Category: არქივი

  • საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა 20 მარტს გაიმართება

    ​საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა 20 მარტს გაიმართება. 

    „20 მარტს, 12:00 საათზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით წმინდა სინოდის სხდომა შედგება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

    რა საკითხები განიხილება სინოდის სხდომაზე, დაკონკრეტებული არ არის.

  • ოზურგეთში სასულიერო პირებმა ქუჩები აკურთხეს (ვიდეო)

    ოზურგეთში სასულიერო პირებმა ქუჩები აკურთხეს. გადაწყვეტილება რამდენიმე ქალაქში  ქუჩების კურთხევის შესახებ საქართველოს  მართლმადიდებლურმა ეკლესიამ კორონა ვირუსის გავრცელების გამო მიიღო. სასულიერო პირებმა გუშინ ქუჩები თბილისშიც აკურთხეს.

  • დღეს საღამოს დამცავ ნიღბებს უფასოდ დავარიგებთ – მიხეილ სააკაშვილი

    საქართველს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქელში წერს, რომ მისი სახელობის ბიბლიოთეკაში საღამოს 6 საათზე, დამცავი ნიღბები უფასოდ დარიგდება.

    “დღეს, საღამოს 6 საათზე, ”სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა”-ში ჩვენი მოხალისეები, ახალგაზრდული ორგანიზაციები, იწყებენ დამცავი ნიღბების უფასოდ დარიგებას.
    ყველა მსურველს შეუძლია დღეს მისვლა და ამ აქციას ექნება აწი რეგულაციური ხასიათი.
    ეს არის, ჩვენი ბიბლიოთეკის და მის ბაზაზე გაერთიანებული ადამიანების მცდელობა, ოდნავ მაინც შეამსუბუქონ ნიღბების დეფიციტით გამო შექმნილი პრობლემა,”- წერს სააკაშვილი.

  • “ბავშვები შეიძლება იყვნენ კორონავირუსის გავრცელების წყარო ბაბუებისა და ბებიებისთვის”- იმნაძე

    დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.

    კითხვაზე, ხედავს თუ არა ის მუნიციპალურ ტრანსპორტში საფრთხეს, ვინაიდან დღეიდან მასზე მოთხოვნა გაიზარდა, იმნაძე პასუხობს – „დარჩით სახლში“.

    „ამაზე შემიძლია ერთი პასუხი გავცე – ჩვენი რეკომენდაციაა, რომელიც რამდენადაც ვიცი, სოციალურ ქსელებშიც ყოფილა ატაცებული – „დარჩით სახლში“, – განაცხადა იმნაძემ.

  • როდის განახლდება სწავლა-ჯანდაცვის მინისტრი განმარტებას აკეთებს

    ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, სასწავლო პროცესის განახლება ვირუსის გავრცელებაზე იქნება დამოკიდებული.  

    „რეკომენდაცია ცალსახად დამოკიდებულია ვირუსის გავრცელებაზე ჩვენს ქვეყანაში. თუ ჩვენ გვექნება მაღალი მატება, ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ გავცემთ რეკომენდაციას, რომ სწავლა იყოს შეჩერებული და გადავადებული კიდევ ერთხელ. რაც შეეხება დისტანციურ სწავლებას, ამასთან დაკავშირებით განათლების სამინისტრო ინტენსიურად მუშაობს და ჩვენ შევეცდებით, რომ ეს წელი ჩვენი ბავშვებისთვის ჩამთავრდეს აკადემიური სრული მოსწრებით,“ – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

  • გუდაურიდან გადაყვანილ პირებს, რომლებსაც უცხოელ ტურისტებთან ჰქონდათ კავშირი, კორონავირუსი არ დაუდასტურდათ

    გუდაურიდან გადმოყვანილ  რამდენიმე პირს თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ტესტირება ჩაუტარდა. ყველა მათგანზე ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა.

    „ეს არ არის გუდაურის შემთხვევები. გუდაურიდან როგორც შესაძლო შემთხვევა ჩვენთან შემოყვანილ იქნა სადიაგნოსტიკოდ რამდენიმე პირი, თუმცა მათთან გამოირიცხა ეს დაავადება და გადაყვანილები არიან საკარანტინო სივრცეში. რამდენიმე ასეთი კონტაქტის კვლევა ჩვენთან მოხდა, მაგრამ ნეგატივი იყო“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

    ცნობისთვის, ორი დღის წინ გავრცელებული ინფორმაციით, გუდაურში მყოფ ჩეხეთისა და სლოვაკეთის მოქალაქეებს კორონავირუსი აღმოაჩნდათ.ტურისტებს კორონავირუსი საქართველოს დატოვების შემდეგ, თავიანთ ქვეყანაში დაუდასტურდათ.

  • საქართველოში კორონავირუსით ბავშვების დაავადების პროცენტული მაჩვენებელი სხვა ქვეყნებთან შედარებით მაღალია

    საქართველოში კორონავირუსით ბავშვების დაავადების პროცენტული მაჩვენებელი სხვა ქვეყნებთან შედარებით მაღალია. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის კორონა ვირუსით ინფიცირებულ 4 არასრულწლოვანს მკურნალობენ.

    ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა საქართველოში კორონა ვირუსით ინფიცირების მაღალი პროცენტი ეზუგბაია პასუხობს: „ეს შედარებით მაღალ პროცენტად ჩაითვლება სხვა ქვეყნებთან შედარებით, ჯერ ვნახოთ, თუ არ შემოგვემატება, თავისთავად ეს პროცენტი დაიწევს და გაუთანაბრდება ალბათ, იმ მონაცემებს რაც დადებულია“

    ეზუგბაიას ინფორმაციით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 4 არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

    „ჯერჯერობით ისევ 4 ბავშვია, როგორც იყო 0-დან 14-წლამდე სხვადასხვა ასაკით. ამ ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა საბედნიეროდ სტაბილურია, მდგომარეობა უცვლელია და მათთან დაავადების პროგრესირება არ შეიმჩნევა“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

  • თბილისის ზოგიერთ უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

    გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 18 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.ინფორმაციას “თელასი” ავრცელებს.

    კომპანიის ცნობით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ რაიონებს: გლდანის რაიონი-გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის III მიკრორაიონის, გლდანის მასივის I მიკრორაიონის და სოფელი გლდანის მცხოვრებლებს.

    სამგორის რაიონში,გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის III მასივის III, IV კვარტლების, ვარკეთილის III მასივის „დ“ ქუჩის და შუამთის ქუჩის მცხოვრებლებს.

    კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

  • დღეიდან საქართველომ სახელმწიფო საზღვარზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლა აკრძალა

    დღეიდან 18 მარტის, 00:00 საათიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოში  შემოსვლა აიკრძალა. გადაწყვეტილება კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

    საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც  სამშობლოში დაბრუნების სურვილი ექნებათ,  შესაძლებლობა მიეცემათ, გამოიყენონ ის ავიამიმოსვლა, რომელსაც ახორციელებს საქართველოს ავიახაზები.

  • ევროკავშირმა 30 დღით საზღვრები ჩაკეტა

    ევროკავშირმა გადაწყვეტილება მიიღო 30 დღის განმავლობაში საზღვრები ჩაკეტოს. ეს გადაწყვეტილება გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა გამოაცხადა ევროკავშირის სახელმწიფოების ხელმძღვანელებთან გამართული ვიდეო კონფერენციის შემდეგ.

    თუმცა, ადამიანთა გადაადგილება ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის შიგნით, შეზღუდვებით მაინც დაიშვება.