Category: არქივი

  • თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

    გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, 7 ოქტომბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

    კომპანიის ცნობით, შეზღუდვა სამგორის რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე შეეხება: აფრიკის დასახლების, ვარკეთილის მეურნეობის, სოფელი დიდი ლილოს, გარდაბნის გზატკეცილის, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ენუქიძის, რაზიკაშვილის, გუმათგესის, ჭიჭინაძის, გუგუშვილის, სამგორის, ფაღავას, სანაძის, ფრისის, თვალჭრელიძის და ქიზიყის ქუჩების მცხოვრებლებს.

    ნაძალადევის რაიონში, 10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცინცაძის, ნიკო მარის, ხევსურეთის, მანჯგალაძის, სვანეთის, ცოტნე დადიანის, სააკაძის და ლეჩხუმის ქუჩების მცხოვრებლებს.

    დიდუბის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება ბელიაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს. ხოლო 10 საათიდან 11 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლუბლიანას და ჩაჩავას ქუჩების მცხოვრებლებს.

    ისნის რაიონში, 10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, იუნკერთა, დოდაშვილის, ჩკალოვის, ლობჟანიძის, რთველაძის, ამილახვარის, ბოლნისის, მანავის, მარჯორი უორდროპის, აჰმედ ჯავადის, არტურ ლაისტის, მიკოლა ბაჟანის, მეგობრობის, ჩოლოყაშვილის, აბრამიშვილის, სახალხოს, გარეკახეთის, დოესის, ზურაბაშვილის, ცუცხვათის, აწყურის და ზინდისის ქუჩების მცხოვრებლებს.

    ხოლო 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დედოფლისწყაროს, წურწუმიას, ბადიაურის, ქურხულის, ახმეტის და თელავის ქუჩების მცხოვრებლებს.

    კრწანისის რაიონში, 11 საათიდან 12:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება რუსთავის გზატკეცილის და ფონიჭალის დასახლების მცხოვრებლებს.

    14 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ფონიჭალის, სვანების დასახლების, გულბანის და რაფავას ქუჩების მცხოვრებლებს.

    გლდანის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქერჩის, ხევძმარის, სარაჯიშვილის, რიონის, ულიანოვის, კრუპსკაიას, ანდრონიკაშვილის, ერისთავი-ჯორჯაძის და მიხაკო წერეთლის ქუჩების მცხოვრებლებს.

    კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

  • “ერთ მხარეს ყანჩელს გლოვობდნენ, მეორე მხარეს თბილისობას ზეიმობდნენ” – გაბუნიას მონოლოგი (ვიდეო)

    გიორგი გაბუნიამ გია ყანჩელის გარდაცვალებასთან და მის დაკრძალვასთან დაკავშირებით, “მთავარის” ეთერში ვრცელი მონოლოგით წარსდგა.

    მან მაყურებელს “ყვითელი ფოთლების” ნაწილი უკომენტაროდ მოასმენინა: “ამ შედევრის ავტორი, უკვე გამაყრუებელ სიჩუმეშია დასვენებული. იქ სადაც ვერ აღწევს ნოტები და ვერც ადამიანის ხმა – მიწის ქვეშ”, – თქვა მან და შემდეგ თბილისობის დღესასწაულის არგადადების გამო, დედაქალაქის მთავრობა გააკრიტიკა:

    “გია ყანჩელი ტაშ-ფანდურის, მწვადისა და ხინკლის სუნის ფონზე გააცილეს. დედაქალაქის ხელისუფლებამ არ ჩათვალა გენიალური კომპოზიტორის გარდაცვალება საკმარის საბაბად იმისთვის, რომ თბილისობის საზეიმო ღონისძიებები ერთი კვირით, ან ერთი დღით გადაედო. ამიტომ დღესასწაული ჩვეულებრივად გაგრძელდა. ერთ მხარეს ყანჩელს გლოვობდნენ, მეორე მხარეს თბილისობის მონაწილეები ზეიმობდნენ”

  • ტვ პირველის ინფორმაციით დეპუტატი ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს

    ტვ პირველის ექსკლუზიური ინფორმაციით უმრავლესობის დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი დეპუტატის მანდატს უახლოეს დღეებში ტოვებს.

    ტვ პირველი ზარდიაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც ეს ინფორმაცია არ დაადასტურა, თუმცა არც უარყო და ჟურნალისტებს მოუწოდა მოვლენებს წინ ნუ გაუსწრებენ:

    “ამ ეტაპზე არაფერი მაგდაგვარი. ტვ პირველს ვთხოვთ დაელოდოს მოვლენებს ნუ გაუსწრებს. ტვ პირველი ჩემთან მიმართებაში არიან სუბიექტურები. სტუმრები არიან მოსული სანახავად და ვერ იმასვშვრები. დაველოდოთ დროს და ნუ გავუსწრებთ მოვლენებს.“–უთხრა ზარდიაშვილმა ჟურნალისტს.

