Category: არქივი

  • უკვე მერამდენედ ეკა ბესელია ამკვიდრებს ქცევის სტანდარტს პოლიტიკაში-ბაია პატარაია

    უკვე მერამდენედ ეკა ბესელია ამკვიდრებს ქცევის სტანდარტს პოლიტიკაში-  ქალთა უფლებების დამცველი ბაია პატარაია დღეს პარლამენტში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება.

    “უკვე მერამდენედ ეკა ბესელია ამკვიდრებს ქცევის სტანდარტს პოლიტიკაში. YOU GO GIRL! ვინ ჩემი ფეხებია ზარდიაშვილი, ვინმეს მორალი უკითხოს?! როგორც მამაჩემი იტყოდა, ეგ მართლა ჩრდილში მოჯ%ული, იცოდეს თავისი ადგილი!”, – წერს პატარაია.

    შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია უმრავლესობის დეპუტატს ვანო ზარდიაშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდა. ბესელიას გაღიზიანება ზარდიაშვილის რეპლიკას მოჰყვა.

  • შედეგი მიღწეულია, ტყიბულში მეშახტეების აქცია შეწყდა – თურნავა

    ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ტყიბულში GIG ჯგუფის, საქნახშირის წარმომადგენლებს და რამდენიმე გაფიცულ მეშახტეს შეხვდა. მინისტრის თქმით, შედეგი მიღწეულია და აქცია შეწყდა. დღეიდან ინვესტორი კომპანია არსებული ვითარების შესწავლას და საქმიანობას დაიწყებს, გადაიბარებს საქნახშირის ვალდებულებებს.

    30 სექტემბრიდან კი, სახელფასო დავალიანებას დაფარავენ. მინისტრის განმარტებით, ეს არის ქართული კომპანია, რომელსაც ამ სფეროში დიდი გამოცდილება აქვს. ნათია თურნავას კომპანიის სახელი არ დაუკონკრეტებია.

    სახელფასო დავალიანების გასტუმრებასთან ერთად მეშახტეები ტყიბულისთვის მაღალმთიანი რეგიონის სტატუსის მინიჭებას მოითხოვდნენ. ამბობდნენ, რომ ეს კომუნალურ გადასახადებს შეამცირებს და სოციალურ მდგომარეობას გააუმჯობესებს.

    პრემიერმინისტრის დავალებით, ეკონომიკის მინისტრი დღეს ტყიბულში გაემგზავრა. როგორც გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა, ის რაც ტყიბულში ხდება, მიუღებელია. მისივე თქმით, თურნავა ტყიბულში არა გარემოებების და საქმის გასაცნობად, არამედ პრობლემის მოსაგვარებლად ჩავა.

    ტყიბულში მეშახტეების საპროტესტო აქცია მესამე დღეა, გრძელდებოდა. პროტესტის მიზეზი სახელფასო დავალიანებაა.

  • პარლამენტის ქალმა წევრებმა უნდა გამოხატონ თავიანთი აღშფოთება-ბოკუჩავამ ბესელიას სოლიდარობა გამოუცხადა (ვიდეო)

    პარლამენტის ქალმა წევრებმა უნდა გამოხატონ თავიანთი აღშფოთება- ეს განცხადება “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ გააკეთა და  ეკა ბესელიას სოლიდარობა გამოუცხადა. მან ასევე მოუწოდა სხვა ქალ პარლამენტარებს იგივე გააკეთონ.

    “ძალიან მნიშვნელოვანია კონტექსტი. არ შეიძლება, კონტექსტიდან ამოვგლიჯოთ და სრულიად ემოციებისგან დაცლილი ყოფნა ვთხოვოთ ნებისმიერ დეპუტატს. თქვენ უნდა მოუწოდებდეთ ნებისმიერ დეპუტატს, თავი შეიკავოს ასეთი ამორალური განცხადებებისგან.ეს არის ამორალური ქმედება და მას შეიძლება მოჰვეს ისეთი ქმედებები, რაც არ შეეფერება პარლამენტის კომიტეტის სხდომას, მაგრამ არც უნდა იყოს გასაკვირი. თქვენ ძალიან ცალმხრივად განიხილავთ მომხდარს. მეორე მხარესაც უნდა შევხედოთ, რომ როგორც წესი, ისეთი ფსიქოლოგიური ტერორის მსხვერპლი, რისი მსხვერპლიც იყო და დღესაც გახდა ქალბატონი ეკა ბესელია, როგორც წესი, არიან სწორედ ქალები.

