Category: არქივი

  • “ვინმემ ცქიტიშვილს ყურში მაინც ჩასჩურჩულოს, ასეთ ბეც განცხადებებს ნუ აკეთებს “- ბესელია

    „მაია ცქიტიშვილს ხან წამების კადრებზე ეცინება, ხან უკანონო ჩანაწერების თემით იღლება“, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ განაცხადა. ეკა ბესელია პრემიერს, ასევე „ქართული ოცნების“ პიარსამსახურებს მოუწოდებს, მაია ცქიტიშვილს ურჩიონ, „სისულელეები არ ილაპარაკოს“.

    „ვინმემ მაია ცქიტიშვილს ყურში მაინც ჩასჩურჩულოს, ასეთ ბეც და უპასუხისმგებლო განცხადებებს ნუ აკეთებს, რომ თითქოს უკანნო ჩანაწერების საქმე გახსნილია. მიუხედავად საჯარო დაპირებისა, თურმე დღემდე ვერ დაადგინეს, ვინ იყო ის ადამიანი, ვინც პირველმა განიზრახა და რატომ განიზრახა ამის გაკეთება. პრემიერმა დასდოს მის მოადგილეს პატივი და უბრალოდ ინფორმაცია მიაწოდოს და უთხრას, უხერხულია, როცა გამოდის ვიცე-პრემიერი, მინისტრი ქალი, რომელმაც ნაცვლად იმისა, რომ უნდა ილაპარაკოს მისი სამინისტრო რას აკეთებს, სრულიად არაკომპეტენტურ კომენტარებს აკეთებს და თავი დაანებოს ამ თემაზე კომენტარების გაკეთებას, იქნებ ვინემემ ურჩიოს, ან დიდმა პიარ-სამსახურმა, რომელიც ჰყავს „ქართულ ოცნებას“, რომ ამ თემაზე არ ილაპარაკოს, ან სისულელე არ ილაპარაკოს. შეგნებულად ვერიდები, ქალია მაინც და არ მინდა, რაღაც არაკორექტული რამე წამომცდეს, სიბრიყვეა, უხერხულია, ძალიან ცუდად ჩანს, ხან წამების კადრებზე ეცინება, ხან ამ თემით იღლება, ის მაინც უნდა იცოდეს, არ არის გახსნილი არა, ქალბატონო მაია ეს საქმე, არა, შედით პრემიერის ოთახში და კითხეთ, გახსენით ეს საქმე თუ არა, გეტყვით, რომ ვერ გახსნეს, არ გახსნეს, არ ვიცი რომელი დაემართათ, ფაქტია, რომ აქამდე ვერ დაადგინეს, ვინ ჩაიდინა, პირველმა ვინ დაიწყო, რა მოტივი ჰქონდა, დანაშაული უმიზეზოდ ხომ არ ხდება. პასუხისგებაში მისცეს შერჩევით რამდენიმე ახალგაზრდა, რომელიც არ არის არც პირველი წყარო, არც მეორე წყარო“, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.

  • ” აი ახლა შემეჯიბრეთ ამერიკისა და ამერიკელების სიყვარულში!”- კვიციანი

    “პატრიოტთა ალიანსის” წევრს ემზარ კვიციანს დონალდ ტრამპმა ამერიკა შეაყვარა. აშშ-ს პრეზიდენტის განცხადებამ იმასთან დაკავშირებით, რომ მომავალი გლობალისტებს კი არა პატრიოტებს ეკუთვნით, კვიციანის აღრფთოვანება გამოიწვია.

    „ძლივს არ გამოჩნდა ნამდვილი ამერიკელი?! აი ახლა შემეჯიბრეთ ამერიკისა და ამერიკელების სიყვარულში! თქვე ქვეყნის გამყიდველებო ! ვინც ამდენი წელი გლობალიზაციაზე ყიდეთ ეროვნული ტრადიციები და ქრთული მენტალიტეტი, ბოკერიას თამადობით, ყველას გაგარჭოთ ტრამპმა გლობალურად (ხიჭვი)! დიდება ღმერთს!!!“ – წერს ემზარ კვიციანი.

    აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გაეროს 74-ე გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „მომავალი არ ეკუთვნით გლობალისტებს, მომავალი ეკუთვნით პატრიოტებს, სუვერენულ და დამოუკიდებელ ერებს“.

