Category: არქივი

  • კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი იტალიაში ერთ დღეში 475-ით გაიზარდა

    კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი იტალიაში ერთ დღეში 475-ით გაიზარდა და თითქმის 3 000-ს მიაღწია. იუწყება BBC-ი.

    ბოლო ინფორმაციით, იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების სულ 35 713 შემთხვევაა აღრიცხული. მათგან 4000-ზე მეტმა წარმატებით გაიარა მკურნალობის კურსი და სრულად გამოჯანმრთელდა.

  • ცრუ შეტყობინებები მთავრობის სახელით- პაატა ბურჭულაძის შვილების ოფისში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

    ვაკეში, ჭავჭავაძის 15 ნომერში სპეცოპერაცია და ჩხრეკვა მიმდინარეობს. კომპანია ,,მს”-ის ხელმძღვანელის და პაატა ბურჭულაძის შვილის, შუქრი ბურჭულაძის ინფორმაციით, ერთ-ერთმა თანამშრომელმა 5 ახლობელს მთავრობის სახელით პანიკის შემცველი სმს-ები გაუგზავნა.

    მისი თქმით, ეს უბრალოდ გაუგებრობაა, ერთ-ერთმა თანამშრომელმა ცუდად იხუმრა და 50 კაციანი, ასეთი მასშტაბური სპეცოპერაციის ჩატარების საჭროება არ იყო.

    ,,ჩვენმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა, როგორც ჩვენ გავარკვიეთ შიდა მოძიებით, 5 თავის ახლობელს ნომრებზე გაუგზავნა მთავრობის სახელით შეტყობინებები. გაუგებრობა მოხდა, ჩვენმა თანამშრომელმა გაიხუმრა ძალიან ცუდად. ამის გამო ჩვენ მივიღეთ ზომები და თავისივე თანხმობით გავათავისუფლეთ.გამოჩნდება რომ არაფერშუაში არ ვართ და 50 კაციანი სპეცოპერაციის საფუძველი არ არსებობს” – აცხადებს შუქრი ბურჭულაძე.

    ამ წუთებში ადგილზე მობილიზებული არიან სუს-ისა და შსს-ს თანამშრომლები.

  • ნუ იფიქრებთ, რომ თქვენ არ დაინფიცირდებით, ისე მოემზადეთ, თითქოს დაინფიცირდებით- WHO-ს ხელმძღვანელი

    ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეიესუსმა მსოფლიოში გამწვავებულ ეპიდსიტუაციაზე ისაუბრა. მან მსოფლიოს მომზადებისკენ მოუწოდა.

    მისი თქმით, არავინ უნდა იფიქროს, რომ არ დაინფიცირდება და ისე მოემზადოს, თითქოს დაინფიცირდება.

    ,,კოვიდ19-ის 200 000-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, 8 000-ზე მეტმა ადამიანმა სიცოცხლე დაკარგა… ვიცით, რომ ბევრი ქვეყანა ეპიდემიის ესკალაციის წინაშე დგას. ჩვენ გვესმის თქვენი ხმა, ვიცით ის უზარმაზარი სირთულეები, რასაც აწყდებით, და ის უშველებელი ტვირთი, რომლის ქვეშაც ხართ. გვესმის, როგორი დამამწუხრებელი გადაწყვეტილებების მიღება გიწევს, გვესმის, რომ სხვადასხვა ქვეყანა და საზოგადოება სხვადასხვა სიტუაციაშია, დაავადების გადაცემის სხვადასხვა დონით.

    ყოველდღიურად, ჯანმო ესაუბრება ჯანდაცვის მინისტრებს, სახელმწიფოების მეთაურებს, ჯანდაცვის სფეროში მომუშავე პირებს, საავადმყოფოების მენეჯერებს, ინდუსტრიის ლიდერებს, კომპანიების ხელმძღვანელებს, და სხვებს, რათა მათ დაეხმაროს მომზადებასა და პრიორიტეტების განსაზღვრაში, სპეციფიკური სიტუაციების მიხედვით.

