Category: არქივი

  • აუტიზმის მქონე 9 წლის ბავშვი, რომელსაც მამა ქამრით სცემდა, პროკურატურამ და სასამართლომ დაზარალებულად არ მიიჩნია

    9 წლის ბავ­შვი, რო­მელ­საც აუ­ტიზ­მის სპექტრის სინ­დრო­მი აქვს და რო­მელ­საც, მამა ქამ­რით სცემ­და, პრო­კუ­რა­ტუ­რამ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის სტა­ტუ­სი არ მი­ა­ნი­ჭა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია “პარტნი­ო­რო­ბა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის­თვის” ავ­რცე­ლებს.

    რო­გორც არა­სამ­თავ­რო­ბოს ვებ-გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში ვკი­თხუ­ლობთ, 9 წლის ბავშვი, რო­მელ­საც აუ­ტიზ­მის სპექტრის სინ­დრო­მი აქვს, პე­რი­ო­დუ­ლად სახ­ლი­დან გარ­ბის. იგი ვერ ლა­პა­რა­კობს. მოწ­მე­ე­ბი მი­უ­თი­თე­ბენ, რომ მამა ღი­ზი­ან­დე­ბო­და პეტ­რეს დი­აგ­ნო­ზით გა­მოწ­ვე­ულ ქცე­ვებ­ზე და ქამ­რით ცემ­და. მამა კრძა­ლავ­და პეტ­რეს ჩარ­თვას თე­რა­პი­ულ კურ­სებ­ში და ბავ­შვის დი­აგ­ნო­ზის გამო დე­დას ადა­ნა­შა­უ­ლებ­და. ამას­თან, მა­მა­კა­ცი ბავ­შვს აუ­ტიზ­მის დი­აგ­ნო­ზის გამო სას­ტი­კად სჯი­და.

    გა­მო­ძი­ე­ბამ, რო­მე­ლიც ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე 2018 წლის სექ­ტემ­ბერ­ში და­ი­წყო, გა­მო­ავ­ლი­ნა რომ ფი­ზი­კუ­რი და ემო­ცი­უ­რი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი იყო დე­დაც და პეტ­რეს დე­ბიც, რო­მელ­თა თან­დას­წრე­ბი­თაც მამა ცე­მით და საგ­ნე­ბის სრო­ლით უს­წორ­დე­ბო­და მე­უღ­ლეს და შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე შვილს. პრო­კუ­რა­ტუ­რამ ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლად ცნო დედა და ორი შვი­ლი, მაგ­რამ უარი თქვა პეტ­რეს­თვის და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბა­ზე.

    “პრო­კუ­რა­ტუ­რის­თვის და­მა­ჯე­რე­ბე­ლი არ აღ­მოჩ­ნდა არც ის ფაქ­ტი, რომ პეტ­რე ქამ­რის და­ნახ­ვა­ზე უმ­ძი­მეს ემო­ცი­ურ რე­აქ­ცი­ას გა­მო­ხა­ტავ­და და ყვე­ლა სა­შუ­ა­ლე­ბით გა­ურ­ბო­და მო­ძა­ლა­დეს­თან ერთ სივ­რცე­ში დარ­ჩე­ნას. პრო­კუ­რა­ტუ­რამ არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა არც ფსი­ქო­ლო­გის დას­კვნა, რო­მელ­შიც ბავ­შვე­ბი აღ­წე­რენ პეტ­რეს მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ უმ­ძი­მეს ფსი­ქო­ლო­გი­ურ ზე­წო­ლას და ფი­ზი­კურ ძა­ლა­დო­ბას” – აღ­ნიშ­ნუ­ლია არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გან­ცხა­დე­ბა­ში.

    “პარტნი­ო­რო­ბა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის­თვის” (PHR) ად­ვო­კატ­მა ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ზემ­დგომ პრო­კუ­რორ­თან გა­ა­სა­ჩივ­რა, რო­მელ­მაც არ გა­ი­ზი­ა­რა სა­ჩი­ვა­რი და უც­ვლე­ლად და­ტო­ვა პრო­კუ­რის დად­გე­ნი­ლე­ბა აუ­ტიზ­მის მქო­ნე ბავ­შვის­თვის და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის სტა­ტუს­ზე უა­რის თქმის ნა­წილ­ში. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­სა­ჩივ­რდა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­შიც, რო­მელ­მაც ასე­ვე არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა PHR-ის ად­ვო­კა­ტის სა­ჩი­ვა­რი.