  • პირველად საქართველოში “აჭარა ჯგუფი” Design Hotels-ის წევრების წლის ღონისძიებას – “არენას” უმასპინძლებს

    პირველად საქართველოში, 26 სექტემბერს 13:00 საათზე, ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში “აჭარა ჯგუფი” თიბისი სტატუსის მხარდაჭერით Design Hotels-ის წევრების წლის ყველაზე მასშტაბურ და მნიშვნელოვან ღონისძიებას – “არენა”-ს უმასპინძლებს.

    აღნიშნულ ღონისძიებას 300-ზე მეტი სასტუმროს მფლობელი და წარმომადგენელი დაესწრება, რომლებიც თავიანთ ქვეყანებში სტუმარ-მასპინძლობის სფეროში ტენდენციებს ქმნიან, არქიტექტურისა და დიზაინის მიმართულებით ახალ სტანდარტებს აყალიბებენ და საზოგადოებას ინოვაციურ გასტრონომიას სთავაზობენ.

    Design Hotels-ის სასტუმროების მფლობელები, რამოდენიმე დღეს გაატარებენ საქართველოში, გაიცნობენ ქვეყნის კულტურასა და ტრადიციებს, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის პოპულარიზაციას, ტურიზმის ზრდას და ეკონომიკურ წინსვლას.

    ღონისძიების ფარგლებში, ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ეზოში ქართველი ფერმერების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნონ საქართველოში წარმოებული პროდუქტი და იხილონ ქართველი მეწარმეების მიერ შექმნილი პროდუქცია. აღნიშნული ღონისძიება კარგი პლატფორმაა, როგორც პროდუქციის წარმოჩენის, ასევე საექსპორტო ბაზრის ათვისებისათვის.

    Design Hotels, რომელიც 1993 წელს მხოლოდ 10 ლეგენდარული სასტუმროს პორტფოლიოს ფლობდა, დღეს მსოფლიოში ასობით გამორჩეული დიზაინისა და არქიტექტურის მქონე სასტუმროს აერთიანებს. თითოეული მათგანი მსოფლიოს ასობით წერტილში – დედაქალაქებში, მიუვალ მთებსა თუ უჩინარ სანაპიროებზე შემოქმედებითი თვითგამოხატვის უნიკალური ნიმუშია. Design Hotels-ის წევრი სასტუმროები ადგილობრივ კულტურაზე დაფუძნებული იდეის გარდა, თანამედროვე და ინოვატორული ხედვით გამოირჩევა.

    საკონტაქტო პირები:

    თინა კავაძე – აჭარა ჯგუფის კომუნიკაციების ხელმძღვანელი 595 51 00 07 [email protected]

    ნათია მსხილაძე – საქართველოს ფერმერთა ასოციაციის კომუნიკაციის მენეჯერი 591 051 905 [email protected]

  • ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება კანონიერი იყო-შოთა გეწაძე

    „ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მაშინდელი კანონმდებლობით კანონიერი იყო“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, შოთა გეწაძემ განაცხადა.

    დეპუტატ ირაკლი ბერაიას შეკითხვა ივანიშვილისა და მისი მეუღლისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას ეხებოდა.

    რამდენად კანონიერი იყო ეს გადაწყვეტილება, გეწაძემ უპასუხა, რომ  სამართლებრივად სწორი იყო.

    „ეს ისეთი საკითხია, მხოლოდ „კი“ და „არა“, მე ვფიქრობ, არასაკმარისი იქნება. სამართლებრივად სწორი რომ იყო, ამაზე „კი“, რა თქმა უნდა, მაგრამ რატომ იყო სამართლებრივად სწორი, თქვენ არ გსურთ ამაზე პასუხი?

    ეს იყო მაშინდელი კანონმდებლობით კანონიერი გადაწყვეტილება. მოქალაქეობა არ არის უფლება, რომ ჩვენ სამართლიანობაზე ვისაუბროთ, ამიტომაც სამართლიანი და კანონიერი ამ შემთხვევაში ერთმანეთს ემთხვეოდა“, – განაცხადა გეწაძემ.

  • თიბისი ახალ სტუდენტურ პროგრამას იწყებს

    თიბისი ახალ სტუდენტურ პროგრამას ‘თიბისი კემპს’ იწყებს. პროგრამა ამ ეტაპზე ორ უნივერსიტეტში, კავკასიის ბიზნეს სკოლასა და თავისუფალ უნივერსიტეტში განხორციელდება და მეოთხე კურსზე მყოფი ფინანსების სტუდენტების სასწავლო პროგრამაში ინტეგრირდება. სტუდენტები მთელი სემესტრის განმავლობაში სხვადასხვა ეტაპებს გაივლიან.

