Category: არქივი

  • ბორჯღალოსნებმა ურუგვაის ნაკრები 33:7 დაამარცხეს

    საქართველოს ნაკრებმა იაპონიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. ქართველებმა ურუგვაის ნაკრებს ანგარიშით 33-7 სძლიეს და პრემიალური ქულის მოპოვებაც მოახერხეს. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ქართველთა 8 ნომერი ოთარ გიორგაძე დასახელდა. ბორჯღალოსნების მხრიდან ლელო ალექსანდრე თოდუამ, ოთარ გიორგაძემ, ლევან ჩილაჩავამ, ჯაბა ბრეგვაძემ და გიორგი კვესელაძემ დადეს. ხოლო თედო აბჟანდაძემ ოთხი წარმატებული გარდასახვა შეასრულა.

    ამრიგად საქართველომ ხუთი ქულა მოაგროვა და D ჯგუფში მესამე ადგილზე გადინაცვლა.შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები ფიჯის წინააღმდეგ გამართავს

  • “არ იქნება“ – ზურაბიშვილი იმპიჩმენტს გამორიცხავს

    სალომე ზურაბიშვილი, მის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას გამორიცხავს. „არ იქნება“ – ასე უპასუხა „ამერიკის ხმას“ პრეზიდენტმა კითხვაზე, უშვებს თუ არა იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესაძლებლობას.

    სალომე ზურაბიშვილმა, შეწყალების საქმეზე ჟურნალისტებთან, ნიუ-იორკში ვიზიტის დასრულების შემდეგ ისაუბრა. პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ შეწყალების სიის ერთადერთი ავტორი თავადაა. გარდა ამისა, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ის სრულად ენდობა გამოძიებას და მის დასრულებას ელოდება.
  • ვარკეთილში, საიდანაც 45-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, კორპუსის გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობს

    სამგორის რაიონის გამგებლის კახა სამხარაძის ინფორმაციით, ვარკეთილში, მე-3 მიკრორაიონში, საიდანაც დაახლოებით 45-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, საცხოვრებელი კორპუსის გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობს.

    როგორც კახა სამხარაძე აცხადებს, კორპუსი გამაგრებას ექვემდებარება და მოსახლეობა საცხოვრებელ სახლებში დაბრუნებას სამუშაოების დასრულების შემდეგ შეძლებს.თუ რა დრო დასჭირდება კორპუსის გამაგრებით სამუშაოებს ჯერჯერობით უცნობია. 

    ადგილზე რჩებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.ევაკუირებული მოსახლეობა თბილისის ერთ სასტუმროში განთავსდა. 

    „დღეს მეორე სართულის საცხოვრებელი სახლის კედლები ორად ნაწილად გაიყო. სადარბაზოს საძირკველი მთლიანად წყალშია. ადგილზე მოსულმა სპეციალისტებმა გვითხრეს, რომ აღნიშნული სადარბაზო საცხოვრებლად უვარგისია“, – აღნიშნა კორპუსში მცხოვრებმა პირმა.

  • ქუთაისში სტიქიამ 60-ზე მეტი ოჯახი დააზარალა

    სტიქიამ ქუთაისში 60-ზე მეტი ოჯახი დააზარალა. განსაკუთრებით მძიმე ვითარება შეიქმნა მდინარე ოღასკურის მიმდებარე ტერიტორიაზე. უხვი ნალექის გამო, მდინარე ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა. შეფერხებულია სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება.

    საგანგებო სიტუაციების სამსახური მობილიზებულია და დაიწყეს სტიქიის ზონებში მოსახლეობის დახმარება.

    ამ წუთებში ქუთაისის მერიაში საგანგებო შტაბი იქმნება.

  • ვარკეთილში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა

    ვარკეთილში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა განაცხადა, 112-ში მოქალაქეების მიერ შევიდა შეტყობინება, რომლის თანახმადაც, კორპუსის ჩამონგრევის საფრთხე არსებობდა. ადგილზე მისულმა მეხანძრე-მაშველებმა 18 ოჯახის ევაკუაცია განახორციელეს, ორ პირს კი, რომელთაც დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეეძლო, კორპუსის დატოვებაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები დაეხმარნენ.

    როგორც უწყებაში აცხადებენ, დაშავებული არავინ არის.

    ადგილზე, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, ასევე საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფია მობილიზებული.

  • ოზურგეთის რამდენიმე სოფელში საცხოვრებელი სახლების ეზოები დაიტბორა, დაზიანებულია ხიდები

    ოზურგეთის რამდენიმე სოფელში საცხოვრებელი სახლების ეზოები დაიტბორა, დაზიანებულია ხიდები. გადაუღებელი წვიმის შედეგად მდინარე ბჟუჟი ადიდდა. როგორც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, საფრთხე ექმნება წითელმთის მონაკვეთზე, მდინარე ბჟუჟის სახიდე გადასასვლელს.