    ნუ ივარაუდებთ, რომ თქვენს საზოგადოებაზე ეს გავლენას არ მოახდენს, მოემზადეთ ისე, თითქოს – მოახდენს. ნუ იფიქრებთ, რომ თქვენ არ დაინფიცირდებით, ისე მოემზადეთ, თითქოს დაინფიცირდებით“, – განაცხადა WHO-ს დირექტორმა.

    უახლესი ინფორმაციით, მსოფლიოში კორონავირუსით 212 ათასზე მეტი ადამიანია ინფიცირებული, გარდაცვლილთა რიცხვმა კი 8787-ს მიაღწია.

  • „მადლიერების ტაში“ – მოსახლეობამ სამედიცინო პერსონალს მადლობა გადაუხადა (ვიდეო)

    თბილისსა და რეგიონებში მოსახლეობა ერთდროულად გამოვიდა და სამედიცინო პერსონალს მადლობა ტაშით გადაუხადა. ღონისძიება სოციალური ქსელში დაიგეგმა. მოქალაქეები აივნებსა და ქუჩებში შეიკრიბნენ და ექიმებს, რომლებიც დაუღალავად მუშაობენ, მადლობა გადაუხადეს.

    {{VIDEO}}

  • მეტროს ლიანდაგებში მგზავრი ჩავარდა

    ტექნიკური უნივერსიტეტის მეტროს ლიანდაგებში მგზავრი ჩავარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია  „ფორმულა“ ავრცელებს. როგორც თვითმხილველები ყვებიან  მეტროს მემანქანემ დამუხრუჭება შეძლო და   ამ დროისთვის მგზავრს  საფრთხე არ ემუქრება. 

  • ვინც დაახველებს, ყველას გატესტავენ სწრაფი ტესტით- იმნაძე

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელის, პაატა იმნაძის თქმით, მას შემდეგ, რაც საქართველოს კორონავირუსის სწრაფი ტესტი ექნება, ყველას ვინც დაახველებს ამ ტესტით შემოწმდება.

    მისი თქმით, ახლა მხოლოდ ისინი იტესტებიან, ვინც დაახველა და იტალიაში იყო, შემდეგ კი ყველა გაიტესტება, ვინც დაახველებს.

    ,,სიტუაცია როგორია – გადატანითი მნიშვნელობით ვამბობ, დღეს, ვინც დაახველებს და იტალიაში იყო, ყველას ვტესტავთ პოლიმერაზულ ჯაჭვური რეაქციით, მერე უბრალოდ ვინც დაახველებს, ყველას გატესტავენ სწრაფი ტესტებით”,- ამბობს იმნაძე.

    მან აღნიშნა, რომ ე.წ აგრესიული ტესტირება “მეოთხეული, მეხუთეული, უფრო ფართო გავრცელების შემდეგ” დაიწყება.

    იმნაძის განცხადებით, საქართველო სწრაფ ტესტების შეძენასთან დაკავშირებით მოლაპარაკებას ჩინეთთან და კორეასთან აწარმოებს.

  • სასკოლო არდადეგების გახანგრძლივების შემთხვევაში მოსწავლეებისთვის ტელეგაკვეთილები ჩატარდება- განათლების მინისტრის მოადგილე

    განათლების მინისტრის მოადგილის, ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ არდადეგები კორონავირუსის გამო კვლავ გახანგრძლივდება, მოსწავლეებს ტელეგაკვეთილებს შესთავაზებენ.

    მისი თქმით, ამ თემაზე მოლაპარაკება ,,საზოგადოებრივ მაუწყებელთან” მიმდინარეობს და დეტალები ორშაბათს გახდება ცნობილი.

    ,,ჩვენ მზად ვართ, რომ განვიხილოთ გაგრძელდეს სასწავლო პროცესი კიდევ უფრო შეკუმშული ეროვნული სასწავლო გეგმით, მოდიფიცირებული, ოღონდ გარკვეული პერიოდით. ალბათ, მოხდება აღდგენითი საათების ჩატარება. ამას უკვე დეტალურად შემდეგ გავაჟღერებთ, როგორ ვფიქრობთ ამ ტიპის პროცესის დაწყებას. გვინდა და ვთანამშრომლობთ „პირველ არხთან“, სადაც გამოვიყენებთ სატელევიზიო ბადეს და სასწავლო პროცესის გადატანა მოხდება სატელევიზიო ბადეში. ამასთან დაკავშირებით ბრიფინგი გვექნება ორშაბათს და დეტალებს გავაჟღერებთ”,- ამბობს დგებუაძე IPN-თან.