    “პარტნი­ო­რო­ბა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის­თვის” შე­ფა­სე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი შემ­თხვე­ვა წარ­მო­ად­გენს შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე ბავ­შვის­თვის მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა­ზე უა­რის თქმის შე­მაშ­ფო­თე­ბელ პრე­ცე­დენტს ქვე­ყა­ნა­ში. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის შე­ფა­სე­ბით დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი მო­ტი­ვით მოხ­და შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე ბავ­შვის მი­მართ ჩა­დე­ნი­ლი ძა­ლა­დობ­რი­ვი და­ნა­შა­უ­ლის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფა ჯერ სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის შემ­დეგ კი სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის მხრი­დან.

    აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ­ღვევს არა მხო­ლოდ ერთი ბავ­შვის კონ­სტი­ტუ­ცი­ურ უფ­ლე­ბას და­ცუ­ლი იყოს ძა­ლა­დო­ბის­გან. არა­მედ, წა­ა­ხა­ლი­სებს და­უს­ჯე­ლო­ბას ყვე­ლა შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე ბავ­შვის მი­მართ ქვე­ყა­ნა­ში. 9 წლის აუ­ტიზ­მის მქო­ნე ბავ­შვის მი­მართ აშ­კა­რა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის და­უს­ჯე­ლი და­ტო­ვე­ბა ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ქვეყ­ნის მიერ აღე­ბულ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის კუ­თხით.

    ორ­გა­ნი­ზა­ცია გა­აგ­რძე­ლებს 9 წლის აუ­ტიზ­მის მქო­ნე ბავ­შვის დაც­ვას სა­ერ­თა­შო­რი­სო მე­ქა­ნიზ­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, რათა პირ­ველ რიგ­ში აღ­დგეს მისი დარ­ღვე­უ­ლი უფ­ლე­ბა და ამავდრო­უ­ლად ხელი შე­ე­წყოს ქვე­ყა­ნა­ში სა­მარ­თლი­ა­ნი და ბავ­შვზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას” – ნათ­ქვა­მია “პარტნი­ო­რო­ბა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის­თვის” გან­ცხა­დე­ბა­ში.

  • ღვთის მადლით, შევხვდებით აფხაზეთში-ილია მეორე

    სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძარში წირვა აღავლინა და მრევლისთვის იქადაგა.

    „მე შევთხოვ უფალს, რომ უფალმა ძალი ერსა თვისსა მისცეს. უფალმა აკურთხოს ერი თვისი. ჯვარი უფლისა – ეს არის ძალა ღვთისა. ყოველი ადამიანი, ყოველი ერი არის მტვირთველი ჯვარისა. გისურვებთ, რომ ჯვარი ბოლომდე მივიტანოთ. კვარი იყოს მფარველი ჩვენი. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ჯვრის ტვირთვა გოლგოთაზე არ მთავრდება. ვინც იტვირთავს ჯვარსა, იმას მოელის აღდგომა და ამაღლება.

    ღმერთმა მოგცეს ძალა. დღეს არის აფხაზეთის გმირების დღესასწაული. იმათი ლოცვა შეეწევა საქართველოს, იმათი ლოცვა გახსნის გზას, იმათი ლოცვა აღამაღლებს ყოველ დაცემულ ადამიანს. იმათი ლოცვა ქმნის სასწაულს და ღვთის მადლით, ჩვენ შევხვდებით აფხაზეთში“, – აღნიშნა ილია მეორემ.

  • ჩვენ გვაქვს პრაგმატული პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში – არჩილ თალაკვაძე

    ჩვენ გვაქვს პრაგმატული პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში-საქართველოს პარლამენტის თავჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა დადებითად შეაფასა. 

