ქუთაისის, დავით აღმაშენებლის სახელობის, საერთაშორისო აეროპორტში უკრაინის მოქალაქე გარდაიცვალა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. არსებული ინფორმაციით, მგზავრი გულის შეტევით დაიღუპა.
ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
Category: არქივი
-
ქუთაისის აეროპორტში მგზავრი გარდაიცვალა
-
პოლიციამ ზუგდიდში ძმის მკვლელობაში ბრალდებული დააკავა
პოლიციამ ზუგდიდში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 1983 წელს დაბადებული გ.წ.გამოძიების ინფორმაციით ბრალდებულმა 1985 წელს დაბადებულ ძმას, წარსულში არსებული უთანხმოების ნიადაგზე, ურთიერთშელაპარაკების შემდეგ ცივი იარაღით სხეულის დაზიანებები მიაყენა, მიღებული ჭრილობებით დაშავებული გარდაიცვალა.სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევიდან რამდენიმე საათში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში დააკავეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. -
მოსწავლემ პედაგოგი კიბებიდან დააგორა – ინციდენტი რუსთავის სკოლაში
ინციდენტი რუსთავის #5 საჯარო სკოლაში – არსებული ინფორმაციით, მე-6 კლასის მოსწავლემ პედაგოგი კიბებიდან დააგორა. „ინფო რუსთავის“ ცნობით, შემთხვევის შედეგად მასწავლებელი ტვინის შერყევით საავდმყოფოში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.
დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, თამარ გოგაძე ადასტურებს მომხდარ ინციდენტს და აღნიშნავს რომ მიმდინარეობს ფაქტის მოკვლევა.
“მე ვარ სულ ახლახანს დანიშნული დირექტორი, სულ რაღაც 1 კვირაა გასული, აქამდე რა იყო ამაზე საუბარი არ შემიძლია, მე რაც დავინიშნე კონფლიქტი არ ყოფილა, ეს პირველი შემთხვევაა. მასწავლებელი ამბობს, რომ მას მოსწავლემ ხელი კრა მოსწავლე კი ფაქტს უარყოფს” – განაცხადა სკოლის დირექტორმა.
საქართველოს ზოგადი განათლების კანონის მიხედვით, დაუშვებელია სკოლაში ძალადობა მოსწავლის, მასწავლებლის ან ნებისმიერი სხვა პირის მიმართ. ფიზიკური ან/და სიტყვიერი შეურაცხყოფის შემთხვევაში სკოლა ვალდებულია დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
-
20 ივნისის საქმეზე ბრალდებული სპეცრაზმელი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
20 ივნისის საქმეზე ბრალდებული სპეცრაზმელი, ლევან იმერლიშვილი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 10 ათასი ლარის გირაო დააკისრა.
სხდომაზე აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობა დაცვის მხარემ დააყენა, მიზეზად კი ლევან იმერლიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა. დაცვის პოზიციას არ იზიარებს ბრალდების მხარე. პროკურორის განმარტებით ბრალდებულს საჭირო სამედიცინო დახმარების მიღება პენიტენციურ დაწესებულებაშიც შეუძლია.
ლევან იმერლიშვილი 15 ივლისს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ 2019 წლის 21 ივნისს, გამთენიისას, რუსთაველის გამზირზე, მან გადაამეტა თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას და ფიზიკურად იძალადა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკავებულ პირზე.
-
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს
ფშაველი – აბანო – ომალოს გზაზე მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრი “112”-დან შემოვიდა შეტყობინება, რომ კახეთში, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის მონაკვეთზე ტურისტთა ჯგუფს დახმარება სჭირდებოდა.
შეტყობინების მიღებისთანავე, შემთხვევის ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ მეხანძრე-მაშველები, პოლიცია და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფები.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ტურისტთა 7-კაციანი ჯგუფი ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზაზე ველოსიპედებით გადაადგილდებოდა, რა დროსაც ერთ-ერთი ტურისტი გზიდან ხევში გადავარდა. თანმხლები პირები მის დახმარებას შეეცადნენ, თუმცა თავად ხევიდან გამოსვლას ვეღარ ახერხებდნენ. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.”-წერია განცხადებაში.
-
აფენი-გურჯაანის გზაზე ავარიას მამაკაცი ემსხვერპლა
აფენი-გურჯაანის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. ავტომანქანას 1985 წელს დაბადებული მამაკაცი მართავდა. ავტომობილი სავალი ნაწილიდან გადავიდა და ჭაობში გადავარდა.
არსებული ინფორმაციით,მძღოლი შემთხვევის დროს ავტომანქანიდან გადმოვარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
-
“ვერ გამოვყოფ”-მამუკა ვასაძემ ვერცერთი მისთვის საყვარელი მწერალი და ნაწარმოები ვერ დაასახელა (ვიდეო)
იურიდიული კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა მამუკა ვასაძემ ვერც ერთი მისთვის საყვარელი მწერალი და ნაწარმოები ვერ დაასახელა.
უმრავლესობის დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ მას სთხოვა, დაესახელებინა ერთი მწერალი, რომელმაც მის ცხოვრებაზე რაიმე გავლენა მოახდინა.
ალბათ, გიყვართ მსოფლიო კლასიკური ლიტერატურა და ვინ არიან თქვენთვის ახლობელი მწერლები, ვინც რაღაც ბიძგი მოგცეს ცხოვრებაში? ბევრი ისეთი ნაწარმოებია, რომელიც თქვენს პროფესიასთან ახლოსაა. იქნებ, რამდენიმე მწერალი გვითხრათ, რომ ამით თქვენი პორტრეტი საზოგადოებისთვის უფრო სრულყოფილი გახდეს? ახლა ალბათ დრო არ გაქვთ, მაგრამ ალბათ, იყო პერიოდი, როცა ლიტერატურა ძლიერ გიყვარდათ-შეეკითხა ქანთარია ვასაძეს.
მამუკა ვასაძემ უპასუხა, რომ მის სანათესაოში პირველია, ვინც სამართალდამცავ სტრუქტურაში დასაქმდა, თუმცა მწერალზე შეკიტხვას არ უპასუხა. ამის შემდეგ ქანთარიამ შეკითხვა გაიმეორა, თუმცა ვასაძემ უპასუხა, რომ ვერცერთ მწერალს ვერ გამოყოფდა.
-
უბედური შემთხვევა თუშეთის გზაზე – არის მსხვერპლი
უბედური შემთხვევა მოხდა თუშეთის გზაზე. 7-კაციანი ველოსიპედისტთა ჯგუფი ხევში გადაიჩეხა. შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. დაღუპულია 1 ადამიანი, დანარჩენების შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება.
შემთხვევის ადგილზე, ამ წუთებში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.
-
ფონიჭალაში ავტომობილი კლდიდან გადმოვარდა
ფონიჭალაში ავტომობილი კლდიდან გადმოვარდა. შემთხვევის დროს ავტომობილში ახალგაზდა ქალი იმყოფებოდა, რომელიც მსუბუქად დაშავდა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
თვითმხილველების თქმით, მძღოლმა მობრუნების დროს საჭე ვერ დაიმორჩილა, რის გამოც ის სიმაღლიდან გადავარდა.
მომხდარზე გამოძიება პოლიციამ 276-მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს. ამ დროისათვის ავტომობილის მძღოლი მკურნალობას სახლში გადის.
-
ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა
დღეს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
მათივე ცნობით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.9546 შეადგინა.