Category: არქივი

  • უახლოეს თვეებში ვაპირებ საქართველოში ჩამოსვლას– სააკაშვილის განცხადება მთავარი არხის ეთერში

    მთავარი არხის ეთერში, ნიკა გვარამიას და ეკა კვესიტაძის გადაცემაში ჩართვისას საქართველოს მესამე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უახლოეს თვეებში საქართველოში ჩამოსვლას აპირებს. მიხეილ სააკაშვილი არ აკონკრეტებს, როგორ აპირებს ჩამოსვლას, როცა ქვეყანაში ჩამოსვლის შემთხვევაში შესაძლოა ციხეში მოხვდეს. წამყვანების არაერთ შეკითხვას მან კონკრეტულად არ უპასუხა. 

    ციხეში აპირებთ წასვლას? ამ კითხვაზე სააკავშილი პასუხობს.

    “ეს უკვე ქართველი ხალხის გადასაწყვეტია. მე ქართველ ხალხთან ერთად დავასრულებ ივანიშვილის მმართველობას საქართველოში. მე პოლიტიკოსი არ ვარ. მე ვარ თანამედროვე ქართული სახელმწიფოებრიობის შემქმნელი. მე ვარ პატრიოტი, ვარ ერთერთი თქვენგანი. რომელსაც გული შეტკივა, რომ ყველაფერი განადგურდა. მილიონ ნახევარი ადამიანი გასული იქნება წლის ბოლომდე საქართველოდან. 

    უახლოეს თვეებში მე ჩამოვალ. ვადასტურებ, რომ ჩამოვალ. ერთხელ მე გადავკვეთე უკრაინის საზღვარი იმ პირობებში, როცა უკრაინის ხელისუფლება მემუქრებოდა, რომ დამაპატიმრებდა და დამაპატიმრა კიდევაც რამდენიმე დღით.

    არ შემშინებია პატიმრბის უკრაინაში და რა თქმა უნდა არ შემეშინდება ჩემს ქვეყანაში. ისინი ძალიან სუსტები არიან. ისინი არიან იმდენად სუსტები, რომ ვეღარ გაუწევენ წინააღმდეგობას ქართველ ხალხს. “ – ამბობს სააკაშვილი და წამყვანების არაერთ მცდელობას უფრო კონკრეტული პასუხი გაეცა კითხვებზე, კონკრეტულად, იქნება თუ არა ეს რევოლუციური სცენარი, რას ფიქრობს ოპოზიციასთან ურთიერთობაზე, კოალიციაზე, არჩევნებზე და როგორ აპირებს ივანიშვილის მმართველობის დასრულებას, სააკაშვილმა კონკრეტული პასუხები არ გასცა.

    სააკაშვილი არ აკონკრეტებს დროს და გეგმებს, თუმცა ამბობს, რომ საქართველოში ჩამოსვლის შესახებ ბევრ ადამიანთან ლაპარაკობს.

    “ამაზე ვლაპარაკობ ძალიან ბევრ ადამიანთან, ბევრ ჩვენს მოქალაქესთან, ბევრს ვმუშაობ. არ ვზივარ აქ და ლაზღანდარობით არ ვარ დაკავებული. ბევრს ვფიქრობ, ვდარდობ.მე არ ვაპირებ აქ ჯდომას და ყურებას როგორ ნადგურდება საქართველო. არ ვაპირებ ოდესის და კიევის კომფორტიდან ამის ყურებას.ჩვენი ქვეყნის გადარჩენა არის ყველა ჩვენგანის ვალი. “–აცხადებს სააკაშვილი.
  • ხობში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

    ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ქვალონში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი „მერსედესის“ მარკის ავტომობილი „,მიცუბიშის“ მარკის ავტომობილს შეეჯახა. შეჯახების შედეგად „მერსედესის“ მგზავრი გარდაიცვალა, ორი ადამიანი კი დაშავდა.

    დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

  • მოსკოვში საპროტესტო აქციაზე 23 ათასი ადამიანი გამოვიდა

    მოსკოვში, აკადემიკოს სახაროვის მოედანზე პოლიტპატიმრების მხარდამჭერ სანქცირებულ აქციას რუსული მედიის ინფორმაციით, 23 ათასი ადამიანი ესწრება.

    მოედანზე მოქალაქეებმა მისვლა ერთი საათით ადრე დაიწყეს. მობილიზებულები არიან სამართალდამცველები. მედიის ცნობით აქციის დაწყებისას სახაროვის მოედანზე 3400 ადამიანი იმყოფებოდა.

  • ვის ხვდება ამ წუთებში ბიძინა ივანიშვილი სასტუმრო „პარაგრაფში“

    პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ამ წუთებში სასტუმრო „პარაგრაფში“ სამეგრელო-ზემო სვანეთის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას “PRIMETIME”-ი ავრცელებს.