    პირველ ეტაპზე ისინი თიბისი კაპიტალის საჯარო ლექციებს დაესწრებიან, შემდეგ შეხვედრაზე ერთად განიხილავენ ბიზნეს-ქეისებს, რომლებიც მათ დავალებას უკავშირდება, ასევე გაივლიან კონსულტაციებს თიბისის წარმომადგენლებთან, ხოლო ბოლო ეტაპზე სტუდენტები ჟიურის წინაშე წარდადგენენ საბოლოო საინვესტიციო პროექტს. გარდა საგნობრივი შეფასებისა, ჟიურის რჩეული გუნდები მიიღებენ სპეციალურ ჯილდოს თიბისისგან.

    პროგრამის მთავარი მიზანი სტუდენტებისთვის რეალური სამუშაო გამოცდილების მიღების საშუალების შექმნა და მათთვის ფინანსური ბაზრების უკეთ გაცნობაა.

  • დიმიტრი გაბუნია გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა

    გენერალურ პროკურატურაში  შეწყალების საქმესთან დაკავშირებით პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია მივიდა, მიის გამოკითხვა ამ წუთებში  მიმდინარეობს.

    გაბუნიამ მედიასთან კომენტარი არ გააკეთა, თუმცა საგამოძიებო უწყებაში შესვლამდე განაცხადა, მზად არის, გამოძიების ყველა კითხვას უპასუხოს.

    კითხვაზე, უნდა მივიდეს თუ არა გამოკითხვაზე სალომე ზურაბიშვილი, დიმიტრი გაბუნიამ  უპასუხა, რომ თუ დაიბარებენ ალბათ, მივა.

    საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ პატიმრების შეწყალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. საქართველოს პრეზიდენტმა 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა. მათ შორის აღმოჩნდნენ მკვლელობისთვის გასამართლებული სამი პირი და ერთი ძებნილი.

  • “მაპატიეთ, ნამდვილად არ მახსოვდა” – ხათუნა ხოფერია საზოგადოებას ბოდიშს უხდის

    ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში 2007 წელს სალომე ზურაბიშვილისა და მარიკა ლორთქიფანიძის დაპირისპირებას გამოეხმაურა. ხათუნა ხოფერია წერს, რომ ბოდიშს უხდის ყველას, ვისთვისაც ოდესმე სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა უთხოვია:

    „ნამდვილად არ მახსოვდა….მინდა პატიება ვთხოვო ყველა იმ ადამიანს, ვისაც ვთხოვე მხარი დაეჭირა სალომე ზურაბიშვილისთვის!
    მაპატიეთ!….ესეც გაივლის……“ – დაწერა ხათუნა ხოფერიამ სოციალურ ქსელში. 

    მარიამობის დღესასწაულისთვის 34 პატიმრის შეწყალება სალომე ზურაბიშვილის მიერ ხმაურიანი აღმოჩნდა.

  • „რუსთავი 2-მა“ მაუწყებლობა განაახლა

    ტელეკომპანია “რუსთავი2“-მა მაუწყებლობა დილის ეთერით განაახლა. დღეს დილით,“დილა მშვიდობისა საქართველო“ ჩვეული განრიგით გავიდა.

    მისი წამყვანები ანი გიუნტერი, ზურა გორგაძე, სანდრო სანაია და დავით ფრანგიშვილი არიან.

    “კურიერის“ მთავარმა პროდიუსერმა ხათუნა ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ მთავარ საინფორმაციო გამოშვებას ნათია ლაზაშვილი წაიყვანს.

    “კურიერი“ ეთერში 25 სექტემბერს გავა და მას ნათია ლაზაშვილი წაიყვანს“ – განაცხადა ხათუნა ბერძენიშვილმა.

    შეგახსენებთ, 20 აგვისტოს “რუსთავი 2“-ის ახალმა დირექტორმა პაატა სალიამ სამსახურიდან გაათავისუფლა ნოდარ მელაძე, გიორგი გაბუნია, გიორგი ლაფერაშვილი და ნანუკა ჟორჯოლიანი. მათი გათავისუფლების შემდეგ, ტელეკომპანია “რუსთავი 2“ ჟურნალისტების თითქმის მთელმა შემადგენლობამ

  • თელავში საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია

    თელავში ხანძარია. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი 5-სართულიანი კორპუსის სახურავზეა გავრცელებული.

    წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა. ადგილზე საპატრულო და სახანძრო ეკიპაჟებია მობილიზებული.