიძე vs ბოკერია. აბსოლუტურად გაუგებარია რატომ იყო ბოკერია ასეთი აგრესიული.მოკლედ, გადაცემის ყურებისას საკუთარ თავს გამოვუტყდი – ძალიან სასიამოვნოა რომ აგრესიული ბოკერია აღარ არის ნაციონალურ მოძრაობასთან ასოცირებული,“ – წერს მელია სოციალურ ქსელში.

  • აშშ პოლონეთთან სავიზო რეჟიმს აუქმებს

    აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პოლონეთთან სავიზო რეჟიმი გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.

    „ჩვენ ვუშვებთ გამონაკლისს პოლონეთისთვის. შეგიძლიათ აცნობოთ პოლონელ ხალხს და პოლონეთის მოქალაქეებს აშშ-ში, რომ პრეზიდენტი ტრამპი ამას აკეთებს. ეს გადაწყვეტილება მის გარდა ამ დრომდე არავინ მიიღო, “ – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

    ანჟეი დუდასა და ტრამპის ორმხრივ შეხვედრამდე, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ერთობლივ მოეწერა ხელი.

    დონალდ ტრამპის განცხადებით, ამერიკა პოლონეთში 1000 ჯარისკაცს გააგზავნის. ეს გადაწყვეტილება აშშ-მ პოლონეთის თხოვნის საფუძველზე მიიღო, რომელიც ამ ქმედებას რუსეთის მხრიდან პოტენციური საფრთხის შემაკავებელ ზომად განიხილავს.

    ”პრეზიდენტმა ტრამპმა პრეზიდენტ დუდას განუცხადა, რომ ის უახლოეს კვირებში პოლონეთის უვიზო მიმოსვლის პროგრამაში ჩართვის შესახებ განაცხადებს”, – ნათქვამია „თეთრი სახლის“ განცხადებაში.

    ცნობისთვის, აშშ-თან სავიზო რეჟიმის გაუქმება პოლონეთის მოქალაქეებს უფლებას მისცემს ქვეყანაში 90 დღის განმავლობაში ჩავიდნენ.

  • “ვისმენთ მის სიმღერებს, ის კი მიწაში წევს” – გელა ჩარკვიანის ემოციური პოსტი გარდაცვლილ ცოლსა და შვილზე

    პუბლიცისტი, გელა ჩარკვიანი სოციალურ ქსელში მორიგ ემოციურ ჩანაწერს აქვეყნებს, რომელიც მის გარდაცვლილ მეუღლეს და შვილს ეძღვნება.

    „კვლავ სინდისი მქენჯნის. ისეთი მხუთავი აღარაა, როგორც რამდენიმე წლის წინ, მაგრამ არის წამები, როცა ძლიერ სულიერ ტკივილს ვგრძნობ. განა უსამართლობა არ არის, რომ ჩვენ, ცოცხლები, ვიღებთ ირაკლის რუსთაველის პრემიას, ვისმენთ მის სიმღერებს საინტერესო ახლებური შესრულებით, ვესწრებით ყოველგვარ პრეზენტაციებს, ვზეიმობთ, ვმასპინძლობთ სტუმრებს, გამუდმებით ვჩანვართ ტელეეკრანზე, ირაკლი და ნანა კი, ყოველივე ამ სიამოვნებას მოკლებულები, მიწაში წვანან. ნუთუ ამ იდიოტური ხილული სამყაროს მიღმა არაფერია“, – წერს გელა ჩარკვიანი.

  • კოსტავაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა

    თბილისში, კოსტავას ქუჩაზე ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და ორი მოტოციკლი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.. . ავარიისას ორივე მოტოციკლის მძღოლი დაშავდა. მათ შორის ერთის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.

    დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

  • ვარკეთილში 16 წლის მოზარდი მე- 9 სართულიდან გადმოვარდა

    ვარკეთილში, კალაუბნის დასახლებაში 16 წლის მოზარდი მეცხრე სართულიდან გადმოვარდა. ამის შესახებ ინფორმაციას “მთავარი არხი“ ავრცელებს.

    შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. მოზარდი შემთხვევამდე ცოტა ხნის წინ სტადიონზე იმყოფებოდა. თვითმხილველების ინფორმაციით მას დპირისპირება არავისთან ჰქონია.

    ფაქტზე გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის აღძრული.

  • უმრავლესობის რამდენიმე წევრს პირადი ცხოვრების კადრებით აშანტაჟებენ. ბესელიას სკანდალური განცხადება

    მთავარი არხის ეთერში უმრავლესობის ყოფილმა წევრმა, ეკა ბესელიამ სკანდალური განცხადება გააკეთა. მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზე საუბრისას დეპუტატმა თქვა, რომ ხელისუფლება დღემდე აშანტაჟებს ადამიანებს ფარული კადრებით , მათ შორის უმრავლესობის წევრებს.