    „ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების შუამდგომლობით და მათთან შეთანხმებით საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდნენ ერთმანეთს. ჩვენ გვაქვს პრაგმატული, პასუხისმგებლიანი პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში, ოკუპაციასთან მიმართებაში, არ დავუშვებთ, რომ რაიმე პროვოკაციაში იყოს ჩათრეული, არ დავუშვებთ, რომ რაიმე ემოციური გადაწყვეტილებით შეცდომა იყოს დაშვებული საგარეო პოლიტიკისა და დეოკუპაციის პოლიტიკის პროცესში. როგორც ხედავთ, ჩვენ 2012 წლიდან დღემდე შევძელით, რომ საქართველოს მშვიდობა და სტაბილურობა შეგვენარჩუნებინა. მაქსიმალურად ვეცდებით, ეს ასე იყოს მომავალშიც“, – განაცხადა თალაკვაძემ.

    შეგახსენებთ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს, ნიუ იორკში,გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში, გუშინ შეხვდა.

  • ზალკალიანის შეხვედრა ქართული მხარის ინიციატივით შედგა-ლავროვი

    ზალკალიანის შეხვედრა ქართული მხარის ინიციატივით შედგა-ამის შესახებ რუსული გამოცემა “კომერსანტი” წერს.

    “ქართველებს შემოდგომაზე ხვდებიან” – ამ სატაურით სტატია  26 სექტემბერს დავით ზალკალიანსა და სერგეი ლავროვის შეხვედრას ეხება.  სტატიაში აღნიშნულია,  რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ნელნელა უმჯობესდება და ეს მას შემდეგ, რაც ზაფხულის დასაწყისში რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობა საკმაოდ  დაიძაბა.

    “ლავროვისა და  ზალკალიანის მოლაპარაკებები  შვეიცარული მხარის შუამავლობით შედგა, საქართველოს ხელისუფლების სურვილთან იყო დაკავშირებული. მათ გადაწყვიტეს, რომ შიდაპოლიტიკური მიზეზების გამო რუსეთთან პირდაპირი საუბარი უხერხული იქნებოდა. ამასთან, შეხვედრა სწორედაც ორმხრივი იყო და ერთ საათს გაგრძელდა. პროტოკოლით გათვალისწინებული იყო, რომ ამ ოთახში სერგეი ლავროვსა და დავით ზალკალიანს გაეროში შვეიცარიის მუდმივი წარმომადგენელი იურგ ლაუბერი დახვდებოდათ. მას მისასალმებელი სიტყვა უნდა ეთქვა, დაეტოვებინა ოთახი და შეხვედრის შემდეგ განცხადება უნდა გაეკეთებინა იმაზე, რომ ეს შეხვედრა შედგა- წერს სააგენტო. 

    ზალკალიანსა და ლავროვს შორის შეხვედრა ნიუ-იორკში გაეროს სამიტის ფარგლებში  26 სექტემბერს შეხვდა.

    ფარული შეხვედრის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად რუსეთის საგარეო უწყებამ გაავრცელა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ  შეხვედრაზე საუბარი  რეგიონულ უსაფრთხოებასა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს შეეხო.

  • ბესელია უკვე თავად გაიბლანდა თავის ტყუილებში-მათიკაშვილი

    ეკა ბესელია უკვე თავად გაიბლანდა თავის ტყუილებში, – ეს განცხადება უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა გააკეთა.

    „რაც არ უნდა იყოს დაპირისპირების მიზეზი, ფიზიკური შეხლა-შემოხლა და სიტყვიერი შეურაცხყოფა ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ყოველგვარ სტანდარტს სცდება. რაც შეეხება ბესელიას პოზიციებს სასამართლოზე. მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეკა ბესელია უკვე თავად გაიბლანდა თავის ტყუილებში. მისი გუშინდელი განცხადება იმის დასტურია, რომ ბესელიას ერთადერთი მიზანი სასამართლოსთან მიმართებაში, საკუთარი არაფორმალური გავლენების დამყარება იყო. ამას რომ ვერ მიაღწია, იმიტომ არის გამწარებული ეკა ბესელია და სწორედ ამიტომ ხდება დღითი-დღე მისი ქმედებები უფრო არაადეკვატური, ხოლო მისი განცხადებები უფრო და უფრო აბსურდული. შესაბამისად, სერიოზული კომენტარის გაკეთებას და დეტალებში შესვლას ამ საკითხზე მომავალში აღარ ვაპირებ“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