    ყოფილ პრემიერთან შეხვედრაზე სამეგრელოს გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია, ზუგდიდის მერი გეგა შენგელია, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე თამუნა ჯიქია დაახლოებით 30-მდე პირთან ერთად იმყოფებიან.

    „რეგიონალურ შეხვედრებს პარტიის თავმჯდომარე ატარებს და ყველა მუნიციპალიტეტის აქტივს შეხვდება, დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე პრობლემებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრებენ.

    „ვსაუბრობთ მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემებზე, სამომავლო გეგმებსა და პარტიულ საკითხებზე,- განმარტავს თამუნა ჯიქია.

  • “თუკი არ მოხდება წმინდა სინოდზე ჩემი გამოკითხვა, რაც ვიცი, საჯაროდ ვიტყვი” – თორნიკე მამალაძე

    დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე, რუსთაველის გამზირზე გაშლილ კარავში იმყოფება და პროტესტს აგრძელებს.
    როგორც მამალაძის აცხადებს, საპატრიარქოს ბევრი რამის გასაჯაროვება არ უნდა, სწორედ ამიტომ არ იწყალებენ დეკანოზს.

    თორნიკე მამალაძე საპატრიარქოს წმინდა სინოდზე დასწრებას ითხოვს, რათა მან საპატრიარქოში არსებულ პრობლემებზე ისაუბროს.

    “იმის გამო, რომ ჩემ ძმას არ ათავისუფლებენ, იმ ინფორმაციები გამო რაც მან იცის, ამ ინფორმაციას მეც ვფლობ, თუკი არ მოხდება წმინდა სინოდზე ჩემი გამოკითხვა, იძულებული გავხდები, რომ ეს საჯაროდ ვთქვა” – განაცხადა თორნიკე მამალაძემ ჟურნალისტებთან საუბარში.

    მისივე ინფორმაციით, დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

  • რუსი დეპუტატი იური შვიტკინი სალომე ზურაბიშვილს პასუხობს

    რუსეთის სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იური შვიტკინი საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას პასუხობს, რუსეთთან დიალოგის აუცილებლობის შესახებ.

    რუსი დეპუტატის განცხადებით, მოსკოვი თბილისთან კონსტრუქციული ურთიერთობებისთვის არის განწყობილი. მისივე თქმით, რუსი ხალხის უმეტესობა ქართველი ხალხისადმი მეგობრულად და, პრაქტიკულად, ძმურად არის განწყობილი.

    „ოპტიმიზმით ვუყურებ ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობების ფორმირებას“, – განაცხადა შვიტკინმა.

    მანვე აღნიშნა, რომ მოსკოვსა და თბილისს შორის დიალოგში ნეგატიური როლი ითამაშა ზოგიერთი ქართველი რადიკალის თავდაპირველმა რიტორიკამ. მან აღნიშნა, რომ აუცილებელია, საქართველოს პოლიტიკა ატარებდეს მუდმივ და სისტემატურ ხასიათს, ხოლო ქვეყნის მეთაურის სიტყვები არ შორდებოდეს საქმეს.

  • “საქართველო რუსეთი არ არის” – ბორჯღალოსნების კაპიტნისა და მწვრთნელის პროტესტი მსოფლიო თასზე

    დღეს რაგბის მსოფლიო თასზე “ბორჯღალოსნების” ლელოს აღსანიშნავად  რუსეთში მოღვაწე წარმოშობით ქართველი მომღერლის, ვალერი მელაძის რუსულენოვანი სიმღერა ჩართეს, რასაც საქართველოს ეროვნული ნაკრების თავარი მწვრთნელის, მილტონ ჰეიგისა და კაპიტნის ჯაბა ბრეგვაძის პროტესტი მოჰყვა. 

    სავარაუდოდ იაპონელებმა, გვარის გამო, ქართველ შემსრულებლად მიიჩნიეს, ენობრივი სხვაობისთვის კი ყურადღება არ მიუქცევიათ. 

    “მინდა, მომენტი გამოვიყენო და თამაშის მომსახურე პერსონალს მეტი ყურადღებისკენ მოვუწოდო. მათ მატჩის დროს რუსული მელოდია ბევრჯერ ჩაგვირთეს და კარგი იქნება, თუკი ამ შეცდომას აღარ გაიმეორებენ” – განაცხადა კაპიტანმა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე. ინტერვიუს თარგამნს Popsport ავრცელებს.