    მისივე თქმით, სკოლებში არდადეგების გახანგრძლივების შემთხვევაში, მოსწავლეებს, რომელთაც ინტერნეტთან წვდომა არ აქვთ, მასწავლებლები დავალებებს ტელეფონით მისცემენ.

    ,,საკომუნიკაციო არხად შესაძლებელია გამოყენებულ იქნას სატელეფონო კომუნიკაცია, ელექტრონული ფოსტით კომუნიკაცია და ინფორმაციის გაცვლა. ეს დამოკიდებული იმაზეა, რა სოციალური ფონია და რომელი საკომუნიკაციო საშუალებაა ეფექტური. ჩვენი მიზანია, განათლების ხელმისაწვდომობა უზრუნველვყოთ ყველა მოსწავლისთვის. აქედან გამომდინარე, სხვადასხვა ვარიანტებს განვიხილავთ. მხოლოდ ონლაინ სწავლება არ არის ჩვენთვის პრიორიტეტი. ეს არის ერთ-ერთი შესაძლებლობა და გზა იმისთვის, რომ მოსწავლესა და მასწავლებელს შორის კომუნიკაცია იყოს დაგეგმილი და განხორციელებული“, – განაცხადა დგებუაძემ.

    ცნობისთვის, გუშინ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ეჭვი ეპარება, 26 აპრილამდე სრულად შეძლონ სასწავლო პროცესის აღდგენა.

    გახარიამ აღნიშნა, რომ განათლების სამინისტრომ გეგმ უნდა წარმოადგინოს, რომელშიც გაწერილი უნდა იყოს, როგორ ხდება გაცდენილი სასწავლო პროცესის აღდგენა. მისი თქმით, განათლების სისტემა დისტანციური სწავლებისთვის მზად არ არის.

  • გაეროს შტაბ-ბინაში მომუშავე ჟურნალისტს კორონავირუსი დაუდგინდა

    გაეროს კორესპონდენტთა ასოციაციის ინფორმაციით, გაეროს შტაბ-ბინაში მომუშავე ერთ ჟურნალისტს კორონავირუსი დაუდგინდა.

    ,,ტესტმა აჩვენა, რომ ასოციაციის ერთ-ერთ წევრს ახალი კორონავირუსი აქვს. ანალიზის პასუხი 17 მარტს გახდა ცნობილი“, – წერია მათ განცხადებაში.

    ასოციაცია ნიუ-იორკის შტაბ-ბინის ხელმძღვანელობისგან ბრიფინგების ოთახისა და ორი სართულის გაწმენდას ითხოვს.

    დაავადებულს ინფექცია მსუბუქ ფორმაში გამოუვლინდა და ის ექიმების რეკომენდაციით, თვითიზოლაციაში იმყოფება.

    ინფიცირებული ჟურნალისტი გაეროს შტაბ-ბინაში ბოლოს 12 მარტს იმყოფებოდა და გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ბრიფინგს დაესწრო, იყო დელეგატების ოთახში და მესამე სართულზე განთავსებულ პრესის თანამშრომელთა ზონაში. მას სიმპტომები 13 მარტს გამოუვლინდა.

  • რუსეთი ევროპაში პანიკას თესავს – ევროკავშირმა რუსეთი კორონავირუსთნ დაკავშირებით ყალბი ინფორმაციის გვრცელებაში დაადანაშაულა

    ევროკავშირმა, რუსეთი, დასავლეთის ქვეყნებში კორონავირუსთან დაკავშირებით, ყალბი ინფორმაციის გვრცელებაში დაადანაშაულა – ამის შესახებ  FINANCIAL TIMES 16 მარტის ევროკავშირის დახურულ მოხსენებაზე დაყრდნობით წერს.