  • ლაშა ტალახაძემ ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა

    ლაშა ტალახაძემ ახალი მსოფლიო რეკორდი მოხსნა. ტაილანდის ქალაქ პატაიაში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით დღეს, პირველ მოძრაობაში (ატაცში) მესამე მისვლაზე ქართველმა ჩემპიონმა 220 კგ. დააფიქსირა და მორიგი მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

    ატაცში მეორე ადგილზე სომეხი გორ მინასიანი გავიდა, რომელმაც მესამე ცდაზე 212 კგ. დაძლია.

  • სილქნეტზე “რუსთავი2”-ის მაუწყებლობა შეფერხდა – რას აცხადებენ კომპანიაში

    სილქნეტზე “რუსთავი2”-ის მაუწყებლობა შეფერხდა – ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია ავრცელებს.

    მათი ინფორმაციით, სილქნეტზე “რუსთავი2”-ის მაუწყებლობა ტექნიკური მიზეზების გამო შეფერხებულია. როგორც კომპანიაში განმარტავენ, პრობლემები რამდენიმე საათში მოგვარდება და არხის სიხშირის გავრცელება ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება.

  • მე არც გამბედაობა მაკლია და არც ეკა ბესელიას ჩამოვუვარდები, არც ძალით და არც გამბედაობით-ჩუგოშვილი

    მე არც გამბედაობა მაკლია და არც ეკა ბესელიას ჩამოვუვარდები, არც ძალით და არც გამბედაობით, -ეს განცხადება  პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა ეკა ბესელიას საპასუხოდ გააკეთა.  

    „სასამართლოების თემაზე არაერთი შეხვედრა გვქონია. რამდენიმე შეხვედრა იყო, რომელსაც უმრავლესობის სხვადასხვა წევრები ესწრებოდნენ. ერთ-ერთ შეხვედრა იყო, სადაც მე და ეკა ბესელია ერთად ვიყავით. ყველა შეხვედრა იმას ეხებოდა, როგორ უნდა გაგრძელებულიყო მოსამართლეების დანიშვნის პროცესი მას შემდეგ, რაც იუსტიციის საბჭომ ათკაციანი სია გამოაგზავნა. ჩვენ, მეც და ჩემი კოლეგები ამ სიას ვეწინააღმდეგებოდით. ჩემი პოზიცია ამ სიასთან დაკავშირებით იყო და რჩება შემდეგი, ყველა შეხვედრაზე ამაზე გვწევდა საუბარი, მათ შორის იმ შეხვედრაზე, რაზეც ბესელია საუბრობს, რომ მოსამართლეების დანიშვნა იმ ფორმით და სახით, როგორც იუსტიციის საბჭომ მოინდომა დეკემბერში, არასწორი, მიუღებელი იყო, ამას პარლამენტი მხარს არ დაუჭერდა და ეს ასეც მოხდა. პარლამენტს იმ სიის განხილვა არ დაუწყია, რადგან შევთანხმდით, რომ ჯერ პარლამენტს უნდა მიეღო კანონი, რომელიც შესაბამისი პროცესის შექმნას ითვალისწინებდა და ხანგრძლივი, რთული, გამჭვირვალე პროცესის წარმოებას მოსართლეების დანიშვნისთვის. კონკრეტულად ვინმეს ხმის მიცემაზე არავითარი საუბარი არ ყოფილა. მხოლოდ იმაზე ვსაუბრობდით, მოსამართლეების დანიშვნის საკითხი როგორ უნდა გაგრძელებულიყო იმის გამო, რომ საბჭოს მოქმედებებმა, მის მიერ წარმოდგენილმა სიამ დიდი პროტესტი გამოიწვია დეპუტატებშიც და საზოგადოებაშიც“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

    ჩუგოშვილის პასუხი ეკა ბესელიას განცხადებას მოჰყვა, ბესელიამ განაცხადა რომ  შეხვედრას, რომელსაც თამარ ჩუგოშვილიც ესწრებოდა, ბიძინა ივანიშვილმა მას უზენაესი სასამართლოს მოსართლეობის 5 კანდიდატის მხარდაჭერა და “გაყვანა” მოსთხოვა, მათ შორის იყო მიხეილ ჩინჩალაძე.