    ამიტომ, აქ მსხდარმა პარლამენტის ქალმა წევრებმა უნდა გამოხატონ თავიანთი აღშფოთება მომხდართან დაკავშირებით, გამოუცხადონ სოლიდარობა ქალ პარლამენტის წევრს, პოლიტიკოსს, რომ არცსხვა ქალებს შეეშინდეთ პოლიტიკური საქმიანობა. იმიტომ რომ, დიახ, ბიძინა ივანიშვილი იყენებს ყოველგვარ ბინძურ მეთოდს, რომ ებრძოლოს განსხვავებულ აზრს, თუნდაც საკუთარი გუნდის ყოფილ წევრს” – განაცხადა ბოკუჩავამ.

  • გორის ციხიდან მოზარდი გადმოვარდა

    გორის ციხიდან 17 წლის ახალგაზრდა გადმოვარდა. ​სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დაშავებული  გორის სამედიცინო ცენტრ „გორმედში“ გადაიყვანა.

    არსებული ინფორმაციით, 17 წლის მოზარდის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

  • ლარი კვლავ გაუფასურდა

    1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9808 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9808 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9737 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0071 შეადგინა.

    რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2571 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2684 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0113 ლარი შეადგინა.

  • რა მიუსაჯა სასამართლომ შვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვან დედას

    გორის რაიონული სასამართლომ 7 თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი დედა გაამტყუნა და დამნაშავედ ცნო. მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

    არასრულწლოვნის მეუღლის ნათესავები სასჯელის უმაღლეს ზომას ითხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი პარლამენტთან საპროტესტო აქციები დააანონსეს.

    შეგახსენებთ, რომ სამართალდამცავებმა 21 მაისს, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში, შვიდი თვის ბავშვის მკვლელობის ბრალდებით ჩვილის არასრულწლოვანი დედა დააკავეს.

    გამოძიება უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

    დანაშაული 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • “შენი მეგობრის ზარდიაშვილის გამო ნუ მეკითხები ნათია”- ეკა ბესელა “იმედის” ჟურნალისტს დაუპირისპირდა

    პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, ეკა ბესელია ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტს დაუპირისპირდა და უთხრა, რომ ის ვანო ზარდიაშვილის მეგობარი იყო.

    ბესელიამ ნათია სონღულაშვილს მოუწოდა,  რომ კითხვები ზარდიაშვილის მეგობრის პოზიციიდან არ დაესვა და პოლიტიკური ზეგავლენისგან გათავისუფლებულიყო. 

    ჟურნალისტის შეკითხვა პარლამენტში ცოტა ხნის წინ მომხდარ ინციდენტს ეხებოდა, სონღულაშვილი  დაინტერესდა დეპუტატის მხრიდან ხელის დარტყმა იყო თუ არა სწორი საქციელი.

  • ათენში დაკარგული ქართველი გოგონა იპოვეს

    ათენში დაკარგული ქართველი გოგონა სალომე გოგინაშვილი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას საბერძნეთის ქართული  საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.

    “ათენში დაკარგული ქართველი გოგონა, სახელად სალომე იპოვეს. არის ცოცხალი და იმყოფება ელეფსინაში, კერძოდ თრიასიოს საავადმყოფოში. ამ წუთას მისი ახლობლები იქ მიდიან. დამატებითი დეტალები ჯერ არ ვიცით”-აღნიშნულია ინფორმაციაში.

  • ხელჩართული ჩხუბი პარლამენტში-ბესელიამ ზარდიაშვილს სილა გააწნა (ვიდეო)

    პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ვითარება დაიძაბა. 

    ერთმანეთს დეპუტატები ეკა ბესელია და ვანო ზარდიაშვილი დაუპირისპირდნენ.

    დეპუტატებს შორის თავდაპირველად დაძაბული საუბარი მიმდინარეობდა, რის შემდეგაც ბესელია ზარდიაშვილთან მივიდა და სახის არეში მას ხელი ჩაარტყა.

    თავდაპირველად ერთმანეთს სიტყვიერად გედევან ფოფხაძე სა ვანო ზარდიაშვილი დაუპირისპირდნენ, შემდეგ კი კამათში  ეკა ბესელია ჩაერთო.

    კომიტეტის სხდომაზე ამ დრომდე დაძაბული სიტუაციაა.ამ წუთებში სხდომაზე შესვენება გამოცხადდა.