    ევროკავშირის დოკუმენტზე  დაყრდნობით წერს  REUTERS – იც   რომ რუსეთი კორონავირუსზე “დეზინფორმაციის კამპანიას აწარმოებს” და თესავს პანიკასა და უნდობლობას დასავლეთის მიმართ.  არასწორი ინფორმაცია ვრცელდება ინგლისურ, ესპანურ, იტალიურ და ფრანგულ ენებზე. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის დოკუმენტის თანახმად, რუსული კამპანია ურთიერთსაწინააღმდეგო, დამაბნეველ და მავნებლურ რეპორტებს იყენებს, რათა ევროკავშირს პანდემიის საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯებისას კოორდინირება გაურთულოს.აშშ აღნიშნავს, რომ ასეთი მომხმარებლები ხელს უწყობენ იმ აზრის გავრცელებას, რომ ამერიკის მთავრობა COVID-2019- ის ვირუსის გავრცელების უკენ დგას, რითაც ქვეყნის რეპუტაციას ზიანს აყენებს.

    “შეტყობინებები, რომელიც იტალიას უკავშირდება, მიზნად ისახავს შიშების გაღრმავებას, რომ ეროვნულ ხელისუფლებას პანდემიასთან გამკლავების უნარი არ აქვს. ესპანურ ენაზე კი “აპოკალიპტური შინაარსის” მასალებია, სადაც კაპიტალისტებს ბრალს სდებენ ვირუსისგან მოგების მიღებაში. ხაზგასმულია, ასევე ისიც, თუ როგორ კარგად უმკლავდება რუსეთი და ვლადიმერ პუტინი ვირუსის გავრცელებას”, – წერს Financial Times.

    ევროპის საგარეო საქმეთა სამსახურის, პრესსპიკერმ განაცხადა უკვე დაუკავშირდნენ Google-ს, Facebook-ს, Twitter-სა და Microsoft-ს, რათა კორონავირუსზე დეზინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ იმსჯელონ. 

  • შევქმენით კორონავირუსის სწრაფი ტესტი, რომელიც შედეგს 30 წუთში იღებს- ოქსფორდის უნივერსიტეტი

    ოქსფორდის უნივერსიტეტის ინფორმაციით, უნივერსიტეტის ინჟინერიის მეცნიერებათა ფაკულტეტმა და ოქსფორდის სუჟოუს კვლევითმა ცენტრმა კორონავირუსის ტესტირების სწრაფი საშუალება შეიმუშავეს.

    „ახალი ტესტი ბევრად უფრო სწრაფია და არ საჭიროებს რთულ ინსტრუმენტებს. წინა, ფართოდ გავრცელებული ტესტის შედეგისთვის 1,5-2 საათი იყო საჭირო. მკვლევართა გუნდმა შეიმუშავა ახალი ტესტი, დაფუძნებული ტექნიკაზე, რომელსაც შეუძლია შედეგი ნახევარ საათში აჩვენოს“,- წერია ოქსფორდის უნივერსიტეტის გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

    ამასთან, განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ახალი ტესტი ძალიან მგრძნობიერეა და პაციენტი, ვისაც ინფექციის ადრეული ეტაპი აქვს, მაინც შეიძლება გამოვლინდეს, რაც დაეხმარება ვირუსის გავრცელების პრევენციას.

    ოქფორდის უნივერსიტეტის ცნობით, ტესტირების ახალი მეთოდის ყველა ცდა წარმატებული გამოდგა და ახლა მეცნიერები მუშაობენ ისეთი ტესტის შექმნაზე, რომელიც არა მარტო შესაბამის დაწესებულებებში, არამედ სახლის პირობებშიც იმუშავებს.

    შედეგის გასაგებად არანაირი სპეციალური აპარატურა და ხელსაწყო საჭირო არ იქნება.

    ცნობისთვის, კორონავირუსით მსოფლიოში ამჟამად 208 ათასზე მეტი ადამიანი ინფიცირებული, გარდაცვლილთა რაოდენობამ კი 8272-ს მიაღწია.