  • 28 სექტემბერს მთაწმინდის პარკი საბავშვო ფესტივალს უმასპინძლებს

    28 სექტემბერს, მთაწმინდის პარკში, უკვე მეორედ, თბილისის საბავშვო ფესტივალი ჩატარდება.

    ფესტივალზე მშობლებს შესაძლებლობა ექნებათ, მონაწილე კომპანიებისგან განსაკუთრებულ ფასად მიიღონ მომსახურება, ბავშვები კი სხვადასხვა სახალისო და შემოქმედებით აქტივობაში ჩაერთვებიან.

    ფესტივალის აქტივობები განაწილებული იქნება შემდეგ ზონებში:

    • სპორტის ზონა – სპორტული აკადემიები, სპორტსკოლები, სპორტული წრეები;
    • განათლების ზონა – კერძო სკოლები, აკადემიები, სახელოვნებო წრეები;
    • ჯანმრთელობის ზონა – ბავშვთა კვების მწარმოებლები, ბავშვთა კლინიკები, ფსიქოლოგები
    • გართობის ზონა – გასართობი ცენტრები, ტკბილეულის მწარმოებელი კომპანიები
    • საბავშვო სტარტაპების ზონა – საბავშვო მიმართულებით მომუშავე სტარტაპები

    ფესტივალის სტუმარ მშობლებსა და ბავშვებს საკუთარი ზონით დახვდება თიბისიც. მშობლებს შვილებისთვის მოსწავლის #1 ბარათის აღება უფასოდ შეეძლებათ. ბარათს აქვს სპეციალური შეთავაზებები, რაც გულისხმობს ფასდაკლებებს ბავშვების საყვარელ გასართობ ადგილებში. #1 ბარათის მისაღებად მშობლის პირადობა და ბავშვის დაბადების მოწმობაა საჭირო. პატარა მომხმარებლები, რომლებიც ბარათს აიღებენ, დავით კაკაბაძის თემატიკის საჩუქრებასაც მიიღებენ: ბლოკნოტებს, ფანქრებს, ცხრილებს, სანიშნეებსა და სტიკერებს.

    ფესტივალში მონაწილეობას იღებს საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია. შესაბამისად, სტუმრებს საბავშვო წიგნების შეძენის ექნებათ.

    მხოლოდ ამ დღეს მთაწმინდის პარკისგან გელით საჩუქარი – ულიმიტოდ საბავშვო ატრაქციონების ზონით სარგებლობა 17 ლარად. ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.

    ფესტივალის ოფიციალური მხარდამჭერია თბილისის მერია, წარმდგენი კი თიბისი.

  • ”ჩემი სალო ცოცხალია!” – ქართველი ქალი ათენში შოკურ მდგომარეობაში უცნობმა იპოვა

    საბერძნეთში დაკარგული 32 წლის სალომე გოგინაშვილი იპოვეს. 

    ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, ქალი პორტთან უცნობმა ადამიანმა იპოვა.გოგინაშვილი ათენის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს. გოგინაშვილის ადგილსამყოფელი ოჯახს ტელევიზიიდან შეატყობინეს. გოგინაშვილის დედამ, ნონა კუპრაშვილმა, უკვე მოინახულა  შვილი. 

    ”ჩემი სალო ცოცხალია… ვნახეთ… მადლობა და ჩემგან დიდი სიყვარული ყველა ქართველ ემიგრანტს და მთელ საქართველოს ასეთი გულისხმიერად გვერდით დგომისთვის, დალოცვილი იყავით ყველანი თქვენი ოჯახებით, უფალი გფარავდეთ მუდამ… მეამაყებით, ჩემო საყვარელო ხალხო!”-წერს ნონა კუპრაშვილი.

    შეგახსენებთ, რომ 32 წლის სალომე გოგინაშვილს ოჯახი 4 დღე ეძებდა.