    ვანო ზარდიაშვილი უმრავლესობის ერთ–ერთი სკანდალური დეპუტატია. მას ე.წ. მოსამართლეთა კლანის ლობისტს უწოდებენ. ცოტა ხნის წინ კი დეპუტატმა ეკა ბესელიამ კომიტეტის სხდომაზე მას სახეში ჩაარტყა. მიზეზი ზარდიაშვილის რეპლიკები გახდა ბესელიას მორალთან დაკავშირებით.

  • დაკავებულია ახალგაზრდა მამაკაცის მეგობარი, რომლის ცხედარი მტკვარმა გამორიყა

    36 წლის დავით მუმლაძის მეგობარი, რომლის ცხედარი მტკვარმა გუშინ რუსთავში გამორიყა, დაკავებულია. ცხედარს 30 –მდე ჭრილობა ქონდა მიყენებული ცივი იარაღით. მისი მეგობარი, გიორგი გეთიაშვილი უკვე 20 საათია ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციაში იმყოფება. მისი ოჯახის წევრები და ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე მასთან შეხვედრას ან დაკავებულის შესახებ ინფორმაციის მიღებას ცდილობენ, თუმცა უშედეგოდ.

    დავით მუმლაძე 1 ოქტომბერს დაიკარგა. მას ხუთი დღის განმავლობაში ეძებდნენ. გეთაშვილი არის ბოლო ადამიანი, რომელმაც მუმლაძე გარდაცვალებამდე ნახა.გეთიაშვილის მეუღლე ამბობს, რომ მის ქმარს პოლიცია გვამის ამოსაცნობად გუშინ დაუკავშირდა და რუსთავში წაიყვანა. მას შემდეგ კი პოლიციაში ჰყავთ დაკავებული.ადვოკატი ეჭვობს, რომ შესაძლოა მისი დაცვის ქვეშ მყოფს დაზიანებები აქვს მიყენებული და პოლიცია ამის გამო არ აძლევს ახლობლებს და ადვოკატს მისი ნახვის უფლებას.

  • “ილია ჯიშკარიანი ბრალს არ აღიარებს” – თამთა თოდაძის დედა

    საკრებულოს თანამშრომლის თამთა თოდაძის დედამ ხათუნა ოქროპირიძემ გამოკითხვის შემდეგ განაცხადა, რომ ილია ჯიშკარიანი ბრალს არ აღიარებს.

    “ილია ჯიშკარიანი არ აღიარებს ბრალს და ჰყვება, რომ თამთა დაწინაურებას ითხოვდაო. როგორ უნდა მოეთხოვა ბავშვს დაწინაურებ, როცა დეპუტატი ის იყო და დეპუტატი ხომ ვერ გახდებოდა?! სად უნდა დაწინაურებულიყო, ვერ გავიგე”, – განაცხადა საკრებულოს თანამშრომლის თამთა თოდაძის დედამ.

    თამთა თოდაძემ პოლიცია ტირილით დატოვა

    გამოძიებამ თამთა თოდაძე დაკითხა, რომელიც დეპუტატს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს

    ქალი, რომელიც საკრებულოს დეპუტატს სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს, პოლიციაში გამოკითხვაზე დაიბარეს

  • თამთა თოდაძემ პოლიცია ტირილით დატოვა

    ისან-სამგორის პოლიციის სამმართველოში, საკრებულოს დეპუტატის ილია ჯიშკარიანის თანაშემწის, თამთა თოდაძის გამოკითხვა დასრულდა. თამთა თოდაძემ პოლიციის სამმართველო ტირილით ადვოკატთან ერთად დატოვა. მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

    საგამოძიებო ორგანოში ამ დრომდე იმყოფება მისი დედა, ხათუნა ოქროპირიძე.

    ადვოკატი თამარ ლუკავა აცხადებს, რომ თამთა თოდაძე არ არის დაზარალებულად ცნობილი და ამ დრომდე ისინი ელოდებიან ილია ჯიშკარიანის​თვის ბრალის წაყენებას.

    გამოძიებამ თამთა თოდაძე დაკითხა, რომელიც დეპუტატს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს

  • შარტავაზე დაჭრილი მამაკაცი მანქანიდან გადმოაგდეს

    ცივი იარაღით დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი შარტავას ქუჩაზე ვერცხლისფერი ლექსუსიდან ჩამოაგდეს.