    „სოფელ დვაბზუში დაზიანდა სათადარიგო ხიდი და მოძრაობა შემოვლითი გზით, მხოლოდ მელექედურის მხრიდან არის შესაძლებელი. კრიტიკული მდგომარეობაა თაყაიშვილის ქუჩაზეც. დაიტბორა რამდენიმე ოჯახის ეზო“, – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • “რომელ ძარცვაზეა საუბარი? ტელეფონი ერთი დღით დაალომბარდეს”- 16 წლის ბიჭის საქმეზე დაკავებულის ადვოკატი

    არასრულწლოვანის ტელეფონი ერთი დღით დაალომბარდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ტელეფონი უკან უნდა დაებრუნებინათ. რომელ ძარცვაზეა საუბარი? – ამის შესახებ ჟურნალისტებს ვარკეთილში, მე-9 სართულიდან 16 წლის ბიჭის ჯგუფურად ძარცვაში ბრალდებული გიორგი წიწილაშვილის ადვოკატმა ზურაბ როსტიაშვილმა განუცხადა.

    ადვოკატი ირწმუნება, რომ გარდაცვლილმა არასრუწლოვანმა ბრალდებულ პირებს მობილური ტელეფონი ნებაყოფლობით გადასცა, რომელიც დაკავებულებმა ლომბარდში ჩააბარეს.

    „შემთხვევა 23 სექტემბერს მოხდა. ტელეფონი ერთი დღით დაალომბარდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ტელეფონი უკან უნდა დაებრუნებინათ. რომელ ძარცვაზეა საუბარი? ტელეფონი ნებითაა მიცემული, ჯგუფურად ძალადობრივად არ არის წართმეული. როცა ტელეფონს აბარებდნენ, იცოდნენ, რომ ვიდეოკამერის ქვეშ აბარებდნენ, ყველა ლომბარდშია ვიდეოკამერა. გარდა ამისა, ხელშეკრულებაც იდება. ტელეფონი ტაქსის მძღოლის სახელზეა დალომბარდებული“, – აცხადებს როსტიაშვილი.

    როგორც ადვოკატი აღნიშნავს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პოლიციაში ნებაყოფლობით გამოცხადდა, შესაბამისად, მისი მიმალვის საფრთხე არ არსებობდა.

    „მოხარული ვიქნები, თუ იმ დონის გამოძიება იქნება, რომ შეძლოს დაადგინოს, სახურავზე რა მოხდა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პოლიციაში თვითონ გამოცხადდა, მეც იქ ვიყავი, როცა პოლიციას უთხრა, მოვდივარო, რომელ მიმალვის საფრთხეზეა საუბარი?“, – აცხადებს ზურაბ როსტიაშვილი.

    აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 30 ოქტომბერს, 14:00 საათზე დაინიშნა.

  • მორის მაჩალიკაშვილის ოჯახს მთავრობამ სოციალური დახმარება შეუწყვიტა – თეონა ჭალიძე

    ჰუსეინ(მორის) მაჩალიკაშვილის ოჯახს მთავრობამ სოციალური დახმარება – საარსებო შემწეობა შეუწყვიტა, ამის შესახებ ინფორმაცის “ახალი საქართველოს“ სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი თეონა ჭალიძე ავრცელებს.

    „ხელისუფლება ბოროტად იყენებს მის ხელთ არსებულ ბერკეტებს და სოციალური პროგრამაც პოლიტიკური ბრძოლის იარაღად გადააქცია. სამარცხვინოა ყველა ის მეთოდი, რითაც ებრძვის ხელისუფლება თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს და კიდევ უფრო სამარცხვინოა, როცა მძიმე სოციალურ-ეკონომიურ მდგომარეობაში მყოფი ადამიანების მორალური განადგურების შემდეგ, მათ ფიზიკურად განადგურებასაც ცდილობ. ამ ოჯახს წლების განმავლობაში ეძლეოდა საარსებო შემწეობა, მაგრამ რაც ჰუსეინმა მალხაზ მაჩალიკაშვილთან ერთად რუსთაველზე კარვებში დაიწყო პროტესტის გამოხატვა, მას შემდეგ ამოიღეს მიზანში ის და მისი ოჯახიც. თუ აქამდე არ ეკუთვნოდათ დახმარება, მაშინ რატომ აძლევდნენ? რა შეიცვალა ბოლო 1 წელიწადში? გამდიდრდა ეს ოჯახი? ყველაფერი ნათელია!“- აცხადებს თეონა ჭალიძე.ჰუსეინ(მორის) მაჩალიკაშვილის ოჯახს მთავრობამ სოციალური დახმარება – საარსებო შემწეობა შეუწყვიტა, ამის შესახებ ინფორმაცის “ახალი საქართველოს“ სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი თეონა ჭალიძე ავრცელებს.

