Category: არქივი

  • თბილისში 20 წლის გოგონა საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

    თბილისის ერთ-ერთ უბანში, 20 წლის გოგონა საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

    წინასწარი ვერსიით,ქრისტინა ბაბლუანმა  თავი ჩამოიხრჩო. 

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

  • აშშ-მ რუს პარლამენტარებს გაეროში გასამგზავრებლად ვიზა არ მისცა

    რუსეთის საპარლამენტო დელეგაციის წევრებს, რომლებიც ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დასასწრებად მიემგზავრებოდნენ, შეერთებულმა შტატებმა ვიზა არ მისცა.

    მათ შორის არის საგარეო საქმეთა საკითხებში ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარე, კონსტანტინ კოსაჩევი, რომელსაც გენერალური ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობა უნდა მიეღო

    რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, მარია ზახაროვა ამბობს, რომ ამერიკული მხარე ტექნიკურ პრობლემასა და დოკუმენტების მიწოდების ვადებზე აპელირებს. ზახაროვა ამტკიცებს, რომ რუსულმა დელეგაციამ საელჩოს დოკუმენტები ვადებში მიაწოდა.

    “ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან გაეროს წევრების უპატივცემულობის აღმაშფოთებელი მაგალითი, აგრეთვე, საერთაშორისო ორგანიზაციის მასპინძელი ქვეყნის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა”, – წერს ზახაროვა ფეისბუქზე.

    ასამბლეის 74-ე სესიაში მონაწილეობას რუსეთის დელეგაციის კიდევ რამდენიმე წევრი ვერ მიიღებს. მიზეზად ამერიკული მხარე რუსული დელეგაციის მიერ დოკუმენტების დაგვიანებით წარდგენას ასახელებს, რასაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს და ვაშინგტონს გაერთიანებული ერების უპატივცემულობაში ადანაშაულებს.

  • “ამასთან ურთიერთობა არ შეიძლება“–რა თქვა ივანიშვილმა წლების წინ, სალომე ზურაბიშვილთან პირველი შეხვედრის შემდეგ

    თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა ტვ პირველის ეთერში შეწყალების სკანდალთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი თავის საპრეზიდენტო ვადას ბოლომდე ვერ მიიყვანს და მოღვაწეობას იმპიჩმენტით დაასრულებს.

    ხიდაშელი თვლის, რომ ახალი არაფერია სალომე ზურაბიშვილის ქცევაში და ადვილად პროგნოზირებადი იყო, როგორ მოიქცეოდა ის საპრეზიდენტო პოსტზე. თინა ხიდაშელი ამბობს, რომ ივანიშვილმაც კარგად იცის ზურაბიშვილის ხასიათი და ივანიშვილის და ზურაბიშვილის პირველ შეხვედრას იხსენებს. 

    “მან ეს იცოდა. პირველ ჯერზე მისთვის, ანუ ივანიშვილისთვის ამ ალღოს არ უღალატია. ზურაბიშვილთან პირველივე შეხვედრის შემდეგ მან ზუსტი დიაგნოზი გააკეთა. შემდეგ რა მოხდა არ ვიცი. მე ვესწრებოდი იმ პირველ შეხვედრას 2011 წელს, როდესაც გუნდი კეთდებოდა იმ პერიოდში, როდესაც ისინი პირველად შეხვდნენ ერთმანეთს. და მან ზუსტი დიაგნოზი დაუსვა , რომ მასთან ურთიერთობა არ შეიძლებოდა. მერე რა მოხდა არ ვიცი. რა შეიცვალა და ამაზე სპეკულაცია არ არის ჩემი მხრიდან სწორი. აბსოლუტურად ზუსტი, უშეცდომო ალღო ქონდა მაშინ, არა მარტო ამ საქმეში, არამედ სხვა საქმეშიც.“ – განაცხადა ხიდაშელმა.
  • არაერთხელ გამხდარა წყენის მიზეზი და საჯაროდაც გამომიხატავს-ნანუკა ჟორჟოლიანი გავრცელებულ ინფორმაციაზე

    ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი უარყოფს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ როსტო, იგივე ლევან როსტოშვილი თავის დროზე პრეზიდენტის შეწყალების შედეგად გათავისუფლდა.

    ჟორჟოლიანი ასევე აცხადებს, რომ როსტო სასჯელს რეალიზაციის ფაქტზე არ იხდიდა.

    “როგორც წესი სხვებს ვაკრიტიკებ ამ ქალის პოსტებზე რეაქციის გამო, მაგრამ იმდენად არასწორ ინფორმაციას ავრცელებს პასუხი აუცილებელია. მეგობრებო, ეს არის ცრუ ინფორმაცია. როსტო არავის შეუწყალებია. ის გამოვიდა, ახალი კანონის თანახმად, როცა პატიმარს ჯერ შაბათ-კვირას უშვებენ სახლში და შემდეგ უკვე სამაჯურით. არანაირი შეწყალება. არავის მხრიდან , რაც ჩემგან არაერთხელ გამხდარა წყენის მიზეზი და საჯაროდაც გამომიხატავს. და მეორე, როსტოს არასოდეს ჰქონია წაყენებული რეალიზაციის მუხლი”-წერს ჟორჟოლიანი.