    “პირველი ეს ჩანაწერი უკანონო ჩანაწერი რაც გავრცელდა ნამდვილად არის ჩაწერილი წიპნა ხელისუფლების დროს. თუმცა ეს არის მონტაჟი ახლა რაც გავრცელდა. წინა ხელისუფლების დროს ამის გავრცელება ვერავინ ვერ გაბედა. მე ვიცოდი რომ ეს ჩანაწერი არსებობდა. არც მაშინ არ შემშინებია და არც დღეს. კიდევ რის გამოც გადავწყვიტე რომ ამ ღია ბრძოლაში შევსულიყავი, ვიცი რომ არის რამდენიმე ადამიანი ვისაც ამით აშანტაჟებენ დღეს. და რაღაცნაირად მინდა მაგალითი მივცე.“–თქვა ბესელიამ. ის არ აკონკრეტებს, ვინ არიან ეს ადამიანები, თუმცა ამბობს, რომ მათ შორის უმრავლესობის წევრებიც არიან

    “მე ვიცი რამდენიმე ასეთი ადამიანი, თვითონ უთქვამთ.მე ვიცი რომ ასეთი ადამიანები არსებობენ. მე მინდა რომ ეს მოჯადოებული წრე გაირღვეს. “–აცხადებს დეპუტატი.

    კითხვაზე, ეს ჩანაწერები წინა ხელისუფლების დროს არის გაკეთებული თუ ამჟამინდელის, ბესელია პასუხობს რომ არ იცის, თუმცა ამბობს, რომ სწორედ ფარული ჩანაწერებით შანტაჟი იყო რამდენიმე ადამიანისთვის უმრავლესობიდან შემაკავებელი ფაქტორი და ეს ზუსტად იცის. კითხვის პასუხად ბესელია ამბობს, რომ დაშანტაჟებულებს შორის არა მხოლოდ ქალები, არამედ მამაკაცებიც არიან.
  • სამარშუტო მიკროავტობუსის მძღოლი საჭის მართვისას ფრჩხილებს იჭრის (ვიდეო)

    სამარშუტო მიკროავტობუსის მძღოლი მართვისას ფრჩხილებს იჭრის. ვიდეოს სოციალურ ქსელში TV 25 ავრცელებს.

  • Flynas რიადიდან თბილისის მიმართულებით ფრენების განხორციელებას იწყებს

    ავიაკომპანია Flynas რიადიდან თბილისის მიმართულებით რეგულარული ფრენების განხორციელებას იწყებს. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

    Flynas საუდის არაბეთის სიდიდით მეორე ნაციონალური ავიაკომპანიაა. პირდაპირი ფრენები მიმდინარე წლის 2 ოქტომბრიდან დაიწყება.

    ავიაკომპანია Flynas– ის განაცხადებით რიადიდან თბილისის მიმართულებით კვირაში სამი პირდაპირი რეისი განხორციელდება, „კომპანიამ გაითვალისწინა მგზავრების მოთხოვნა და გაზარდა ოპერირება ახალი მიმართულებით“- ნათქვამია ავიაკომპანია Flynas -ის განცხადებაში.

    რიადი -თბილისის მიმართულებით პირდაპირი ავიამიმოსვლის შესახებ მოლაპარაკება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს მარიამ ქვრივიშვილსა და ავიკომპანია Flynas აღმასრულებელ დირექტორს ბანდერ ალმოჰანას შორის მიმდინარე წლის გაზაფხულზე შედგა. მოლაპარაკებებში ჩართული იყო საქართველოს ელჩი საუდის არაბეთში.
    “საუდის არაბეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ტურისტული მიმართულებაა, გამორჩეული მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტებით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიებს ახორციელებს საუდის არაბეთში რაც ხელს უწყობს ქვეყნის ცნობადობის კიდევ უფრო მეტად გაზრდას და დამატებითი სტიმულია საქართველოში ახალი ავია რეისების დანიშვნის კუთხით. წარმატებული მარკეტინგული კამპანიისა და ავიაკომპანიის ეფექტური ოპერირების შედეგად საუდის არაბეთიდან საქართველოში მიმდინარე წლის რვა თვეში + 44,6 %-ით მეტი საერთაშორისო ვიზიტი შედგა. ავიკომპანია Flynas – ის გადაწყვეტილება მთელი წლის განმავლობაში გადავიდეს ოპერირებაზე არის უმნიშვნელოვანესი ჩვენი ქვეყნის ტურიზმისთვის“- აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.

    ავიაკომპანია Flynas საქართველოში 2018 წლიდან ოპერირებს.

    Flynas საუდის არაბეთის სიდიდით მეორე ნაციონალური ავიაკომპანიაა, რომელიც მსოფლიოში 35 მიმართულებით ასრულებს ავიარეისებს. ავიაკომპანიის ფლოტი უახლესი საჰაერო ხომალდებისგან Airbus A320NEO შედგება, დაარსებიდან დღემდე ავიაკომპანია 40 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურა და ეს ციფრი წლიდან წლამდე მზარდია.

  • თბილისში მე-9 სართულიდან 16 წლის ბიჭი გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა

    თბილისში  მეცხრე სართულიდან 16 წლის ბიჭი გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა ვარკეთილის მესამე მასივში ცოტა ხნის წინ მოხდა.

    გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.