    “თამაშისას გამოყენებული მუსიკა რუსული იყო. ამასთან დაკავშირებით, მკაფიოდ მინდა განვაცხადო, რომ რუსეთი საქართველო არაა და საქართველოც არაა რუსეთი. ჩვენ სხვადასხვა ენა, სხვადასხვა კულტურა და სხვა ყველაფერიც განსხვავებული გვაქვს. ამდენად, კარგი იქნება, თუკი მსოფლიო რაგბი ამ მხრივ მეტ ყურადღებას გამოიჩენს!” – განაცხადა ჰეიგმა.

    ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც საქართველოს ნაკრებს შეცდომით სხვა სიმღერას ურთავენ. მსოფლიო თასის დაწყებამდე შოტლანდიასთან მატჩის დროს საქართველოს ძველი ჰიმნი “დიდება” შესრულდა.

    შოტლანდია-საქართველოს მატჩის წინ საქართველოს ძველი ჰიმნი ჩართეს (ვიდეო)

  • საოკუპაციო ხაზთან „ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი გარდაიცვალა

    ქარელის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ატოცში „ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი, 44 წლის გიორგი დეკანოსიძე გარდაიცვალა. გიორგი დეკანოსიძე მოძრაობის სამ წევრთან ერთად ატოცში გუშინ დილით ჩავიდა და გამყოფი ხაზის პერიმეტრზე პატრულირებას ახდენდა, შემდგომ კი იმ საცხოვრებელ სახლში დარჩა, რომელიც ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებს ერთ-ერთმა ადგილობრივმა რამდენიმე თვის წინ დაუთმო.

    „გიორგი დღეს დილით, გამთენიისას გახდა ცუდად. ოთახში მასთან ერთად მყოფი ჩვენი მოძრაობის წევრი გააღვიძა და უთხრა, რომ გული აწუხებდა. ადგილზე მხოლოდ წნევის გაზომვა შეძლეს და სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. 112-ზე დარეკვის შემდეგ, დაახლოებთ 40 წუთში მოვიდა სასწრაფო, თუმცა გიორგი დეკანოსიძე უკვე გარდაცვლილი იყო. სავარაუდოდ, მას გულის შეტევა ჰქონდა. მას მანამდე გული არ აწუხებდა, თუმცა გიორგი შშმ პირი იყო და როდესაც საოკუპაციო ხაზის პერიმეტრზე, გრძელ მონაკვეთებზე გადაადგილება გვიწევდა, ვცდილობდით, ყოველთვის არ წაგვეყვანა, მაგრამ თავად უარს ამბობდა დარჩენაზე და ყოველთვის ჩვენ გვერდში იყო“, – განაცხადა  „ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლაშა ბერულავამ.

    გარდაცვლილის ცხედარი სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს გორის განყოფილების პროზექტურაშია გადასვენებული. ცხედარს ამ წუთებში ექსპერტიზა უტარდება და სწორედ ექსპერტიზის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი დეკანოსიძის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი.

    ექსპერტიზის ბიუროსთან იმყოფებიან გარდაცვლილის ოჯახის წევრები და „ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ წევრები.

  • ქუთაისში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

    სტიქიამ ქუთაისს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა. ამ დროისთვის ზარალის ზუსტი ოდენობა უცნობია. ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ზარალს საგანგებო შტაბი ითვლის. . ბოლო მონაცემებით, ქუთაისიდან საგანგებო სიტუაციების სამსახურში ასზე მეტი გამოძახება შევიდა. დაიტბორა სახლები, ცენტრალური საავდმყოფოს სარდაფი, სასტუმროები და სხვა ობიექტები.

    შემთხვევის ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ მერიის შესაბამისი სამსახურები. ამ დროისათვისაც მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

    „შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც ზარალს დათვლის. უხვმა ნალექმა ქალაქს სერიოზული პრობლემები შეუქმნა. წყლით ძირითადად, სარდაფები და პირველი სართულები დაიტბორა. საგანგებო რეჟიმში მუშაობს მერიის ყველა სამსახური. თანამშრომლები ადგილზე გადიან ყველგან, სადაც ცხელი ხაზით ფიქსირდება გამოძახება. მოგვიანებით დაიწყება ზარალის დათვლა. მაქსიმალურს ვაკეთებთ იმისთვის, რომ დროულად მოხდეს დაზარალებული ოჯახების დახმარება, წყლის ამოტუმბვა სახლებიდან და სარდაფებიდან,”-განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.

  • დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-გადაზიდვის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-გადაზიდვის ბრალდებით სარფის გამშვები პუნქტის მიმდებარედ ერთი პირი დააკავეს. უწყების განმარტებით, ბრალდებულის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს 10 აბი მეტადონი.

    საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კიდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და გადაზიდვას გულისხმობს. დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.