  • სასამართლომ აჭარის ტელევიზიის დირექტორის შესარჩევი კონკურსი შეაჩერა

    ბათუმის საქალაქო სასამართლომ აჭარის ტელევიზიის დირექტორის შესარჩევი კონკურსი შეაჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

    მაუწყებლის ინფორმაციით,სასამართლოს ერთ-ერთმა კონკურსანტმა გიორგი კოხრეიძემ მიმართა. 22 აგვისტოს, კენჭისყრაზე მრჩეველთა საბჭოს მხოლოდ 4 წევრი იმყოფებოდა. აქედან, ერთ-ერთმა წევრმა – (ნაციონალური მოძრაობის კვოტით) ბეჟან გობაძემ, კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. 3 წევრის ხმები კი შემდეგნაირად გადანაწილდა – 2 ხმა გიორგი კოხრეიძეს, ხოლო ერთი ხმა თინათინ ცისკარაძეს ერგო.

    მრჩეველთა საბჭოს გადაწყვეტილებით, რადგან 5 წევრისგან შემდგარი ბორდის უმრავლესობის ხმები, ანუ სამი ხმა არც ერთ კანდიდატს არ ჰქონდა, კონკურსი ჩაშლილად გამოცხადდა.

  • შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 6 პირი დააკავა

    ნარკოდანაშაულისთვის 6 პირი დააკავეს. – ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა მამუკა ჭელიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. დაკავებულთა შორის 2 ნარკორეალიზატორია.

    „თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების და საგამოძიებო სამმართველოების, ასევე, ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის ბრალდებით, ფონიჭალის დასახლებაში 2 პირი დააკავეს. სამართალდამცველებმა 1971 წელს დაბადებული ტ.გ. საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის ბინის და ეზოს ჩხრეკის შედეგად, 7 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინი” ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გრძელდება. დანაშაული 7-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    რაც შეეხება ფონიჭალაში დაკავებულ მეორე ნარკორეალიზატორს, პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1986 წელს დაბადებული ო.გ.-სგან ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ საკონტროლო შესყიდვა განახორციელა. სამართალდამცველებმა მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ამოიღეს 3 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 6-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ზემოაღნიშნულის გარდა, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ირანის რესპუბლიკის მოქალაქე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული ი.ბ.-ს პირადი ჩხრეკისას, 3 კილოგრამი “ჰეროინი” ამოიღეს. გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გარდა ამისა, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში შემოტანის ბრალდებით, დანაშაულებრივი ჯგუფის 2 წევრი დააკავეს.

    პოლიციამ, 1961 წელს დაბადებული ნ.რ.-ს პირადი ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება “ბუპრენორფინის” შემცველი 1500 აბი “სუბუტექსი” ამოიღო. 1962 წელს დაბადებული ი.ნ.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას კი ნივთმტკიცებად ამოღებულია: ნარკოტიკული საშუალება “მეტადონის” 207 აბი, 1 შეკვრა “ამფეტამინი”, 1 შეკვრა “ჰაშიში” და სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება. ასევე, ამოღებულია დიდი ოდენობით თანხა. გამოძიებით დადგინდა, რომ ი.ნ.-მ, თანამზრახველთან – ნ.რ.-სთან წინასწარი შეთანხმებით, საზღვარგარეთ უკანონოდ შეიძინა და შეინახა ზემოაღნიშნული 1500 აბი “სუბუტექსი”, რომელიც შემდეგ ნ.რ.-მ მისი დავალებით საქართველოში უკანონოდ შემოიტანა. ჩადენილი დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით არის დაკავებული სამხრეთ აფრიკის მოქალაქე. პოლიციამ და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული ლ.მ. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანის“ საქართველოში უკანონოდ შემოტანას ცდილობდა. სამართალდამცველებმა 16 კილოგრამი „მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- განაცხადა მამუკა ჭელიძემ.

  • მეშახტეთა პროტესტი ტყიბულში – “საქნახშირი” განცხადებას ავრცელებს

    საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი „საქნახშირი“ მეშახტეების პროტესტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

    „მოგეხსენებათ, ტყიბულის მინდელისა და ძიძიგურის შახტებში ნახშირმოპოვებითი სამუშაოები 2018 წლის 16 ივლისის შემდეგ, პრემიერ- მინისტრის ბრძანებით შეჩერებულია. ტყიბულის შახტებში ხორციელდება მხოლოდ უსაფრხოებიდან გამომდინარე სავენტილაციო და ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოები. მიუხედავად ამისა, მოცემულობიდან გამომდინარე, კომპანია „საქნახშირისა“ და სახელმწიფოს თანადგომით ამ 13 თვის განმავლობაში უწყვეტად ხდებოდა პერსონალისთვის ხელფასების გაცემა, სადაზღვევო ხარჯების ანაზღაურება, მიმდინარე საოპერაციო ხარჯების დაფარვა. რაც ყოველთვიურად მილიონ ორასი ათას ლარზე მეტს შეადგენს და თითქმის 20 მილიონ ლარამდეა მთლიანობაში.