    ამ დროისთვის, მამაკაცი რეგიონულ ჰოსპიტალშია გადაყვანილი.

    თავდაპირველად შემთხვევა ლისის ტბასთან მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილი გ.ვ. საქართველოში ცოტა ხნის წინ დაბრუნდა. შემთხვევის სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

  • გამოძიებამ თამთა თოდაძე დაკითხა, რომელიც დეპუტატს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს

    ისანი–სამგორის პოლიციის სამმართველოში ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა თამთა თოდაძის დაკითხვა, რომელიც თბილისის საკრებულოს დეპუტატს გაუპატიურების მცდელობაში და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. დაკითხვიდან გამოსვლის შემდეგ თამთა თოდაძის უფლებადამცველის, თამარ ლუკავას განცხადებით საქმეში არსებობს მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს, რომ თამთას წინააღმდეგ ნამდვილად მოხდა ძალადობის ფაქტი, მაგრამ ილია ჯიშკარიანის მიმართ საგამოძიებო მოქმედებები არ არის ჩატარებული, რაც საჭირო იყო იმისთვის, რომ მის წინააღმდეგ ბრალი კიდევ უფრო გამყარებულიყო.

    ადვოკატის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერება დაგვიანებით მოხდა, ოფისში აღმოჩენილი დაზიანებული ნივთები მომხდარ ფაქტს ადასტურებს. “ჩვენი მთავარი მოთხოვნა და მოლოდინი არის ის, რომ მას აუცილებლდ წაუყენებენ ბრალს, იმიტომ, რომ საქმეში არის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს ფაქტს”, – ამბობს ადვოკატი.

    თამთა თოდაძემ პოლიციის სამმართველო ტირილით, ადვოკატთან ერთად დატოვა. მას მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამო მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

    დღესვე ცნობილი გახდა, რომ თამთა თოდაძის ოჯახს დეპუტატის ახლობელმა მორიგება შესთავაზა. შეთავაზების დეტალები უცნობია. გამოძიებამ თოდაძის დედა, ხათუნა ოქროპირიძეც დაკითხა.

  • გიორგი გაბუნია პროკურატურაში გამოკითხვაზე 10 ოქტომბერს მივა

    სამაუწყებლო კომპანია „მთავარი არხის“ გადაცემა „პოსტ ფაქტუმის“ წამყვანი, გიორგი გაბუნია პროკურატურაში გამოკითხვაზე 10 ოქტომბერს მივა. გაბუნია უწყებაში 10 ოქტომბერს, 16:00 საათზე უნდა გამოცხადდეს.

    „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2″-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაბარებულია გიორგი გაბუნია“, – აცხადებენ პროკურატურაში.

  • “ვინც იწყევლება, თავის თავსაც წყევლის და თავის ოჯახსაც”-ილია მეორე

    არავითარ შემთხვევაში, წყევლა არ უნდა წამოგცდეთ შვილის ან ადამიანისადმი. ვინც იწყევლება, თავის თავსაც წყევლის და თავის ოჯახსაც, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას ბრძანა. ილია მეორემ ქადაგებისას ადამიანთა ცხოვრების მიზანზე ისაუბრა.

    “ჩვენ უნდა ვიფიქროთ, რით წარვდგებით წინაშე ღმრთისა. ყველაზე დიდი ძალა, რომელიც თქვენ დაგეხმარებათ, ჩვენ დაგვეხმარება, არის ქველმოქმედება, დახმარება გაჭირვებული ადამიანის. ადამიანის ცხოვრების მიზანი უნდა იყოს გაჭირვებული ხალხის დახმარება. ზოგიერთი მიზნად ისახავს, დააგროვოს სიმდიდრე”,-ბრძანა ილია მეორემ.

    ამასთან, როგორც პატრიარქმა ბრძანა, ქვეყნის აღსასრული “არც ისე შორს არის”.

    “მე კიდევ ერთხელ, ყველას გეხვეწებით, დაიფარეთ ოჯახები თქვენი, დაიფარეთ შვილები თქვენი. არავითარ შემთხვევაში წყევლა არ უნდა წამოგცდეთ შვილის ან ადამიანისადმი. ვინც იწყევლება, თავის თავსაც წყევლის და თავის ოჯახსაც. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყნის აღსასრული არც ისე შორს არის, ახლოს არის. წერია ბიბლიაში, როცა ბოროტი სული მიხვდება, რომ აღსასრული მოდის მისი, გააძლიერებს ბრძოლას ადამიანთან. ჯვარი გეწეროთ, ღმერთმა დაგიცვათ და დაგიფაროთ ხილული და უხილავი მტრებისგან “,- ბრძანა პატრიარქმა.