    „ხელისუფლება ბოროტად იყენებს მის ხელთ არსებულ ბერკეტებს და სოციალური პროგრამაც პოლიტიკური ბრძოლის იარაღად გადააქცია. სამარცხვინოა ყველა ის მეთოდი, რითაც ებრძვის ხელისუფლება თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს და კიდევ უფრო სამარცხვინოა, როცა მძიმე სოციალურ-ეკონომიურ მდგომარეობაში მყოფი ადამიანების მორალური განადგურების შემდეგ, მათ ფიზიკურად განადგურებასაც ცდილობ. ამ ოჯახს წლების განმავლობაში ეძლეოდა საარსებო შემწეობა, მაგრამ რაც ჰუსეინმა მალხაზ მაჩალიკაშვილთან ერთად რუსთაველზე კარვებში დაიწყო პროტესტის გამოხატვა, მას შემდეგ ამოიღეს მიზანში ის და მისი ოჯახიც. თუ აქამდე არ ეკუთვნოდათ დახმარება, მაშინ რატომ აძლევდნენ? რა შეიცვალა ბოლო 1 წელიწადში? გამდიდრდა ეს ოჯახი? ყველაფერი ნათელია!“- აცხადებს თეონა ჭალიძე.

  • ვარკეთილში, მე-9 სართულიდან 16 წლის ბიჭის გადმოვარდნის საქმეზე დაკავებულ 5 პირს პატიმრობა შეეფარდა

    ვარკეთილში, მე-9 სართულიდან 16 წლის ბიჭის გადმოვარდნის საქმეზე დაკავებულ 5 პირს პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა მიიღო.

    რაც შეეხება საქმეზე დაკავებულ კიდევ ერთ პირს, მას სხვა საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეფარდებული აქვს.

    დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდებულების ადვოკატების ნაწილი მათი დაცვის ქვეშ მყოფების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას, ნაწილი კი მათ მიმართ გირაოს გამოყენებას ითხოვდა. დაკავებული პირებიდან 2 არასრულწლოვანია, არც ერთი მათგანი ბრალს არ აღიარებს.

    გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 23 სექტემბერს, ვარკეთილის მე-3 მასივში, 2003 წელს დაბადებულ გ.ყ.-ს მეგობრების თანდასწრებით სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და დამამცირებელ გარემოებაში, ძალის გამოყენებით წაართვეს მობილური ტელეფონი. აღნიშნული ფაქტის შემდეგ არასრულწლოვანმა თავი მოიკლა. გამოძიება მიმდინარეობს ძარცვის ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ასევე, თვითმკვლელობამდე მიყვანის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 115-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით.

  • “გახარიას რომ ეთქვა, ყველა ჩინოვნიკის სკამი შემოევლოს მაკო გომურის თვალს, მისი მხრიდან ეს იქნებოდა სწორი ნაბიჯი”- კვირიკაშვილი

    გიორგი გახარიას რომ ეთქვა, ყველა ჩინოვნიკის სკამი შემოევლოს მაკო გომურის თვალს, მე მგონია, რომ მისი მხრიდან, ეს იქნებოდა სწორი ნაბიჯი და ის პოლიტიკისთვის იქნებოდა ცოცხალი ადამიანი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა „ტვ პირველთან“ საუბრისას განაცხადა.

    „ამას დრო გვანახებს. რაც შეეხება გადადგომას, მე ვფიქრობ, რომ ის პოლიტიკისთვის თავს გაცილებით უფრო კარგად შეინახავდა, მას რომ მიეღო ის. დარწმუნებული ვარ, არავის უთქვამს, რომ ადამიანს თვალში ესროლეო, მაგრამ რადგანაც მოხდა ასეთი ამბავი, არსებობს პოლიტიკური პასუხისმგებლობის ცნება. მას რომ ეთქვა, რომ ყველა ჩინოვნიკის სკამი შემოევლოს მაკო გომურის თვალს, მე მგონია, რომ მისი მხრიდან, ეს იქნებოდა სწორი ნაბიჯი და ის პოლიტიკისთვის იქნებოდა ცოცხალი ადამიანი. რადგანაც მან, ეს გადაწყვეტილება არ მიიღო, ჩემი აზრით, მან თავის პოლიტიკურ კარიერას, საკუთარი ხელით, ძალიან დიდი ბზარი გაუჩინა. რა თქმა უნდა, მე ვფიქრობ, რომ თანამდებობა უნდა დაეტოვებინა“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.