    ამ დროისთვის კომპანია „საქნახშირი“ დადგა რეალური ფინანსური პრობლემების წინაშე, ინფორმაცია ცნობილი იყო ტყიბულში დასაქმებულებისათვისაც. ამ დროისათვის კომპანია აქტიურ რეჟიმში აწარმოებს კონსულტაციებს სახელმწიფოსთან ერთად, რათა ერთობლივად გამოინახოს გამოსავალი შექმნილი მდგომარეობიდან” – აღნიშნულია განცხადებაში.

  • “ძალიან მაღალი თანამდებობის პირმა მას უთხრა, რომ ..”-მოსამართლეობის კანდიდატი ზეწოლის ფაქტს იხსენებს (ვიდეო)

    იურიდიულ კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის მერაბ გაბინაშვილის მოსმენა მიმდინარეობს. მას შეკითხვა მოსამართლეებზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტებზე დაუსვეს,რის საპასუხოდაც გაბინაშვილმა ერთ-ერთი ფაქტი გაიხსენა.

    გაბინაშვილის განცხადებით, უშუალოდ მასზე ზეწოლა არმომხდარა, თუმცა მის კოლეგასთან განხორციელებულ ზარზე ისაუბრა.

    “იყო ერთი შემთხვევა მე ვიყავი სასამართლოს თავმჯდომარე ეს იყო 2008-ში ან 2007-ში, ამოვიდა ერთ-ერთი მოსამართლე გადაწყვეტილების მიღების წინ და შემოვიდა ჩემთან, როგორც სასამართლოს თავმჯდომარესთან და მითხრა, რომ მასთან განხორციელდა ზარი, არ დავასახელებ პიროვნებას, ძალიან მაღალი თანამდებობის პირმა მას უთხრა, რომ ამ საქმეზე ერთ-ერთი მხარე იყო მისი ახლობელი, ეს მოხდა 15 წუთით ადრე”-განაცხადა გაბინაშვილმა. 

    გაბინაშვილის თქმით, მოსამართლეს მიღებული გადაწყვეტილება არ შეუცვლია, მომხდარ ფაქტზე კი რეაგირება განხორციელდა. გაბინაშვილის ინფორმაციით, პირის იდენტიფიცირების შემდეგ კი გაირკვა, რომ ის მაღალი თანამდებობის პირი არ იყო და შსს-ში მუშაობდა.

  • თქვენ რომ ყოფილიყავით მესის მოსამართლე, რას იზამდით?-გოცირიძის შეკითხვა (ვიდეო)

    თქვენ რომ ყოფილიყავით მესის მოსამართლე, რას იზამდით?- ეს კითხვა “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ მოსამართლეობის კანდიდატს მერაბ გაბინაშვილს დაუსვა. 

    გოცირიძემ ცნობილი ფეხბურთელის ლიონელ მესის საქმე გაიხსენა.

    “სასამართლოს შეეძლო მესისათვის მიესაჯა პატიმრობა ან თქვენსავით სამაჯური დაედო მისთვის და არ გაეშვა სტადიონზე ან ვარჯიშზე, ეს რომ მომხდარიყო, რას იზამდნენ გულშემატკივრები 3 პასუხია: 1. გულშემატკივრები მოსამართლეს ჩამოახრჩობდნენ 2. გულშემატკივრები მოსამართლეს დახვრეტდნენ თუ 3. გულშემატკივრები სამუდამოდ აუკრძალავდნენ მოსამართლეს მოსამართლეს სტადიონზე შესვლას”-მიმართა გოცირიძემ გაბინაშვილს.

    გაბინაშვილმა შეკითხვის საპასუხოდ გაიხსენა ის ფაქტი, რომ მესის მამამ სასამართლოს მიერ დაკისრებული თანხა მაშინვე გადაიხადა.

  • პრეზიდენტის იმპიჩმენტზე ხელაღებით საუბარი დამაზიანებელია-ვოლსკი

    პრეზიდენტის იმპიჩმენტზე ხელაღებით საუბარი დამაზიანებელია, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა  გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.

    ” როცა საკამათო თემა ჩნდება საზოგადოებაში, ჩვენ, ხელისუფლება მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ რყევები არ გამოიწვიოს. ისედაც ბევრი გამოწვევა არსებობს და ბევრი საფრთხე, როგორც შიგნიდან, ასევე გარედან ადამიანები, რომლებიც ჩვენს პოლიტიკას მარგველაშვილის და სააკაშვილის მიმართ ორკესტრირებულ შეტევას უწოდებდნენ, დღეს პოლიტიკური ასპერიზის წინა ხაზზე არიან გამოსულები და აგრესიული განცხადებებით ცდილობენ დისონანსი შემოიტანონ საზოგადოებაში”,- განაცხადა  ვოლსკიმ.